-
ცეცხლი არის ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი
უძველესი მეთოდი
-
შესაძლოა, ხალხმა მისი გამოყენება პირდაპირ
ცეცხლის გამოყენების სწავლის შემდეგ დაიწყო
-
მისი მეშვეობით ერთ ადამიანს შეუძლია
-
მანძილზე მეორე ადამიანის "რწმენის
მდგომარეობაზე" მოახდინოს გავლენა
-
ცეცხლის ალის არსებობის ან არარსებობის
გაცნობიერების უნარი
-
საშუალებას გვაძლევს გადავერთოთ
ორიდან ერთ-ერთი "რწმენის მდგომარეობაზე"
-
ერთი განსხვავება, ორი მდგომარეობა
-
თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ
ეს მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ძალებისთვის
-
რომლებიც ეფექტურ კომუნიკაციაზე იყვნენ
დამყარებულნი
-
დავიწყოთ ძველბერძნული მითით
კადმოსის შესახებ
-
ის იყო ფინიკიელი პრინცი, რომელმაც
საბერძნეთს
-
პირველმა გააცნო "ფონეტიკური" წერილები
-
ბერძნულმა ანბანმა, რომელიც ფინიკიურ
ასოებს ეფუძნება
-
მსუბუქ, იაფ პაპირუსთან ერთად
-
ხელი შეუწყო ძალაუფლების გადაცემას
-
სამღვდელოებიდან სამხედრო კლასამდე
-
ბერძნული სამხედრო ისტორია კი გვაწვდის
მასალებს კომუნიკაციის განვითარების შესახებ
-
რომელიც გამაფრთხილებელი ჩირაღდნების
გამოყენებიდან მომდინარეობს
-
პოლიბიუსი იყო ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს დაიბადა
-
მან დაწერა "ისტორიები", სადაც მოიპოვება
ბევრი სამხილი
-
იმდოინდელი კომუნიკაციის ტექნოლოგიების
შესახებ
-
ის წერს:
-
"სწორ დროს მოქმედება ბევრი წამოწყების
ბედ-იღბალს წყვეტს
-
ამაში კი ყველაზე მეტად ცეცხლის ჩირაღდნები
გვეხმარება"
-
თუმცა მას მშვენივრად ესმოდა ჩირაღდნების
შეზღუდვები
-
ის წერს:
-
"შესაძლებელია ისეთი გზავნილის გადმოცემა
რომელიც გვეტყვის, რომ 'ფლოტი მოვიდა'
-
თუმცა უფრო რთული სახის ინფორმაცია,
მაგალითად მოქალაქეების ღალატი ან
-
ქალაქში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა--
-
მოვლენები, რომლებიც ხდება ხოლმე, თუმცა
მათი განჭვრეტა რთულია
-
ცეცხლის სიგნალით მსგავს ინფორმაციას
ვერ გადასცემდი"
-
ცეცხლის სიგნალი სასარგებლოა, როდესაც
"გზავნილების სივრცე" მცირეა
-
მაგალითად, "მტერი მოგვიახლოვდა" ან
"არ მოგვიახლოვდა"
-
თუმცა როდესაც გზავნილების სივრცე
-
--ეს აღნიშნავს ყველა შესაძლო გზავნილის
რაოდენობას--
-
იზრდება, საჭირო ხდება უფრო მეტი
განსხვავებულობის გადაცემა
-
"ისტორიებში'' პოლიბიუსი მოგვითხრობს
ტექნოლოგიაზე, რომელიც შექმნა
-
ენეას ტაქტიკუსმა, ერთ-ერთმა ადრინდელმა
მწერალმა ომის თემატიკაზე
-
ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეოთხე საუკუნეში
-
მისი ტექნოლოგიის აღწერა ასე
გამოიყურება:
-
"ვისაც სურს სწრაფად გადასცეს ერთმანეთს
გადაუდებელი ამბები ცეცხლის გამოყენებით
-
უნდა ჰქონდეთ ორი ერთნაირი ჯამი
ზუსტად ერთნაირად განიერი და ერთნაირად ღრმა
-
შუაში უნდა გადიოდეს თოკი, რომელიც
დაყოფილია ტოლ ნაწილებად
-
ყოველი ნაწილი უნდა იყოს კარგად გამოხატული
და ბერძნული ასოთი აღნიშნული
-
თითოეული ასო უნდა შეესაბამებოდეს
ერთ-ერთ გზავნილს
-
წინასწარ ცნობილი გზავნილებიდან, რომლებიც
აღწერენ ომის დროს ხშირად მომხდარ მოვლენებს
-
კავშირის დასამყარებლად ისინი ასე უნდა
მოქცეულიყვნენ:
-
თავიდან გამგზავნს უნდა აენთო ჩირაღდანი
იმის სანიშნებლად, რომ გზავნილი ჰქონდა
-
მიმღებს კი თავისი ჩირაღდანი უნდა აენთო
იმის სათქმელად, რომ მისაღებად მზად იყო
-
შემდეგ გამგზავნი ძირს დადებდა ჩირაღდანს
და ორივე
-
დაიწყებდა თავიანთი ჯამების დაცლას
ტოლი დიამეტრის მქონე ხვრელით
-
როდესაც სასურველ მოვლენა დადგებოდა
გამგზავნი მაღლა აწევდა ჩირაღდანს
-
ეს ნიშნავდა, რომ ორივეს უნდა შეეჩერებინა
წყლის დინება
-
ამით წყლის დონე ორივე ჯამში ზუსტად
ერთნაირი იქნებოდა
-
და ეს დონე ერთიდაიგივე ასოზე იქნებოდა
გაჩერებული
-
ეს მეთოდი იყენებდა განსხვავებას დროში
რომ გადაეცა შეტყობინებები
-
თუმცა მისი გამომხატველობითი შესაძლებლობა
შეზღუდული იყო
-
მისი სიჩქარის გამო
-
პოლიბიუსი შემდეგ წერს უფრო ახალ მეთოდზე,
რომელიც შექმნა დემოკრატუსმა
-
შემდეგ ეს მეთოდი პოლიბიუსმა დახვეწა და
-
მისი თქმით "ნებისმიერი სახის სასწრაფო
შეტყობინების გადაცემა შეეძლო"
-
ეს მეთოდი, რომელსაც "პოლიბიუსის კვადრატი"
ეწოდება, ასე მუშაობს:
-
ორი ადამიანიდან თითოეულს აქვს 10 ცალი
ჩირაღდანი
-
თითოეულთან ისინი დაყოფილია ორ ჯგუფად
თითო ჯგუფში ხუთი ჩირაღდანი შედის
-
დასაწყისისთვის, გამგზავნი მაღლა წევს
ჩირაღდანს და მიმღების პასუხს ელის
-
შემდეგ გამგზავნი ანთებს თითოეული ჯგუფიდან
განსაზღვრული რაოდენობის ჩირაღდანს
-
და მათ მაღლა წევს
-
შემდეგ მიმღები ითვლის პირველ ჯგუფში
ანთებული ჩირაღდნების რაოდენობას
-
ეს რიცხვი განსაზღვრავს რიგის ნომერს
ანბანის ცხრილში, რომელიც ორივეს გააჩნია
-
მეორე ჯგუფის ჩირაღდნების რაოდენობა კი
ამ ცხრილში სვეტის ნომერს განსაზღვრავს
-
რიგის და სვეტის ნომრების გადაკვეთით
მივიღებთ რომელიმე ასოს
-
ამ მეთოდით ხდება ორი სიმბოლოს
მიმოცვლა
-
თითოეული ჩირაღდნების ჯგუფი არის სიმბოლო
-
რომლებსაც შეუძლიათ ხუთი სხვადასხვა
მნიშვნელობის მიღება
-
ერთიდან ხუთ ჩირაღდნამდე
-
ერთად, ეს სიმბოლოები ქმნიან ხუთჯერ ხუთ--
25 სხვადასხვა მნიშვნელობას
-
ეს გამრავლება ძალიან
მნიშვნელოვანია ჩვენს ამბავში
-
ის ახსნილია ქრისტეშობამდე მეექვსე საუკუნის
ინდურ ტექსტში
-
რომლის ავტორადაც მიჩნეულია სუშრუტა
-
იქ წერია:
-
"თუ გვაქვს ექვსი სხვადასხვა სანელებელი
-
რამდენი სხვადასხვა გემოს მიღებაა
შესაძლებელი?"
-
ნარევის მიღების პროცესი შეგვიძლია
ექვს შეკითხვად დავყოთ
-
დაუმატებ თუ არა A-ს?
კი ან არა
-
დაუმატებ თუ არა B-ს?
C-ს?
-
D-ს? E-ს? ან F-ს?
-
ეს ყველაფერი მრავლდება და ვიღებთ
შესაძლო პასუხების თანმიმდევრობების ხეს
-
ოჯერ ორჯერ ორჯერ ორჯერ ორჯერ ორი
უდრის 64-ს
-
ამიტომ შესძლებელია 64 სხვადასხვა
პასუხთა თანმიმდევრობა
-
თუ მოცემულია n რაოდენობის კი-ან-არა
შეკითხვა
-
მაშინ შესაძლო პასუხთა თანმიმდევრობების
რაოდენობა იქნება ორი n ხარიხში-ს ტოლი
-
1605 წელს ფრენსის ბეკონმა ახსნა, თუ როგორ
შეიძლებოდა ამ აზრის გამოყენება
-
ანბანის ყველა ასოს გასაგზავნად
-
მხოლოდ ერთადერთი განსხვავებულობის
მეშვეობით
-
ბეკონი წერდა:
-
"ორი ასოს ჩასმით ხუთ სხვადასხვა ადგილას
მივიღებთ 32 შესაძლო მნიშვნელობას
-
ამის მეშვეობით ადამიანს შეუძლია მისი
განზრახვების
-
გადაცემა ნებისმიერ მანძილზე მხოლოდ იმ
ნივთების გამოყენებით,
-
რომლებსაც მხოლოდ ორი მნიშვნელობის
გადაცემა შეუძლიათ"
-
ეს მარტივი იდეა,ერთადერთი განსხვავებულობის
გამოყენებით მთლიანი ანბანის გადაცემა
-
გავრცელდა მე-17 საუკუნეში
-
ტელესკოპის გამოგონების წყალობით
-
ეს ხელსაწყო გამოიგონეს ლიპერშეიმ 1608 წელს
და გალილეომ 1609 წელს
-
რადგან ადამიანის თვალის გამადიდებელი ძალა
უცბად 32-მაგი გახდა
-
ერთადერთი განსხვავებულობის დაფიქსირება
შესაძლებელი გახდა დიდი მანძილებიდან
-
რობერტ ჰუკმა,რომელიც ლინზებით ადამიანის
მხედველობის შესაძლებლობებს სწავლობდა
-
დიდი ბიძგი მისცა პროგრესს, როდესაც
1684 წელს თქვა:
-
მცირე ვარჯიშის შემდეგ უკვე შესაძლებელია
პარიზიდან ისეთი საგნის დანახვა
-
რომელიც ლონდონში ერთი წუთის წინ
გამოჩნდა
-
ამას მოყვა გამოგონებათა მთელი ტალღა
-
რომლებიც ცდილობდნენ განსხვავებულობების
გადაცემას უფრო და უფრო დიდ მანძილებზე
-
1795 წლის ერთ-ერთი ტექნოლოგია
-
იდეალურად გვიჩვენებს ერთადერთი
განსხვავებულობის მეშვეობით
-
ყველაფრის გადაცემის შესაძლებლობას
-
ლორდ ჯორჯ მიურეის"რყევის ტელეგრაფი"
-
იყო ბრიტანეთის პასუხი ნაპოლეონის
მუქარებისადმი
-
ის შედგებოდა ექვსი მბრუნავი ჩამკეტისგან
-
და შეიძლებოდა ამ ჩამკეტების ან გახსნა, ან
დაკეტვა
-
თითოეულ ჩამკეტს შეგვიძლია შევხედოთ,
როგორც ერთ განსხვავებულობას
-
ექვსი ჩამკეტით გვაქვს ექვსი შეკითხვა -
ღია ან დახურული
-
ეს გვაძლევს ორი მეექვსე ხარიხსში--
ანუ 64 განსხვავებულობებს
-
ეს საკმარისია ყველა ასოსთვის და
ციფრისთვის
-
რყევის ტელეგრაფზე თითოეული დაკვირვება
-
შეიძლება ჩავთვალოთ, როგორც ერთ-ერთი გზა
გადაწყევტილების ხეზე
-
ტელესკოპის მეშვეობით კი შესაძლებელი იყო
შეტყობინებების დიდ მანძილზე გადაცემა
-
თუმცა, ერთ-ერთმა დაკვირვებამ 1820 წელს
მოგვცა რევოლუციური ტექნოლოგია
-
რამაც სამუდამოდ შეცვალა შეტყობინებების
გადაცემის მანძილი
-
ამან დაბადა იდეები, რომლებმაც
"ინფორმაციის ეპოქაში" გადაგვიყვანეს