როგორ გავბედოთ ხმის ამოღება
-
0:00 - 0:05რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა.
-
0:05 - 0:10ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას,
ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი, -
0:10 - 0:13როდესაც მე და ჩემი მეუღლე
მშობლები გავხდით. -
0:13 - 0:15ეს იყო გასაოცარი,
-
0:15 - 0:17ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი,
-
0:17 - 0:21მაგრამ ამავდროულად
საშიში და დამთრგუნველიც. -
0:21 - 0:25ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც
საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები -
0:25 - 0:28დარწმუნებულები არ ვიყავით,
რომ ჩვენი პატარა ბიჭი -
0:28 - 0:31ძუძუთი კვებისას
საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. -
0:31 - 0:34გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა,
-
0:34 - 0:37თან არ გვსურდა თავიდანვე
ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა -
0:37 - 0:39ან შეშლილი, ნერვიული
მშობლებივით მოვქცეულიყავით -
0:39 - 0:40ვწუხდით
-
0:40 - 0:42და ვიცდიდით.
-
0:42 - 0:44მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით,
-
0:44 - 0:49მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა
ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. -
0:49 - 0:51ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის,
-
0:51 - 0:54ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს
შეგვიძლია დავუკავშირდეთ, -
0:54 - 0:56მაგრამ მაშინ, იმ მომენტში,
-
0:56 - 0:59თქმა უნდა გამებედა,
თუმცა ასე არ მოვიქეცი. -
0:59 - 1:02ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები,
როცა არ უნდა ვიყოთ. -
1:02 - 1:04ეს 10 წლის წინ ვისწავლე,
-
1:04 - 1:07როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას
იმედები გავუცრუე. -
1:07 - 1:10ჩემი ძმა დოკუმენტალისტია.
მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, -
1:10 - 1:14სადისტრიბუციო კომპანიისგან
შეთავაზება მიიღო. -
1:14 - 1:15ის აღფრთოვანებული იყო
-
1:15 - 1:18და შემოთავაზებაზე
თანხმობის თქმას აპირებდა, -
1:18 - 1:21მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა
დაჟინებით მოვთხოვე -
1:21 - 1:23საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა
-
1:23 - 1:26და დავეხმარე, რომ ის
იდეალური გამოსულიყო. -
1:26 - 1:28ის მართლაც იდეალურად გამოვიდა...
-
1:28 - 1:30იდეალურად შეურაცხმყოფელი.
-
1:30 - 1:31კომპანია იმდენად განაწყენდა,
-
1:31 - 1:34რომ შეთავაზება უკან წაიღო
-
1:34 - 1:37და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა.
-
1:37 - 1:40მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს
ამ გამბედაობის დილემის შესახებ: -
1:40 - 1:42როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე,
-
1:42 - 1:44როდის შეუძლიათ
გაიტანონ საკუთარი ინტერესები, -
1:44 - 1:46როდის შეუძლიათ გამოთქვან
საკუთარი აზრი, -
1:46 - 1:49როდის შეუძლიათ წამოაყენონ
ამბიციური მოთხოვნა. -
1:49 - 1:53ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია,
-
1:53 - 1:56მაგრამ ამავე დროს
უნივერსალურ სურათს ქმნიან. -
1:56 - 1:59შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ
დაშვებული შეცდომა შევუსწორო? -
1:59 - 2:01შემიძლია დავუპირისპირდე
ჩემს თანამშრომელს, -
2:01 - 2:04რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო
საქმეში ცხვირის ჩაყოფას? -
2:04 - 2:07შემიძლია ჩემი მეგობრის
გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო? -
2:07 - 2:11შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე
მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო? -
2:11 - 2:14და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე,
-
2:14 - 2:18რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც,
მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი. -
2:18 - 2:23ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ
და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას -
2:23 - 2:25სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც.
-
2:25 - 2:29შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ
ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. -
2:29 - 2:31მაგარამ ზოგჯერ
ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. -
2:31 - 2:34სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან
და ჩემთან დაკავშირებით. -
2:34 - 2:39როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა
საზღვრებში ვართ - ვჯილდოვებით, -
2:39 - 2:42როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით,
სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით. -
2:42 - 2:46ჩვენ გვათავისუფლებენ,
გვამცირებენ, ან გვდევნიან. -
2:46 - 2:50ან ვკარგავთ დანამატს,
დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას. -
2:50 - 2:52პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ:
-
2:52 - 2:54რას მოიცავს
ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები? -
2:54 - 2:59მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები
ფიქსირებული არაა. -
2:59 - 3:01ის დინამიურია.
-
3:01 - 3:05ის კონტექსტის მიხედვით
ფართოვდება და ვიწროვდება.. -
3:05 - 3:08და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს,
-
3:08 - 3:11თქვენი ძალაუფლებაა.
-
3:11 - 3:14თქვენი ძალაუფლება
განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს. -
3:14 - 3:17რა არის ძალაუფლება?
ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. -
3:17 - 3:18მოლაპარაკებების დროს,
-
3:18 - 3:20ის ალტერნატივების სახით არსებობს.
-
3:20 - 3:22ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა;
-
3:22 - 3:23მას აკლდა ძალაუფლება.
-
3:23 - 3:25კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა.
-
3:25 - 3:26მათ ჰქონდათ ძალაუფლება.
-
3:26 - 3:29ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული
ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი, -
3:29 - 3:31ან ორგანიზაციაში ახალმისული,
-
3:31 - 3:32ან როცა გამოუცდელი ხართ,
-
3:32 - 3:35როგორც მე და ჩემი მეუღლე,
როცა მშობლები პირველად გავხდით. -
3:35 - 3:36ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში,
-
3:36 - 3:39სადაც ვიღაც უფროსია
და ვიღაც დაქვემდებარებული, -
3:39 - 3:40ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში,
-
3:40 - 3:43სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია,
ვიდრე მეორე. -
3:43 - 3:47მნიშვნელოვანი ისაა,
რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, -
3:47 - 3:49ჩვენი საზღვრებიც ფართოა.
-
3:49 - 3:52ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს
თუ როგორ მოვიქცეთ, -
3:52 - 3:55მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს,
ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება. -
3:55 - 3:57ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს.
-
3:57 - 4:00პრობლემა იმაშია,
რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება, -
4:00 - 4:05ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას.
-
4:05 - 4:08ეს არის დილემა, როცა თქვენ
-
4:08 - 4:10თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ
შეუმჩნეველი ხართ, -
4:10 - 4:12მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით.
-
4:12 - 4:14ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა:
-
4:14 - 4:17„double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო
მოთხოვნებზე რეაგირების დილემა) -
4:17 - 4:19და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს.
-
4:19 - 4:22გენდერული დილემის მაგალითია ქალები,
რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში -
4:22 - 4:26შეუმჩნეველნი არიან,
ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან. -
4:26 - 4:30საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე
სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს, -
4:31 - 4:34მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ.
-
4:34 - 4:38უკანასკნელი ორი ათწლეულის
მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა, -
4:38 - 4:44რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს,
სულაც არაა გენდერული დილემა. -
4:44 - 4:46ეს ძალაუფლების ნაკლებობით
გამოწვეული დილემაა -
4:46 - 4:48და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს,
-
4:48 - 4:51სინამდვილეში უფრო ხშირად
მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა. -
4:51 - 4:54ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ
სხვაობას კაცსა და ქალს, -
4:54 - 4:55ან კაცებსა და ქალებს შორის
-
4:55 - 4:57და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია.
-
4:57 - 5:00სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“
-
5:00 - 5:03მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე,
-
5:03 - 5:06რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად
-
5:06 - 5:09სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის.
-
5:09 - 5:12ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების
არ ქონასთან დაკავშირებული დილემა. -
5:12 - 5:16რაც ნიშნავს, რომ ჩვენ
ვიწრო საზღვრები გვაქვს -
5:16 - 5:19და ძალაუფლების ნაკლებობა.
-
5:19 - 5:20ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა
-
5:20 - 5:22და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური.
-
5:22 - 5:26ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად
გზები უნდა ვეძებოთ. -
5:26 - 5:28ბოლო რამდენიმე ათეული წელია,
მე და ჩემმა კოლეგებმა -
5:28 - 5:30ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ.
-
5:30 - 5:35პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი
-
5:35 - 5:38მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი.
-
5:38 - 5:39როცა ძალაუფლებას ვგრძნობ,
-
5:39 - 5:42თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია.
-
5:42 - 5:44მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს.
-
5:44 - 5:46როდესაც სხვა ადამიანები
ძლიერად აღმიქვამენ, -
5:46 - 5:49ისინი უფრო მეტად აფართოვებენ
ჩემს საზღვრებს. -
5:49 - 5:54ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების
გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება. -
5:54 - 5:56დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ.
-
5:56 - 6:03გაბედულება სარისკოა,
მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს. -
6:03 - 6:07პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ
-
6:07 - 6:10მოლაპარაკებების შესწავლის
შედეგად იქნა აღმოჩენილი. -
6:10 - 6:14მოლაპარაკების მაგიდასთან,
საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ -
6:14 - 6:18შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს
შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები. -
6:18 - 6:23მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი
ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას, -
6:23 - 6:25სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ,
რასაც კაცები -
6:25 - 6:27და მათი ამბიციურობაც თანაბარია.
-
6:27 - 6:31ეს ის შემთხვევაა,
როცა ისინი ვინმეს იცავენ. -
6:31 - 6:33როდესაც ისინი ვინმეს იცავენ,
-
6:33 - 6:38ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე
და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში. -
6:38 - 6:40ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან.
-
6:40 - 6:44ამას ზოგჯერ
„დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ -
6:44 - 6:46დედა დათვივით,
რომელიც თავის ნაშიერებს იცავს, -
6:46 - 6:51ვიღაცის დაცვისას,
საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე. -
6:51 - 6:54მაგრამ ზოგჯერ,
საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. -
6:54 - 6:55როგორ გავაკეთოთ ეს?
-
6:55 - 6:57ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი,
-
6:57 - 7:01საკუთარი თავის დასაცავად
ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. -
7:01 - 7:04პერსპექტივის აღქმა მარტივია:
-
7:04 - 7:09ეს ნიშნავს, სამყაროს
სხვა ადამიანის თვალით შეხედო. -
7:09 - 7:11ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია,
-
7:11 - 7:13რომლითაც უნდა გავაფართოვოთ
ჩვენი საზღვრები. -
7:13 - 7:15როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ
-
7:15 - 7:17და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ,
-
7:17 - 7:21უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან,
რაც მე სინამდვილეში მინდა. -
7:21 - 7:24მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა:
-
7:24 - 7:26სხვისი პერსპექტრივის აღქმა
საკმაოდ რთულია. -
7:26 - 7:27მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი.
-
7:27 - 7:30მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს:
-
7:30 - 7:32თქვენი თითი-აწიეთ.
-
7:32 - 7:35და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე,
-
7:35 - 7:39რაც შეიძლება სწრაფად.
-
7:39 - 7:43კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის
ორი საშუალება არსებობს, -
7:44 - 7:47თავდაპირველად ეს
პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა. -
7:47 - 7:49მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ,
-
7:49 - 7:51რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული.
-
7:51 - 7:54ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი.
-
7:54 - 7:57აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა.
-
7:57 - 8:01მე E ისე დავხატე,
რომ ის E-დ სხვამ დაინახოს. -
8:01 - 8:03ის არის E სხვა პერსპექტივიდან,
-
8:03 - 8:06რადგან სხვა ადამიანის თვალით
ის E-ს ჰგავს. -
8:06 - 8:08მაგრამ ეს E,
თვითორიენტირებული E არის. -
8:08 - 8:11ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით
საკუთარ თავზე. -
8:11 - 8:14და ჩვენ განსაკუთრებულად
თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს. -
8:14 - 8:17მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ.
-
8:17 - 8:21კაცი შედის ბანკში,
უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს: -
8:21 - 8:26„მომეცით 2 000$,
თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“. -
8:26 - 8:28ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა.
-
8:28 - 8:30არსებულ სიტუაციას,
-
8:30 - 8:32ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა
-
8:32 - 8:34და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია.
-
8:34 - 8:37მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა.
-
8:37 - 8:42მენეჯერმა ჰკითხა:
„რატომ მოითხოვეთ 2 000$?“ -
8:42 - 8:44კაცმა უპასუხა:
„ჩემს მეგობარს გამოასახლებენ -
8:44 - 8:46თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“.
-
8:46 - 8:49რაზეც მენეჯერმა უპასუხა:
„აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ, -
8:49 - 8:51არამედ სესხის აღება"
-
8:51 - 8:52(სიცილი)
-
8:52 - 8:54"წამოდით ჩემ ოთახში,
-
8:54 - 8:56და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ."
-
8:56 - 8:57(სიცილი)
-
8:57 - 9:02სხვისი პერსპექტივის აღქმამ,
დაძაბული სიტუაცია განმუხტა. -
9:02 - 9:05ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას
სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ, -
9:05 - 9:08ეს საშუალებას გვაძლევს
ვიყოთ მტკიცე და ამბიციური, -
9:08 - 9:09მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო.
-
9:09 - 9:12არის კიდევ ერთი გზა,
თუ როგორ იყოთ მტკიცე, -
9:12 - 9:13მაგრამ მაინც სასიამოვნო.
-
9:13 - 9:16ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ.
-
9:16 - 9:18წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ
-
9:18 - 9:20და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა.
-
9:20 - 9:24უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის,
თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ. -
9:24 - 9:26ვთქვათ, A ვარიანტია:
-
9:26 - 9:2924 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია
-
9:29 - 9:31ან B ვარიანტი:
-
9:31 - 9:3323 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია.
-
9:33 - 9:37ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც
ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ -
9:37 - 9:38შეთავაზებულ ვარიანტებს შორის,
-
9:38 - 9:40ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს
-
9:40 - 9:42და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება.
-
9:42 - 9:44ეს მეთოდი არ მუშაობს
მხოლოდ გამყიდველებისთვის. -
9:44 - 9:46ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის.
-
9:46 - 9:48როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო,
-
9:48 - 9:50ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა
და უარს ამბობდა ყველაფერზე. -
9:50 - 9:53შემდეგ, ჩემს რძალს
ბრწყინვალე იდეა მოუვიდა. -
9:53 - 9:56რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს
არჩევანის საშუალებას თუ მივცემ? -
9:56 - 9:58ეს მაისური თუ მეორე?
კარგი, ის მაისური. -
9:58 - 10:00ეს შარვალი, თუ - ის?
კარგი, ეს. -
10:00 - 10:02და ამან შესანიშნავად იმუშავა.
-
10:02 - 10:06მან სწრაფად ჩაიცვა,
წინააღმდეგობის გარეშე. -
10:06 - 10:08როდესაც მთელ მსოფლიოში
ვეკითხებოდი, -
10:08 - 10:11თუ როდის არის კომფორტული
მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, -
10:11 - 10:12ნომერ პირველი პასუხი იყო:
-
10:12 - 10:15"როდესაც მხარდაჭერა მაქვს
ჩემ აუდიტორიაში". -
10:15 - 10:17"როდესაც მყავს მოკავშირეები".
-
10:17 - 10:20ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა.
-
10:20 - 10:22როგორ ვაკეთებთ ამას?
-
10:22 - 10:24ერთ-ერთი შესაძლებლობაა
იყოთ "დედა დათვი". -
10:24 - 10:27როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს,
ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს -
10:27 - 10:29ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში
-
10:29 - 10:31და ამავე დროს
ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ. -
10:31 - 10:34მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება,
-
10:34 - 10:39განსაკუთრებით გავლენიან წრეებში,
რჩევის კითხვაა. -
10:39 - 10:42როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით,
-
10:42 - 10:45მათ ჩვენ მოვწონვართ,
რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ -
10:45 - 10:47და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ.
-
10:47 - 10:51და ეს ნამდვილად მუშაობს
მეორე დილემის გადასაწყვეტად. -
10:51 - 10:53ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა.
-
10:53 - 10:55თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა,
-
10:55 - 10:58რომ თუ თავად არ გავახმაურებთ
ჩვენს მიღწევებს, -
10:58 - 10:59ვერავინ შეამჩნევს მათ
-
10:59 - 11:02და თუ ამას გავაკეთებთ
ნაკლებად მოსაწონი ვხდებით. -
11:02 - 11:05მაგრამ თუ რჩევას
ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ, -
11:05 - 11:09კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში
და სანდომიანიც. -
11:10 - 11:12ეს ხერხი იმდენად ძლიერია,
-
11:12 - 11:15რომ მაშინაც მუშაობს,
როცა მას თქვენგან ელოდებიან. -
11:15 - 11:19ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა,
როდესაც წინასწარ ვიცოდი, -
11:19 - 11:24რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს
ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო. -
11:24 - 11:26მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ
ამასათან დაკავშირებით: -
11:26 - 11:30პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ
ჩემთან რჩევისთვის მოსვლას. -
11:30 - 11:35მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის
სტრატეგიული სარგებელი. -
11:35 - 11:38და მესამე, ამან მაინც იმუშავა!
-
11:38 - 11:40მე მათი პერსპექტივიდან შევხედე.
-
11:40 - 11:42მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში.
-
11:42 - 11:46მეტად მოვიწადინე მათი დახმარება,
რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს. -
11:46 - 11:49მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად
გავბედოთ ხმის ამოღება, -
11:49 - 11:52ჩვენი კომპეტენტურობაა.
-
11:52 - 11:54კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს.
-
11:54 - 11:58როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს
ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი -
11:58 - 12:00და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი
მტკიცებულება გვჭირდება. -
12:00 - 12:03როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა,
ავტორიტეტიც არ გვაქვს -
12:03 - 12:05და ამ შემთხვევაში,
იდეალური მტკიცებულებაა საჭირო. -
12:05 - 12:09ერთ-ერთი საშუალება,
რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ, -
12:09 - 12:11ჩვენი გატაცებების აღწერაა.
-
12:11 - 12:14მინდა მომდევნო
რამდენიმე დღის განმავლობაში, -
12:14 - 12:16ყველა მივიდეს თავის მეგობართან
-
12:16 - 12:20და უთხრას:
“ამიღწერე შენი გატაცება“ -
12:20 - 12:24მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს
ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი: -
12:24 - 12:28"რა შეამჩნიეთ ადამიანებს,
როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“ -
12:28 - 12:31და მათი პასუხები ერთნაირი იყო:
-
12:31 - 12:33“მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ"
-
12:33 - 12:35“ისინი ფართოდ იღიმოდნენ“
-
12:35 - 12:37„ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ,
-
12:37 - 12:40მე ვიხრებოდი,
რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“ -
12:40 - 12:42„ისინი სწრაფად საუბრობდნენ,
ოდნავ მაღალი ტონით“. -
12:42 - 12:43(სიცილი)
-
12:43 - 12:45"ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ,
თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ" -
12:45 - 12:47შემდეგ კი მათ ვკითხე:
-
12:47 - 12:50„რა მოგდიოდათ,
როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“ -
12:50 - 12:52მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა,
-
12:52 - 12:53მეც ვიღიმოდი,
-
12:53 - 12:55მეც ვიხრებოდი"
-
12:55 - 12:58როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით,
-
12:58 - 13:01საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად
გამბედაობას ვმატებთ, -
13:01 - 13:05მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ
სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ. -
13:05 - 13:10ეს მაშინაც მუშაობს,
როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ. -
13:10 - 13:16კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში,
როდესაც ტირის. -
13:16 - 13:18მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა,
-
13:18 - 13:22რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს
გატაცებად წარმოვაჩენთ, -
13:22 - 13:29ჩვენს ტირილს, როგორც კაცების
ასევე ქალების, აღარ გმობენ. -
13:29 - 13:33მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი
მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო, -
13:33 - 13:35რომელიც მან, ჩემი ტყუპი
ძმის ქორწილში თქვა. -
13:35 - 13:39ეს ჩვენი სურათია.
-
13:39 - 13:41მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით,
-
13:41 - 13:44მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული
და ნამდვილი გატაცება კინო იყო, -
13:44 - 13:46როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში.
-
13:46 - 13:48ჩემი ძმის ქორწილისთვის
დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა -
13:48 - 13:52იმ როლების შესახებ იყო,
რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ. -
13:52 - 13:54მან თქვა:
"რაც უფრო ფაქიზად მიუდგები, -
13:54 - 13:58მით უფრო გააუმჯობესებ
და გაამდიდრებ შენს შესრულებას. -
13:58 - 14:03ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ
საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად -
14:03 - 14:06ზრდიან, ცვლიან და
ავითარებენ საკუთარ თავებს. -
14:06 - 14:09კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება
უმეტესად ბედნიერი იქნება“ -
14:09 - 14:13მამაჩემმა თქვა,
რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები -
14:13 - 14:17და როლები გვაქვს სამყაროში.
-
14:17 - 14:20მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა:
-
14:20 - 14:25ეს როლები და საზღვრები
მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. -
14:25 - 14:28ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას,
-
14:28 - 14:29იყავით მკაცრი "დედა დათვები"
-
14:29 - 14:32და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები.
-
14:32 - 14:37გქონდეთ იდეალური მტკიცებულება
და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები. -
14:37 - 14:40იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი
-
14:40 - 14:42თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ...
-
14:42 - 14:44თითოეულ თქვენგანს
შეუძლია მათი გამოყენება... -
14:44 - 14:48თქვენ გააფართოებთ თქვენს
მისაღებ ქცევათა საზღვრებს -
14:48 - 14:52და თქვენი სიცოცხლე
უმეტესად ბედნიერი იქნება. -
14:52 - 14:54გმადლობთ.
- Title:
- როგორ გავბედოთ ხმის ამოღება
- Speaker:
- ადამ გალინსკი
- Description:
-
რთულია იყო გამბედავი, მაშინაც კი როცა საჭიროა. გაიგეთ, როგორ დაიცვათ თქვენი პოზიცია, როგორ მოიქცეთ რთულ სოციალურ სიტუაციებში და გაზარდეთ პიროვნული ძალაუფლება სოციალური ფსიქოლოგის ადამ გალინსკის გონივრული რჩევებით.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 15:08
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri approved Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for How to speak up for yourself |