1 00:00:00,000 --> 00:00:04,536 რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა. 2 00:00:04,536 --> 00:00:09,536 ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას, ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი, 3 00:00:09,536 --> 00:00:13,116 როდესაც მე და ჩემი მეუღლე მშობლები გავხდით. 4 00:00:13,116 --> 00:00:14,946 ეს იყო გასაოცარი, 5 00:00:14,946 --> 00:00:17,056 ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი, 6 00:00:17,056 --> 00:00:20,504 მაგრამ ამავდროულად საშიში და დამთრგუნველიც. 7 00:00:20,504 --> 00:00:24,656 ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები 8 00:00:24,656 --> 00:00:28,326 დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ჩვენი პატარა ბიჭი 9 00:00:28,326 --> 00:00:30,756 ძუძუთი კვებისას საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. 10 00:00:30,756 --> 00:00:33,896 გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა, 11 00:00:33,896 --> 00:00:36,616 თან არ გვსურდა თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა 12 00:00:36,616 --> 00:00:39,056 ან შეშლილი, ნერვიული მშობლებივით მოვქცეულიყავით 13 00:00:39,056 --> 00:00:39,946 ვწუხდით 14 00:00:39,946 --> 00:00:41,996 და ვიცდიდით. 15 00:00:41,996 --> 00:00:44,416 მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით, 16 00:00:44,416 --> 00:00:49,136 მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. 17 00:00:49,136 --> 00:00:51,096 ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის, 18 00:00:51,096 --> 00:00:54,136 ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ, 19 00:00:54,136 --> 00:00:55,936 მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, 20 00:00:55,936 --> 00:00:58,936 თქმა უნდა გამებედა, თუმცა ასე არ მოვიქეცი. 21 00:00:58,936 --> 00:01:02,326 ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები, როცა არ უნდა ვიყოთ. 22 00:01:02,326 --> 00:01:04,166 ეს 10 წლის წინ ვისწავლე, 23 00:01:04,166 --> 00:01:06,576 როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას იმედები გავუცრუე. 24 00:01:06,576 --> 00:01:10,236 ჩემი ძმა დოკუმენტალისტია. მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, 25 00:01:10,236 --> 00:01:13,686 სადისტრიბუციო კომპანიისგან შეთავაზება მიიღო. 26 00:01:13,686 --> 00:01:14,686 ის აღფრთოვანებული იყო 27 00:01:14,686 --> 00:01:17,536 და შემოთავაზებაზე თანხმობის თქმას აპირებდა, 28 00:01:17,536 --> 00:01:20,646 მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა დაჟინებით მოვთხოვე 29 00:01:20,646 --> 00:01:22,766 საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა 30 00:01:22,766 --> 00:01:25,766 და დავეხმარე, რომ ის იდეალური გამოსულიყო. 31 00:01:25,766 --> 00:01:27,856 ის მართლაც იდეალურად გამოვიდა... 32 00:01:27,856 --> 00:01:29,556 იდეალურად შეურაცხმყოფელი. 33 00:01:29,556 --> 00:01:31,166 კომპანია იმდენად განაწყენდა, 34 00:01:31,166 --> 00:01:34,166 რომ შეთავაზება უკან წაიღო 35 00:01:34,166 --> 00:01:36,546 და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა. 36 00:01:36,546 --> 00:01:40,436 მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს ამ გამბედაობის დილემის შესახებ: 37 00:01:40,436 --> 00:01:41,866 როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე, 38 00:01:41,866 --> 00:01:44,156 როდის შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი ინტერესები, 39 00:01:44,156 --> 00:01:46,276 როდის შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი, 40 00:01:46,276 --> 00:01:49,166 როდის შეუძლიათ წამოაყენონ ამბიციური მოთხოვნა. 41 00:01:49,166 --> 00:01:52,906 ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია, 42 00:01:52,906 --> 00:01:55,626 მაგრამ ამავე დროს უნივერსალურ სურათს ქმნიან. 43 00:01:55,626 --> 00:01:58,876 შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ დაშვებული შეცდომა შევუსწორო? 44 00:01:58,876 --> 00:02:00,916 შემიძლია დავუპირისპირდე ჩემს თანამშრომელს, 45 00:02:00,916 --> 00:02:04,006 რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო საქმეში ცხვირის ჩაყოფას? 46 00:02:04,006 --> 00:02:06,716 შემიძლია ჩემი მეგობრის გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო? 47 00:02:06,716 --> 00:02:11,196 შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო? 48 00:02:11,266 --> 00:02:13,626 და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე, 49 00:02:13,626 --> 00:02:17,736 რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც, მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი. 50 00:02:17,736 --> 00:02:22,746 ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას 51 00:02:23,156 --> 00:02:24,776 სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც. 52 00:02:24,776 --> 00:02:29,496 შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. 53 00:02:29,496 --> 00:02:31,416 მაგარამ ზოგჯერ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. 54 00:02:31,416 --> 00:02:33,986 სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან და ჩემთან დაკავშირებით. 55 00:02:33,986 --> 00:02:38,746 როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა საზღვრებში ვართ - ვჯილდოვებით, 56 00:02:38,746 --> 00:02:41,886 როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით, სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით. 57 00:02:41,886 --> 00:02:45,976 ჩვენ გვათავისუფლებენ, გვამცირებენ, ან გვდევნიან. 58 00:02:45,976 --> 00:02:49,836 ან ვკარგავთ დანამატს, დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას. 59 00:02:49,836 --> 00:02:52,446 პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ: 60 00:02:52,446 --> 00:02:54,496 რას მოიცავს ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები? 61 00:02:54,496 --> 00:02:58,836 მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები ფიქსირებული არაა. 62 00:02:58,836 --> 00:03:00,866 ის დინამიურია. 63 00:03:00,866 --> 00:03:05,416 ის კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება.. 64 00:03:05,416 --> 00:03:08,376 და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს, 65 00:03:08,376 --> 00:03:11,376 თქვენი ძალაუფლებაა. 66 00:03:11,376 --> 00:03:13,866 თქვენი ძალაუფლება განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს. 67 00:03:13,866 --> 00:03:16,856 რა არის ძალაუფლება? ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. 68 00:03:16,856 --> 00:03:17,856 მოლაპარაკებების დროს, 69 00:03:17,856 --> 00:03:19,986 ის ალტერნატივების სახით არსებობს. 70 00:03:19,986 --> 00:03:21,646 ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა; 71 00:03:21,646 --> 00:03:23,176 მას აკლდა ძალაუფლება. 72 00:03:23,176 --> 00:03:25,016 კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა. 73 00:03:25,016 --> 00:03:26,216 მათ ჰქონდათ ძალაუფლება. 74 00:03:26,216 --> 00:03:29,466 ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი, 75 00:03:29,466 --> 00:03:30,886 ან ორგანიზაციაში ახალმისული, 76 00:03:30,886 --> 00:03:32,206 ან როცა გამოუცდელი ხართ, 77 00:03:32,206 --> 00:03:34,906 როგორც მე და ჩემი მეუღლე, როცა მშობლები პირველად გავხდით. 78 00:03:34,906 --> 00:03:36,366 ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში, 79 00:03:36,366 --> 00:03:38,696 სადაც ვიღაც უფროსია და ვიღაც დაქვემდებარებული, 80 00:03:38,696 --> 00:03:40,276 ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში, 81 00:03:40,276 --> 00:03:43,436 სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია, ვიდრე მეორე. 82 00:03:43,436 --> 00:03:46,586 მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, 83 00:03:46,586 --> 00:03:48,746 ჩვენი საზღვრებიც ფართოა. 84 00:03:48,746 --> 00:03:51,886 ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს თუ როგორ მოვიქცეთ, 85 00:03:51,886 --> 00:03:55,086 მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს, ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება. 86 00:03:55,086 --> 00:03:56,986 ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს. 87 00:03:56,986 --> 00:03:59,846 პრობლემა იმაშია, რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება, 88 00:03:59,846 --> 00:04:04,606 ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას. 89 00:04:04,606 --> 00:04:07,982 ეს არის დილემა, როცა თქვენ 90 00:04:07,982 --> 00:04:10,262 თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ შეუმჩნეველი ხართ, 91 00:04:10,262 --> 00:04:12,192 მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით. 92 00:04:12,192 --> 00:04:13,602 ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა: 93 00:04:13,602 --> 00:04:16,742 „double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებზე რეაგირების დილემა) 94 00:04:16,742 --> 00:04:18,682 და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს. 95 00:04:18,682 --> 00:04:22,312 გენდერული დილემის მაგალითია ქალები, რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში 96 00:04:22,312 --> 00:04:25,572 შეუმჩნეველნი არიან, ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან. 97 00:04:25,672 --> 00:04:30,372 საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს, 98 00:04:31,092 --> 00:04:34,052 მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ. 99 00:04:34,052 --> 00:04:37,982 უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა, 100 00:04:37,982 --> 00:04:43,562 რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს, სულაც არაა გენდერული დილემა. 101 00:04:43,562 --> 00:04:45,882 ეს ძალაუფლების ნაკლებობით გამოწვეული დილემაა 102 00:04:45,882 --> 00:04:47,852 და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს, 103 00:04:47,852 --> 00:04:51,022 სინამდვილეში უფრო ხშირად მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა. 104 00:04:51,022 --> 00:04:53,592 ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ სხვაობას კაცსა და ქალს, 105 00:04:53,592 --> 00:04:54,922 ან კაცებსა და ქალებს შორის 106 00:04:54,922 --> 00:04:57,212 და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია. 107 00:04:57,322 --> 00:05:00,322 სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“ 108 00:05:00,322 --> 00:05:03,252 მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე, 109 00:05:03,252 --> 00:05:05,562 რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად 110 00:05:05,562 --> 00:05:08,562 სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის. 111 00:05:08,562 --> 00:05:12,062 ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების არ ქონასთან დაკავშირებული დილემა. 112 00:05:12,062 --> 00:05:15,712 რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწრო საზღვრები გვაქვს 113 00:05:15,712 --> 00:05:18,712 და ძალაუფლების ნაკლებობა. 114 00:05:18,712 --> 00:05:20,272 ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა 115 00:05:20,272 --> 00:05:22,092 და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური. 116 00:05:22,092 --> 00:05:25,662 ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად გზები უნდა ვეძებოთ. 117 00:05:25,662 --> 00:05:28,172 ბოლო რამდენიმე ათეული წელია, მე და ჩემმა კოლეგებმა 118 00:05:28,172 --> 00:05:30,362 ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ. 119 00:05:30,362 --> 00:05:34,552 პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი 120 00:05:34,552 --> 00:05:37,792 მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი. 121 00:05:37,792 --> 00:05:39,092 როცა ძალაუფლებას ვგრძნობ, 122 00:05:39,092 --> 00:05:42,092 თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია. 123 00:05:42,092 --> 00:05:44,032 მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს. 124 00:05:44,032 --> 00:05:46,162 როდესაც სხვა ადამიანები ძლიერად აღმიქვამენ, 125 00:05:46,162 --> 00:05:49,332 ისინი უფრო მეტად აფართოვებენ ჩემს საზღვრებს. 126 00:05:49,332 --> 00:05:53,742 ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება. 127 00:05:54,072 --> 00:05:56,282 დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ. 128 00:05:56,282 --> 00:06:03,082 გაბედულება სარისკოა, მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს. 129 00:06:03,082 --> 00:06:07,202 პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ 130 00:06:07,202 --> 00:06:10,202 მოლაპარაკებების შესწავლის შედეგად იქნა აღმოჩენილი. 131 00:06:10,202 --> 00:06:14,202 მოლაპარაკების მაგიდასთან, საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ 132 00:06:14,202 --> 00:06:18,352 შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები. 133 00:06:18,352 --> 00:06:22,962 მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას, 134 00:06:22,962 --> 00:06:25,302 სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ, რასაც კაცები 135 00:06:25,302 --> 00:06:27,232 და მათი ამბიციურობაც თანაბარია. 136 00:06:27,232 --> 00:06:31,232 ეს ის შემთხვევაა, როცა ისინი ვინმეს იცავენ. 137 00:06:31,232 --> 00:06:33,402 როდესაც ისინი ვინმეს იცავენ, 138 00:06:33,402 --> 00:06:38,322 ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში. 139 00:06:38,322 --> 00:06:39,912 ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან. 140 00:06:39,912 --> 00:06:43,632 ამას ზოგჯერ „დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ 141 00:06:43,632 --> 00:06:46,022 დედა დათვივით, რომელიც თავის ნაშიერებს იცავს, 142 00:06:46,022 --> 00:06:50,692 ვიღაცის დაცვისას, საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე. 143 00:06:50,692 --> 00:06:53,562 მაგრამ ზოგჯერ, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. 144 00:06:53,562 --> 00:06:55,022 როგორ გავაკეთოთ ეს? 145 00:06:55,022 --> 00:06:57,162 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, 146 00:06:57,162 --> 00:07:01,312 საკუთარი თავის დასაცავად ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. 147 00:07:01,312 --> 00:07:04,142 პერსპექტივის აღქმა მარტივია: 148 00:07:04,142 --> 00:07:08,892 ეს ნიშნავს, სამყაროს სხვა ადამიანის თვალით შეხედო. 149 00:07:08,892 --> 00:07:11,022 ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, 150 00:07:11,022 --> 00:07:13,122 რომლითაც უნდა გავაფართოვოთ ჩვენი საზღვრები. 151 00:07:13,122 --> 00:07:15,072 როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ 152 00:07:15,072 --> 00:07:17,122 და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ, 153 00:07:17,122 --> 00:07:21,302 უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან, რაც მე სინამდვილეში მინდა. 154 00:07:21,302 --> 00:07:23,522 მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა: 155 00:07:23,522 --> 00:07:25,692 სხვისი პერსპექტრივის აღქმა საკმაოდ რთულია. 156 00:07:25,692 --> 00:07:27,422 მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი. 157 00:07:27,422 --> 00:07:30,172 მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს: 158 00:07:30,172 --> 00:07:32,082 თქვენი თითი-აწიეთ. 159 00:07:32,082 --> 00:07:34,632 და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე, 160 00:07:34,632 --> 00:07:39,070 რაც შეიძლება სწრაფად. 161 00:07:39,070 --> 00:07:43,260 კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის ორი საშუალება არსებობს, 162 00:07:44,050 --> 00:07:47,230 თავდაპირველად ეს პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა. 163 00:07:47,230 --> 00:07:48,840 მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ, 164 00:07:48,840 --> 00:07:50,840 რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული. 165 00:07:50,840 --> 00:07:53,530 ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი. 166 00:07:53,530 --> 00:07:56,600 აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა. 167 00:07:56,600 --> 00:08:00,600 მე E ისე დავხატე, რომ ის E-დ სხვამ დაინახოს. 168 00:08:00,600 --> 00:08:02,650 ის არის E სხვა პერსპექტივიდან, 169 00:08:02,650 --> 00:08:05,920 რადგან სხვა ადამიანის თვალით ის E-ს ჰგავს. 170 00:08:05,920 --> 00:08:08,350 მაგრამ ეს E, თვითორიენტირებული E არის. 171 00:08:08,350 --> 00:08:10,870 ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით საკუთარ თავზე. 172 00:08:10,870 --> 00:08:14,320 და ჩვენ განსაკუთრებულად თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს. 173 00:08:14,320 --> 00:08:16,680 მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ. 174 00:08:16,680 --> 00:08:21,000 კაცი შედის ბანკში, უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს: 175 00:08:21,000 --> 00:08:25,750 „მომეცით 2 000$, თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“. 176 00:08:25,750 --> 00:08:28,460 ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა. 177 00:08:28,460 --> 00:08:30,230 არსებულ სიტუაციას, 178 00:08:30,230 --> 00:08:31,880 ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა 179 00:08:31,880 --> 00:08:34,010 და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია. 180 00:08:34,010 --> 00:08:36,820 მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა. 181 00:08:36,820 --> 00:08:41,710 მენეჯერმა ჰკითხა: „რატომ მოითხოვეთ 2 000$?“ 182 00:08:41,710 --> 00:08:43,910 კაცმა უპასუხა: „ჩემს მეგობარს გამოასახლებენ 183 00:08:43,910 --> 00:08:46,290 თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“. 184 00:08:46,290 --> 00:08:49,450 რაზეც მენეჯერმა უპასუხა: „აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ, 185 00:08:49,450 --> 00:08:51,050 არამედ სესხის აღება" 186 00:08:51,050 --> 00:08:51,880 (სიცილი) 187 00:08:51,880 --> 00:08:53,540 "წამოდით ჩემ ოთახში, 188 00:08:53,540 --> 00:08:55,530 და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ." 189 00:08:55,530 --> 00:08:56,820 (სიცილი) 190 00:08:56,820 --> 00:09:01,900 სხვისი პერსპექტივის აღქმამ, დაძაბული სიტუაცია განმუხტა. 191 00:09:01,900 --> 00:09:04,840 ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ, 192 00:09:04,840 --> 00:09:07,510 ეს საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მტკიცე და ამბიციური, 193 00:09:07,510 --> 00:09:09,390 მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. 194 00:09:09,390 --> 00:09:11,890 არის კიდევ ერთი გზა, თუ როგორ იყოთ მტკიცე, 195 00:09:11,890 --> 00:09:13,110 მაგრამ მაინც სასიამოვნო. 196 00:09:13,110 --> 00:09:15,620 ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ. 197 00:09:15,620 --> 00:09:18,400 წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ 198 00:09:18,400 --> 00:09:20,170 და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა. 199 00:09:20,170 --> 00:09:24,430 უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის, თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ. 200 00:09:24,430 --> 00:09:26,070 ვთქვათ, A ვარიანტია: 201 00:09:26,070 --> 00:09:29,370 24 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია 202 00:09:29,370 --> 00:09:30,810 ან B ვარიანტი: 203 00:09:30,810 --> 00:09:33,480 23 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია. 204 00:09:33,480 --> 00:09:36,970 ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ 205 00:09:36,970 --> 00:09:38,360 შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, 206 00:09:38,360 --> 00:09:39,840 ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს 207 00:09:39,840 --> 00:09:42,030 და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება. 208 00:09:42,030 --> 00:09:44,380 ეს მეთოდი არ მუშაობს მხოლოდ გამყიდველებისთვის. 209 00:09:44,380 --> 00:09:46,050 ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის. 210 00:09:46,050 --> 00:09:47,680 როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო, 211 00:09:47,680 --> 00:09:50,370 ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა და უარს ამბობდა ყველაფერზე. 212 00:09:50,370 --> 00:09:53,230 შემდეგ, ჩემს რძალს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა. 213 00:09:53,230 --> 00:09:56,070 რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს არჩევანის საშუალებას თუ მივცემ? 214 00:09:56,070 --> 00:09:58,000 ეს მაისური თუ მეორე? კარგი, ის მაისური. 215 00:09:58,000 --> 00:09:59,920 ეს შარვალი, თუ - ის? კარგი, ეს. 216 00:09:59,920 --> 00:10:01,600 და ამან შესანიშნავად იმუშავა. 217 00:10:01,600 --> 00:10:05,800 მან სწრაფად ჩაიცვა, წინააღმდეგობის გარეშე. 218 00:10:05,800 --> 00:10:07,920 როდესაც მთელ მსოფლიოში ვეკითხებოდი, 219 00:10:07,920 --> 00:10:10,730 თუ როდის არის კომფორტული მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, 220 00:10:10,730 --> 00:10:11,990 ნომერ პირველი პასუხი იყო: 221 00:10:11,990 --> 00:10:14,700 "როდესაც მხარდაჭერა მაქვს ჩემ აუდიტორიაში". 222 00:10:14,700 --> 00:10:16,590 "როდესაც მყავს მოკავშირეები". 223 00:10:16,590 --> 00:10:20,150 ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა. 224 00:10:20,150 --> 00:10:22,170 როგორ ვაკეთებთ ამას? 225 00:10:22,170 --> 00:10:24,140 ერთ-ერთი შესაძლებლობაა იყოთ "დედა დათვი". 226 00:10:24,140 --> 00:10:27,000 როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს 227 00:10:27,000 --> 00:10:28,720 ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში 228 00:10:28,720 --> 00:10:31,120 და ამავე დროს ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ. 229 00:10:31,120 --> 00:10:34,420 მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება, 230 00:10:34,420 --> 00:10:38,950 განსაკუთრებით გავლენიან წრეებში, რჩევის კითხვაა. 231 00:10:38,950 --> 00:10:42,330 როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით, 232 00:10:42,330 --> 00:10:45,220 მათ ჩვენ მოვწონვართ, რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ 233 00:10:45,220 --> 00:10:46,980 და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ. 234 00:10:46,980 --> 00:10:50,550 და ეს ნამდვილად მუშაობს მეორე დილემის გადასაწყვეტად. 235 00:10:50,550 --> 00:10:53,210 ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა. 236 00:10:53,210 --> 00:10:55,150 თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა, 237 00:10:55,150 --> 00:10:57,870 რომ თუ თავად არ გავახმაურებთ ჩვენს მიღწევებს, 238 00:10:57,870 --> 00:10:59,310 ვერავინ შეამჩნევს მათ 239 00:10:59,310 --> 00:11:01,890 და თუ ამას გავაკეთებთ ნაკლებად მოსაწონი ვხდებით. 240 00:11:01,890 --> 00:11:05,060 მაგრამ თუ რჩევას ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ, 241 00:11:05,060 --> 00:11:08,940 კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში და სანდომიანიც. 242 00:11:10,040 --> 00:11:11,910 ეს ხერხი იმდენად ძლიერია, 243 00:11:11,910 --> 00:11:15,150 რომ მაშინაც მუშაობს, როცა მას თქვენგან ელოდებიან. 244 00:11:15,150 --> 00:11:19,150 ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა, როდესაც წინასწარ ვიცოდი, 245 00:11:19,150 --> 00:11:23,520 რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო. 246 00:11:23,520 --> 00:11:26,220 მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ ამასათან დაკავშირებით: 247 00:11:26,220 --> 00:11:29,680 პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ ჩემთან რჩევისთვის მოსვლას. 248 00:11:29,705 --> 00:11:35,115 მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის სტრატეგიული სარგებელი. 249 00:11:35,115 --> 00:11:37,955 და მესამე, ამან მაინც იმუშავა! 250 00:11:37,955 --> 00:11:39,735 მე მათი პერსპექტივიდან შევხედე. 251 00:11:39,735 --> 00:11:41,735 მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში. 252 00:11:41,735 --> 00:11:45,865 მეტად მოვიწადინე მათი დახმარება, რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს. 253 00:11:45,865 --> 00:11:49,455 მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად გავბედოთ ხმის ამოღება, 254 00:11:49,455 --> 00:11:51,925 ჩვენი კომპეტენტურობაა. 255 00:11:51,925 --> 00:11:54,385 კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს. 256 00:11:54,385 --> 00:11:57,525 როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი 257 00:11:57,525 --> 00:12:00,195 და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი მტკიცებულება გვჭირდება. 258 00:12:00,195 --> 00:12:02,825 როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა, ავტორიტეტიც არ გვაქვს 259 00:12:02,825 --> 00:12:05,285 და ამ შემთხვევაში, იდეალური მტკიცებულებაა საჭირო. 260 00:12:05,285 --> 00:12:08,825 ერთ-ერთი საშუალება, რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ, 261 00:12:08,825 --> 00:12:11,315 ჩვენი გატაცებების აღწერაა. 262 00:12:11,315 --> 00:12:14,135 მინდა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, 263 00:12:14,135 --> 00:12:16,025 ყველა მივიდეს თავის მეგობართან 264 00:12:16,025 --> 00:12:20,235 და უთხრას: “ამიღწერე შენი გატაცება“ 265 00:12:20,235 --> 00:12:24,235 მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი: 266 00:12:24,235 --> 00:12:28,235 "რა შეამჩნიეთ ადამიანებს, როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“ 267 00:12:28,235 --> 00:12:30,555 და მათი პასუხები ერთნაირი იყო: 268 00:12:30,555 --> 00:12:32,575 “მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ" 269 00:12:32,575 --> 00:12:35,175 “ისინი ფართოდ იღიმოდნენ“ 270 00:12:35,175 --> 00:12:36,805 „ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ, 271 00:12:36,805 --> 00:12:39,515 მე ვიხრებოდი, რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“ 272 00:12:39,515 --> 00:12:41,775 „ისინი სწრაფად საუბრობდნენ, ოდნავ მაღალი ტონით“. 273 00:12:41,775 --> 00:12:42,535 (სიცილი) 274 00:12:42,535 --> 00:12:45,475 "ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ, თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ" 275 00:12:45,475 --> 00:12:46,755 შემდეგ კი მათ ვკითხე: 276 00:12:46,755 --> 00:12:49,755 „რა მოგდიოდათ, როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“ 277 00:12:49,755 --> 00:12:52,245 მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა, 278 00:12:52,245 --> 00:12:53,245 მეც ვიღიმოდი, 279 00:12:53,245 --> 00:12:55,245 მეც ვიხრებოდი" 280 00:12:55,245 --> 00:12:58,035 როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით, 281 00:12:58,035 --> 00:13:01,355 საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად გამბედაობას ვმატებთ, 282 00:13:01,355 --> 00:13:04,985 მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ. 283 00:13:04,985 --> 00:13:10,325 ეს მაშინაც მუშაობს, როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ. 284 00:13:10,325 --> 00:13:15,945 კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში, როდესაც ტირის. 285 00:13:15,945 --> 00:13:18,225 მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა, 286 00:13:18,225 --> 00:13:22,445 რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს გატაცებად წარმოვაჩენთ, 287 00:13:22,445 --> 00:13:29,245 ჩვენს ტირილს, როგორც კაცების ასევე ქალების, აღარ გმობენ. 288 00:13:29,245 --> 00:13:32,875 მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო, 289 00:13:32,875 --> 00:13:35,275 რომელიც მან, ჩემი ტყუპი ძმის ქორწილში თქვა. 290 00:13:35,275 --> 00:13:38,735 ეს ჩვენი სურათია. 291 00:13:38,735 --> 00:13:41,165 მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით, 292 00:13:41,165 --> 00:13:44,075 მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი გატაცება კინო იყო, 293 00:13:44,075 --> 00:13:45,875 როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში. 294 00:13:45,875 --> 00:13:48,385 ჩემი ძმის ქორწილისთვის დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა 295 00:13:48,385 --> 00:13:51,715 იმ როლების შესახებ იყო, რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ. 296 00:13:51,715 --> 00:13:53,985 მან თქვა: "რაც უფრო ფაქიზად მიუდგები, 297 00:13:53,985 --> 00:13:57,835 მით უფრო გააუმჯობესებ და გაამდიდრებ შენს შესრულებას. 298 00:13:57,835 --> 00:14:02,835 ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად 299 00:14:03,085 --> 00:14:05,625 ზრდიან, ცვლიან და ავითარებენ საკუთარ თავებს. 300 00:14:05,625 --> 00:14:09,065 კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება უმეტესად ბედნიერი იქნება“ 301 00:14:09,065 --> 00:14:13,065 მამაჩემმა თქვა, რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები 302 00:14:13,065 --> 00:14:16,565 და როლები გვაქვს სამყაროში. 303 00:14:16,565 --> 00:14:19,565 მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა: 304 00:14:19,565 --> 00:14:24,825 ეს როლები და საზღვრები მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. 305 00:14:24,825 --> 00:14:27,735 ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას, 306 00:14:27,735 --> 00:14:29,418 იყავით მკაცრი "დედა დათვები" 307 00:14:29,418 --> 00:14:32,418 და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები. 308 00:14:32,418 --> 00:14:36,518 გქონდეთ იდეალური მტკიცებულება და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები. 309 00:14:36,518 --> 00:14:39,508 იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი 310 00:14:39,508 --> 00:14:41,688 თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ... 311 00:14:41,688 --> 00:14:44,338 თითოეულ თქვენგანს შეუძლია მათი გამოყენება... 312 00:14:44,338 --> 00:14:48,148 თქვენ გააფართოებთ თქვენს მისაღებ ქცევათა საზღვრებს 313 00:14:48,148 --> 00:14:52,325 და თქვენი სიცოცხლე უმეტესად ბედნიერი იქნება. 314 00:14:52,325 --> 00:14:54,325 გმადლობთ.