რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები
-
0:02 - 0:07მკვლელობა მოხდა დაახლოებით 21 წლის წინ,
-
0:07 - 0:111991 წლის 18 იანვარს,
-
0:11 - 0:13პატარა გარეუბანში
-
0:13 - 0:15ლინვუდში, კალიფორნიაში,
-
0:15 - 0:18ლოს ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთით
-
0:18 - 0:21რამდენიმე კმ-ის მანძილზე.
-
0:21 - 0:24მამა გარეთ, საკუთარი თინეიჯერი ვაჟისთვის
-
0:24 - 0:27და მისი 5 მეგობრისთვის
იმის სათქმელად გავიდა, -
0:27 - 0:30რომ სახლის წინ მდელოზე თამაშის
-
0:30 - 0:33შეწყვეტის დრო იყო.
-
0:33 - 0:36შესულიყვნენ,
დაესრულებინათ საშინაო დავალება -
0:36 - 0:38და მომზადებულიყვნენ დასაძინებლად.
-
0:38 - 0:42როცა მამა მათ ამისკენ მოუწოდებდა,
-
0:42 - 0:45გვერდით ნელა მოძრავმა მანქანამ ჩაიარა,
-
0:45 - 0:48და როგორც კი გასცდა მამას და თინეიჯერებს,
-
0:48 - 0:52წინა სავარძლის ფანჯრიდან
ვიღაცამ ხელი გამოყო -
0:52 - 0:57და - "ბა, ბა!" - მამა მოკლეს.
-
0:57 - 1:01მანქანამ ჩაიქროლა და გაქრა.
-
1:01 - 1:02პოლიცია,
-
1:02 - 1:06გამომძიებლები, გასაოცრად ქმედითები იყვნენ.
-
1:06 - 1:09მათ ყველა შესაძლო დამნაშავე შეისწავლეს
-
1:09 - 1:13და 24 საათზე ნაკლებ დროში,
შეარჩიეს ეჭვმიტანილი. -
1:13 - 1:17ფრასცისკო კარილო, 17 წლის ბიჭი,
-
1:17 - 1:19რომელიც 2-3 კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა
-
1:19 - 1:22იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა.
-
1:22 - 1:26იპოვეს მისი ფოტოები, მოამზადეს ამოსაცნობად
-
1:26 - 1:30და სროლიდან მეორე დღეს,
-
1:30 - 1:33აჩვენეს ერთ-ერთ თინეიჯერს.
-
1:33 - 1:35მან თქვა, რომ: "ეს მისი სურათია.
-
1:35 - 1:40ეს მსროლელი ვნახე, რომელმაც მამა მოკლა."
-
1:40 - 1:43ეს წინასწარი მოსმენა
საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლისთვის, -
1:43 - 1:48რომ კარილო, პირველი ხარისხის კვლელობაში
-
1:48 - 1:51ბრალდებისთვის გაესამართლებინა.
-
1:51 - 1:54ძირითად მოსმენამდე, გამოძიების ფარგლებში,
-
1:54 - 1:57ხუთი თინეიჯერიდან თითოეულს ამოსაცნობად
-
1:57 - 2:02იგივე ფოტოსერია აჩვენეს.
-
2:02 - 2:04სავარაუდოდ, სურათი,
-
2:04 - 2:07რომელიც იმ ფოტოსერიაში აჩვენეს,
-
2:07 - 2:10არის ამ ფოტოების ქვედა მარცხენა კუთხეში.
-
2:10 - 2:14დარწმუნებულები არ ვართ,
-
2:14 - 2:18რადგან მართლმსაჯულების ჩვენ სისტემაში,
-
2:18 - 2:20მტკიცებულებათა შენახვის წესია ასეთი,
-
2:20 - 2:25თუმცა, ეს სრულებით სხვა
TEDx talk-ის თემაა. (სიცილი) -
2:25 - 2:28ძირითადი სასამართლოს მოსმენაზე,
-
2:28 - 2:31ექვსივე თინეიჯერმა მისცა ჩვენება
-
2:31 - 2:35და დაადასტურა ამოცნობა
-
2:35 - 2:38ფოტოსერიის მიხედვით.
-
2:38 - 2:43ის ცნეს დამნაშავედ.
უვადო პატიმრობა მიუსაჯეს -
2:43 - 2:49და გადაიყვანეს ფოლსომის ციხეში.
-
2:49 - 2:51მაშ, რაშია პრობლემა?
-
2:51 - 2:55ცხადი, სამართლიანი სასამართლო,
სრული გამოძიება. -
2:55 - 2:59და ჰო, იარაღი ვერ იპოვეს.
-
2:59 - 3:03ვერც იმ მანქანის იდენტიფიცირება მოხდა,
-
3:03 - 3:06საიდანაც მსროლელმა ხელი გადმოყო
-
3:06 - 3:10და მსროლელის მძღოლობისთვისაც ბრალი
-
3:10 - 3:13არავისთვის წაუყენებიათ.
-
3:13 - 3:17და ბ-ნი კარილოს ალიბი?
-
3:17 - 3:22ამ ოთახში რომელი მშობელი არ მოიტყუება,
-
3:22 - 3:25მათი შვილების ადგილსამყოფელზე
-
3:25 - 3:30მკვლელობის გამოძიების საქმეში?
-
3:31 - 3:34ციხეში მყოფი,
-
3:34 - 3:37საკუთარ უდანაშაულობას
უწყვეტად ამტკიცებდა, -
3:37 - 3:4221 წლის განმავლობაში.
-
3:42 - 3:45მაშ, რაშია პრობლემა?
-
3:45 - 3:48პრობლემებს ამ სახის საქმეში,
-
3:48 - 3:52ბევრ შემთხვევაში,
ადამიანის მეხსიერების სფეროში, -
3:52 - 3:56ათწლეულების სამეცნიერო
კვლევები ადასტურებს. -
3:56 - 3:59პირველ რიგში, "უდანაშაულობის" პროექტიდან
-
3:59 - 4:01მთელი სტატისტიკური ანალიზი გვაქვს,
-
4:01 - 4:04საიდანაც ვიცით, რომ გვაქვს
-
4:04 - 4:07250, 280 დოკუმენტურად დადასტურებული
საქმე, სადაც ადამიანები -
4:07 - 4:11უსაფუძვლოდ ცნეს დამნაშავედ
და შემდეგ გაამართლეს. -
4:11 - 4:18ზოგი სასიკვდილო განაჩენის მქონე,
დნმ-ის მოგვიანებითი ანალიზის საფუძველზე. -
4:18 - 4:21ამ გამამართლებელი საქმეების 3/4-ში
-
4:21 - 4:27სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნობა,
-
4:27 - 4:31მხოლოდ თვითმხილველი
მოწმის მიერ ამოცნობას ეფუძნებოდა. -
4:31 - 4:37ჩვენ ვიცით, რომ თვითმხილველ მოწმეთა მიერ
ამოცნობა შეიძლება მცდარი იყოს. -
4:37 - 4:39მეორე პრობლემა, ადამიანის მეხსიერების
-
4:39 - 4:42საინტერესო ასპექტიდან გამომდინარეობს
და ტვინის სხვადასხვა ფუნქციებს ეხევა. -
4:42 - 4:45თუმცა, სიმოკლისთვის შემიძლია შევაჯამო
-
4:45 - 4:47მარტივი ნათქვამით:
-
4:47 - 4:52ტვინი ვერ იტანს ვაკუუმს!
-
4:52 - 4:56დაკვირვების საუკეთესო პირობებში,
-
4:56 - 4:57აბსოლუტურად საუკეთესოში,
-
4:57 - 5:01ჩვენ მთლიანი გამოცდილების მხოლოდ ნაჭრებს
-
5:01 - 5:05და ნაწყვეტებს ვავლენთ, ვშიფრავთ
და ვიმახსოვრებთ ჩვენ ტვინში. -
5:05 - 5:07და ისინი ტვინის
სხვადასხვა ნაწილში ინახება. -
5:07 - 5:11და როდესაც მნიშვნელოვანია გავიხსენოთ,
-
5:11 - 5:14თუ რა გადაგვხდა თავს,
-
5:14 - 5:20ჩვენ არასრული, ნაწილობრივი სურათი გვაქვს
-
5:20 - 5:22და რა ხდება?
-
5:22 - 5:25ქვეცნობიერად,
ყველანაირი განზრახვის გარეშე -
5:25 - 5:30ტვინი ცარიელ ადგილებს
იმ ინფორმაციით ავსებს, -
5:30 - 5:32რაც მასში არ იყო.
-
5:32 - 5:35რაც თავდაპირველად ფიქრის,
-
5:35 - 5:37ან მსჯელობის შედეგად არ იქნა შენახული
-
5:37 - 5:40და თქვენთან, როგორც დამკვირვებელთან,
-
5:40 - 5:43არ მოსულა რამე ინფორმაციის წყაროდან.
-
5:43 - 5:45ეს ხდება გააზრების გარეშე.
-
5:45 - 5:49თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ეს ხდება.
-
5:49 - 5:51ამას რეკონსტრუქციული მეხსიერება ეწოდება.
-
5:51 - 5:56ეს გვემართება ყოველთვის,
ჩვენი სიცოცხლის ყველა ასპექტში. -
5:56 - 5:59ეს იყო ის ორი საკითხი, სხვებთან ერთად...
-
5:59 - 6:03რეკონსტრუქციულმა მეხსიერებამ,
თვითმხილველების არასანდოობამ... -
6:03 - 6:07რამაც ნაწილობრივ წააქეზა
-
6:07 - 6:09გასაჩივრებაში მონაწილე ადვოკატთა ჯგუფი,
-
6:09 - 6:12რომელსაც არაჩვეულებრივი ადვოკატი,
ელენ ეგერსი უძღვებოდა, -
6:12 - 6:17გაეერთიანებინათ მათი გამოცდილება და ნიჭი,
-
6:17 - 6:18და მიემართათ ზემდგომი სასამართლოსთვის
-
6:18 - 6:23ფრანცისკო კარილოს საქმის
გადასანჯვის მოთხოვნით. -
6:23 - 6:28მათ ექსპერტ ნეიროფიზიოლოგად,
მე დამიქირავეს, -
6:28 - 6:30რადგან მე თვითმხილველ მოწმეთა
-
6:30 - 6:32მეხსიერების შესწავლაში მქონდა
გამოცდილება, -
6:32 - 6:35რაც აშრაკად მნიშვნელოვანია ამ საქმეში.
-
6:35 - 6:39ამასთან ერთად,
მაქვს ადამიანის ღამით ხედვის ბუნების -
6:39 - 6:43შესწავლის გამოცდილება.
-
6:43 - 6:46ეს რაღა შუაშია?
-
6:46 - 6:51როდესაც კარილოს
საქმის მასალებს კითხულობთ, -
6:52 - 6:55ერთი რამ, რაც მაშინვე თვალში გეცემათ ისაა,
-
6:55 - 6:58რომ გამომძიებლებმა თქვეს,
დანაშაულის ადგილზე -
6:58 - 7:02სადაც სროლა მოხდა, განათება კარგი იყოო.
-
7:02 - 7:05სასამართლო სხდომაზე
ყველა თინეიჯერმა მისცა ჩვენება, -
7:05 - 7:09რომ ისინი ძალიან კარგად ხედავდნენ.
-
7:09 - 7:12მაგრამ ეს იანვრის შუაში მოხდა,
-
7:12 - 7:18ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, საღამოს 7 საათზე.
-
7:18 - 7:21როცა მთვარის და მზის მონაცემების მიხედვით,
-
7:21 - 7:23გამოთვლები ჩავატარე,
-
7:23 - 7:26სროლის განხორციელებისას
-
7:26 - 7:28შესაბამისი მდებარეობის და დროისთვის,
-
7:28 - 7:31აღმოჩნდა, რომ შებინდების დასასრულს
კარგა ხანი იყო გადაცილებული -
7:31 - 7:33და იმ ღამეს მთვარე არ ანათებდა.
-
7:33 - 7:36ასე რომ, მზის და მთვარის
მთელი სინათლე ამ არეალში -
7:36 - 7:38ისეთი იყო, რასაც ხედავთ ეკრანზე.
-
7:38 - 7:41ამ ადგილსთვის ერთადერთი სინათლე
-
7:41 - 7:44ხელოვნური წყაროებიდან უნდა მოსულიყო.
-
7:44 - 7:47აქ გავედი და სცენის რეალური
რეკონსტრუქცია გავაკეთე -
7:47 - 7:50ფოტომეტრებით,
განათების სხვადასხვა გაზომვებით -
7:50 - 7:53და ფერის აღქმის სხვადასხვა გაზომვებით.
-
7:53 - 7:56სპეციალური კამერებით
-
7:56 - 7:58და მაღალი მგრძნოველობის მქონე ფირით.
-
7:58 - 8:01ვიღებ ყველა გამოთვლებს და ვიწერ მათ.
-
8:01 - 8:04შემდეგ ვიღებ ფოტოებს
და აი როგორ გამოიყურებოდა სცენა -
8:04 - 8:05სროლის დროს
-
8:05 - 8:07თინეიჯერების მდებარეობიდან,
-
8:07 - 8:11როდესაც მანქანის ჩავლას
და სროლას უყურებდნენ. -
8:11 - 8:13ეს არის პირდაპირ ქუჩის გადაღმა ყურებისას
-
8:13 - 8:16იმ ადგილიდან, სადაც ისინი იდგნენ.
-
8:16 - 8:18გაიხსენეთ, გამომძიებლების ანგარიშში ეწერა,
-
8:18 - 8:20რომ განათება იყო კარგი.
-
8:20 - 8:23თინეიჯერებმა თქვეს,
რომ ძალიან კარგად ხედავდნენ. -
8:23 - 8:26ეს არის აღმოსავლეთით გახედვისას,
-
8:26 - 8:30სადაც მანქანამ აუჩქარა
-
8:30 - 8:35და აი, ეს კი არის სინათლე
-
8:35 - 8:37უშუალოდ მამის და თინეიჯერების უკან.
-
8:37 - 8:41როგორც ხედავთ, საუკეთესო ვარიანტში
ეს ცუდი განათებაა. -
8:41 - 8:45არავინ უწოდებს ამას კარგად განათებულს,
კარგ სინათლეს. -
8:45 - 8:48ხედავთ, რომ კარგი სურათებია.
-
8:48 - 8:51ისინი იმიტომ გადავიღეთ, რომ ვიცოდი
სასამართლოში მიმიწევდა ჩვენების მიცემა -
8:51 - 8:55და სურათი უფრო ღირებულია,
ვიდრე ათასი სიტყვა, -
8:55 - 8:57როცა ციფრების ახსნას ცდილობთ,
-
8:57 - 9:02ისეთი აბსტრატული კონცეფციების, როგორიცაა:
ლუქსი, განათების საერთაშორისო ერთეული, -
9:02 - 9:05იშიჰარას ფერების აღქმის
სატესტო მნიშვნელობები. -
9:05 - 9:09როდესაც მათ, ამ სფეროში
-
9:09 - 9:12ნაკლებად გათვითცნობიერებულ
ადამიანებს წარუდგენთ, -
9:12 - 9:15ისინი შუადღის მზეში მყოფი
სალამანდრებივით უსიცოცხლოები ხდებიან. -
9:15 - 9:17ეს ხედვის კუთხის ტანგენსზე საუბარს ჰგავს.
-
9:17 - 9:20მათ უბრალოდ თვალები უშეშდებათ.
-
9:20 - 9:24კარგი სასამართლო ექსპერტი,
ასევე კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, -
9:24 - 9:26კარგი გადმომცემი და ნაწილობრივ
-
9:26 - 9:29ამიტომაც გდავიღეთ სურათები,
რომ ვაჩვენოთ არა მხოლოდ -
9:29 - 9:31სად არის სინათლის წყაროები
და როგორაა განაწილებული, -
9:31 - 9:34რასაც განფენას ვეძახით,
არამედ ასევე იმისთვის, -
9:34 - 9:38რომ მსაჯული ადვილად ჩაწვდეს გარემოებებს.
-
9:38 - 9:41ეს იმ სურათების ნაწილია,
-
9:41 - 9:43რომლებიც ჩვენების მიცემისას გამოვიყენე.
-
9:43 - 9:46თუმცა, ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის,
უფრო მნიშვნელოვანი -
9:46 - 9:47ფოტომეტრის ის მონაცემები იყო,
-
9:47 - 9:52რომლებიც რეალურ პროგნოზებში
შემიძლია გადავიყვანო, -
9:52 - 9:55თუ რა ვიზუალური შესაძლებლობები
გააჩნია ადამიანის თვალს, -
9:55 - 9:58იმ პირობებში,
-
9:58 - 10:01და იმ მონაცემებიდან,
რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩავიწერე, -
10:01 - 10:04იგივე მზის და მთვარის პირობებში,
-
10:04 - 10:07იგივე დროს და ა.შ.
-
10:07 - 10:08შემიძლია იმის პროგნოზირება,
-
10:08 - 10:10რომ იქ ვერ იქნებოდა ფერების საიმედო აღქმა,
-
10:10 - 10:12რაც აუცილებლია სახის შესაცნობად
-
10:12 - 10:15და რომ იქ შეიძლება
მხოლოდ ღამის მხედველობა ყოფილიყო, -
10:15 - 10:17რაც ძალიან მცირე გარჩევადობას გულისხმობს,
-
10:17 - 10:20ეს არის, რასაც მხოლოდ კონტურების
და ზღვრების გარჩევას ვეძახით. -
10:20 - 10:22უფრო მეტიც, რადგან თვალების გუგები
-
10:22 - 10:25სრულად გაფართოებული იქნებოდა
ამ სინათლეში და სიმკვეთრის ამ სიღრმეში, -
10:25 - 10:28მანძილი, რომელზეც ფოკუსირებას
და დეტალების გარჩევას შეძლებდით, -
10:28 - 10:34ნახევარ მეტრზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.
-
10:34 - 10:36მე ეს ჩვენება მივეცი სასამართლოს
-
10:36 - 10:39და მართალია, მოსამართლე
ძალიან ყურადღებით მისმენდა, -
10:39 - 10:42მაგარმ ეს საქმის გადასინჯვის
მოთხოვნაზე პროცესი, -
10:42 - 10:46ძალიან, ძალიან გრძელი გამოდგა
-
10:46 - 10:48და შევამჩნიე,
-
10:48 - 10:52რომ შეიძლება მოსამართლეს
-
10:52 - 10:54ცოტა მეტი ბიძგი სჭირდებოდა,
-
10:54 - 10:56ვიდრე მხოლოდ ციფრები.
-
10:56 - 10:59ამ დროს ცოტა გავკადნიერდი,
-
10:59 - 11:00მივბრუნდი
-
11:00 - 11:03და ვკითხე მოსამართლეს:
-
11:03 - 11:05"თქვენო ღირსებავ, ვფიქრობ უნდა მიხვიდეთ
-
11:05 - 11:08და თავად ნახოთ დანაშაულის ადგილი."
-
11:08 - 11:11შესაძლოა უფრო გამოწვევის ტონი გამოვიყენე,
-
11:11 - 11:13ვიდრე თხოვნის, (სიცილი)
-
11:13 - 11:18თუმცა, ამის მიუხედაცად, ამ კაცის
და მისი გამბედაობის სასახელოდ უნდა ითქვას, -
11:18 - 11:21რომ მან მიპასუხა: "კი, ვნახავ."
-
11:21 - 11:25შოკი ამერიკულ იურისპრუდენციაში.
-
11:25 - 11:28ამდენად, ჩვენ იდენტური პირობები შევქმენით
-
11:28 - 11:30და დანაშაულის მთელი სცენა
ხელახლა აღვადგინეთ. -
11:30 - 11:34ის შერიფების მთელი ბრიგადით მოვიდა,
-
11:34 - 11:39რომლებიც ამ დასახლებაში,
მას დასაცავად ახლდნენ? (სიცილი) -
11:39 - 11:44ჩვენ ის ცოტა ქუჩისკენ დავაყენეთ,
-
11:44 - 11:47ამდენად მსროლელის მანქანასთან
იმაზე უფრო ახლოს, -
11:47 - 11:50ვიდრე თინეიჯერები იყვნენ რეალურად.
-
11:50 - 11:52მაშ, ის ტროტუარიდან
ნახევარიოდე მეტრში იდგა, -
11:52 - 11:55სახით გზის შუა ნაწილისკენ.
-
11:55 - 11:58ჩვენ ჩამოვატარეთ მანქანა,
-
11:58 - 12:03თინეიჯერების მიერ აღწერილის
იდენტური მანქანა. -
12:03 - 12:05მანქანაში იყვნენ მძღოლი და მგზავრი.
-
12:05 - 12:08როდესაც მანქანამ მოსამართლეს ჩაუარა,
-
12:08 - 12:12მგზავრმა გამოწია ხელი,
-
12:12 - 12:16უკან მოსამართლეს ისე დაუმიზნა,
რომ მანქანა სვლას აგრძელებდა, -
12:16 - 12:19ზუსტად ისე, როგორც თინეიჯერებმა აღწერეს.
-
12:19 - 12:22მგზავრს არ ეჭირა რეალური იარაღი,
-
12:22 - 12:24მას ეჭირა აღწერილი იარაღის მსგავსი.
-
12:24 - 12:26შავი ფერის საგანი.
-
12:26 - 12:29მგზავრმა დაუმიზნა
და ეს დაინახა მოსამართლემ. -
12:29 - 12:36ეს მანქანა მოსმართლისგან
9 მეტრის მანძილზეა. -
12:36 - 12:39მგზავრს ხელი აქვს გამოყოფილი
-
12:39 - 12:41და უკან გიმიზნებთ.
-
12:41 - 12:43ეს 9 მეტრის დაშორებითაა.
-
12:43 - 12:45ზოგმა თინეიჯერმა ისიც კი თქვა,
-
12:45 - 12:48რომ მანქანა გასროლისას
4.5 მეტრის მანძილზე იყო. -
12:48 - 12:52მაშ, ეს არის 4.5 მეტრი.
-
12:52 - 12:56ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ავღელდი.
-
12:56 - 13:00ეს მოსამართლე ისეთი იყო,
როგორთანაც პოკერის თამაშს არ ისურვებდით. -
13:00 - 13:05ის აბსოლუტური სტოიკოსი იყო.
წარბი არ შეუხრია. -
13:05 - 13:08თავი არც კი გაუნძრევია.
-
13:08 - 13:12წარმოდგენა არ მქონდა, რა რეაქცია ჰქონდა.
-
13:12 - 13:15მას შემდეგ რაც მოვლენის
რეკონსტრუიქციას უყურა, -
13:15 - 13:16მომიბრუნდა და მკითხა:
-
13:16 - 13:19"არის კიდევ რამე, რაც გინდათ, რომ ვნახო?"
-
13:19 - 13:23ვუპასუხე: "თქვენო ღირსებავ" და არ ვიცი
-
13:23 - 13:26ჩემმა სამეცნიერო
გაანგარიშებებმა გამათამამა, -
13:26 - 13:30რომელიც თან მქონდა და იმის ცოდნამ,
რომ ეს გაანგარიშებები სწორი იყო, -
13:30 - 13:32ან შეიძლება ეს სრული უგუნურების გამო იყო,
-
13:32 - 13:35რაც დაცვის ადვოკატებმა გაიფიქრეს, (სიცილი)
-
13:35 - 13:37როდესაც ვუპასუხე:
-
13:37 - 13:40"დიახ, თქვენო ღირსებავ,
თუ შეიძლება დარჩეთ ადგილზე -
13:40 - 13:44და მინდა, რომ მანქანამ
კვლავ შემოუაროს კვარტალს, -
13:44 - 13:47მოვიდეს და გაჩერდეს,
-
13:47 - 13:51ზუსტად თქვენს წინ,
დაახლოებოთ 1 მეტრის მანძილზე. -
13:51 - 13:55მინდა, რომ მგზავრმა ხელი გამოწიოს
-
13:55 - 13:57რომლითაც იმ შავ საგანს დაგიმიზნებთ
-
13:57 - 14:03და შეგიძლიათ დააკვირდეთ მას
რამდენი ხანიც გნებავთ." -
14:03 - 14:07ეს იყო ის, რაც მან დაინახა. (სიცილი)
-
14:07 - 14:11შეამჩნევთ და ეს ჩემ დასკვნაშიც იყო,
-
14:11 - 14:14რომ ძირითადი განათება ჩრდილოეთიდანაა,
-
14:14 - 14:15რაც იმას ნიშავს, რომ მსროლელის სახე
-
14:15 - 14:18არ გამოჩნდებოდა.
ის უკნიდან იქნებოდა განათებული. -
14:18 - 14:20უფრო მეტიც, მანქანის სახურავი
-
14:20 - 14:24მანქანის შიგნით გამოიწვევდა იმას,
რასაც ჩვენ ვეძახით - ჩრდილის ღრუბელს, -
14:24 - 14:27რაც მას კიდევ უფრო აბნელებს.
-
14:27 - 14:32ეს ხდება დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე.
-
14:32 - 14:35რატომ გავრისკე?
-
14:35 - 14:39მე ვიცოდი, რომ სიმკვეთრის სიღრმე
ნახევარ მეტრზე ნაკლები იყო. -
14:39 - 14:411 მეტრის მანძილზე,
იგივე წარმატებით გამოჩნდებოდა, -
14:41 - 14:45როგორც სტადიონს იქით.
-
14:45 - 14:47ეს არის ის, რაც მან დაინახა.
-
14:47 - 14:50მოსამართლე დაბრუნდა.
-
14:50 - 14:53საქმის მოსმენა რამდენიმე დღე გაგრძელდა
-
14:53 - 14:56ბოლოს, მან მიიღო გადაწყვეტილება,
რომ დააკმაყოფილებდა -
14:56 - 14:59საქმის გადასინჯვის მოთხოვნას.
-
14:59 - 15:02უფრო მეტიც, მან გაათავისუფლა ბ-ნი კარილო,
-
15:02 - 15:05რომ საკუთარი დაცვის
მომზადებას დახმარებოდა, -
15:05 - 15:10თუკი პროკურატურა
საქმის ხელახლა აღძვრას გადაწყვეტდა. -
15:10 - 15:13რაც მათ გადაწყვიტეს არ გაეკეთებინათ.
-
15:13 - 15:18ახლა ის თავისუფალია.
-
15:18 - 15:22(აპლოდისმენტები)
-
15:22 - 15:27აქ ჩანს როგორ ეხვევა მეუღლის ბებიას.
-
15:27 - 15:31მისი შეყვარებული ორსულად იყო,
როცა გაასამართლეს. -
15:31 - 15:35მას ეყოლა ვაჟიშვილი.
-
15:35 - 15:38ახლა, ის და მისი ვაჟი, ორივე,
-
15:38 - 15:41კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტ
"ლონგ ბიჩში" სწავლობენ. -
15:41 - 15:44(აპლოდისმენტები)
-
15:44 - 15:48და რას აჩვენებს ეს მაგალითი?
-
15:48 - 15:52რა არის მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს?
-
15:52 - 15:56პირველ რიგში, მეცნიერებას და სამართალს
-
15:56 - 15:58ამერიკულ იურისპრუდენციაში
-
15:58 - 16:01ანტიპათიის ხანგრძლივი ისტორია აქვთ.
-
16:01 - 16:04სასამართლო ექსპერტის
ათწლეულობით გამოცდილებიდან, -
16:04 - 16:08რომელიც ცდილობს
სხდომათა დარბაზში მეცნიერება შეიტანოს, -
16:08 - 16:13შემიძლია უვიცობის
საშინელი ისტორიებით გაგიმასპინძლდეთ. -
16:13 - 16:18მეორე მხარე ყოველთვის
ეწინააღმდეგება და ებრძვის ამას. -
16:18 - 16:21ერთი რჩევაა, რომ ჩვენ ყველამ
-
16:21 - 16:24უფრო მეტად გავიაზროთ საჭიროება,
პოლიტიკის გზით, -
16:24 - 16:26პროცედურების გზით,
-
16:26 - 16:29რომ მეტი მეცნიერება შევიდეს
სხდომათა დარბაზში. -
16:29 - 16:32ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით
ერთი დიდი ნაბიჯი, -
16:32 - 16:34სამართლის სკოლებისადმი
დიდი პატივისცემით, -
16:34 - 16:36არის მეტი მოთხოვნები,
-
16:36 - 16:41მეცნიერების, ტექნოლოგიების,
ინჟინერიის, მათემატიკის მიმართ -
16:41 - 16:43ყველასთვის, ვინც სამართალზე სწავლობს,
-
16:43 - 16:47რადგან ისინი ხდებიან მოსამართლეები.
-
16:47 - 16:50იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ვარჩევთ
მოსამართლეებს ამ ქვეყანაში. -
16:50 - 16:53ეს სხვა კულტურათა უმეტესობისგან
ძალიან განსხვავდება. -
16:53 - 16:55კიდევ ერთი რამ, რაც მინდა გირჩიოთ,
-
16:55 - 16:58არის სიფრთხილე,
რაც ყველამ უნდა გამოვიჩინოთ. -
16:58 - 17:00მე განუწყვეტლივ ვახსენებ საკუთარ თავს,
-
17:00 - 17:03რამდენად ზუსტია მოგონებები,
-
17:03 - 17:08რომლებიც სიმართლე გვგონია,
რომლებისაც გვჯერა? -
17:08 - 17:12არსებობს ათწლეულების კვლევა,
-
17:12 - 17:16ამ საქმის მსგავსი უამრავი მაგალითი,
-
17:16 - 17:18სადაც ადამიანებს
-
17:18 - 17:21ნამდვილად სჯერათ.
-
17:21 - 17:23თინეიჯერებიდან ვინც ის ამოიცნო,
-
17:23 - 17:26არცერთს არ უფიქრია,
რომ სხვა ადამიანს დაადო ხელი. -
17:26 - 17:30არცერთს არ ეგონა,
რომ დამნაშავის სახე ვერ დაინახეს. -
17:30 - 17:32ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად.
-
17:32 - 17:35ჩვენი მეხსიერება
რეკონსტრუქციული მეხსიერებაა. -
17:35 - 17:38ეს არის პროდუქტი იმისა,
რაც თავდაპირველად განვიცადეთ -
17:38 - 17:41და ყველაფერი იმისა, რაც შემდგომ მოხდა.
-
17:41 - 17:43მეხსიერება დინამიურია.
-
17:43 - 17:45მეხსიერება დამყოლია, ცვალებადია.
-
17:45 - 17:49შედეგად, ყველას უნდა გვახსოვდეს,
რომ ფრთხილად ვიყოთ, -
17:49 - 17:52რადგან ჩვენი მეხსირების სიზუსტე
-
17:52 - 17:56იმით არ იზომება, თუ რამდენად ნათელია ის
-
17:56 - 18:01ან იმით, თუ რამდენად დარწმუნებული ვართ
მის სისწორეში. -
18:01 - 20:30მადლობა. (აპლოდისმენტები)
- Title:
- რატომ ცდებიან თვითმხილველი მოწმეები
- Speaker:
- სკოტ ფრეიზერი
- Description:
-
სკოტ ფრეიზერი შეისწავლის როგორ იმახსოვრებენ ადამიანები დანაშაულს და გამოდიან მოწმეებად. მის ამ ძლიერ გამოსვლაში, რომელიც ფოკუსირებულია სასიკვდილო გასროლაზე მზის ჩასვლისას, ის გვთავაზობს მოსაზრებას, რომ დანაშაულის ახლოს მყოფ თვითმხილველ მოწმეებსად კი შეუძლიათ შექმნან იმგვარი "მოგონებები", რასაც ვერ ნახავდნენ. რატომ? რადგან ტვინს ვერ იტანს ვაკუუმს.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 20:50
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Why eyewitnesses get it wrong |