WEBVTT 00:00:02.097 --> 00:00:06.569 მკვლელობა მოხდა დაახლოებით 21 წლის წინ, 00:00:06.569 --> 00:00:10.848 1991 წლის 18 იანვარს, 00:00:10.848 --> 00:00:13.109 პატარა გარეუბანში 00:00:13.109 --> 00:00:15.483 ლინვუდში, კალიფორნიაში, 00:00:15.483 --> 00:00:18.318 ლოს ანჯელესის სამხრეთ-აღმოსავლეთით 00:00:18.318 --> 00:00:20.816 რამდენიმე კმ-ის მანძილზე. 00:00:20.816 --> 00:00:23.651 მამა გარეთ, საკუთარი თინეიჯერი ვაჟისთვის 00:00:23.651 --> 00:00:27.058 და მისი 5 მეგობრისთვის იმის სათქმელად გავიდა, 00:00:27.058 --> 00:00:29.837 რომ სახლის წინ მდელოზე თამაშის 00:00:29.837 --> 00:00:32.747 შეწყვეტის დრო იყო. 00:00:32.747 --> 00:00:35.655 შესულიყვნენ, დაესრულებინათ საშინაო დავალება 00:00:35.655 --> 00:00:38.401 და მომზადებულიყვნენ დასაძინებლად. 00:00:38.401 --> 00:00:41.971 როცა მამა მათ ამისკენ მოუწოდებდა, 00:00:41.971 --> 00:00:45.309 გვერდით ნელა მოძრავმა მანქანამ ჩაიარა, 00:00:45.309 --> 00:00:48.211 და როგორც კი გასცდა მამას და თინეიჯერებს, 00:00:48.211 --> 00:00:52.199 წინა სავარძლის ფანჯრიდან ვიღაცამ ხელი გამოყო 00:00:52.199 --> 00:00:57.461 და - "ბა, ბა!" - მამა მოკლეს. 00:00:57.461 --> 00:01:00.620 მანქანამ ჩაიქროლა და გაქრა. NOTE Paragraph 00:01:00.620 --> 00:01:02.461 პოლიცია, 00:01:02.461 --> 00:01:06.291 გამომძიებლები, გასაოცრად ქმედითები იყვნენ. 00:01:06.291 --> 00:01:08.721 მათ ყველა შესაძლო დამნაშავე შეისწავლეს 00:01:08.721 --> 00:01:13.288 და 24 საათზე ნაკლებ დროში, შეარჩიეს ეჭვმიტანილი. 00:01:13.288 --> 00:01:16.866 ფრასცისკო კარილო, 17 წლის ბიჭი, 00:01:16.866 --> 00:01:18.903 რომელიც 2-3 კვარტლის მოშორებით ცხოვრობდა 00:01:18.903 --> 00:01:21.638 იმ ადგილიდან, სადაც სროლა მოხდა. 00:01:21.638 --> 00:01:26.286 იპოვეს მისი ფოტოები, მოამზადეს ამოსაცნობად 00:01:26.286 --> 00:01:29.870 და სროლიდან მეორე დღეს, 00:01:29.870 --> 00:01:32.763 აჩვენეს ერთ-ერთ თინეიჯერს. 00:01:32.763 --> 00:01:35.082 მან თქვა, რომ: "ეს მისი სურათია. 00:01:35.082 --> 00:01:40.469 ეს მსროლელი ვნახე, რომელმაც მამა მოკლა." NOTE Paragraph 00:01:40.469 --> 00:01:43.236 ეს წინასწარი მოსმენა საკმარისი აღმოჩნდა მოსამართლისთვის, 00:01:43.236 --> 00:01:48.155 რომ კარილო, პირველი ხარისხის კვლელობაში 00:01:48.155 --> 00:01:50.842 ბრალდებისთვის გაესამართლებინა. 00:01:50.842 --> 00:01:54.049 ძირითად მოსმენამდე, გამოძიების ფარგლებში, 00:01:54.049 --> 00:01:57.460 ხუთი თინეიჯერიდან თითოეულს ამოსაცნობად 00:01:57.460 --> 00:02:01.508 იგივე ფოტოსერია აჩვენეს. 00:02:01.508 --> 00:02:04.332 სავარაუდოდ, სურათი, 00:02:04.332 --> 00:02:06.604 რომელიც იმ ფოტოსერიაში აჩვენეს, 00:02:06.604 --> 00:02:10.301 არის ამ ფოტოების ქვედა მარცხენა კუთხეში. 00:02:10.301 --> 00:02:13.737 დარწმუნებულები არ ვართ, 00:02:13.737 --> 00:02:18.170 რადგან მართლმსაჯულების ჩვენ სისტემაში, 00:02:18.170 --> 00:02:20.454 მტკიცებულებათა შენახვის წესია ასეთი, 00:02:20.454 --> 00:02:25.202 თუმცა, ეს სრულებით სხვა TEDx talk-ის თემაა. (სიცილი) NOTE Paragraph 00:02:25.202 --> 00:02:28.108 ძირითადი სასამართლოს მოსმენაზე, 00:02:28.108 --> 00:02:31.108 ექვსივე თინეიჯერმა მისცა ჩვენება 00:02:31.108 --> 00:02:34.866 და დაადასტურა ამოცნობა 00:02:34.866 --> 00:02:38.342 ფოტოსერიის მიხედვით. 00:02:38.342 --> 00:02:43.123 ის ცნეს დამნაშავედ. უვადო პატიმრობა მიუსაჯეს 00:02:43.123 --> 00:02:48.582 და გადაიყვანეს ფოლსომის ციხეში. NOTE Paragraph 00:02:48.582 --> 00:02:50.671 მაშ, რაშია პრობლემა? 00:02:50.671 --> 00:02:55.437 ცხადი, სამართლიანი სასამართლო, სრული გამოძიება. 00:02:55.437 --> 00:02:58.978 და ჰო, იარაღი ვერ იპოვეს. 00:02:58.978 --> 00:03:03.132 ვერც იმ მანქანის იდენტიფიცირება მოხდა, 00:03:03.132 --> 00:03:06.356 საიდანაც მსროლელმა ხელი გადმოყო 00:03:06.356 --> 00:03:09.641 და მსროლელის მძღოლობისთვისაც ბრალი 00:03:09.641 --> 00:03:12.883 არავისთვის წაუყენებიათ. 00:03:12.883 --> 00:03:16.764 და ბ-ნი კარილოს ალიბი? 00:03:16.764 --> 00:03:22.058 ამ ოთახში რომელი მშობელი არ მოიტყუება, 00:03:22.058 --> 00:03:24.877 მათი შვილების ადგილსამყოფელზე 00:03:24.877 --> 00:03:29.864 მკვლელობის გამოძიების საქმეში? NOTE Paragraph 00:03:30.874 --> 00:03:33.596 ციხეში მყოფი, 00:03:33.596 --> 00:03:37.094 საკუთარ უდანაშაულობას უწყვეტად ამტკიცებდა, 00:03:37.094 --> 00:03:41.831 21 წლის განმავლობაში. NOTE Paragraph 00:03:41.831 --> 00:03:45.302 მაშ, რაშია პრობლემა? 00:03:45.302 --> 00:03:48.026 პრობლემებს ამ სახის საქმეში, 00:03:48.026 --> 00:03:51.935 ბევრ შემთხვევაში, ადამიანის მეხსიერების სფეროში, 00:03:51.935 --> 00:03:55.837 ათწლეულების სამეცნიერო კვლევები ადასტურებს. 00:03:55.837 --> 00:03:58.651 პირველ რიგში, "უდანაშაულობის" პროექტიდან 00:03:58.651 --> 00:04:00.858 მთელი სტატისტიკური ანალიზი გვაქვს, 00:04:00.858 --> 00:04:03.555 საიდანაც ვიცით, რომ გვაქვს 00:04:03.555 --> 00:04:07.336 250, 280 დოკუმენტურად დადასტურებული საქმე, სადაც ადამიანები 00:04:07.336 --> 00:04:11.408 უსაფუძვლოდ ცნეს დამნაშავედ და შემდეგ გაამართლეს. 00:04:11.408 --> 00:04:17.754 ზოგი სასიკვდილო განაჩენის მქონე, დნმ-ის მოგვიანებითი ანალიზის საფუძველზე. 00:04:17.754 --> 00:04:21.415 ამ გამამართლებელი საქმეების 3/4-ში 00:04:21.415 --> 00:04:27.106 სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნობა, 00:04:27.106 --> 00:04:31.333 მხოლოდ თვითმხილველი მოწმის მიერ ამოცნობას ეფუძნებოდა. 00:04:31.333 --> 00:04:36.508 ჩვენ ვიცით, რომ თვითმხილველ მოწმეთა მიერ ამოცნობა შეიძლება მცდარი იყოს. NOTE Paragraph 00:04:36.508 --> 00:04:38.728 მეორე პრობლემა, ადამიანის მეხსიერების 00:04:38.728 --> 00:04:42.301 საინტერესო ასპექტიდან გამომდინარეობს და ტვინის სხვადასხვა ფუნქციებს ეხევა. 00:04:42.301 --> 00:04:44.617 თუმცა, სიმოკლისთვის შემიძლია შევაჯამო 00:04:44.617 --> 00:04:46.881 მარტივი ნათქვამით: 00:04:46.881 --> 00:04:51.629 ტვინი ვერ იტანს ვაკუუმს! 00:04:51.629 --> 00:04:55.539 დაკვირვების საუკეთესო პირობებში, 00:04:55.539 --> 00:04:57.411 აბსოლუტურად საუკეთესოში, 00:04:57.411 --> 00:05:01.124 ჩვენ მთლიანი გამოცდილების მხოლოდ ნაჭრებს 00:05:01.124 --> 00:05:04.819 და ნაწყვეტებს ვავლენთ, ვშიფრავთ და ვიმახსოვრებთ ჩვენ ტვინში. 00:05:04.819 --> 00:05:07.148 და ისინი ტვინის სხვადასხვა ნაწილში ინახება. 00:05:07.148 --> 00:05:11.303 და როდესაც მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, 00:05:11.303 --> 00:05:14.324 თუ რა გადაგვხდა თავს, 00:05:14.324 --> 00:05:19.602 ჩვენ არასრული, ნაწილობრივი სურათი გვაქვს 00:05:19.602 --> 00:05:22.055 და რა ხდება? 00:05:22.055 --> 00:05:24.879 ქვეცნობიერად, ყველანაირი განზრახვის გარეშე 00:05:24.879 --> 00:05:30.050 ტვინი ცარიელ ადგილებს იმ ინფორმაციით ავსებს, 00:05:30.050 --> 00:05:32.475 რაც მასში არ იყო. 00:05:32.475 --> 00:05:34.925 რაც თავდაპირველად ფიქრის, 00:05:34.925 --> 00:05:37.469 ან მსჯელობის შედეგად არ იქნა შენახული 00:05:37.469 --> 00:05:40.281 და თქვენთან, როგორც დამკვირვებელთან, 00:05:40.281 --> 00:05:43.416 არ მოსულა რამე ინფორმაციის წყაროდან. 00:05:43.416 --> 00:05:45.490 ეს ხდება გააზრების გარეშე. 00:05:45.490 --> 00:05:49.124 თქვენ ვერც კი აცნობიერებთ, რომ ეს ხდება. 00:05:49.124 --> 00:05:51.391 ამას რეკონსტრუქციული მეხსიერება ეწოდება. 00:05:51.391 --> 00:05:55.690 ეს გვემართება ყოველთვის, ჩვენი სიცოცხლის ყველა ასპექტში. 00:05:55.690 --> 00:05:58.954 ეს იყო ის ორი საკითხი, სხვებთან ერთად... 00:05:58.954 --> 00:06:03.459 რეკონსტრუქციულმა მეხსიერებამ, თვითმხილველების არასანდოობამ... 00:06:03.459 --> 00:06:06.515 რამაც ნაწილობრივ წააქეზა 00:06:06.515 --> 00:06:08.964 გასაჩივრებაში მონაწილე ადვოკატთა ჯგუფი, 00:06:08.964 --> 00:06:12.436 რომელსაც არაჩვეულებრივი ადვოკატი, ელენ ეგერსი უძღვებოდა, 00:06:12.436 --> 00:06:16.564 გაეერთიანებინათ მათი გამოცდილება და ნიჭი, 00:06:16.564 --> 00:06:18.401 და მიემართათ ზემდგომი სასამართლოსთვის 00:06:18.401 --> 00:06:23.471 ფრანცისკო კარილოს საქმის გადასანჯვის მოთხოვნით. 00:06:23.471 --> 00:06:27.859 მათ ექსპერტ ნეიროფიზიოლოგად, მე დამიქირავეს, 00:06:27.859 --> 00:06:30.001 რადგან მე თვითმხილველ მოწმეთა 00:06:30.001 --> 00:06:32.121 მეხსიერების შესწავლაში მქონდა გამოცდილება, 00:06:32.121 --> 00:06:35.316 რაც აშრაკად მნიშვნელოვანია ამ საქმეში. 00:06:35.316 --> 00:06:38.660 ამასთან ერთად, მაქვს ადამიანის ღამით ხედვის ბუნების 00:06:38.660 --> 00:06:43.037 შესწავლის გამოცდილება. NOTE Paragraph 00:06:43.037 --> 00:06:46.070 ეს რაღა შუაშია? 00:06:46.070 --> 00:06:50.692 როდესაც კარილოს საქმის მასალებს კითხულობთ, 00:06:52.094 --> 00:06:54.924 ერთი რამ, რაც მაშინვე თვალში გეცემათ ისაა, 00:06:54.924 --> 00:06:58.414 რომ გამომძიებლებმა თქვეს, დანაშაულის ადგილზე 00:06:58.414 --> 00:07:01.948 სადაც სროლა მოხდა, განათება კარგი იყოო. 00:07:01.948 --> 00:07:05.405 სასამართლო სხდომაზე ყველა თინეიჯერმა მისცა ჩვენება, 00:07:05.405 --> 00:07:08.884 რომ ისინი ძალიან კარგად ხედავდნენ. 00:07:08.884 --> 00:07:11.724 მაგრამ ეს იანვრის შუაში მოხდა, 00:07:11.724 --> 00:07:17.723 ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, საღამოს 7 საათზე. 00:07:17.723 --> 00:07:20.748 როცა მთვარის და მზის მონაცემების მიხედვით, 00:07:20.748 --> 00:07:22.960 გამოთვლები ჩავატარე, 00:07:22.960 --> 00:07:25.739 სროლის განხორციელებისას 00:07:25.739 --> 00:07:28.187 შესაბამისი მდებარეობის და დროისთვის, 00:07:28.187 --> 00:07:31.214 აღმოჩნდა, რომ შებინდების დასასრულს კარგა ხანი იყო გადაცილებული 00:07:31.214 --> 00:07:33.060 და იმ ღამეს მთვარე არ ანათებდა. 00:07:33.060 --> 00:07:35.589 ასე რომ, მზის და მთვარის მთელი სინათლე ამ არეალში 00:07:35.589 --> 00:07:37.923 ისეთი იყო, რასაც ხედავთ ეკრანზე. 00:07:37.923 --> 00:07:40.837 ამ ადგილსთვის ერთადერთი სინათლე 00:07:40.837 --> 00:07:44.107 ხელოვნური წყაროებიდან უნდა მოსულიყო. 00:07:44.107 --> 00:07:46.875 აქ გავედი და სცენის რეალური რეკონსტრუქცია გავაკეთე 00:07:46.875 --> 00:07:49.672 ფოტომეტრებით, განათების სხვადასხვა გაზომვებით 00:07:49.672 --> 00:07:52.826 და ფერის აღქმის სხვადასხვა გაზომვებით. 00:07:52.826 --> 00:07:56.113 სპეციალური კამერებით 00:07:56.113 --> 00:07:58.242 და მაღალი მგრძნოველობის მქონე ფირით. 00:07:58.242 --> 00:08:01.171 ვიღებ ყველა გამოთვლებს და ვიწერ მათ. 00:08:01.171 --> 00:08:03.818 შემდეგ ვიღებ ფოტოებს და აი როგორ გამოიყურებოდა სცენა 00:08:03.818 --> 00:08:04.763 სროლის დროს 00:08:04.763 --> 00:08:07.229 თინეიჯერების მდებარეობიდან, 00:08:07.229 --> 00:08:11.051 როდესაც მანქანის ჩავლას და სროლას უყურებდნენ. 00:08:11.051 --> 00:08:13.356 ეს არის პირდაპირ ქუჩის გადაღმა ყურებისას 00:08:13.356 --> 00:08:15.684 იმ ადგილიდან, სადაც ისინი იდგნენ. 00:08:15.684 --> 00:08:18.037 გაიხსენეთ, გამომძიებლების ანგარიშში ეწერა, 00:08:18.037 --> 00:08:20.270 რომ განათება იყო კარგი. 00:08:20.270 --> 00:08:22.704 თინეიჯერებმა თქვეს, რომ ძალიან კარგად ხედავდნენ. 00:08:22.704 --> 00:08:25.955 ეს არის აღმოსავლეთით გახედვისას, 00:08:25.955 --> 00:08:29.651 სადაც მანქანამ აუჩქარა 00:08:29.651 --> 00:08:34.543 და აი, ეს კი არის სინათლე 00:08:34.543 --> 00:08:36.884 უშუალოდ მამის და თინეიჯერების უკან. 00:08:36.884 --> 00:08:40.795 როგორც ხედავთ, საუკეთესო ვარიანტში ეს ცუდი განათებაა. 00:08:40.795 --> 00:08:44.668 არავინ უწოდებს ამას კარგად განათებულს, კარგ სინათლეს. 00:08:44.668 --> 00:08:47.862 ხედავთ, რომ კარგი სურათებია. 00:08:47.862 --> 00:08:51.453 ისინი იმიტომ გადავიღეთ, რომ ვიცოდი სასამართლოში მიმიწევდა ჩვენების მიცემა 00:08:51.453 --> 00:08:54.515 და სურათი უფრო ღირებულია, ვიდრე ათასი სიტყვა, 00:08:54.515 --> 00:08:56.915 როცა ციფრების ახსნას ცდილობთ, 00:08:56.915 --> 00:09:01.897 ისეთი აბსტრატული კონცეფციების, როგორიცაა: ლუქსი, განათების საერთაშორისო ერთეული, 00:09:01.897 --> 00:09:05.363 იშიჰარას ფერების აღქმის სატესტო მნიშვნელობები. 00:09:05.363 --> 00:09:08.524 როდესაც მათ, ამ სფეროში 00:09:08.524 --> 00:09:11.640 ნაკლებად გათვითცნობიერებულ ადამიანებს წარუდგენთ, 00:09:11.640 --> 00:09:14.659 ისინი შუადღის მზეში მყოფი სალამანდრებივით უსიცოცხლოები ხდებიან. 00:09:14.659 --> 00:09:16.933 ეს ხედვის კუთხის ტანგენსზე საუბარს ჰგავს. 00:09:16.933 --> 00:09:19.718 მათ უბრალოდ თვალები უშეშდებათ. 00:09:19.718 --> 00:09:24.077 კარგი სასამართლო ექსპერტი, ასევე კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, 00:09:24.077 --> 00:09:26.236 კარგი გადმომცემი და ნაწილობრივ 00:09:26.236 --> 00:09:28.791 ამიტომაც გდავიღეთ სურათები, რომ ვაჩვენოთ არა მხოლოდ 00:09:28.791 --> 00:09:31.331 სად არის სინათლის წყაროები და როგორაა განაწილებული, 00:09:31.331 --> 00:09:33.960 რასაც განფენას ვეძახით, არამედ ასევე იმისთვის, 00:09:33.960 --> 00:09:37.995 რომ მსაჯული ადვილად ჩაწვდეს გარემოებებს. 00:09:37.995 --> 00:09:40.868 ეს იმ სურათების ნაწილია, 00:09:40.868 --> 00:09:43.103 რომლებიც ჩვენების მიცემისას გამოვიყენე. 00:09:43.103 --> 00:09:45.808 თუმცა, ჩემთვის, როგორც მეცნიერისთვის, უფრო მნიშვნელოვანი 00:09:45.808 --> 00:09:47.481 ფოტომეტრის ის მონაცემები იყო, 00:09:47.481 --> 00:09:51.731 რომლებიც რეალურ პროგნოზებში შემიძლია გადავიყვანო, 00:09:51.731 --> 00:09:55.251 თუ რა ვიზუალური შესაძლებლობები გააჩნია ადამიანის თვალს, 00:09:55.251 --> 00:09:57.627 იმ პირობებში, 00:09:57.627 --> 00:10:01.275 და იმ მონაცემებიდან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩავიწერე, 00:10:01.275 --> 00:10:03.515 იგივე მზის და მთვარის პირობებში, 00:10:03.515 --> 00:10:06.507 იგივე დროს და ა.შ. 00:10:06.507 --> 00:10:07.913 შემიძლია იმის პროგნოზირება, 00:10:07.913 --> 00:10:10.105 რომ იქ ვერ იქნებოდა ფერების საიმედო აღქმა, 00:10:10.105 --> 00:10:12.419 რაც აუცილებლია სახის შესაცნობად 00:10:12.419 --> 00:10:14.931 და რომ იქ შეიძლება მხოლოდ ღამის მხედველობა ყოფილიყო, 00:10:14.931 --> 00:10:17.001 რაც ძალიან მცირე გარჩევადობას გულისხმობს, 00:10:17.001 --> 00:10:19.989 ეს არის, რასაც მხოლოდ კონტურების და ზღვრების გარჩევას ვეძახით. 00:10:19.989 --> 00:10:21.824 უფრო მეტიც, რადგან თვალების გუგები 00:10:21.824 --> 00:10:25.059 სრულად გაფართოებული იქნებოდა ამ სინათლეში და სიმკვეთრის ამ სიღრმეში, 00:10:25.059 --> 00:10:28.217 მანძილი, რომელზეც ფოკუსირებას და დეტალების გარჩევას შეძლებდით, 00:10:28.217 --> 00:10:33.611 ნახევარ მეტრზე ნაკლები უნდა ყოფილიყო. NOTE Paragraph 00:10:33.611 --> 00:10:36.115 მე ეს ჩვენება მივეცი სასამართლოს 00:10:36.115 --> 00:10:38.548 და მართალია, მოსამართლე ძალიან ყურადღებით მისმენდა, 00:10:38.548 --> 00:10:41.695 მაგარმ ეს საქმის გადასინჯვის მოთხოვნაზე პროცესი, 00:10:41.695 --> 00:10:45.899 ძალიან, ძალიან გრძელი გამოდგა 00:10:45.899 --> 00:10:47.659 და შევამჩნიე, 00:10:47.659 --> 00:10:51.804 რომ შეიძლება მოსამართლეს 00:10:51.804 --> 00:10:53.867 ცოტა მეტი ბიძგი სჭირდებოდა, 00:10:53.867 --> 00:10:56.375 ვიდრე მხოლოდ ციფრები. NOTE Paragraph 00:10:56.375 --> 00:10:58.667 ამ დროს ცოტა გავკადნიერდი, 00:10:58.667 --> 00:11:00.187 მივბრუნდი 00:11:00.187 --> 00:11:02.579 და ვკითხე მოსამართლეს: 00:11:02.579 --> 00:11:04.987 "თქვენო ღირსებავ, ვფიქრობ უნდა მიხვიდეთ 00:11:04.987 --> 00:11:07.691 და თავად ნახოთ დანაშაულის ადგილი." NOTE Paragraph 00:11:07.691 --> 00:11:10.832 შესაძლოა უფრო გამოწვევის ტონი გამოვიყენე, 00:11:10.832 --> 00:11:13.236 ვიდრე თხოვნის, (სიცილი) 00:11:13.236 --> 00:11:17.683 თუმცა, ამის მიუხედაცად, ამ კაცის და მისი გამბედაობის სასახელოდ უნდა ითქვას, 00:11:17.683 --> 00:11:21.299 რომ მან მიპასუხა: "კი, ვნახავ." 00:11:21.299 --> 00:11:25.291 შოკი ამერიკულ იურისპრუდენციაში. NOTE Paragraph 00:11:25.291 --> 00:11:27.763 ამდენად, ჩვენ იდენტური პირობები შევქმენით 00:11:27.763 --> 00:11:30.074 და დანაშაულის მთელი სცენა ხელახლა აღვადგინეთ. 00:11:30.074 --> 00:11:33.814 ის შერიფების მთელი ბრიგადით მოვიდა, 00:11:33.814 --> 00:11:38.971 რომლებიც ამ დასახლებაში, მას დასაცავად ახლდნენ? (სიცილი) 00:11:38.971 --> 00:11:44.025 ჩვენ ის ცოტა ქუჩისკენ დავაყენეთ, 00:11:44.025 --> 00:11:47.205 ამდენად მსროლელის მანქანასთან იმაზე უფრო ახლოს, 00:11:47.205 --> 00:11:49.947 ვიდრე თინეიჯერები იყვნენ რეალურად. 00:11:49.947 --> 00:11:52.171 მაშ, ის ტროტუარიდან ნახევარიოდე მეტრში იდგა, 00:11:52.171 --> 00:11:54.783 სახით გზის შუა ნაწილისკენ. 00:11:54.783 --> 00:11:57.700 ჩვენ ჩამოვატარეთ მანქანა, 00:11:57.700 --> 00:12:02.651 თინეიჯერების მიერ აღწერილის იდენტური მანქანა. 00:12:02.651 --> 00:12:04.588 მანქანაში იყვნენ მძღოლი და მგზავრი. 00:12:04.588 --> 00:12:08.411 როდესაც მანქანამ მოსამართლეს ჩაუარა, 00:12:08.411 --> 00:12:11.925 მგზავრმა გამოწია ხელი, 00:12:11.925 --> 00:12:16.499 უკან მოსამართლეს ისე დაუმიზნა, რომ მანქანა სვლას აგრძელებდა, 00:12:16.499 --> 00:12:18.718 ზუსტად ისე, როგორც თინეიჯერებმა აღწერეს. 00:12:18.718 --> 00:12:21.571 მგზავრს არ ეჭირა რეალური იარაღი, 00:12:21.571 --> 00:12:23.989 მას ეჭირა აღწერილი იარაღის მსგავსი. 00:12:23.989 --> 00:12:25.968 შავი ფერის საგანი. 00:12:25.968 --> 00:12:28.814 მგზავრმა დაუმიზნა და ეს დაინახა მოსამართლემ. NOTE Paragraph 00:12:28.814 --> 00:12:35.913 ეს მანქანა მოსმართლისგან 9 მეტრის მანძილზეა. 00:12:35.913 --> 00:12:38.825 მგზავრს ხელი აქვს გამოყოფილი 00:12:38.825 --> 00:12:41.198 და უკან გიმიზნებთ. 00:12:41.198 --> 00:12:43.163 ეს 9 მეტრის დაშორებითაა. 00:12:43.163 --> 00:12:45.355 ზოგმა თინეიჯერმა ისიც კი თქვა, 00:12:45.355 --> 00:12:47.931 რომ მანქანა გასროლისას 4.5 მეტრის მანძილზე იყო. 00:12:47.931 --> 00:12:51.595 მაშ, ეს არის 4.5 მეტრი. NOTE Paragraph 00:12:51.595 --> 00:12:55.765 ამ ეტაპზე ცოტა არ იყოს ავღელდი. 00:12:55.765 --> 00:13:00.499 ეს მოსამართლე ისეთი იყო, როგორთანაც პოკერის თამაშს არ ისურვებდით. 00:13:00.499 --> 00:13:04.787 ის აბსოლუტური სტოიკოსი იყო. წარბი არ შეუხრია. 00:13:04.787 --> 00:13:08.056 თავი არც კი გაუნძრევია. 00:13:08.056 --> 00:13:11.557 წარმოდგენა არ მქონდა, რა რეაქცია ჰქონდა. 00:13:11.557 --> 00:13:14.597 მას შემდეგ რაც მოვლენის რეკონსტრუიქციას უყურა, 00:13:14.597 --> 00:13:15.677 მომიბრუნდა და მკითხა: 00:13:15.677 --> 00:13:18.935 "არის კიდევ რამე, რაც გინდათ, რომ ვნახო?" NOTE Paragraph 00:13:18.935 --> 00:13:23.430 ვუპასუხე: "თქვენო ღირსებავ" და არ ვიცი 00:13:23.430 --> 00:13:26.387 ჩემმა სამეცნიერო გაანგარიშებებმა გამათამამა, 00:13:26.387 --> 00:13:30.083 რომელიც თან მქონდა და იმის ცოდნამ, რომ ეს გაანგარიშებები სწორი იყო, 00:13:30.083 --> 00:13:32.338 ან შეიძლება ეს სრული უგუნურების გამო იყო, 00:13:32.338 --> 00:13:35.163 რაც დაცვის ადვოკატებმა გაიფიქრეს, (სიცილი) 00:13:35.163 --> 00:13:36.915 როდესაც ვუპასუხე: 00:13:36.915 --> 00:13:39.619 "დიახ, თქვენო ღირსებავ, თუ შეიძლება დარჩეთ ადგილზე 00:13:39.619 --> 00:13:43.955 და მინდა, რომ მანქანამ კვლავ შემოუაროს კვარტალს, 00:13:43.955 --> 00:13:47.309 მოვიდეს და გაჩერდეს, 00:13:47.309 --> 00:13:51.499 ზუსტად თქვენს წინ, დაახლოებოთ 1 მეტრის მანძილზე. 00:13:51.499 --> 00:13:54.955 მინდა, რომ მგზავრმა ხელი გამოწიოს 00:13:54.955 --> 00:13:56.971 რომლითაც იმ შავ საგანს დაგიმიზნებთ 00:13:56.971 --> 00:14:02.691 და შეგიძლიათ დააკვირდეთ მას რამდენი ხანიც გნებავთ." 00:14:02.691 --> 00:14:07.118 ეს იყო ის, რაც მან დაინახა. (სიცილი) NOTE Paragraph 00:14:07.118 --> 00:14:10.958 შეამჩნევთ და ეს ჩემ დასკვნაშიც იყო, 00:14:10.958 --> 00:14:13.603 რომ ძირითადი განათება ჩრდილოეთიდანაა, 00:14:13.603 --> 00:14:15.346 რაც იმას ნიშავს, რომ მსროლელის სახე 00:14:15.346 --> 00:14:17.962 არ გამოჩნდებოდა. ის უკნიდან იქნებოდა განათებული. 00:14:17.962 --> 00:14:19.864 უფრო მეტიც, მანქანის სახურავი 00:14:19.864 --> 00:14:24.138 მანქანის შიგნით გამოიწვევდა იმას, რასაც ჩვენ ვეძახით - ჩრდილის ღრუბელს, 00:14:24.138 --> 00:14:27.468 რაც მას კიდევ უფრო აბნელებს. 00:14:27.468 --> 00:14:31.580 ეს ხდება დაახლოებით 1 მეტრის მანძილზე. NOTE Paragraph 00:14:31.580 --> 00:14:34.708 რატომ გავრისკე? 00:14:34.708 --> 00:14:38.937 მე ვიცოდი, რომ სიმკვეთრის სიღრმე ნახევარ მეტრზე ნაკლები იყო. 00:14:38.937 --> 00:14:41.324 1 მეტრის მანძილზე, იგივე წარმატებით გამოჩნდებოდა, 00:14:41.324 --> 00:14:45.076 როგორც სტადიონს იქით. 00:14:45.076 --> 00:14:47.284 ეს არის ის, რაც მან დაინახა. 00:14:47.284 --> 00:14:50.344 მოსამართლე დაბრუნდა. 00:14:50.344 --> 00:14:53.388 საქმის მოსმენა რამდენიმე დღე გაგრძელდა 00:14:53.388 --> 00:14:56.016 ბოლოს, მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააკმაყოფილებდა 00:14:56.016 --> 00:14:59.094 საქმის გადასინჯვის მოთხოვნას. 00:14:59.094 --> 00:15:01.572 უფრო მეტიც, მან გაათავისუფლა ბ-ნი კარილო, 00:15:01.572 --> 00:15:04.559 რომ საკუთარი დაცვის მომზადებას დახმარებოდა, 00:15:04.559 --> 00:15:10.258 თუკი პროკურატურა საქმის ხელახლა აღძვრას გადაწყვეტდა. NOTE Paragraph 00:15:10.258 --> 00:15:12.888 რაც მათ გადაწყვიტეს არ გაეკეთებინათ. 00:15:12.888 --> 00:15:17.949 ახლა ის თავისუფალია. NOTE Paragraph 00:15:17.949 --> 00:15:21.892 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:15:21.892 --> 00:15:26.996 აქ ჩანს როგორ ეხვევა მეუღლის ბებიას. 00:15:26.996 --> 00:15:31.071 მისი შეყვარებული ორსულად იყო, როცა გაასამართლეს. 00:15:31.071 --> 00:15:35.156 მას ეყოლა ვაჟიშვილი. 00:15:35.156 --> 00:15:37.837 ახლა, ის და მისი ვაჟი, ორივე, 00:15:37.837 --> 00:15:41.025 კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტ "ლონგ ბიჩში" სწავლობენ. 00:15:41.025 --> 00:15:44.025 (აპლოდისმენტები) NOTE Paragraph 00:15:44.025 --> 00:15:47.988 და რას აჩვენებს ეს მაგალითი? 00:15:47.988 --> 00:15:52.332 რა არის მნიშვნელოვანი, რომ გვახსოვდეს? NOTE Paragraph 00:15:52.332 --> 00:15:56.028 პირველ რიგში, მეცნიერებას და სამართალს 00:15:56.028 --> 00:15:58.108 ამერიკულ იურისპრუდენციაში 00:15:58.108 --> 00:16:00.508 ანტიპათიის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. 00:16:00.508 --> 00:16:03.956 სასამართლო ექსპერტის ათწლეულობით გამოცდილებიდან, 00:16:03.956 --> 00:16:08.292 რომელიც ცდილობს სხდომათა დარბაზში მეცნიერება შეიტანოს, 00:16:08.292 --> 00:16:12.798 შემიძლია უვიცობის საშინელი ისტორიებით გაგიმასპინძლდეთ. 00:16:12.798 --> 00:16:17.732 მეორე მხარე ყოველთვის ეწინააღმდეგება და ებრძვის ამას. NOTE Paragraph 00:16:17.732 --> 00:16:21.119 ერთი რჩევაა, რომ ჩვენ ყველამ 00:16:21.119 --> 00:16:23.988 უფრო მეტად გავიაზროთ საჭიროება, პოლიტიკის გზით, 00:16:23.988 --> 00:16:26.044 პროცედურების გზით, 00:16:26.044 --> 00:16:29.228 რომ მეტი მეცნიერება შევიდეს სხდომათა დარბაზში. 00:16:29.228 --> 00:16:31.539 ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით ერთი დიდი ნაბიჯი, 00:16:31.539 --> 00:16:34.041 სამართლის სკოლებისადმი დიდი პატივისცემით, 00:16:34.041 --> 00:16:35.940 არის მეტი მოთხოვნები, 00:16:35.940 --> 00:16:41.051 მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკის მიმართ 00:16:41.051 --> 00:16:43.028 ყველასთვის, ვინც სამართალზე სწავლობს, 00:16:43.028 --> 00:16:46.652 რადგან ისინი ხდებიან მოსამართლეები. 00:16:46.652 --> 00:16:49.700 იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ვარჩევთ მოსამართლეებს ამ ქვეყანაში. 00:16:49.700 --> 00:16:53.060 ეს სხვა კულტურათა უმეტესობისგან ძალიან განსხვავდება. NOTE Paragraph 00:16:53.060 --> 00:16:55.470 კიდევ ერთი რამ, რაც მინდა გირჩიოთ, 00:16:55.470 --> 00:16:57.900 არის სიფრთხილე, რაც ყველამ უნდა გამოვიჩინოთ. 00:16:57.900 --> 00:16:59.740 მე განუწყვეტლივ ვახსენებ საკუთარ თავს, 00:16:59.740 --> 00:17:02.843 რამდენად ზუსტია მოგონებები, 00:17:02.843 --> 00:17:08.212 რომლებიც სიმართლე გვგონია, რომლებისაც გვჯერა? 00:17:08.212 --> 00:17:11.596 არსებობს ათწლეულების კვლევა, 00:17:11.596 --> 00:17:15.764 ამ საქმის მსგავსი უამრავი მაგალითი, 00:17:15.764 --> 00:17:17.732 სადაც ადამიანებს 00:17:17.732 --> 00:17:21.244 ნამდვილად სჯერათ. 00:17:21.244 --> 00:17:23.076 თინეიჯერებიდან ვინც ის ამოიცნო, 00:17:23.076 --> 00:17:26.352 არცერთს არ უფიქრია, რომ სხვა ადამიანს დაადო ხელი. 00:17:26.352 --> 00:17:29.706 არცერთს არ ეგონა, რომ დამნაშავის სახე ვერ დაინახეს. 00:17:29.706 --> 00:17:31.838 ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ ფრთხილად. 00:17:31.838 --> 00:17:35.478 ჩვენი მეხსიერება რეკონსტრუქციული მეხსიერებაა. 00:17:35.478 --> 00:17:38.246 ეს არის პროდუქტი იმისა, რაც თავდაპირველად განვიცადეთ 00:17:38.246 --> 00:17:40.609 და ყველაფერი იმისა, რაც შემდგომ მოხდა. 00:17:40.609 --> 00:17:42.660 მეხსიერება დინამიურია. 00:17:42.660 --> 00:17:45.148 მეხსიერება დამყოლია, ცვალებადია. 00:17:45.148 --> 00:17:49.172 შედეგად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ფრთხილად ვიყოთ, 00:17:49.172 --> 00:17:52.492 რადგან ჩვენი მეხსირების სიზუსტე 00:17:52.492 --> 00:17:55.996 იმით არ იზომება, თუ რამდენად ნათელია ის 00:17:55.996 --> 00:18:01.127 ან იმით, თუ რამდენად დარწმუნებული ვართ მის სისწორეში. NOTE Paragraph 00:18:01.127 --> 00:20:30.217 მადლობა. (აპლოდისმენტები)