ფსიქოდელიური მეცნიერება
-
0:01 - 0:04ერთი სურათი ათასი სიტყვის ტოლფასია,
-
0:04 - 0:07ამიტომ ჩემს გამოსვლას
-
0:07 - 0:09ლაპარაკის ნაცვლად იმ სურათების
ჩვენებით დავიწყებ, -
0:09 - 0:12რომლებიც ახლახანს გადავიღე.
-
0:31 - 0:35აი, ახლა უკვე ჩემი გამოსვლა
6 000 სიტყვიანია -
0:35 - 0:37და აჯობებს აქ გავჩერდე.
-
0:37 - 0:39(სიცილი)
-
0:39 - 0:41ამავდროულად, ალბათ
-
0:41 - 0:42ამ სურათებთან დაკავშირებით
-
0:42 - 0:45განმარტების გაკეთებაც მმართებს.
-
0:45 - 0:48ჩემი, როგორც ფოტოგრაფისა და ხელოვანის
-
0:48 - 0:50მთავარი მიზანი,
-
0:50 - 0:54ხელოვნებისა და მეცნიერების გაერთიანებაა.
-
0:54 - 0:56იქნება ეს საპნის ბუშტის სურათი,
-
0:56 - 0:59რომელიც მისი გახეთქვის
მომენტშია გადაღებული, -
0:59 - 1:01როგორც ამას ეკრანზე ხედავთ,
-
1:01 - 1:04თუ ზეთის საღებავის პატარა ბუშტებით
-
1:04 - 1:07შექმნილი სამყარო,
-
1:07 - 1:11ან უცნაური სითხეები, რომლებსაც
განსაკუთრებული თვისებები გააჩნიათ, -
1:11 - 1:15ან თუნდაც ცენტრიდანული ძალებით
მოდელირებული საღებავი, -
1:15 - 1:19ყველა შემთხვევაში ვცდილობ,
ამ ორი სფეროს ერთმანეთთან დაკავშირებას. -
1:19 - 1:22ყველაზე საინტერესო ისაა,
-
1:22 - 1:25რომ მათ ერთი რამ აკავშირებთ,
-
1:25 - 1:28ორივე გარემოცვაზე
საპასუხო რეაქციას წარმოადგენს, -
1:28 - 1:31თუმცა, ეს ორივე სფეროში
სხვადასხვანაირად ვლინდება. -
1:31 - 1:34ერთის მხრივ,
-
1:34 - 1:36მეცნიერებას გარემოცვაზე
-
1:36 - 1:38რაციონალური მიდგომა ახასიათებს,
-
1:38 - 1:41ხოლო ხელოვნებისთვის კი,
-
1:41 - 1:45ემოციური მიდგომაა ბუნებრივი.
-
1:45 - 1:47ჩემი ძალისხმევის არსი კი
იმაში მდგომარეობს, -
1:47 - 1:49რომ ეს ორი ხედვა ისე გავაერთიანო,
-
1:49 - 1:53რომ ჩემი სურათები
მნახველის გულამდეც მივიდეს -
1:53 - 1:57და გონებამდეც.
-
1:57 - 2:01მოდი, ამ ყველაფერს სამი პროექტის
მაგალითზე გაჩვენებთ. -
2:01 - 2:06პირველი, ხმების ვიზუალიზაციას ეხება.
-
2:06 - 2:07როგორც თქვენ იცით,
-
2:07 - 2:10ხმა ტალღებად ვრცელდება.
-
2:10 - 2:12ამიტომ, თუ გაქვთ დინამიკი,
-
2:12 - 2:14ერთადერთი რასაც ის აკეთებს,
-
2:14 - 2:16აუდიო სიგნალის მიღება
-
2:16 - 2:20და მისი რხევად გარდაქმნაა,
-
2:20 - 2:23რომელიც ჰაერის საშუალებით ვრცელდება,
-
2:23 - 2:24ჩვენს ყურამდე აღწევს
-
2:24 - 2:28და კვლავ აუდიო სიგნალად გარადაიქმნება.
-
2:28 - 2:30მე დავიწყე ფიქრი,
-
2:30 - 2:34თუ როგორ მომეხდინა
ამ ტალღების ვიზუალიზაცია -
2:34 - 2:36და შემდეგ მოწყობილობამდე მივედი.
-
2:36 - 2:40ავიღე დინამიკი და მის ზემოთ
-
2:40 - 2:42პლასტამასის თხელი ფოლგა დავამაგრე,
-
2:42 - 2:45შემდეგ კი, დინამიკის ზემოთ
-
2:45 - 2:47პატარა კრისტალები მოვათავსე.
-
2:47 - 2:50შესაბამისად, თუ ამ დინამიკში ხმა გაისმება,
-
2:50 - 2:53კრისტალები ზევით-ქვევით მოძრაობენ.
-
2:53 - 2:56ეს ძალიან სწრაფად,
-
2:56 - 2:58თვალის დახამხამებაში ხდება,
-
2:58 - 3:01ამიტომ LG-სთან ერთად ეს მოძრაობა
-
3:01 - 3:03გადავიღეთ კამერით, რომელსაც წამში
-
3:03 - 3:073 000-ზე მეტი კადრის გადაღება შეუძლია.
-
3:07 - 3:10მოდი გაჩვენებთ როგორ გამოიყურება.
-
3:10 - 3:14(მუსიკა: "Teardrop", ჯგუფი Massive Attack)
-
3:51 - 3:57(აპლოდისმენტები)
-
3:57 - 3:58დიდი მადლობა.
-
3:58 - 4:01გეთანხმებით, ეს შესანიშნავი სანახაობაა.
-
4:01 - 4:04მაგრამ ერთ სასაცილო ისტორიასაც მოგიყვებით.
-
4:04 - 4:06ლოს ანჯელესში ამ პროცესის გადაღებისას,
-
4:06 - 4:08სახლიდან გაუსვლელად მივიღე ნამზეური.
-
4:08 - 4:10ცხადია, ლოს ანჯელესის სანაპიროებზე,
-
4:10 - 4:12გვარიანი დამწვრობის მიღება შეიძლება,
-
4:12 - 4:14თუმცა მე ეს სახლიდან გაუსვლელად მოვახერხე.
-
4:14 - 4:16ეს კი, შემდეგნაირად მოხდა,
-
4:16 - 4:19თუკი თქვენ წამში 3 000 კადრს იღებთ,
-
4:19 - 4:23საოცრად დიდი რაოდენობის
განათება გესაჭიროებათ. -
4:23 - 4:26ჩვენ კი დინამიკი გვქონდა დაყენებული
-
4:26 - 4:27მისკენ მიმართული კამერით
-
4:27 - 4:31და უამრავი განათებით,
-
4:31 - 4:32მე კი დინამიკს ვარეგულირებდი,
-
4:32 - 4:35და მასზე პატარა კრისტალებს ვამაგრებდი.
-
4:35 - 4:38ეს ძალიან ბევრჯერ გავიმეორეთ
-
4:38 - 4:41და თითქმის უკვე შუადღე იყო, როცა მივხვდი,
-
4:41 - 4:43რომ სახე მთლიანად გამწითლებოდა
-
4:43 - 4:46განათებისგან რომელიც
პირდაპირ დინამიკს ეცემოდა. -
4:46 - 4:48კიდევ უფრო სასცილო ისაა,
-
4:48 - 4:51რომ დინამიკთან სმარჯვენა მხარეს ვიდექი
-
4:51 - 4:55და სახის მხოლოდ მარჯვენა
მხარე მქონდა გაწითლებული. -
4:55 - 4:56მთელი კვირა
-
4:56 - 4:59"ოპერის აჩრდილს" ვგავდი.
-
4:59 - 5:01მოდით, შემდეგ პროექტზე გადავიდეთ,
-
5:01 - 5:05რომლიც ნაკლებად მავნე შემადგენლობისაა.
-
5:08 - 5:11რომელიმე თგვენგანს სმენია
ფერომაგნიტური სითხის შესახებ? -
5:11 - 5:14აა, რამდენიმე თქვენგანმა იცის.
შესანიშნავია. -
5:14 - 5:16გამოვტოვო ეს ნაწილი?
-
5:16 - 5:17(სიცილი)
-
5:17 - 5:21ფერომაგნიტურ სითხეს
ძალიან უცნაური თვისება აქვს. -
5:21 - 5:23ეს სითხე სრულიად შავია.
-
5:23 - 5:25ზეთოვანი კონსისტენცია აქვს
-
5:25 - 5:29და ძალიან პატარა,
ლითონის ნაწილაკებს შეიცავს, -
5:29 - 5:31რომელიც მას მაგნიტურ უნარს სძენს.
-
5:31 - 5:35ამიტომ, თუ მე ახლა ამ სითხეს
მაგნიტურ ველში მოვათავსებ, -
5:35 - 5:37ის პირვანდელ სახეს შეიცვლის.
-
5:37 - 5:41აი, აქ მომზადებული მაქვს სადემონსტრაციოდ
-
5:41 - 5:44და აქვე გაჩვენებთ ამ პროცესს.
-
5:48 - 5:50კამერას ამ ფირფიტას ვუმიზნებ.
-
5:50 - 5:54ფირფიტის ქვემოთ მაგნიტია მოთავსებული.
-
5:54 - 5:57ახლა კი მაგნიტს,
-
5:57 - 6:01ცოტა ფერომაგნიტურ სითხეს დავასხამ.
-
6:06 - 6:10სულ ოდნავ გავწიოთ მარჯვნივ
-
6:13 - 6:18და უფრო კარგად
მოვაქციოთ ფოკუსში. შესანიშნავია. -
6:18 - 6:20აი, ახლა ხედავთ,
-
6:20 - 6:23რომ ფერომაგნიტურმა სითხემ
ფორმა შეიცვალა და წვეტები გაუჩნდა. -
6:23 - 6:26ეს სითხის შიგნით
არსებული ნაწილაკების -
6:26 - 6:30მიზიდვის და განზიდვის გამო მოხდა.
-
6:30 - 6:32მიუხედავად იმისა,
რომ ასეც საკმაოდ საინტერესო ჩანს, -
6:32 - 6:36მოდი მცირეოდენი წყლის საღებავიც დავამატოთ.
-
6:36 - 6:38ეს ჩვეულებრივი წყლის საღებავებია,
-
6:38 - 6:40რომლითაც ვხატავთ.
-
6:40 - 6:41მართალია შპრიცებით არ ხატავთ,
-
6:41 - 6:46თუმცა შედეგი იგივე იქნება.
-
6:59 - 7:01ახლა ავხსნი რაც მოხდა.
-
7:01 - 7:04როცა წყლის საღებავი ჩავასხით სტრუქტურაში,
-
7:04 - 7:08ის ფერომაგნიტურ სითხესთან
რეაქციაში არ შევიდა, -
7:08 - 7:10რადგან ფერომაგნიტური სითხე
-
7:10 - 7:12ჰიდროფობიურია,
-
7:12 - 7:14ანუ წყალში არ იხსნება.
-
7:14 - 7:17ამასთან ერთად, ის მაგნიტის ზემოთ,
-
7:17 - 7:19თავისი პოზიციის შენარჩუნებას ცდილობს
-
7:19 - 7:22და ამის შედეგად წარმოიქმნება ეს საოცარი
-
7:22 - 7:24წყლის საღებავისგან წარმოქმნილი
-
7:24 - 7:28არხის სტრუქტურები და პატარა გუბეები.
-
7:28 - 7:30აი, ეს იყო მეორე პროექტი.
-
7:30 - 7:32ახლა გადავიდეთ ბოლო პროექტზე,
-
7:32 - 7:34რომელშიც...
-
7:37 - 7:39შოტლანდიის ეროვნულ სასმელი მონაწილეობს.
-
7:39 - 7:41(სიცილი)
-
7:41 - 7:45ეს სურათი და აი ესეც,
-
7:45 - 7:48ვისკის გამოყენებითაა დამზადებული.
-
7:48 - 7:50ალბათ საკუთარ თავს ჰკითხავთ,
-
7:50 - 7:51როგორ გააკეთა ეს?
-
7:51 - 7:53ნახევარი ბოთლი ვისკი დალია
-
7:53 - 7:55და შემდეგ სიმთვრალისგან მიღებული
-
7:55 - 7:59ჰალუცინაცია ფურცელზე გადმოიტანა?
-
7:59 - 8:01მინდა დაგარწმუნოთ,
-
8:01 - 8:05რომ ამ სურათების გადაღებისას,
სრულიად ფხიზელი ვიყავი. -
8:06 - 8:08ვისკი 40% ალკოჰოლს შეიცავს,
-
8:08 - 8:13ალკოჰოლს კი ძალიან
საინტერესო თვისებები აქვს. -
8:13 - 8:14შეიძლება გამოგიცდიათ კიდეც
-
8:14 - 8:17მისი რამდენიმე თვისება,
-
8:17 - 8:19თუმცა მე მის ფიზიკურ თვისებებს ვგულისხმობ
-
8:19 - 8:22და არა სხვებს.
-
8:22 - 8:26როცა ამ ბოთლს გავხსნი,
ალკოჰოლის მოლეკულები -
8:26 - 8:27ჰაერში გავცელდება,
-
8:27 - 8:31რადგანაც ალკოჰოლი აქროლადი ნივთიერებაა.
-
8:31 - 8:36გარდა ამისა, იგი სწრაფად აალებადიცაა.
-
8:36 - 8:38სწორედ ამ ორი თვისების საშუალებით შევძელი
-
8:38 - 8:41ამ სურათების შექმნა,
-
8:41 - 8:43რომელსაც ეკრანზე ხედავთ.
-
8:43 - 8:46მოდით აქვე მოვახდინოთ ამის დემონსტრირება.
-
8:53 - 8:56თან მაქვს ცარიელი მინის ჭურჭელი.
-
8:56 - 8:57მასში არაფერია.
-
8:57 - 9:01ახლა ამ ჭურჭელს
-
9:01 - 9:04ჟანგბადითა და ვისკით გავავსებ.
-
9:20 - 9:23ცოტაც დავამატოთ.
-
9:26 - 9:28ახლა რამდენიმე წამი მოვიცადოთ,
-
9:28 - 9:31რომ მოლეკულები ბოთლში გავრცელდეს
-
9:32 - 9:35და ცეცხლი წავუკიდოთ.
-
9:35 - 9:39(სიცილი)
-
9:52 - 9:53სულ ესაა, რაც ამ დროს ხდება.
-
9:53 - 9:56ეს ძალიან სწრაფი პროცესია
და ამიტომ ისეთი თვალწარმტაცი არაა. -
9:56 - 9:59მე შემიძლია კიდევ ერთხელ გაჩვენოთ იგივე,
-
9:59 - 10:02თუმცა ზოგიერთი თგვენგანი ალბათ შემედავება,
-
10:02 - 10:06რომ ეს ვისკის ფუჭი ხარჯვაა
და სჯობს დავლიო. -
10:06 - 10:09მაგრამ მოდი, რაც აქ ნახეთ,
-
10:09 - 10:11იგივეს შენებული კადრით გაჩვენებთ,
-
10:11 - 10:15სრულიად ბნელ ოთახში.
-
10:22 - 10:24ახლა კი ავხსნათ რა მოხდა.
-
10:24 - 10:27ალი მინის ჭურჭელში,
-
10:27 - 10:29ზემოდან ქვემოთ გავრცელდა
-
10:29 - 10:33და ჰაერისა და ალკოჰოლის მოლეკულები დაწვა.
-
10:33 - 10:36ასე რომ, სურათები,
რომლებიც დასაწყისში გაჩვენეთ -
10:36 - 10:40დროში გაჩერებული,
-
10:40 - 10:43ბოთლში მიმავალი ალია.
-
10:43 - 10:44და წარმოიდგინეთ
-
10:44 - 10:48180 გრადუსით იყო შემობრუნებული..
-
10:48 - 10:50სწორედ ასე შეიქმნა ეს სურათები.
-
10:50 - 10:54(აპლოდისმენტები)
-
10:54 - 10:57გმადლობთ.
-
10:57 - 11:00ახლა მე თქვენ, სამი პროექტი გაჩვენეთ
-
11:00 - 11:03და ალბათ საკუთარ თავს ჰკითხავთ? მერე რა?
-
11:03 - 11:04რა არის ამ პროექტების არსი?
-
11:04 - 11:06ეს მხოლოდ ვისკის ხარჯვაა?
-
11:06 - 11:10თუ მხოლოდ უცნაური ნივთიერებები?
-
11:10 - 11:13ეს სამი პროექტი, ძალიან მარტივ
-
11:13 - 11:14მეცნიერულ მოვლენებზეა დამყარებული,
-
11:14 - 11:17როგორიცაა მიზიდულობა, ხმის ტალღები
-
11:17 - 11:21და ნივთირების ფიზიკური თვისებები
-
11:21 - 11:23და ჩემი ძალისხმევის არსი ისაა,
-
11:23 - 11:26რომ ვცდილობ ეს მოვლენები
-
11:26 - 11:29პოეტურ და იქამდე უხილავ ჭრილში ვაჩვენო.
-
11:29 - 11:32სწორედ ამიტომ მოვუწოდებ მაყურებლებს,
-
11:32 - 11:34რომ ერთი წამით მოდუნდით
-
11:34 - 11:36და იფიქრეთ იმ სილამაზეზე,
-
11:36 - 11:40რომელიც მუდმივად ჩვენ გარშემოა.
-
11:40 - 11:42დიდი მადლობა.
-
11:42 - 11:46(აპლოდისმენტები)
- Title:
- ფსიქოდელიური მეცნიერება
- Speaker:
- ფაბიან ოფნერი
- Description:
-
შვეიცარიელი ხელოვანი და ფოტოგრაფი, ფაბიან ოფნერი, მიზნად ისახავს ყოველდღიური მეცნიერებისგან თვალწარმტაცი ხელოვნების ნიმუშების შემქნას. მის ქარიზმატულ გამოსვლაში, ის გვაჩვენებს უახლეს ფსიქოდელიურ სურათებს, როგორიცაა ხმის ტალღებთან შერწყმული კრისტალები. ასევე პირდაპირ ეთერში გვაჩვენებს, თუ რა ხდება საღებავისა და მაგნიტური სითხის შერევის დროს, ან რა მოსდის ვისკის, როცა მას ცეცხლს წავუკიდებთ.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 12:05
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Psychedelic science |