რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ
-
0:01 - 0:06ვისურვებდი მსოფლიო თავიდან წარმოგედგინათ.
-
0:06 - 0:08მინდა დედამიწის რამდენიმე რუკა გაჩვენოთ,
-
0:08 - 0:11რომელიც ბენ ჰენიგმა ისე შეადგინა,
-
0:11 - 0:18როგორც ჩვენი პლანეტა
უმეტეს თქვენგანს არასდროს უნახავს. -
0:18 - 0:22ეს სურათი თქვენთვის კარგად ნაცნობია.
-
0:22 - 0:26მე იმ ასაკის ვარ,
რომ ამ სურათის გამოჩენამდე დავიბადე. -
0:26 - 0:30როგორც ჩანს, ჩემი პირველი სიტყვები იყო:
"მთვარე, მთვარე." -
0:30 - 0:33მაგრამ ვფიქრობ, ეს დედაჩემის ფანტაზია
უფრო იყო იმაზე, -
0:33 - 0:35თუ რას ხედავდა მისი ჩვილი ბიჭი
-
0:35 - 0:39შავ-თეთრი ტელევიზორის მბჟუტავ ეკრანზე.
-
0:40 - 0:41მხოლოდ რამდენიმე საუკუნეა,
-
0:41 - 0:46რაც უმეტესი ჩვენთაგანი რეალურად
ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა სფეროსებრია. -
0:46 - 0:49როდესაც ეს სურათები პირველად ვნახეთ
1960-იან წლებში, -
0:49 - 0:53მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა.
-
0:54 - 0:58მოსახლეობის გეოგრაფიის
ჩემ პატარა დისციპლინაში, -
0:59 - 1:01კარტოგრაფი ვალდო ტობლერი
-
1:01 - 1:04პლანეტის ახალ რუკებს ადგენდა,
-
1:04 - 1:06ეს რუკები ახლა ფართოდ გავრცელდა.
-
1:06 - 1:08და ახლა ვაპირებ ერთ-ერთი მათგანი გაჩვენოთ.
-
1:08 - 1:12ეს მსოფლიოს რუკაა,
-
1:12 - 1:16მაგრამ ის თქვენთვის
ცოტა უცნაურად გამოიყურება. -
1:16 - 1:20ამ რუკაზე ჩვენ ადგილები ისე გავწელეთ,
-
1:20 - 1:25რომ მჭიდროდ დასახლებული რეგიონები,
უფრო დიდადაა გამოსახული -
1:25 - 1:28და ისეთი ადგილები,
როგორიცაა საჰარა და ჰიმალაი, -
1:28 - 1:31სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, შემცირებულია.
-
1:31 - 1:35ამ პლანეტაზე ყველას
თანაბარი სივრცე აქვს გამოყოფილი. -
1:35 - 1:39ქალაქები მოკაშკაშე სინათლით
არის ნაჩვენები. -
1:39 - 1:42ხაზები კი წყალქვეშა კაბელებსა
და სავაჭრო მარშრუტებს გვიჩვენებენ. -
1:42 - 1:46რუკაზე არის ერთი კონკრეტული ხაზი,
რომელიც ჩინეთის პორტ დალიანიდან გამოდის -
1:46 - 1:48სინგაპურს,
-
1:48 - 1:49სუეცის არხს,
-
1:49 - 1:52ხმელთაშუა ზღვას გადის
და მიდის როტერდამთან. -
1:52 - 1:57ის გიჩვენებთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ,
მსოფლიოში უდიდესი გემის მარშრუტს. -
1:57 - 2:03გემის, რომელსაც სავაჭრო საქონლის იმდენი
კონტეინერი გადაჰქონდა, -
2:03 - 2:05რომ როდესაც დატვირთულ იქნა,
-
2:05 - 2:11სატვირთო ფურგონები ერთ ხაზზე რომ
დაწყობილიყო,100 კმ სიგრძის იქნებოდა. -
2:11 - 2:13აი, როგორ არის მსოფლიო დღეს დაკავშირებული.
-
2:13 - 2:19ეს იმ საგნების რაოდენობაა,
რომლებსაც მსოფლიოს გარშემო გადავაადგილებთ, -
2:19 - 2:25მხოლოდ ერთ გემზე, ერთ რეისსა
და ხუთ კვირაში. -
2:26 - 2:29ქალაქებში დიდი ხნია ვცხოვრობთ,
-
2:29 - 2:32მაგრამ უმეტეს ჩვენგანს
ადრე ქალქებში არ უცხოვრია. -
2:32 - 2:35ეს არის ჩატალჰიულიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი
პირველი ქალაქი, -
2:35 - 2:39მისი დიდების მწვერვალზე, 9000 წლის წინ,
-
2:39 - 2:46ხალხს თავიანთ სახლებში მოსახვედრად,
სხვების სახურავებზე გადავლა უწევდა. -
2:46 - 2:49თუ ქალაქის რუკას კარგად დააკვირდებით,
-
2:49 - 2:52დაინახავთ, რომ მას ქუჩები არ აქვს,
-
2:52 - 2:56რადგან ქუჩები არის რაღაც,
რაც ჩვენ გამოვიგონეთ. -
2:56 - 2:58მსოფლიო იცვლება.
-
2:58 - 3:01იცვლება ექსპერიმენტებით.
-
3:01 - 3:08ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხვდებით,
როგორ ვიცხოვროთ უკეთესად. -
3:08 - 3:13მსოფლიო უკანასკნელ პერიოდში
დაუჯერებელი სისწრაფით იცვლება. -
3:13 - 3:18ჩვენ მხოლოდ ბოლო ექვსი, შვიდი ან რვა
თაობის მანძილზე გავაცნობიერეთ, -
3:18 - 3:21რომ სახეობა ვართ.
-
3:22 - 3:25მხოლოდ უკანასკნელი
ათწლეულების განმავლობაში -
3:25 - 3:29გახდა შესაძლებელი მსგავსი რუკის შედგენა.
-
3:30 - 3:35ძირითადი რუკა,
ისევ მსოფლიო მოსახლეობის რუკაა, -
3:36 - 3:41ზემოდან კი ხედავთ ისრებს, რომლებიც
გვიჩვენებენ როგორ გავვრცელდით აფრიკიდან. -
3:41 - 3:45თარიღები სავარაუდო ადგილებში დასახლების
-
3:45 - 3:48კონკრეტულ დროებს გვიჩვენებს.
-
3:48 - 3:52ყოველ რამდენიმე თვეში, ამ რუკის
ახლიდან შედგენა მიწევს ხოლმე, -
3:52 - 3:57რადგან ვიღაც აღმოაჩენს, რომ რომელიმე
კონკრეტული თარიღი მცდარი იყო. -
3:57 - 4:03საკუთარი თავის შესახებ
დაუჯერებელი სისწრაფით ვსწავლობთ. -
4:04 - 4:06და ჩვენ ვიცვლებით.
-
4:07 - 4:09ბევრი ცვლილება ხდება თანდათან.
-
4:09 - 4:10ის გროვდება.
-
4:10 - 4:13ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცვლილებას,
-
4:13 - 4:15რადგან ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა,
-
4:15 - 4:1970, 80 ან თუ იღბლიანი ხართ 90 წელი.
-
4:19 - 4:21ეს გრაფიკი
-
4:21 - 4:24მსოფლიო მოსახლეობის ზრდის
წლიურ ტემპებს გიჩვენებთ. -
4:24 - 4:28სადღაც 1850 წლამდე, ის ძალიან დაბალი იყო
-
4:28 - 4:32და შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპმა
მატება იწყო. -
4:33 - 4:35ისე რომ, დაახლოებით იმ დროს,
როდესაც დავიბადე, -
4:35 - 4:40როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ჩვენი
პლანეტის ფოტოები მთვარიდან, -
4:41 - 4:45მაშინ მსოფლიო მოსახლეობა
წელიწადში 2%-ით იზრდებოდა. -
4:45 - 4:49წელიწადში 2%-იანი ზრდა,
-
4:49 - 4:54კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში
რომ შენარჩუნებულიყო, -
4:55 - 4:57მთელი პლანეტა დაფარული იქნებოდა,
-
4:57 - 5:00ადამიანის სხეულების მოთუხთუხე მასით,
-
5:00 - 5:03სადაც ყველა ერთმანეთთან
ფიზიკურ შეხებაში იქნებოდა. -
5:03 - 5:05ხალხი შეშინებული იყო.
-
5:05 - 5:07მათ მოსახლეობის ზრდის ეშინოდათ,
-
5:07 - 5:10რასაც 1968 წელს
"მოსახეობის აფეთქებას" ეძახდნენ. -
5:10 - 5:13შემდეგ კი,
თუ გრაფიკის ბოლოს შეხედავთ, -
5:13 - 5:17ზრდამ შენელება იწყო.
-
5:17 - 5:18ათწლეულებში...
-
5:18 - 5:2170-იან, 80-იან 90-იან
და 2000-იან წლებში -
5:21 - 5:23და ამ ათწლეულში
მოსახლეობის ზრდის ტემპი -
5:23 - 5:26კიდევ უფრო სწრაფად მცირდება.
-
5:26 - 5:28ჩვენი პლანეტა სტაბილურდება.
-
5:28 - 5:32საუკუნის დასასრულს
9,10 ან 11 მილიარდი ადამიანი ვიქნებით. -
5:32 - 5:36ამ ცვლილებებში ხედავთ შფოთვებს.
-
5:36 - 5:38ხედავთ მეორე მსოფლიო ომს,
-
5:38 - 5:42ხედავთ 1918 წლის გრიპის ეპიდემიას,
-
5:42 - 5:44ხედავთ ჩინეთის დიდ შიმშილობას.
-
5:44 - 5:47ეს ის მოვლენება,
რომლებზე კონცენტრირებაც გვჩვევია. -
5:47 - 5:51ახალ ამბებში საშინელ სიახლეებზე
გვჩვევია კონცენტრირება -
5:51 - 5:54და ყურადღებას არ ვაქცევთ
თანდათანობით ცვლილებებს -
5:54 - 5:57და კარგ ახალ ამბებს.
-
5:57 - 5:59ჩვენ ვღელავთ ადამიანებზე,
-
5:59 - 6:01ვღელავთ მათი სიმრავლის გამო,
-
6:01 - 6:04ვღელავთ იმაზე, თუ როგორ მოვწყდეთ ყველას
-
6:04 - 6:07და ეს არის მსოფლიო რუკა,
რომელიც ისეა შეცვლილი, -
6:07 - 6:10რომ რაც უფრო დაშორებულია ხალხი,
-
6:10 - 6:14მით უფრო გაზრდილია შესაბამისი ტერიტორია.
-
6:14 - 6:17ამიტომ, თუ გინდათ იცოდეთ სად წახვიდეთ,
-
6:17 - 6:18რომ მოსწყდეთ ყველას,
-
6:18 - 6:21აქ საუკეთესო ადგილებია მოცემული.
-
6:21 - 6:24ყოველწლიურად ეს ტერიტორიები იზრდება,
-
6:24 - 6:27რადგან ყოველწლიურად, გლობალურად
მიწებს ვტოვებთ, -
6:27 - 6:28ქალაქებში გადმოვდივართ საცხოვრებლად
-
6:28 - 6:30და უფრო მჭირდოდ ვიკვრებით.
-
6:31 - 6:33მგლები ისევ გაჩდნენ ევროპაში
-
6:33 - 6:37და ისინი გადადგილდებიან დასავლეთით,
კონტინენტის მასშტაბით. -
6:37 - 6:40მსოფლიო იცვლება
-
6:41 - 6:43და თქვენ შფოთავთ.
-
6:44 - 6:49ეს რუკა გიჩვენებთ სად მიედინება წყალი
ჩვენ პლანეტაზე. -
6:49 - 6:50ახლა ეს ჩვენთვის ცნობილია
-
6:50 - 6:53და თქვენ ხედავთ სად იყო ჩატალჰიულიკი,
-
6:53 - 6:57სამი კონტინენტის: აფრიკის, აზიისა
და ევროპის შესაყარზე. -
6:57 - 6:59თქვენ ხედავთ, რომ ბევრი ხალხი ცხოვრობს იქ,
-
6:59 - 7:02იმ ადგილებში,
სადაც წყალი მცირე რაოდენობითაა. -
7:02 - 7:03თქვენ ასევე ხედავთ ტერიტორიებს,
-
7:03 - 7:06სადაც დიდი რაოდენობით ტროპიკული წვიმებია.
-
7:06 - 7:08ჩვენ შეგვიძლია უფრო დავიხვეწოთ
-
7:08 - 7:12და იმის ნაცვლად, რომ რუკა
ადამიანების მიხედვით შევადგინოთ -
7:12 - 7:14შეგვიძლია ეს წყლით მიხედვით გავაკეთოთ
-
7:14 - 7:16და შემდეგ ყოველთვიურად შეცვლავოთ,
-
7:16 - 7:18რათა იმ წყლის რაოდენობა ვაჩვენოთ,
-
7:18 - 7:22რომელიც დედამიწის
ყოველ მცირე ნაწილში მიედინება. -
7:22 - 7:25თქვენ ხედავთ მუსონების მოძრაობას
პლანეტის გარშემო, -
7:25 - 7:29თითქოს პლანეტას გული უცემს.
-
7:30 - 7:32და ეს ყველაფერი
-
7:32 - 7:37მხოლოდ ჩემს სიცოცხლეში გახდა შესაძლებელი,
-
7:37 - 7:41რომ გვენახა, სადაც ვცხოვრობთ.
-
7:41 - 7:43ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს.
-
7:44 - 7:49ეს იმის რუკაა,
თუ სად მოგვყავს მსოფლიოში საკვები -
7:49 - 7:55ეს ის ადგილებია, რომელზეც ბრინჯისა
და სიმიდის მოსაყვანად ვართ დამოკიდებული. -
7:55 - 7:59ადამიანები ღელავენ, რომ არ იქნება
საკმარისი საკვები, მაგრამ ჩვენ ვიცით -
7:59 - 8:03ნაკლები ხორცი, რომ ვჭამოთ
და ნაკლები მოსავლით ვკვებოთ ცხოველები, -
8:03 - 8:06საკმარისი საკვები ყველასთვის იქნება,
-
8:06 - 8:12თუ ჩვენ საკუთარ თავს,
როგორც ადამიანთა ერთიან ჯგუფს აღვიქვამთ. -
8:12 - 8:21ჩვენ ასევე ვიცით, რას ვაკეთებთ,
საშინლად ცუდად დღესდღეობით. -
8:21 - 8:27ეს მსოფლიო რუკა ადრეც გექნებათ ნანახი.
-
8:27 - 8:33ეს რუკა სატელიტური სურათებით
არის შექმნილი, -
8:33 - 8:36გავიხსენოთ სატელიტები პლანეტის გარშემო,
-
8:36 - 8:39რომელიც პირველ სლაიდში გაჩვენეთ,
-
8:39 - 8:41რომლებიც ქმნიან სურათს,
-
8:41 - 8:44თუ როგორ გამოიყურება დედამიწა ღამით.
-
8:44 - 8:46ჩვეულებრივ, როცა ამ რუკას ხედავთ,
-
8:46 - 8:50ნორმალურ რუკას, ისეთს,
რომელსაც უმეტესი ჩვენგანი იცნობს, -
8:50 - 8:51ფიქრობთ, რომ ხედავთ რუკას,
-
8:51 - 8:54რომელიც ასახავს,
თუ სად ცხოვრობენ ადამიანები. -
8:54 - 8:58რომ სადაც შუქი ანათებს
ადამიანები იქ ცხოვრობენ, -
8:58 - 9:02მაგრამ აქ, მსოფლიოს ამ სურათზე
-
9:02 - 9:05გაიხსენეთ, რომ ჩვენ რუკა კვლავ გავწელეთ.
-
9:05 - 9:10ამ რუკაზე, ყველგან,
დასახლების ერთნაირი სიმჭიდროვეა. -
9:10 - 9:13თუ ტერიტორია ადამიანებით
არ არის დასახლებული, -
9:13 - 9:16ის ნაწილი მთლიანადაა გამქრალი.
-
9:16 - 9:21ასე რომ, ყველას
თანაბარი მნიშვნელობით ვაჩვენებთ. -
9:21 - 9:23ახლა კი, სინათლეები აღარ გიჩვენებენ,
-
9:23 - 9:25თუ სად ცხოვრობენ ადამიანები,
-
9:25 - 9:27რადგან ადამიანები ყველგან არიან.
-
9:27 - 9:29შუქი ამ რუკაზე,
-
9:29 - 9:32ლონდონის, კაიროსა და ტოკიოს,
-
9:32 - 9:35შეერთებული შტატების აღმოსავლეთ
სანაპიროს შუქი -
9:35 - 9:38გაჩვენებთ, სად ცხოვრობენ
ადამიანები, -
9:38 - 9:41რომლებიც ისეთი მფლანგველები არიან
ენერგიის მიმართ, -
9:41 - 9:45რომ საშუალება აქვთ ფული დახარჯონ
-
9:45 - 9:48ისეთი განათებისთვის,
-
9:48 - 9:53რომლიდანაც სატელიტები შეძლებენ
მსგავსი სურათები შექმნან. -
9:53 - 9:56ტერიტორიები კი, რომლებიც რუკაზე მუქადაა,
-
9:56 - 9:57არის ტერიტორიები, სადაც ადამიანებს
-
9:57 - 10:00ან წვდომა არ აქვთ ამდენ ენერგორესურსთან,
-
10:00 - 10:02ან სადაც ადამიანებს აქვთ წვდომა,
-
10:03 - 10:07მაგრამ ისინი მიხვდნენ,
რომ შეწყვიტონ ცაში შუქის ნათება. -
10:08 - 10:11რომ შემეძლოს ამ რუკის,
დროში ცვლილების ანიმაცია გაჩვენოთ, -
10:12 - 10:15დაინახავდით, რომ ტოკიო
ნამდვილად უფრო მუქი გახდა, -
10:15 - 10:18რადგან იაპონიაში ცუნამის შემდეგ,
-
10:19 - 10:21მას მეოთხედით ნაკლებ
ელექტროენერგიით უწევს დაკმაყოფილება, -
10:21 - 10:25რადგან ცუნამმა,
ატომური ელექტროსადგურები გათიშა -
10:25 - 10:27და მსოფლიოს აღსასრული არ დამდგარა,
-
10:27 - 10:33უბრალოდ ნაკლებ შუქს ანათებთ ცაში.
-
10:33 - 10:39დიდი რაოდენობით
კარგი ახალი ამბებია მსოფლიოში. -
10:40 - 10:44ბავშვების სიკვდილიანობა კლებულობს
-
10:44 - 10:48და კლებილობს დაუჯერებელი სისწრაფით.
-
10:48 - 10:50რამდენიმე წლის წინ
-
10:50 - 10:54ერთ წლამდე ჩვილების სიკვდილიანობის
რაოდენობა მსოფლიოში, -
10:54 - 10:58მხოლოდ ერთ წელიწადში
ხუთი პროცენტით შემცირდა. -
11:00 - 11:02მეტი ბავშვი დადის სკოლაში
-
11:02 - 11:05და სწავლობს წერა-კითხვას,
-
11:05 - 11:08იღებს ინტერნეტზე წვდომას
-
11:08 - 11:11და აგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას,
-
11:11 - 11:15ვიდრე ოდესმე, დაუჯერებელი სისწრაფით.
-
11:15 - 11:17და ყველაზე დიდი რაოდენობა
იმ ახალგაზრდებისა, -
11:17 - 11:20რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ
მსოფლიოში, -
11:20 - 11:23არიან ქალები და არა კაცები.
-
11:23 - 11:27მე შემიძლია გთხრათ
ერთი მეორეზე კარგი ამბავი, -
11:27 - 11:30თუ რა უმჯობესდება პლანეტაზე,
-
11:30 - 11:33მაგრამ ჩვენ ვკონცენტრირდებით
-
11:34 - 11:37ცუდ ამბავზე, რომელიც იმ წუთას ხდება.
-
11:37 - 11:41რებეკა სოლნიტმა ვფიქრობ,
შესანიშნავად ჩამოაყალიბა, -
11:41 - 11:46როდესაც მან ახსნა "უმნიშვნელო
ცვლილებათა ბიჯების ერთობლიობა, -
11:47 - 11:49რომელსაც შეუძლია პროგრესამდე მივიდეს
-
11:49 - 11:52და რომელიც ჩვენს ეპოქას, წარსულისგან
მკვეთრად განსხვავებულს ხდის" -
11:52 - 11:55წარსული უფრო მეტად სტაბილური იყო.
-
11:56 - 12:01"კონტრასტი გამქრალია თანდათანობითი
გარდაქმნის არადრამატული ბუნებით, -
12:01 - 12:04რომელიც შემთხვევითი შფოთვითაა
შეწყვეტილი" -
12:04 - 12:07ზოგჯერ საშინელი მოვლენები მართლაც ხდება.
-
12:07 - 12:10თქვენ გიჩვენებენ ამ საშინელ ამბებს
-
12:10 - 12:14ახალ ამბებში, ყოველ ღამით,
მთელი კვირის განმავლობაში. -
12:14 - 12:18თქვენ არ გეუბნებიან,
რომ მოსახლეობის ზრდა ნელდება, -
12:18 - 12:21თქვენ არ გეუბნებიან, რომ მსოფლიო ხდება
უფრო მჭირდოდ დაკავშირებული, -
12:21 - 12:25თქვენ არ გიყვებიან ჩვენ აღქმაში
დაუჯერებელ წინსვლაზე -
12:25 - 12:28თქვენ არ გაუბნებიან, როგორ ვისწვალეთ
-
12:28 - 12:30ნაკლების ფლანგვა და ნაკლების მოხმარება.
-
12:30 - 12:32ეს ჩემი უკანასკნელი რუკაა.
-
12:32 - 12:37ამ რუკაზე ჩვენ ზღვები
და ოკენეები ამოვიღეთ. -
12:37 - 12:43ახლა თქვენ მხოლოდ უყურებთ
დაახლოებით 7.4 მილიარდ ადამიანს. -
12:43 - 12:47რუკა, რომელიც ადამიანების რაოდენობების
პროპორციებითაა შედგენილი. -
12:47 - 12:50თქვენ უყურებთ მილიარდზე მეტ
ადამიანს ჩინეთში -
12:50 - 12:53და თქვენ ხედავთ მსოფლიოს
ყველაზე დიდი ქალაქს ჩინეთში, -
12:53 - 12:55მაგრამ თქვენ მისი სახელი არ იცით.
-
12:55 - 13:00თქვენ ხედავთ რომ ინდოეთი
ამ მსოფლიოს ცენტრშია. -
13:00 - 13:03ხედავთ, რომ ევროპა ნაპირზეა
-
13:03 - 13:06და ჩვენ დღეს, ექსეტერში
-
13:06 - 13:09პლანეტის შორეულ ნაპირზე ვართ.
-
13:09 - 13:13ჩვენ ევროპის ქვის მცირე ნაწილი ვართ,
-
13:13 - 13:16რომელიც მსოფლიოს ერთ პროცენტზე ნაკლებ
-
13:16 - 13:18ზრდასრულ ადამიანს შეიცავს
-
13:18 - 13:24და მსოფლიოს ბავშვების რაოდენობის
ნახევარ პროცენტზე ნაკლებს. -
13:24 - 13:28ჩვენ სტაბილიზებად
და ურბანიზებად მსოფლიოში ვცხოვრობთ, -
13:28 - 13:30დაბერებად მსოფლიოში,
-
13:30 - 13:32დაკავშირებად მსოფლიოში.
-
13:32 - 13:36არსებობს ძალიან, ძალიან ბევრი რამ,
რისიც შეიძლება შეგეშინდეთ, -
13:37 - 13:42მაგრამ ერთმანეთის ისე არ უნდა გვშინოდეს,
როგორც ახლა გვეშინია. -
13:42 - 13:47ჩვენ უნდა დავინახოთ,
რომ ახლა ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ. -
13:47 - 13:48დიდი მადლობა.
-
13:48 - 13:54(აპლოდისმენტები)
- Title:
- რუკები, რომლებიც გვიჩვენებენ არამარტო სად ვართ, არამედ ვინ ვართ
- Speaker:
- დანი დორლინგი
- Description:
-
როგორ გამოიყურება მსოფლიო, როდესაც მას მონაცემების გამოყენებით წარმოვადგენთ? სოციალური გეოგრაფი დანი დორლინგი გვიწვევს, რათა მსოფლიო ახლიდან დავინახოთ. მისი თვალწარმტაცი და სიღრმისეული რუკები გვიჩვენებენ დედამიწას, როგორიც არის ის სინამდვილეში: დაკავშირებული, მუდმივად ცვალებადი და განსაცვიფრებელი ადგილი, რომელზეც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ. თქვენ აღარასოდეს შეხედავთ რუკას იმავე თვალით.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 14:07
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Maps that show us who we are (not just where we are) |