-
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. განვიხილოთ
უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფა.
-
დავიწყოთ.
-
ნახავთ, რომ უარყოფითი
რიცხვების გამრავლება-გაყოფა
-
უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
-
უბრალოდ რამდენიმე წესი უნდა გახსოვდეთ.
-
მომავალში, ალბათ, გასწავლით,
თუ რატომ მოქმედებს ეს წესები.
-
ძირითადი წესები შემდეგია: როცა ორ
უარყოფით რიცხვს ვამრავლებთ ერთმანეთზე,
-
მაგალითად, ვამრავლებთ
მინუს ორს მინუს ორზე.
-
პირველ რიგში ორივე რიცხვს ისე
ვუყურებთ, თითქოს მინუს ნიშანი არ ჰქონდეთ.
-
ვამბობთ, რომ ორჯერ ორი უდრის ოთხს
-
და აღმოჩნდება, რომ ორი
უარყოფითი რიცხვის ნამრავლი დადებითია.
-
დავწეროთ ეს წესი.
-
უარყოფითი გამრავლებული
უარყოფითზე უდრის დადებითს.
-
რას მივიღებდით, რომ
ყოფილიყო მინუს ორჯერ დადებითი ორი?
-
ამ შემთხვევაში, ჯერ რიცხვებს მივხედოთ
და ნიშნებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას.
-
ვიცით, რომ ორჯერ ორი არის ოთხი.
-
აქ უარყოფითი დადებითზე მრავლდება,
-
აღმოჩნდება, რომ უარყოფითი
რიცხვის დადებით რიცხვზე გამრავლებისას
-
ვიღებთ უარყოფით რიცხვს.
-
ეს კიდევ ერთი წესია.
-
უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი.
-
რა ხდება, როცა დადებით ორს
გავამრავლებთ უარყოფით ორზე?
-
მგონი, ხვდებით, რომ ეს იგივე შემთხვევაა,
-
ამას ტრანზიტულობის -- არა,
უკაცრავად, კომუტატიურობის კანონი ეწოდება.
-
-- უნდა დავიმახსოვრო --
-
ორჯერ მინუს ორი, ასევე, მინუს ოთხს უდრის.
-
საბოლოო წესი -
დადებითჯერ უარყოფითი უდრის უარყოფითს.
-
ეს ბოლო ორი წესი რეალურად ერთი და იგივეა.
-
უარყოფითჯერ დადებითი
იგივეა, რაც დადებითჯერ უარყოფითი
-
და უდრის უარყოფითს.
-
შეგვიძლია, ვთქვათ, რომ
განსხვავებულნიშნებიანი რიცხვების ნამრავლი
-
გვაძლევს უარყოფით რიცხვს.
-
ისედაც ვიცით, რა ხდება
დადებითის დადებითზე გამრავლებისას.
-
ცხადია, დადებითს მივიღებთ.
-
გავიმეოროთ.
-
უარყოფითჯერ უარყოფითი არის დადებითი.
-
უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი.
-
დადებითჯერ უარყოფითი არის უარყოფითი.
-
დადებითჯერ დადებითი არის დადებითი.
-
მგონი, ბოლომ საერთოდ დაგაბნიათ.
-
ვეცდები, გავამარტივო თქვენთვის.
-
როცა ვამრავლებთ და ნიშნები ერთნაირია,
-
ვიღებთ დადებით შედეგს.
-
განსხვავებული ნიშნებისას
შედეგი უარყოფითია.
-
ვთქვათ, ერთჯერ ერთი უდრის ერთს.
-
მინუს ერთჯერ მინუს ერთიც უდრის ერთს.
-
ერთჯერ მინუს ერთი უდრის მინუს ერთს
-
და მინუს ერთჯერ ერთიც უდრის მინუს ერთს.
-
ქვედა ორ შემთხვევაში
განსხვავებული ნიშნები გვქონდა,
-
დადებითი ერთი და უარყოფითი ერთი.
-
ზედა ორ ამოცანაში ნიშნები
ერთნაირი იყო, აქ ორივე დადებითია,
-
აქ კი ორივე მინუს ერთია.
-
მოდით, რამდენიმე ამოცანა
გავაკეთოთ და იმედია, გასაგები იქნება.
-
კარგი იქნება, თუ
გააკეთებთ სავარჯიშო ამოცანებს,
-
გამოიყენეთ მინიშნებები წესების
გასახსენებლად, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ.
-
ვთქვათ, გვაქვს მინუს ოთხჯერ
დადებითი სამი, ოთხჯერ სამი არის 12,
-
და გვაქვს დადებითი და უარყოფითი.
-
განსხვავებული ნიშნების
ნამრავლი ნიშნავს უარყოფითს.
-
ესე იგი, მინუს ოთხჯერ სამი არის მინუს 12.
-
ლოგიკურია, რადგან
ფაქტობრივად ვამბობთ, რომ
-
მინუს ოთხი აღებული სამჯერ, ანუ,
-
მინუს ოთხს პლუს მინუს ოთხი
პლუს მინუს ოთხი უდრის 12-ს.
-
სასურველია, უარყოფითი რიცხვების
შეკრება-გამოკლებაზე გქონდეთ ვიდეო ნანახი.
-
კიდევ გავაკეთოთ.
-
ვთქვათ, გვაქვს მინუს ორჯერ მინუს შვიდი.
-
შეგიძლიათ, დაპაუზოთ ვიდეო
და სცადოთ, თქვენ თვითონ ამოხსნათ,
-
შემდეგ კი გაუშვათ ვიდეო და
ნახოთ, რა არის სწორი პასუხი.
-
ორჯერ შვიდი არის 14, ნიშნები ერთნაირია,
-
ამიტომ, პასუხია დადებითი 14
-- "დადებითი"-ს დაწერა არაა საჭირო,
-
ახლა იმისთვის ვაკეთებთ,
რომ ხაზი გავუსვათ შედეგს.
-
ვთქვათ, გვაქვს ცხრაჯერ მინუს ხუთი.
-
ცხრაჯერ ხუთი არის 45,
-
ნიშნები განსხვავებულია,
ესე იგი, პასუხი უარყოფითი იქნება.
-
და ბოლოს, ვთქვათ გვაქვს
-- კარგ რიცხვებს ავირჩევ --
-
მინუს ექვსი გამრავლებული მინუს 11-ზე.
-
ექვსჯერ 11 არის 66. უარყოფითჯერ
უარყოფითი კი დადებითს მოგცემს.
-
ხაფანგიანი ამოცანა:
-
რას უდრის ნულჯერ მინუს 12?
-
შეიძლება, თქვათ, რომ ნიშნებია განსხვავებული,
-
მაგრამ ნულს ნიშანი არ აქვს,
არც დადებითია, არც უარყოფითი.
-
ნულჯერ ნებისმიერი რამ არის ნული.
-
არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გავამრავლებთ,
-
დადებითი იქნება, თუ უარყოფითი,
-
ნულჯერ რაიმე რიცხვი უდრის ნულს.
-
ვნახოთ იგივე წესების
გამოყენება გაყოფისას თუ შეიძლება.
-
აღმოჩნდება, რომ იგივე
წესებს ვიყენებთ გაყოფისასაც.
-
თუ გვაქვს ცხრა გაყოფილი მინუს სამზე,
-
პირველ რიგში, ვნახულობთ,
რას უდრის ცხრა გაყოფილი სამზე,
-
ეს არის სამი.
-
ნიშნები განსხვავებულია,
დადებითი ცხრა და უარყოფითი სამი.
-
განსხვავებული ნიშნებია,
ამიტომ, პასუხი უარყოფითია.
-
ცხრა გაყოფილი
მინუს სამზე უდრის მინუს სამს.
-
რას უდრის მინუს 16 გაყოფილი რვაზე?
-
ისევ, 16 გაყოფილი რვაზე
არის ორი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია.
-
მინუს 16 გაყოფილი რვაზე არის მინუს ორი.
-
გახსოვდეთ, განსხვავბული
ნიშნები ყოველთვის უარყოფითს გვაძლევს.
-
რას უდრის მინუს 54 გაყოფილი მინუს ექვსზე?
-
54 გაყოფილი ექვსზე უდრის ცხრას.
-
რადგან ორივე, გასაყოფიც
და გამყოფიც, უარყოფითია,
-
-- მინუს 54 გაყოფილი
მინუს ექვსზე -- გამოდის, რომ
-
პასუხი იქნება დადებითი. გახსოვდეთ,
ერთნაირი ნიშნები გვაძლევს დადებით პასუხს.
-
კიდევ გავაკეთოთ.
-
ცხადია, ნული გაყოფილი
ნებისმიერ რამეზე უდრის ნულს.
-
ეს ცხადია.
-
რა თქმა უნდა, ნულზე ვერაფერს გავყოფთ,
-
ეს არაა განმარტებული.
-
კიდევ გავაკეთოთ.
-
რას უდრის
-- ნებისმიერ რიცხვების ამოვირჩევ --
-
რას უდრის ოთხი გაყოფილი მინუს ერთზე?
-
ოთხი გაყოფილი ერთზე არის
ოთხი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია,
-
ამიტომ, პასუხია მინუს ოთხი.
-
იმედია, გასაგებია.
-
ძალიან კარგი იქნება, თუ გააკეთებთ
-
რაც შეიძლება მეტ ამოცანას
უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფაზე.
-
შეგიძლიათ, მინიშნებებიც ნახოთ
და მიხვდებით, რა წესი უნდა გამოიყენოთ.
-
შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ,
თუ რატომ მოქმედებს ეს წესები
-
და რას ნიშნავს
უარყოფითი რიცხვის დადებითზე გამრავლება.
-
უფრო საინტერესოა, თუ რას ნიშნავს
უარყოფითი რიცხვის უარყოფითზე გამრავლება.
-
ამ ეტაპზე, იმედია, თქვენ თვითონვე
დაიწყებთ ასეთი ამოცანების ამოხსნას.
-
წარმატებები.