-
მოდით, მოდულების
შედარების რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ.
-
ჩვენს თავს ვკითხოთ,
-
რას უდრის მინუს ცხრის მოდული.
-
და შევადაროთ ის
მინუს შვიდის მოდულს.
-
მოდით, დავფიქრდეთ ამაზე.
-
ვიფიქროთ, მინუს ცხრა
სად არის რიცხვით ღერძე და
-
მინუს შვიდი სად
არის რიცხვით ღერძზე.
-
ვნახოთ, რას ნიშნავს მოდული და
-
ამის შემდეგ გადავიდეთ შედარებაზე.
-
ამაზე რამდენიმენაირად შეგვიძლია, ვიფიქროთ.
-
შეგვიძლია, რიცხვითი ღერძი დავხაზოთ.
-
ეს თუ ნულია, ეს მინუს
შვიდია, ეს კი მინუს ცხრა.
-
რადგან რიცხვების მოდული გვაინტერესებს, ანუ,
-
გვაინტერესებს რამდენადაა
დაშორებული ეს რიცხვი ნულიდან,
-
მიუხედავად იმისა, ნულს
მარცხნივაა თუ მარჯვნივ.
-
მაგალითად, მინუს ცხრა
ცხრით მარცხნივაა ნულიდან.
-
ანუ, მინუს ცხრის მოდულია ცხრა.
-
მინუს შვიდი მარცხნივ
შვიდითაა დაშორებული ნულიდან.
-
ანუ, მინუს შვიდის
მოდული პლუს შვიდია.
-
ცხრისა და შვიდის
შედარება კი საკმაოდ მარტივია.
-
ცხრა ცალსახად მეტია შვიდზე.
-
თუ გეშლებათ
მეტობა-ნაკლებობის სიმბოლოები,
-
დაიმახსოვრეთ, რომ
რადგან სიმბოლო დიდია მარცხნივ,
-
ეს მეტობის მხარეა.
-
მოდულის გარეშე თუ დავწერდით,
-
ჭეშმარიტი იქნებოდა,
რომ მინუს ცხრა ნაკლებია მინუს შვიდზე.
-
ყურადღება მიაქციეთ, რომ
პატარა მხარე მცირე რიცხვის მხარესაა.
-
საინტერესო რამაა: მინუს ცხრა
მინუს შვიდზე ნაკლებია,
-
მაგრამ მათი მოდულები, რადგან
მინუს ცხრა უფრო შორს მარცხნივაა ნულიდან,
-
მინუს ცხრის მოდული ცხრაა,
-
ის მეტია მინუს შვიდის მოდულზე.
-
მეორე მხრივ,
-
თუ რიცხვის მოდული გვაინტერესებს,
-
ის ყოველთვის
რიცხვის დადებითი ვერსიაა.
-
ანუ, ცხრის მოდული ცხრა არის.
-
მინუს ცხრის მოდულიც ცხრა არის.
-
ვიზუალურად რომ
წარმოვიდგინოთ, ეს იმტოა ასე, რომ
-
ორივე რიცხვი
ზუსტად ცხრითაა დაშორებული ნულიდან.
-
ესაა ცხრა ნულიდან
მარჯვნივ, ეს კი ცხრა ნულიდან მარცხნივ.
-
კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ.
-
დავუშვათ, გვინდა შევადაროთ
-
ორისა და სამის მოდულები.
-
დადებითი რიცხვის
მოდული ამავე რიცხვს უდრის.
-
ორი ნულიდან ორით
მარჯვნივაა, ანუ, ეს ორს უდრის.
-
სამის მოდული სამია.
-
საკმაოდ მარტივი იყო.
-
ორი სამზე უფრო პატარა რიცხვია,
-
ანუ ორი ნაკლებია სამზე.
-
ანუ, ორის მოდული
სამის მოდულზე ნაკლებია.
-
ანუ, აქ ნაკლებობის ნიშანი გვაქვს.
-
დავუშვათ, გინდათ, შეადაროთ--
-
შესაფერის ფერს ვეძებ--
-
მინუს რვის მოდული
და რვის მოდული.
-
თუ დაუკვირდებით, დაინახავთ, რომ
ორივე ნულიდან თანაბრადაა დაშორებული.
-
ესაა რვა ნულის
მარცხნივ, ეს კი რვა ნულის მარჯვნივ.
-
ანუ, ორივეს მოდული რვა არის.
-
მინუს რვის მოდული რვა
არის, რვის მოდულიც რვა არის.
-
რვა კი რვის ტოლია.
-
კიდევ რამდენიმე გავაკეთოთ.
-
დავუშვათ, მინუს
ერთისა და პლუს ორის შედარება გვინდა.
-
მინუს ერთის მოდული ერთია.
-
ერთი აშკარად ნაკლებია ორზე.
-
ან, მეორენაირად,
-
მინუს ერთის მოდული ნაკლებია ორზე.