-
რომელ მეოთხედში მდებარეობს
წერტილი მინუს შვიდი, შვიდი?
-
მოდით განვიხილოთ, რა არის მეოთხედი.
-
მეოთხედი ეწოდება საკოორდინატო
სიბრტყის ამ ოთხიდან თითოეულ სექციას.
-
ამ სექციებში ვგულისხმობთ საკოორდინატო
ღერძების გაყოფით მიღებულ ნაწილებს.
-
ეს x ღერძია, ეს კი y ღერძი და
-
როგორც ხედავთ, ისინი
სიბრტყეს ოთხ ნაწილად ყოფენ.
-
თითოეულ ამ ნაწილს
მეოთხედს ვუწოდებთ.
-
ამ მეოთხედს, რომელშიც
x და y მნიშვნელობები დადებითია,
-
პირველ მეოთხედს
ვუწოდებთ - რომაული ერთიანით აღვნიშნავთ.
-
შემდეგ, საათის ისრის საპირისპიროდ თუ
ვიმოძრავებთ საკოორდინატო სიბრტყის გარშემო,
-
ამ მეოთხედს, სადაც x
მნიშვნელობები უარყოფითია, y კი დადებითი,
-
მეორე მეოთხედს ვუწოდებთ.
-
ჩავიდეთ ქვემოთ, სადაც
x-ისა და y-ის მნიშვნელობები უარყოფითია.
-
ამ მეოთხედს მესამე მეოთხედი ეწოდება.
-
აქაც რომაულ რიცხვებს ვიყენებთ.
-
ბოლო მეოთხედს მეოთხე მეოთხედი ჰქვია, სადაც
x მნიშვნელობები დადებითია, y კი უარყოფითი.
-
ვნახოთ, სად მდებარეობს
მინუს შვიდი, შვიდი წერტილი.
-
ორნაირად შეგვიძლია დავფიქრდეთ:
უარყოფითი x მნიშვნელობა გვაქვს,
-
ანუ მარცხენა მხარეს, აქეთ ვიქნებით.
-
საკოორდინატო სიბრტყის
ამ ნაწილში ვიქნებით.
-
იმის გამო, რომ x უარყოფითია,
ან მეორე ან მეოთხე მეოთხედში ვიქნებით.
-
ვიცით, რომ y-ის მნიშვნელობა დადებითია.
-
თუ x-ის მნიშვნელობა უარყოფითია, y-ის
კი დადებითი, მეორე მეოთხედში ვიქნებით.
-
ამის გაკეთების მეორე
გზაა აღვნიშნოთ ეს წერტილი და
-
შემდეგ ვნახოთ, რომ ის
მეორე მეოთხედში აღმოჩნდება.
-
თუ x მინუს შვიდია. ეს თუ მინუს
ერთია, მინუს ორი, მინუს სამი, მინუს ოთხი,
-
მინუს ხუთი,
მინუს ექვსი, მინუს შვიდი.
-
სწორად გავაკეთე?
-
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხუთი, ექვსი, შვიდი.
-
x მინუს შვიდია და შემდეგ
ზემოთ უნდა ავიდეთ შვიდით, რადგან y შვიდია.
-
ერთი, ორი, სამი,
ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი.
-
წერტილი მინუს
შვიდი, შვიდი აი, აქ არის.
-
ის ნამდვილად
მეორე მეოთხედშია.