< Return to Video

Dividing numbers: long division example | 4th grade | Khan Academy

  • 0:00 - 0:03
    მოდი ცოტა უფრო საინტერესო
    გაყოფის ამოცანას შევეჭიდოთ.
  • 0:03 - 0:07
    ავიღოთ 280 და გავყოთ ხუთზე
  • 0:07 - 0:08
    გირჩევთ დააპაუზოთ ეს ვიდეო
  • 0:08 - 0:11
    და სცადოთ იმ ტექნიკის გამოყენება,
    რომელიც წინა ვიდეოში ვნახეთ
  • 0:11 - 0:15
    და ამოხსნათ რას უდრის 280 გაყოფილი ხუთზე.
  • 0:15 - 0:17
    მოდით დავიწყოთ.
    ეს შეგვიძლია გადავწეროთ.
  • 0:17 - 0:24
    უკვე ნანახი გვაქვს, თუ როგორ
    შეიძლება ამის დაწერა. 280 გავყოთ ხუთზე.
  • 0:24 - 0:26
    პირველი, რაც შეგვიძლია ვიკითხოთ
  • 0:26 - 0:28
    არის ის, თუ
    რამდენჯერ თავსდება ხუთი ორში.
  • 0:28 - 0:32
    ხუთი ორში საერთოდ არ თავსდება.
    აქ დავწეროთ ნული.
  • 0:32 - 0:35
    ნული გამრავლებული ხუთზე უდრის ნულს.
  • 0:35 - 0:37
    შემდგომ გამოკლებაზე გადავდივართ.
  • 0:37 - 0:39
    ორს მინუს ნული უდრის ორს.
  • 0:39 - 0:41
    ახლა შეგვიძლია
    ჩამოვიტანოთ შემდეგი ციფრი.
  • 0:41 - 0:44
    ამ შემთხვევაში ეს ციფრია რვა.
  • 0:44 - 0:49
    ახლა ვნახოთ, რამდენჯერ თავსდება ხუთი 28-ში
    ისე, რომ 28-ზე მეტი არ გამოდიოდეს.
  • 0:50 - 0:58
    ვიცით, რომ ხეთჯერ ხუთი არის 25,
    ხუთჯერ ექვსი კი - 30.
  • 0:59 - 1:01
    ასე რომ, ხუთჯერ ექვსი
    მეტი იქნება 28-ზე.
  • 1:01 - 1:04
    დავუბრუნდეთ ხუთჯერ ხუთს.
  • 1:04 - 1:07
    გამოდის, რომ ხუთი 28-ში ხუთჯერ თავსდება.
  • 1:07 - 1:09
    ხუთჯერ ხუთი არის 25.
  • 1:09 - 1:11
    ახლა კი გამოვაკლოთ.
  • 1:11 - 1:13
    28-ს მინუს 25 არის სამი.
  • 1:13 - 1:16
    ახლა, ჩამოვიტანოთ შემდეგი ციფრი.
  • 1:16 - 1:18
    ამ შემთხვევაში, ეს ციფრია ნული.
  • 1:18 - 1:20
    რამდენჯერ თავსდება ხუთი 30-ში ?
  • 1:20 - 1:22
    ზუსტად ექვსჯერ.
  • 1:22 - 1:24
    ამის შესახებ უკვე ვისაუბრეთ.
  • 1:24 - 1:26
    ექვსჯერ ხუთი არის 30.
  • 1:26 - 1:27
    გამოვაკლოთ.
  • 1:27 - 1:30
    სხვა ციფრი აღარ გვრჩება.
  • 1:30 - 1:38
    ასე გავარკვიეთ, რომ
    280 გაყოფილი ხუთზე უდრის 56-ს.
  • 1:38 - 1:40
    რატომ იმუშავა ამ მეთოდმა ?
  • 1:40 - 1:43
    ამაზე ფიქრის პირველი გზაა,
    რომ ეს იყო 200
  • 1:43 - 1:46
    და ჩვენ ვფიქრობდით, უნდა ჩაგევწერა
    თუ არა რაიმეს ასეულების ადგილას?
  • 1:46 - 1:52
    ამაზე ფიქრის ერთ-ერთი გზაა ვნახოთ, თუ
    რამდენი ხუთი ასეული თავსდება 200-ში?
  • 1:52 - 1:54
    არცერთი.
  • 1:54 - 1:56
    თუ ეს ცოტა გაბნევთ,
    ძალიან არ იდარდოთ.
  • 1:56 - 1:59
    თუმცა მინდა კარგად დაუფიქრდეთ,
    სად რა ციფრი იწერება.
  • 1:59 - 2:04
    მოდით 200-დან 280-ზე გადავიდეთ
  • 2:04 - 2:06
    დაუკვირდეთ 28-ს
  • 2:06 - 2:08
    ორი დგას ასეულების ადგილას
  • 2:08 - 2:10
    რვა დგას ათეულების ადგილას
  • 2:10 - 2:12
    ასე რომ, ეს ადგენს 280-ს.
  • 2:12 - 2:15
    მოდით ვნახოთ რამდენ
    ათეულჯერ თავსდება ხუთი 280-ში?
  • 2:15 - 2:19
    ის თავსდება ხუთ ათეულჯერ, ანუ 50-ჯერ.
  • 2:19 - 2:22
    50 გამრავლებული ხუთზე არის 250.
  • 2:22 - 2:26
    როდესაც 280-ს ვაკლებთ 250-ს ვიღებთ 30-ს.
  • 2:26 - 2:29
    ერთეულების ადგილას აღარაფერი რჩება.
  • 2:29 - 2:32
    ამრიგად უბრალოდ უნდა
    გავიგოთ რამდენჯერ თავსდება ხუთი 30-ში.
  • 2:32 - 2:37
    ვიმედოვნებ ეს გიქმნით წარმოდგენას იმის
    შესახებ, თუ რა ხდება ამ პროცესის მიღმა.
  • 2:37 - 2:38
    ეს უბრალოდ ჯადოქრობა არაა
  • 2:38 - 2:41
    ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ
    ადგილსა და მნიშვნელობას.
  • 2:41 - 2:43
    შემდეგი, რაც მინდა გაჩვენოთ
  • 2:43 - 2:46
    არის ის, რომ აქ ნულის
    დაწერა არ არის აუცილებელი.
  • 2:46 - 2:52
    280-ის ხუთზე გაყოფის სხვა ხერხი იქნებოდა,
  • 2:52 - 2:55
    რომ გვეთქვა რამდენჯერ თავსდება ხუთი ორში.
  • 2:55 - 2:56
    ის აქ საერთოდ არ თავსდება.
  • 2:56 - 3:00
    ამიტომ ვიფიქროთ ხუთის
    28-ში მოთავსებაზე.
  • 3:00 - 3:03
    ხუთი 28-ში თავსდება ხუთჯერ.
  • 3:03 - 3:06
    ხუთჯერ ხუთი არის 25.
  • 3:06 - 3:07
    ახლა გამოვაკლოთ.
  • 3:07 - 3:09
    28-ს მინუს 25 არის სამი.
  • 3:09 - 3:11
    ჩამოვიტანოთ ნული.
  • 3:11 - 3:14
    ხუთი 30-ში თავსდება ექვსჯერ.
  • 3:14 - 3:16
    ექვსჯერ ხუთი არის 30.
  • 3:16 - 3:17
    და ნაშთი აღარ გვრჩება.
  • 3:17 - 3:20
    და კვლავ, რასაც ვამბობთ
  • 3:20 - 3:24
    არის ის, რომ ხუთი 200-ში
    არ თავსდება ასეულჯერ.
  • 3:24 - 3:26
    ეს რომ 500 ყოფილიყო, ვიტყოდით
  • 3:26 - 3:28
    რომ ხუთი ხუთასში თავსდება ასჯერ.
  • 3:28 - 3:31
    ამის ნაცვლად ვამბობთ, თუ
    რამდენჯერ თავსდება ხუთი 280-ში?
  • 3:31 - 3:32
    50-ჯერ
  • 3:32 - 3:34
    50 გამრავლებული ხუთზე არის 250.
  • 3:34 - 3:37
    280-ს გამოკლებული 250 არის 30.
  • 3:37 - 3:39
    ხუთი 30-ში თავსდება ექვსჯერ.
  • 3:39 - 3:42
    ვიმედოვნებ, რომ ეს გასაგებია.
Title:
Dividing numbers: long division example | 4th grade | Khan Academy
Description:

more » « less
Video Language:
English
Team:
Khan Academy
Duration:
03:43

Georgian subtitles

Revisions