ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით
-
0:01 - 0:04დღეს, თქვენ და მე,
ბევრ საიდუმლოს გავუზიარებთ ერთმანეთს. -
0:04 - 0:06ვიმედოვნებ, ეს ნაწილობრივ მოგვიხსნის
-
0:06 - 0:11სირცხვილის იმ შეგრძნებას, რომელიც ბევრ
ჩვენგანს აქვს სექსთან დაკავშირებით. -
0:11 - 0:16რამდენი თქვენგანისთვის მიუმართავს
სტვენით, ან შეძახილებით ოდესმე უცნობს? -
0:16 - 0:18უამრავი ქალისთვის.
-
0:19 - 0:21მე პირადად,
ყველაზე კარგად ის შემთხვევა მახსოვს, -
0:21 - 0:25როდესაც ეს უცნობი ჩემი სტუდენტი იყო.
-
0:26 - 0:29ის ჩემთან იმავე საღამოს
ლექციის შემდეგ მოვიდა, -
0:29 - 0:31და მისმა ნათქვამმა დაადასტურა ის,
რაც უკვე ვიცოდი: -
0:31 - 0:33"ძალიან ვწუხვარ, პროფესორო,
-
0:33 - 0:37რომ მცოდნოდა ეს თქვენ იყავით, არასოდეს
ვიტყოდი ასეთ რამეებს". -
0:37 - 0:39(სიცილი)
-
0:39 - 0:44მე მისთვის პიროვნება არ ვიყავი,
სანამ მისი პროფესორი არ გავხდი. -
0:45 - 0:47ეს ცნება, რომელსაც ობიექტივაცია ეწოდება,
-
0:47 - 0:49სექსიზმის ფუნდამენტია
-
0:49 - 0:54და მის გაძლიერებას,
ჩვენი ცხოვრების ყოველ ასპექტში ვხედავთ. -
0:56 - 0:58ამას ვხედავთ მთავრობაში,
-
0:58 - 1:01რომელიც უარს ამბობს კაცები დასაჯოს
-
1:01 - 1:03ქალის გაუპატიურებისათვის.
-
1:03 - 1:05ვხედავთ რეკლამებში.
-
1:05 - 1:07რამდენს გაქვთ ნანახი რეკლამა,
-
1:07 - 1:13რომელიც ქალის მკერდს იყენებს
სრულიად შეუსაბამო პროდუქტის გასაყიდად? -
1:15 - 1:18ან ფილმი-ფილმზე,
-
1:18 - 1:22რომელიც ქალებს, როგორც მხოლოდ სასიყვარულო
ინტერესის საგანს ასახავს. -
1:22 - 1:26ეს მაგალითები შეიძლება უშედეგოდ
და უვნებლად ჩანდეს, -
1:26 - 1:27მაგრამ ისინი მზაკვრულია,
-
1:27 - 1:31და ნელ-ნელა ისეთ კულტურად ყალიბდება,
რომელიც ქალს არ აღიქვამს ადამიანად. -
1:32 - 1:36ჩვენ ამას ვხედავთ სკოლაში,
რომელიც 10 წლის გოგონას სახლში აბრუნებს, -
1:36 - 1:40რადგან მისი სამოსი ყურადღებას უფანტავს
ბიჭებს, რომლებიც სწავლას ცდილობენ. -
1:40 - 1:44ან მთავრობაში, რომელიც ისევ და ისევ
არ სჯის კაცებს, -
1:44 - 1:47ქალების გაუპატიურებისათვის.
-
1:47 - 1:48ან როცა კლავენ ქალს,
-
1:48 - 1:52რადგან მან საცეკვაო მოედანზე
კაცს სთხოვა შეეწყვიტა მისი შეწუხება. -
1:56 - 2:01მედიას დიდი როლი აკისრია
ქალის ობიექტივაციის უკვდავყოფაში. -
2:01 - 2:04განვიხილოთ კლასიკური
რომანტიკული კომედიები. -
2:04 - 2:08ამ ფილმებში, ჩვენ როგორც წესი
ორი სახის ქალს წარმოგვიდგენენ, -
2:08 - 2:11ორი სახის, მინიმუმ სასურველ ქალს.
-
2:11 - 2:13პირველი მათგანი სექსბომბაა.
-
2:13 - 2:17ეს არის არაჩვეულებრივად ლამაზი ქალი
სრულყოფილი სხეულით. -
2:17 - 2:20ჩვენი მთავარი გმირი მამაკაცი,
მას უპრობლემოდ ამჩნევს -
2:20 - 2:23და კიდევ ნაკლები პრობლემა აქვს
სექსი ჰქონდეს მასთან. -
2:23 - 2:25მეორე მათგანი, მთავარი გმირი ქალია.
-
2:25 - 2:28ლამაზი, მაგრამ მოკრძალებული ქალი,
რომელიც მთავარ გმირ მამაკაცს უყვარდება -
2:29 - 2:31მიუხედავად იმისა,
რომ თავდაპირველად მას ვერ ამჩნევს, -
2:31 - 2:34ან თუ შეამჩნია, არ მოსწონს.
-
2:34 - 2:36პირველი ქალი მსუბუქი ყოფაქცევისაა.
-
2:36 - 2:38იმისათვისაა, რომ მოიხმარო და დაივიწყო.
-
2:38 - 2:40ის მეტისმეტად ხელმისაწვდომია.
-
2:40 - 2:43მეორე მათგანი სასურველი,
მაგრამ მოკრძალებულია, -
2:43 - 2:47ამიტომაც ღირსია მთავარი გმირის
მომავალი შვილების დედა გახდეს. -
2:47 - 2:49ცოლად მოსაყვანი ქალია.
-
2:49 - 2:52ჩვენ გვეუბნებიან,
რომ ქალს ორი როლი აქვს, -
2:52 - 2:56მაგრამ ამ ორი როლის
ერთ ქალში შეთავსება ჭირს. -
2:57 - 3:00ზოგჯერ, როცა ახალ ნაცნობს ვუზიარებ,
-
3:00 - 3:02რომ მე სექსს შევისწავლი,
-
3:02 - 3:04ან საუბარს დაუყოვნებლივ ასრულებენ,
-
3:04 - 3:07ან საკმაოდ დაინტერესებულები არიან ხოლმე.
-
3:07 - 3:09"ოჰ, უფრო მეტი მომიყევი".
-
3:09 - 3:11და ასეც ვაკეთებ.
-
3:12 - 3:14"ჩემი ინტერესის საგანია
-
3:14 - 3:18შვილის მომლოდინე და მშობიარობის შემდგომი
წყვილების სექსუალური ქცევის შესწავლა". -
3:18 - 3:20რაზეც სულ სხვა პასუხს ვიღებ.
-
3:20 - 3:22(სიცილი)
-
3:22 - 3:24"ოჰ, ჰმ,
-
3:25 - 3:28ორსულ ქალებს სექსი აქვთ საერთოდ?
-
3:28 - 3:30სექსუალური სურვილების,
-
3:30 - 3:33ან ორგაზმის შესწავლაზე არ გიფიქრია?
-
3:33 - 3:37ეს საინტერესო და სექსუალური იქნებოდა".
-
3:38 - 3:41მითხარით, პირველი რა სიტყვა მოგდით თავში,
-
3:41 - 3:43როდესაც ორსულ ქალს წარმოიდგენთ?
-
3:43 - 3:47ეს კითხვა გამოკითხვისას
500-ზე მეტ ზრდასრულს დავუსვი -
3:47 - 3:50და უმეტესმა მიპასუხა "ღიპი" ან "მრგვალი"
-
3:50 - 3:53და "საყვარელი".
-
3:53 - 3:55ეს ძალიანაც არ გამკვირვებია.
-
3:55 - 3:58კიდევ რას ვეძახით საყვარელს?
-
3:58 - 4:00ბავშვებს, ლეკვებს, კნუტებს,
-
4:00 - 4:02მოხუცებს, არა?
-
4:02 - 4:04(სიცილი)
-
4:05 - 4:08როდესაც ზრდასრულ ადამიანს
საყვარელს ვეძახით, -
4:08 - 4:10ჩვენ ვართმევთ მას ინტელექტის
-
4:10 - 4:12და პიროვნული სირთულის დიდ ნაწილს.
-
4:12 - 4:15ჩვენ ისინი ბავშვის დონემდე დაგვყავს.
-
4:16 - 4:17ასევე ჰეტეროსექსუალ კაცებს ვკითხე,
-
4:17 - 4:20წარმოედგინათ რომ მათი
პარტნიორი ქალი ორსულადაა. -
4:20 - 4:23შემდეგ ქალებს ვთხოვეთ წარმოედგინათ,
რომ ორსულად არიან. -
4:23 - 4:26შემდეგ კი, ეთქვათ პირველი სიტყვები,
რაც თავში მოუვიდოდათ, -
4:26 - 4:29როდესაც სქესობრივ აქტს წარმოიდგენენ.
-
4:29 - 4:32უმეტესი პასუხი ნეგატიური იყო.
-
4:32 - 4:34"საზიზღრობა"
-
4:34 - 4:35"უხერხული"
-
4:35 - 4:38"არა სექსუალური"; " უცნაური"
-
4:38 - 4:39"არაკომფორტული"
-
4:39 - 4:41"როგორ?"
-
4:41 - 4:43(სიცილი)
-
4:43 - 4:46"პრობლემად არ ღირს"; "გარისკვად არ ღირს"
-
4:46 - 4:50ბოლომ განსაკუთრებით დამაფიქრა.
-
4:50 - 4:54შეიძლება იფიქროთ, რომ რადგან ორსულ
ქალებსა და დედებს სექსუალურობას ვაშორებთ, -
4:54 - 4:59მათ სექსუალურ ობიექივაციასაც ვაცილებთ
-
4:59 - 5:02და ისინი ნაკლებ სექსიზმს განიცდიან, არა?
-
5:02 - 5:04მთლად ასე არაა.
-
5:04 - 5:07ამის ნაცვლად სხვა ტიპის
ობიექივაციას აქვს ადგილი. -
5:08 - 5:10ერთხელ, როცა სხვებისთვის
ამის ახსნას ვცდილობდი, -
5:10 - 5:14ვილენდორფის ვენერამდე მივედი,
პალეოლითის ფიგურამდე, -
5:14 - 5:19რომელსაც მეცნიერები სიყვარულისა
და სილამაზის ქალღმერთად მიიჩნევდნენ, -
5:19 - 5:21რის გამოც ვენერა დაერქვა.
-
5:21 - 5:23თუმცა, თეორია მოგვიანებით გადაიხედა,
-
5:23 - 5:26როდესაც მეცნიერებმა შეამჩნიეს,
რომ მოქანდაკე აშკარად -
5:26 - 5:30რეპროდუქციულ თვისბებეზე
ამახვილებდა ყურადღებას: -
5:30 - 5:33დიდი მკერდი, იდეალურად მიიჩნეოდა
მეძუძურებისთვის; -
5:33 - 5:36მრგვალი მუცელი, სავარაოდოდ ორსულობის გამო;
-
5:36 - 5:40წითელი საღებავის ნარჩენები მენსტრუაციაზე,
ან მშობიარობაზე მიუთითებდა. -
5:41 - 5:44მათ ასევე ივარაუდეს, რომ ის
ხელში ასაყვანად ან დასაწოლად იყო შექმნილი, -
5:44 - 5:48რადგან მომცრო ტერფების გამო,
ის ფეხზე ვერ დადგებოდა. -
5:49 - 5:50მას ასევე არ ჰქონდა სახე.
-
5:51 - 5:55ამ მიზეზის გამო მიიჩნიეს,
რომ ნაყოფიერების სიმბოლო იყო -
5:55 - 5:58და არა პიროვნების გამოხატულება.
-
5:58 - 5:59ის იყო ობიექტი.
-
6:00 - 6:01მისი ინტერპრეტაციის ისტორიაში,
-
6:02 - 6:05ის იდეალური სილამაზისა
და სიყვარულის ობიექტიდან, -
6:05 - 6:07რეპროდუქციის ობიექტად გადაიქცა.
-
6:07 - 6:10ვფიქრობ, ეს გადაქცევა,
იმ მეცნიერებზე უფრო მეტს ამბობს, -
6:10 - 6:14რომლებმაც მის დანიშნულებას
ინტერპრეტაცია გაუკეთეს, -
6:14 - 6:18ვიდრე თავად ფიგურის ნამდვილ დანიშნულებაზე.
-
6:18 - 6:20როდესაც ქალი ორსულდება,
-
6:20 - 6:24ის კაცის სექსუალური სურვილის
სამეფოს ტოვებს -
6:24 - 6:29და გადაინაცვლებს რეპროდუქციულ
და ბავშვის აღმზრდელის როლში. -
6:29 - 6:33ამ დროს, ის საზოგადოების საკუთრება ხდება
-
6:33 - 6:38და მიიჩნევა ძალიან მნიშვნელოვნად,
მხოლოდ იმიტომ რომ ის ორსულადაა. -
6:38 - 6:41ამას ვილენდორფის ეფექტს ვეძახი
-
6:41 - 6:45და კიდევ ერთხელ, ჩვენ ამის გაძლიერებას
მისი ცხოვრების ყველა ასპექტში ვხედავთ. -
6:45 - 6:48ვინმე თქვენგანი შესამჩნევად ორსული ყოფილა?
-
6:48 - 6:49(სიცილი)
-
6:49 - 6:51კარგი, ბევრი თქვენგანი, არა?
-
6:51 - 6:55რამდენ თქვენგანს შეგხებიათ
უცნობი მუცელზე ორსულობისას, -
6:55 - 6:57შეიძლება კითხვის გარეშეც კი?
-
6:57 - 7:01ან რამდენს მოგისმენიათ რჩევები იმაზე,
თუ რისი ჭამა შეგიძლიათ და რისი არა, -
7:01 - 7:04ვიღაცისგან, ვინც თქვენი არც ექიმია
და არც სამდიცინო კონსულტანტი? -
7:04 - 7:08ან პირადული კითხვები დაუსვამს
თქვენი მშობიარობის გეგმების შესახებ? -
7:08 - 7:11და შემდეგ აუხსნია რატომაა
ყველა ეს არჩევანი არასწორი? -
7:12 - 7:13დიახ, ჩემთვისაც.
-
7:13 - 7:17ან რამდენისთვის უთქვამთ
ღვინით მომსახურებაზე უარი? -
7:17 - 7:20ამან შეიძლება შეგაფიქრიანოთ,
მაგრამ მომისმინეთ. -
7:20 - 7:22ეს უდიდესი საიდუმლოა.
-
7:22 - 7:26სინამდვილეში ორსულობისას
ზომიერად დალევა უსაფრთხოა. -
7:27 - 7:28ბევრმა ჩვენგანმა ეს არ იცის,
-
7:28 - 7:32რადგან ექიმები არ ანდობენ
ორსულ ქალებს ამ საიდუმლოს. -
7:32 - 7:34(სიცილი)
-
7:37 - 7:42განსაკუთრებით კი, თუ ის ნაკლებად
განათლებული, ან ფერადკანიანია. -
7:42 - 7:43ეს გვაჩვენებს,
-
7:43 - 7:48რომ ვილენდორფის ეფექტი,
ასევე კლასისტური და რასისტულია. -
7:48 - 7:52ეს ხდება, როდესაც მთავრობა ქალებს
-
7:52 - 7:56ყოველ ახალი აბროტის საწინააღმდეგო
კანონპროექტით შეახსენებს, -
7:56 - 7:59რომ მისი საშვილოსნო,
მისი საკუთრება არ არის; -
7:59 - 8:01ან როდესაც მეან-გინეკოლოგი ეუბნება,
-
8:01 - 8:03"მართალია, ორსულობისას სექსი უსაფრთხოა,
-
8:04 - 8:05მაგრამ ზოგჯერ არავინ იცის,
-
8:05 - 8:07უკეთესია უსაფრთხოდ იყოთ,
ვიდრე ინანოთ, არა?" -
8:07 - 8:12მას ურღვევენ
მისი საკუთარი სხეულის ავტონომიას -
8:12 - 8:14"კარგი დედობის" არგუმენტით.
-
8:14 - 8:17ჩვენ მას გადაწყვეტილების
მიღებას არ ვანდობთ. -
8:17 - 8:20გაიხსენეთ, ის საყვარელია.
-
8:22 - 8:24როდესაც ქალებს ვეუბნებით,
-
8:24 - 8:27რომ სექსუალური სიამოვნება... უკაცრავად.
-
8:27 - 8:32როდესაც ქალებს ვეუბნებით,
რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, -
8:32 - 8:36სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი
სექსუალური სიამოვნება არაა მნიშვნელოვანი. -
8:36 - 8:39ანუ ფაქტიურად ვეუბნებით,
რომ ის თავად უმნიშვნელოა. -
8:40 - 8:42მიუხედავად იმისა,
რომ მისი ნაყოფის საჭიროებები -
8:42 - 8:45არ ეწინააღმდეგება მის მოთხოვნილებებს.
-
8:45 - 8:47ასე რომ, სამედიცინო დაწესებულებებს,
-
8:47 - 8:50როგორიცაა ამერიკული
მეან-გინეკოლოგების კოლეჯი, -
8:50 - 8:55აქვთ შესაძლებლობა გაანათლონ ხალხი
უსაფრთხო სექსის შესახებ ორსლობისას. -
8:55 - 8:57მაშ, რას ამბობენ ექსპერტები?
-
8:57 - 9:00ამ კოლეჯს ოფიციალური განცხადება
-
9:00 - 9:04უსაფრთხო სექსის შესახებ
ურსულობისას არ გაუკეთებია. -
9:04 - 9:07მეიოს კლინიკის რჩევა ზოგადად დადებითია,
-
9:07 - 9:09მაგრამ თან ახლავს გაფრთხილება:
-
9:09 - 9:13"თუმცა, ქალთა უმეტესობისთვის
ორსულობისას სექსი უსაფრთხოა, -
9:13 - 9:15ზოგჯერ უკეთესია ფრთხილად იყოთ".
-
9:15 - 9:18ზოგ ქალს ორსულობისას სექსი არ უნდა
-
9:18 - 9:19და ეს ნორმალურია.
-
9:19 - 9:22ზოგ ქალს უნდა სექსი ორსულობისას
-
9:22 - 9:23და ესეც ნორმალურია.
-
9:23 - 9:26ის რაც უნდა შეწყდეს,
არის საზოგადოების რჩევები იმაზე, -
9:26 - 9:29თუ რა შეუძლიათ,
ან არ შეუძლიათ უქნან მათ საკუთარ სხეულს. -
9:29 - 9:34(აპლოდისმენტები)
-
9:36 - 9:41ორსული ქალი უსახო, იდენტობას მოკლებული
რეპროდუქციული სისხლძარღვები არ არის, -
9:41 - 9:44რომელსაც საკუთარ, ორ ფეხზე
დგომა არ შეუძლია. -
9:44 - 9:47თუმცა, სინამდვილეში, ყველა ქალს ვეუბნებით,
-
9:47 - 9:51რომ მათი სექსუალური სიამოვნება
არაა მნიშვნელოვანი. -
9:51 - 9:54ჩვენ არც კი ვაღიარებთ
ისეთი ქალების არსებობას, -
9:54 - 9:57რომლებსაც სექსი ქალებთან აქვთ,
ან რომლებსაც არ უნდათ ბავშვების ყოლა. -
9:57 - 9:59"ოჰ, ეს უბრალოდ ეტაპია...
-
9:59 - 10:02მას უბრალოდ შესაფერისი კაცი სჭირდება".
-
10:02 - 10:04ყოველ ჯერზე, როდესაც ქალს
-
10:05 - 10:06სექსი მხოლოდ სიამოვნებისთვის აქვს,
-
10:07 - 10:08ეს რევოლუციაა.
-
10:08 - 10:10ეს ქალი რევოლუციონერია.
-
10:10 - 10:13ის საზოგადოებრივ ზეწოლას ეწინააღმდეგება
-
10:13 - 10:16რომელიც ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ
კაცების სიამოვნებისთვის, -
10:16 - 10:18ან რეპროდუქციისთვის არსებობს.
-
10:18 - 10:21ქალი, რომელიც საკუთარ სექსუალურ
მოთხოვნილებებს -
10:21 - 10:24ანიჭებს უპირატესობას, საშიშია,
-
10:24 - 10:27რადგან ის ამით
საკუთარ თავს ანიჭებს უპირატესობას. -
10:28 - 10:31(აპლოდისმენტები)
-
10:31 - 10:36ეს ქალი მოითხოვს,
რომ მას მოექცნენ, როგორც თანასწორს. -
10:36 - 10:37ეს ქალი მოითხოვს,
-
10:37 - 10:41რომ ძალაუფლების მაგიდასთან ადგილი მისცენ
-
10:41 - 10:43და ეს ყველაზე მეტად გვაშინებს,
-
10:43 - 10:45რადგან მისთვის ადგილის მიცემა,
-
10:46 - 10:51ჩვენი ზედმეტი ადგილის დათმობას ნიშნავს.
-
10:51 - 10:53(აპლოდისმენტები)
-
10:56 - 10:59თქვენთვის უკანასკნელი საიდუმლო მაქვს.
-
10:59 - 11:01ორი ბიჭის დედა ვარ.
-
11:01 - 11:03და თქვენ შეიძლება დაგვეხმაროთ.
-
11:03 - 11:08მიუხედავად იმისა,
რომ ჩემს ბიჭებს ჩემგან სულ ესმით, -
11:08 - 11:12რომ მნიშვნელოვანია კაცებმა
ქალები თანასწორად აღიქვან -
11:12 - 11:14და ისინი მამის ქცევაშიც
ამის მაგალითს ხედავენ, -
11:14 - 11:18საჭიროა გარემომაც გააძლიეროს ის,
რაც ჩვენ სახლში ხდება. -
11:19 - 11:22ეს ქალის, ან კაცის პრობლემა არ არის,
-
11:22 - 11:23ეს ყველას პრობლემაა.
-
11:24 - 11:28და ყველა ჩვენს როლს ვასრულებთ
უთანასწორო სისტემის დანგრევაში. -
11:29 - 11:32დასაწყისისთვის, ჩვენ უნდა შევწყვიტოთ
ქალისთვის იმის თქმა, -
11:32 - 11:34თუ რა შეუძლიათ, ან არ შეუძლიათ უქნან
საკუთარ სხეულს. -
11:34 - 11:37(აპლოდისმენტები)
-
11:38 - 11:42ამაში შედის ის, რომ არ მოვექცეთ ორსულ
ქალს, როგორც საზოგადოების საკუთრებას. -
11:42 - 11:46თუ მას არ იცნობთ,
არც კი სთხოვოთ მუცელზე შეხება. -
11:46 - 11:48თუ თქვენ არ იზამთ, არც სხვა იზამს.
-
11:48 - 11:50არ უთხრათ რისი ჭამა შეუძლია,
ან არ შეუძლია. -
11:50 - 11:53არ ჰკითხოთ მისი პირადი
სამედიცინო გადაწყვეტილებების შესახებ. -
11:53 - 11:57ასევე თუნდაც თქვენ პირადად
აბროტის მოწინააღმდეგე იყოთ, -
11:57 - 12:01მაინც შეგიძლიათ იბრძოლოთ
ქალების არჩევანის უფლებისთვის. -
12:01 - 12:05როდესაც საქმე ქალების თანასწორობას ეხება,
ეს ორი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. -
12:05 - 12:07თუ თქვენ სექსი გაქვთ ქალთან,
-
12:07 - 12:09უპირატებობა მიანიჭეთ მის სიამოვნებას.
-
12:09 - 12:12თუ არ იცით როგორ, ჰკითხეთ.
-
12:12 - 12:14თუ გყავთ შვილები...
-
12:14 - 12:16(სიცილი)
-
12:16 - 12:19რაც შეიძლება ადრე ესაუბრეთ სექსის შესახებ,
-
12:19 - 12:24რადგან ბავშვები უკვე ლექსიკონებში
აღარ ეძებენ სიტყვა "სექსს", -
12:24 - 12:26არამედ ინტერნეტში.
-
12:26 - 12:29და როდესაც სექსის შესახებ ესაუბრებით,
-
12:29 - 12:32მხოლოდ რეპროდუქციაზე
არ გაამახვილოთ ყურადღება. -
12:32 - 12:34ადამიანებს სექსი
ბევრი სხვადასხვა მიზნით აქვთ. -
12:34 - 12:35ზოგს იმიტომ რომ შვილი უნდა,
-
12:35 - 12:38მაგრამ უმეტეს ჩვენგანს სექსი
სიამოვნების გამო აქვს. -
12:38 - 12:40აღიარეთ.
-
12:41 - 12:43და მიუხედავად იმისა ბავშვები გყავთ თუ არა,
-
12:43 - 12:46მხარი დაუჭირეთ ღრმა სექსუალურ განათლებას,
-
12:46 - 12:48რომელიც არ არცხვენს ჩვენს მოზარდებს.
-
12:48 - 12:50(აპლოდისმენტები)
-
12:56 - 12:59არაფერი პოზიტიური არ მოაქვს
მოზარდების შერცხვენას, -
12:59 - 13:02მათი სექსუალური სურვილების
და ქცევების გამო, -
13:02 - 13:06გარდა ორსულობისა და სექსუალური გზით
გადამდები დაავდებების. -
13:07 - 13:10ყოველ დღე გვაქვს შესაძლებლობა,
-
13:10 - 13:13რომ უთანასწორო სტრუქტურა შევცვალოთ.
-
13:13 - 13:17ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით,
რომ ამისთვის გარჯა ნამდვილად ღირს. -
13:17 - 13:18მადლობა.
-
13:18 - 13:25(აპლოდისმენტები)
- Title:
- ტყუილები, რომლებსაც ორსულ ქალებს ვეუბნებით
- Speaker:
- სოფია ჯავედ-უესელი
- Description:
-
"როდესაც ქალებს ვეუბნებით, რომ ორსულობისას სექსი რისკად არ ღირს, სინამდვილეში ვეუბნებით, რომ მისი სექსუალური სიამოვნება მნიშვნელოვანი არ არის... რომ ქალი ფაქტიურად არაა მნიშვნელოვანი" - ამბობს სექსის მკლევარი სოფია ჯავედ-უესელი. ამ თვალის ამხილველ საუბარში, ჯავედ-უესელი ამსხვრევს ჩვენს შეხედულებებს ორსულობისა და სიამოვნების შესახებ. ის გვაჩვენებს ქალებს, სექსსა და ძალაუფლების სისტემებს შორის დამოკიდებულებას.
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 14:56
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The lies we tell pregnant women |