Doing the Impossible, Swallowing the Sword, Cutting through Fear | Dan Meyer at TEDxMaastricht
-
0:08 - 0:10მადლობა.
-
0:16 - 0:21ერთ დროს ცხოვრობდა ინდოეთის მეფე, მაჰარაჯა
და მის დაბადების დღეზე ბრძანება გაიცა, -
0:21 - 0:24რომ ყველა ბელადს,
მეფის შესაფერისი საჩუქარი უნდა მოეტანა. -
0:24 - 0:28ზოგმა სუფთა აბრეშუმი მოიტანა,
ვიღაცამ მშვენიერი ხმლები, -
0:28 - 0:29ზოგმა კი - ოქრო.
-
0:29 - 0:33ბოლოს მოვიდა ნაოჭიანი
პატარა მოხუცი კაცი, -
0:33 - 0:37რომელმაც სოფლიდან
მრავალი დღე ზღვით იარა. -
0:37 - 0:41მოსულს მეფის შვილმა ჰკითხა:
"რა საჩუქარი მოუტანე მეფეს?" -
0:41 - 0:45მოხუცმა კაცმა ძალიან ნელა გაშალა ხელი
და გამოაჩინა -
0:45 - 0:50ძალიან ლამაზი ნიჟარა, იასამნისფერი,
ყვითელი, წითელი და ლურჯი ხვეულებით. -
0:50 - 0:51მეფის შვილმა უთხრა:
-
0:51 - 0:54"ეს მეფის შესაფერისი საჩუქარი არაა!
ეს რა საჩუქარია?" -
0:55 - 0:57მოხუცმა ნელა ახედა და უთხრა:
-
0:58 - 1:01"გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი"
-
1:01 - 1:03(სიცილი)
-
1:03 - 1:06ცოტა ხანში
საჩუქარს გაჩუქებთ. -
1:06 - 1:08საჩუქარს,
რომელის გავრცელებაც ვფიქრობ ღირს. -
1:08 - 1:10თუმცა, მანამდე ნება მომეცით
-
1:10 - 1:12ჩემს გრძელ გზაზე წაგიყვანოთ.
-
1:12 - 1:14როგორც უმეტესობა თქვენგანი,
-
1:14 - 1:15მეც ცხოვრება პატარაობაში დავიწყე.
-
1:15 - 1:18რამდენმა დაიწყეთ თქვენი ცხოვრება
როგორც პატარამ? -
1:18 - 1:19ახალგაზრდა დაიბადეთ?
-
1:19 - 1:20დაახლოებით ნახევარმა... კარგი...
-
1:21 - 1:22(სიცილი)
-
1:22 - 1:25დანარჩენები?
ზრდასრულები დაიბადეთ? -
1:25 - 1:28უჰ, თქვენს დედას ვნახავდი!
-
1:28 - 1:29დაუჯერებლობას რაც შეეხება!
-
1:31 - 1:35პატარობაში ყოველთვის მქონდა
შეუძლებელი რამეების კათების ხიბლი. -
1:36 - 1:39დღეს ის დღეა,
რომელსაც ბევრი წელი ველოდი -
1:39 - 1:41რადგან დღეს ის დღეა,
როცა თქვენ თვალწინ, -
1:41 - 1:44შეუძლებელი უნდა ვცადო
-
1:44 - 1:45სწორედ აქ TEDxMaastricht-ზე.
-
1:46 - 1:48ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო
-
1:49 - 1:51ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო
-
1:51 - 1:53და ვაპირებ დაგიმტკიცოთ,
-
1:53 - 1:55რომ შეუძლებელი არ არის შეუძლებელი.
-
1:55 - 1:58და ვაპირებ დავასრულო საჩუქრით,
რომლის გავრცელებაც ღირს. -
1:58 - 2:02ვაპირებ გაჩვენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ
შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში. -
2:03 - 2:05შეუძლებელის შეძლების
გზაზე აღმოვაჩინე, -
2:05 - 2:08რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს
ორი უნივერსალური რამ აქვს. -
2:08 - 2:10ყველას აქვს შიშები
-
2:10 - 2:12და ყველას აქვს ოცნებები.
-
2:13 - 2:18შეუძლებელის შეძლების
გზაზე აღმოვაჩინე სამი რამ, -
2:18 - 2:20რაც ვაკეთე ცხოვრებაში
-
2:20 - 2:23და რამაც შეუძლებელი შემაძლებინა:
-
2:24 - 2:27დოჯბოლი, ან "Trefbal"
(თამაში ბურთის მორტყმაზე/თავის არიდებაზე) -
2:27 - 2:28სუპერმენი,
-
2:28 - 2:29და კოღო.
-
2:29 - 2:31ეს არის ჩემი სამი საკვანძო სიტყვა.
-
2:31 - 2:34ახლა იცით
რატომ შევძელი შეუძლებელი ცხოვრებაში. -
2:34 - 2:36მაშ, ვაპირებ სამოგზაუროდ წაგიყვანოთ
ჩემ გრძელ გზაზე -
2:36 - 2:39შიშებიდან ოცნებებამდე,
-
2:39 - 2:41სიტყვებიდან ხმლებამდე,
-
2:41 - 2:43დოჯბოლებიდან
-
2:43 - 2:44სუპერმენობამდე
-
2:44 - 2:45კოღოებამდე,
-
2:46 - 2:47და ვიმედოვნებ გაჩვენოთ,
-
2:47 - 2:50თუ როგორ შეძლოთ შეუძლებელი
თქვენ ცხოვრებაში. -
2:52 - 2:552007 წლის 4 ოქტომებრი,
-
2:56 - 2:58გული სწრაფად მიცემდა,
მუხლები მიკანკალებდა -
2:58 - 2:59როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის
-
2:59 - 3:01სანდერსის თეატრის სცენაზე
-
3:01 - 3:03გავდგი ფეხი
-
3:03 - 3:062007 წლის იგნობელის (Ig Nobel)
პრემიის მისაღებად -
3:06 - 3:08სამედიცინო სამეცნიერო სტატიისთვის,
-
3:08 - 3:11რომლის თანაავტორიც ვიყავი
სახელად "ხმლის ყლაპვა -
3:11 - 3:12და მისი გვერდითი მოვლენები"
-
3:12 - 3:13(სიცილი)
-
3:14 - 3:18ის გამოქვეყნდა პატარა ჟურნალში,
რომელიც იქამდე არასდროს წამეკითხა -
3:18 - 3:20"British Medical Journal"-ში
-
3:21 - 3:25და ჩემთვის ეს იყო
შეუძლებელი ოცნების ახდენა. -
3:25 - 3:28ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო
ჩემნაირი ადამიანისთვის. -
3:28 - 3:31ეს დაუვიწყარი პატივი იყო.
-
3:31 - 3:35მაგრამ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების
ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი. -
3:36 - 3:381967 წლის 4 ოქტომბერს
-
3:38 - 3:40ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
სუსტი ბავშვი -
3:41 - 3:43ძლიერი შიშებისგან იტანჯებოდა.
-
3:43 - 3:46როცა სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა,
-
3:46 - 3:47გული სწრაფად უცემდა,
-
3:48 - 3:49მუხლები უკანკალებდა.
-
3:50 - 3:52მან გააღო პირი, რომ რაღაც ეთქვა
-
3:56 - 3:58და სიტყვები არ ამოდიოდა.
-
3:58 - 4:00ის იდგა და ცრემლიანი კანკალებდა.
-
4:01 - 4:02პანიკისგან პარალიზებული იყო,
-
4:02 - 4:04შიშისგან გაშეშებული.
-
4:04 - 4:06ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
უსუსური ბავშვი -
4:06 - 4:08ძლიერი შიშებისან იტანჯებოდა.
-
4:09 - 4:10მას სიბნელის შიში ჰქონდა,
-
4:11 - 4:12ჰქონდა სინათლის შიში,
-
4:12 - 4:13ობობების და გველების შიში...
-
4:13 - 4:15რომელიმე თქვენგანს ეშინია
ობობების და გველების? -
4:15 - 4:17კი, რამდენიმეს...
-
4:17 - 4:19მას ჰქონდა წყლის და ზვიგენების შიში...
-
4:19 - 4:22ექიმების, ექთნების და დენტისტების შიში
-
4:22 - 4:25და ნემსების და ბურღის და ბასრი საგნების.
-
4:25 - 4:27მაგრამ ყველაზე მეტად
მას ეშინოდა -
4:27 - 4:28ხალხის.
-
4:29 - 4:32ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
უსუსური ბავშვი -
4:32 - 4:33მე ვიყავი.
-
4:33 - 4:36მე მქონდა წარუმატებლობის
და უარყოფის შიში, -
4:37 - 4:40დაბალი თვითშეფასება,
არასრულფასოვნების კომპექსი -
4:40 - 4:43და რაღაც, რაც იმ დროს არც იცოდი,
რომ შეიძლება გქონოდა: -
4:43 - 4:45სოციალური შფოთვითი აშლილობა.
-
4:45 - 4:49რადგან შიშები მქონდა, მჩაგვრელები
მაღიზიანებდნენ და მცემდნენ ხოლმე. -
4:49 - 4:52დამცინოდნენ და მლანძღავდნენ,
არასდროს მათამაშებდნენ -
4:52 - 4:54ჯგუფურ თამაშებს.
-
4:55 - 4:58აა, იყო ერთი თამაში
რომელსაც მათამაშებდნენ... -
4:58 - 4:59დოჯბოლი...
-
4:59 - 5:02და მე არ ვიყავი კარგი
ბურთისთვის თავის არიდებაში. -
5:02 - 5:04მჩაგვრელები ჩემს სახელს
დაიძახებდნენ ხოლმე -
5:04 - 5:06და როცა ავხედავდი
დავინახავდი წითელ ბურთს, -
5:06 - 5:08რომელიც ჩემი სახისკენ
საოცარი სისწრაფით მოქროდა -
5:08 - 5:10ბამ, ბამ, ბამ!
-
5:11 - 5:13და მახსოვს დიდი ხანი
სკოლიდან სახლში მომავალს -
5:13 - 5:18სახე მქონდა წითელი და მწველი.
ყურები მქონდა წითელი და რეკდა. -
5:18 - 5:21თვალები ტირილისგან მეწვოდა
-
5:21 - 5:24და მათი სიტყვები ყურებს მწვავდა.
-
5:24 - 5:25და ვინც თქვა რომ:
-
5:25 - 5:29"ჯოხმა და ქვამ შეიძლება ძვლები მომტეხოს,
მაგრამ სიტყვები არასდროს დამაზიანებს..." -
5:29 - 5:30ტყუილია.
-
5:30 - 5:32სიტყვა დანასავით ჭრის.
-
5:32 - 5:34სიტყვა ხმალივით ხვრეტს.
-
5:34 - 5:36სიტყვა იმდენად ღრმა ჭრილობას ტოვებს,
-
5:36 - 5:38რომ დანახვა შეუძლებელია.
-
5:38 - 5:41მაშ, მე მქონდა შიშები
და სიტყვა ჩემი ყველაზე უარესი მტერი იყო. -
5:41 - 5:42დღესაც არის.
-
5:43 - 5:45მაგრამ მე ასევე მქონდა ოცნებები.
-
5:45 - 5:48მივიდოდი სახლში
და სუპერმენზე კომიქსებში გადავეშვებოდი. -
5:48 - 5:50ვკითხულობდი სუპერმენზე კომიქსებს
-
5:50 - 5:53და ვოცნებობდი, მინდოდა
სუპერმენივით სუპერგმირი ვყოფილიყავი. -
5:53 - 5:56მინდოდა სიმართლისთვის
და სამართლიანობისთვის მებრძოლა. -
5:56 - 5:57მინდოდა მებრძოლა არამზადების
-
5:57 - 6:00და კრიპტონიტის წინააღმდეგ
(სუპერმენისთვის საზიანო სუბსტანცია) -
6:00 - 6:04მინდოდა მსოფლიო შემომეფრინა გმირობები
ჩამედინა და სიცოცხლეები გადამერჩინა -
6:04 - 6:06ასევე რეალური რამეებიც მიტაცებდა.
-
6:06 - 6:10გინესს და "Ripley's Believe It or Not"
(წიგნი უჩვეულო მიღწევებზე) ვკითხულობდი. -
6:10 - 6:13წაგიკითხავთ ვინმეს
გინესის ან "Ripley's" წიგნები? -
6:13 - 6:14მიყვარს ეს წიგნები!
-
6:14 - 6:16იქ ვნახე ნამდვილი ადამიანების
ნამდვილ მიღწევები -
6:16 - 6:18და ვთქვი: ამის გაკეთება მინდა.
-
6:18 - 6:19თუ მჩაგვრელები
-
6:19 - 6:21არცერთ მათ სპორტულ თამაშში
არ მათამაშებენ, -
6:21 - 6:23ნამდვილი საოცრების,
ნამდვილი გმირობის ჩადენა მინდა. -
6:23 - 6:27მინდა რამე ძალიან უჩვეულოს გაკეთება,
რასაც ის მჩაგვრელები ვერ აკეთებენ. -
6:27 - 6:29ჩემი მიზნის და მოწოდების პოვნა მინდა.
-
6:29 - 6:31მინდა ვიცოდე,
რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. -
6:31 - 6:33მინდა რაღაც გავაკეთო და შევცვალო მსოფლიო.
-
6:33 - 6:37მინდა დავამტკიცო,
რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი. -
6:38 - 6:4010 წლით წინ გადავხტეთ...
-
6:40 - 6:43ჩემი 21-ე დამადების დღის წინა კვირა იყო,
-
6:43 - 6:47ამ ერთ დღეს ორი რაღაც მოხდა,
რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. -
6:47 - 6:49ტამილ ნადუში,
სამხრეთ ინდოეთში ვცხოვრობდი -
6:50 - 6:51იქ მისიონერად ვიყავი
-
6:51 - 6:53და ჩემმა დამრიგებელმა და მეგობარმა მკითხა:
-
6:53 - 6:55"გაქვს 'თრომები', დანიელ?"
-
6:55 - 6:57მე ვუთხარი: "თრომები?
რა არის თრომები?" -
6:57 - 7:00მან თქვა:
"თრომები ცხოვრების მთავარი მიზნებია. -
7:00 - 7:05ეს ოცნებების და მიზნების კომბინაციაა.
-
7:05 - 7:07რომ შეგეძლოს აკეთო რაც გინდა,
წახვიდე სადაც გინდა -
7:07 - 7:08და იყო ვინც გინდა.
-
7:08 - 7:10სად წახვიდოდი?
რას გააკეთებდი? -
7:10 - 7:11ვინ იქნებოდი?"
-
7:11 - 7:14მე ვთქვი: "არ შემიძლია!
ზემდეტად მეშინია! ბევრი შიში მაქვს!" -
7:14 - 7:18იმ ღამეს ჩემი ჩალის მატრასი
სახლის სახურავზე ავიტანე -
7:18 - 7:19ვარსკვლავებს ქვემოთ დავუწექი,
-
7:19 - 7:22ღამურების
კოღოებზე ნადირობას ვუყურებდი -
7:22 - 7:26და მხოლოდ თრომებზე,
ოცნებებზე და მიზნებზე ფიქრი შემეძლო -
7:26 - 7:28და მჩაგვრელებზე დოჯბოლებით.
-
7:29 - 7:31რამდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა.
-
7:31 - 7:34გული სწრაფად მიცემდა,
მუხლები მიკანკალებდა. -
7:34 - 7:36ამჯერად ეს შიში არ იყო.
-
7:36 - 7:38მთელი ჩემი სხეული იკრუნჩხებოდა
-
7:38 - 7:40და შემდეგი 5 დღე
-
7:40 - 7:44ხან გონზე და ხან უგონოდ,
მომაკვდავი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი. -
7:44 - 7:48ტვინი მიხრუდა
40 გრადუსიანი მალარიის ცხლებით. -
7:48 - 7:52და როცა გონზე ვიყავი,
მხოლოდ თრომებზე ფიქრი შემეძლო. -
7:52 - 7:54ვფიქრობდი: "რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან"
-
7:54 - 7:56ბოლოს, ჩემი
21-ე დაბადების დღის წინა ღამეს, -
7:56 - 7:58გონების სიცხადის მომენტში
-
7:58 - 8:00მივხვდი:
-
8:00 - 8:02მივხვდი, რომ ეს პატარა კოღო,
-
8:03 - 8:05ანოფელეს სტეფენსი,
-
8:05 - 8:07ეს პატარა კოღო,
-
8:07 - 8:08რომელიც 5 მიკროგრამზე ნაკლებს იწონის,
-
8:08 - 8:10მარილის მარცვალზე ნაკლებს,
-
8:10 - 8:13თუ ამ კოღოს შეეძლო
80 კილოიანი კაცის გათიშვა, -
8:13 - 8:15მივხვდი ეს ჩემი კრიპტონიტი იყო.
-
8:15 - 8:17შემდეგ მივხვდი,
არა, არა, ეს კოღო არაა, -
8:17 - 8:19ეს პატარა პარაზიტია კოღოში,
-
8:19 - 8:23პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, რომელიც
მილიონზე მეტ ადამიანს კლავს წელიწადში. -
8:24 - 8:26შემდეგ მივხვდი,
არა, არა, ეს იმაზე კიდევ უფრო პატარაა, -
8:26 - 8:29მაგრამ მე ის იმხელად მეჩვენებოდა.
-
8:29 - 8:30მე მივხვდი,
-
8:30 - 8:31შიში იყო ჩემი კრიპტონიტი,
-
8:31 - 8:32ჩემი პარაზიტი,
-
8:32 - 8:35რომელმაც დაასხიჩრა
და დააპარალიზა მთელი ჩემი ცხოვრება. -
8:35 - 8:38იცით,
საფრთხესა და შიშს შორის განსხვავებაა. -
8:38 - 8:40საფრთხე რეალურია,
-
8:40 - 8:42შიში კი - არჩევანი.
-
8:42 - 8:44და მე მივხვდი, რომ არჩევანი მქონდა:
-
8:44 - 8:48შემეძლო შიშში მეცხოვრა
და ხელმოცარული მოვმკვდარიყავი იმ ღამეს, -
8:49 - 8:52ან ჩემი შიშები მომეკლა
-
8:52 - 8:56და ოცნებებს შევწვდენოდი,
შემეძლო ცხოვრება გამებედა. -
8:57 - 9:00იცით, არის რაღაც
მომაკვდავად ყოფნაში -
9:00 - 9:04და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვისას
განსაკუთრებით გინდა იცხოვრო. -
9:04 - 9:07მე მივხვდი, რომ ყველა კვდება,
მაგრამ სინამდვილეში ყველა არ ცხოვრობს. -
9:08 - 9:10სიკვდილის დროს ვცხოვრობთ.
-
9:10 - 9:12იცით, როცა სიკვდილს ისწავლით,
-
9:12 - 9:13სინამდვილეში ცხოვრებას სწავლობთ.
-
9:13 - 9:15ამიტომ გადავწყვიტე,
-
9:15 - 9:17ჩემი ისტორია იმ ღამეს შემეცვალა.
-
9:17 - 9:18სიკვდილი არ მინდოდა,
-
9:18 - 9:20პატარა ლოცვა წარმოვთქვი:
-
9:20 - 9:22"ღმერთო,
თუ 21-ე დაბადების დღემდე მაცოცხლებ, -
9:22 - 9:25შიშს ჩემი ცხოვრების მართვის
საშუალებას აღარ მივცემ. -
9:25 - 9:27შიშების მოკვლას ვაპირებ.
-
9:27 - 9:30ვაპირებ ჩემს ოცნებებს შევწვდე.
-
9:30 - 9:31ჩემი დამოკიდებულებების შეცვლა მინდა.
-
9:31 - 9:34მინდა რაღაც საოცრება გავუკეთო
ჩემს ცხოვრებას. -
9:34 - 9:36მინდა ჩემი მიზანი და მოწოდება ვიპოვო.
-
9:36 - 9:39მინდა ვიცოდე,
რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი." -
9:39 - 9:43გადავრჩი თუ არა იმ ღამეს, არ გეტყვით.
ამას გამოსაცნობად დაგიტოვებთ. -
9:43 - 9:44(სიცილი)
-
9:44 - 9:47მაგრამ იმ ღამეს მე შევადგინე
ჩემი თრომების პირველი 10-ეული: -
9:47 - 9:50გადავწყვიტე, რომ მინდოდა
7 ძირითადი კონტინენტი მომენახულებინა; -
9:50 - 9:52მსოფლიოს 7 საოცრება მენახა;
-
9:52 - 9:53მესწავლა ბევრი ენა;
-
9:53 - 9:55მეცხოვრა უკაცრიელ კუნძილზე;
-
9:55 - 9:56მეცხოვრა გემზე ოკეანეში;
-
9:56 - 9:59მეცხოვრა ინდიელების ტომთან
ამაზონის ჯუნგლებში; -
9:59 - 10:01ავსულიყავი შვედეთის უმაღლეს მთაზე;
-
10:01 - 10:03მინდოდა მენახა ევერესტი მზის ამოსვლისას;
-
10:03 - 10:05მემუშავა მუსიკალურ ბიზნესში ნეშვილში;
-
10:05 - 10:07მემუშავა ცირკში
-
10:07 - 10:09და მინდოდა
გადმოვმხტარიყავი თვითმფრინავიდან; -
10:09 - 10:12შემდეგი 20 წლის მანძილზე,
ამ თრომების უმეტესობა შევასრულე. -
10:12 - 10:15ყოველ ჯერზე,
როცა სიიდან შესრულებულ თრომს ვშლიდი, -
10:15 - 10:18ახალ ხუთს, ან ათს ვამატებდი
და ჩემი სია იზრდებოდა. -
10:19 - 10:23შემდეგი 7 წლის მანძილზე,
ბაჰამის პატარა კუნძულზე ვიცხოვრე -
10:23 - 10:25დაახლოებით 7 წელი
-
10:25 - 10:27ჩალის ქოხში,
-
10:29 - 10:34საჭმელად ზვიგენებზე და თევზებზე
შუბით ვნადირობდი, მარტოდმარტო კუნძულზე, -
10:34 - 10:36წელზე ნაჭრით.
-
10:37 - 10:39ზვიგენებთან ერთად ცურვა ვისწავლე.
-
10:39 - 10:41იქიდან მექსიკაში წავედი
-
10:41 - 10:45და შემდეგ ამაზონის მდინარის აუზში,
ეკვადორში, -
10:45 - 10:48პუჯო პონგოში, ეკვადორში,
იქ ტომთან ერთად ვცხოვრობდი -
10:48 - 10:52და ნელ-ნელა თრომების საშუალებით
თავდაჯერებულობა მემატებოდა. -
10:52 - 10:55წავედი მუსიკალურ ბიზნესში, ნეშვილში
და შემდეგ შვედეთში, -
10:55 - 10:58სტოქჰოლმში.
იქ მუსიკალურ ბიზნესში მუშაობდი, -
10:58 - 11:02სადაც მთა კებნეკაისეაზე ავედი
პოლარული წრეზე მაღლა. -
11:03 - 11:05ვისწავლე ჯამბაზობა,
-
11:05 - 11:06ჟონგლიორობა
-
11:06 - 11:07და ოჩოფეხებით სიარული,
-
11:07 - 11:10ერთბორბლიანზე სიარული,
ცეცხლის ჭამა, შუშის ჭამა. -
11:10 - 11:141997-ში გავიგე, რომ ათზე ნაკლები
ხმლის მყლაპავი იყო დარჩენილი -
11:14 - 11:15და ვთქვი: "ეს უნდა გავაკეთო!"
-
11:15 - 11:18შევხვდი ხმლის მყლაპავს
და რჩევები ვკითხე. -
11:18 - 11:20მან თქვა: "კი, ორ რჩევას მოგცემ:
-
11:20 - 11:22პირველი: ძალიან სახიფათოა,
-
11:22 - 11:24ამის კეთებისას ხალხი მომკვდარა.
-
11:24 - 11:25მეორე:
-
11:25 - 11:26არ სცადო!"
-
11:26 - 11:28(სიცილი)
-
11:28 - 11:30და მე ის ჩემი თრომების სიას მივამატე.
-
11:30 - 11:33მე ვვარჯიშობდი 10 - 12-ჯერ დღეში
ყოველდღე, -
11:34 - 11:354 წლის მანძილზე.
-
11:35 - 11:37გამოვთვალე...
-
11:37 - 11:404 x 365 [x 12]
-
11:40 - 11:43დაახლოებით 13 000
წარუმატებელი ცდა დამჭირდა, -
11:43 - 11:45სანამ პირველი ხმალი ჩავუშვი ყელში 2001-ში.
-
11:46 - 11:48ამ დროს დავისახე თრომი,
-
11:48 - 11:51რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი გავხდებოდი
ხმლის ყლაპვაში. -
11:51 - 11:54მოვძებნე ყველა წიგნი, ჟურნალი,
გაზეთი და სტატია. -
11:54 - 11:58ყველა სამედიცინო ანგარიში.
შევისწავლე ფსიქოლოგია, ანატომია, -
11:58 - 12:00ვესაუბრე ექიმებს და ექთნებს,
-
12:00 - 12:02დავაკავშირე ყველა ხმლის მყლაპავი,
-
12:02 - 12:04ხმლის მყლაპავთა საერთაშორისო ასოციაციაში
-
12:04 - 12:07და 2 წელში დავამუშავე
სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომი -
12:07 - 12:09თემაზე:
"ხმლის ყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები" -
12:09 - 12:11რომელიც "British Medical Journal"-ში
გამოქვეყნდა. -
12:11 - 12:12(სიცილი)
-
12:12 - 12:13მადლობა.
-
12:13 - 12:18(აპლოდისმენტები)
-
12:18 - 12:22არაჩვეულებრივი რაღაცეები გავიგე
ხმლის ყლაპვაზე, -
12:22 - 12:25რაზეც დარწმუნებული ვარ არასდროს გიფიქრიათ,
მაგრამ დღეის შემდეგ იფიქრებთ. -
12:25 - 12:29შემდეგზე, როცა სახლში მიხვალთ
და ხორცს გაჭრით დანით, -
12:29 - 12:32ან ხმლითმ ან "bestek"-ით
ეს გაგახსენდებათ... -
12:34 - 12:37გავიგე რომ ხმლის ყლაპვა ინდოეთში დაიწყო..
-
12:37 - 12:40სწორედ იქ სადაც ის
20 წლისამ პირველად ვნახე... -
12:40 - 12:42დაახლოებით 4000 წლის წინ,
დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს. -
12:42 - 12:46ბოლო 150 წლის მანძილზე
ხმლის მყლაპავებს იხმარენ -
12:46 - 12:47მედიცინის და მეცნიერების სფეროში,
-
12:47 - 12:51მკვრივი ენდოსკოპის შექმნისთვის
-
12:51 - 12:541868 წელს ადოლფ კუსმაულის მიერ,
ფრაიბურგში, გერმანიაში; -
12:54 - 12:571906 წელს ელექტროკარდგიორამისთვის, უელსში,
-
12:57 - 13:00ყლაპვის მოშლილობების და მონელების
შესასწავლად -
13:00 - 13:02ბრონქოსკოპებისთვის,
ამ ტიპის რაღაცაში. -
13:02 - 13:04მაგრამ ბოლო 150 წლის მანძილზე
-
13:04 - 13:08ცნობილია ასობით ტრავმა
და ათობით სიკვდილი... -
13:08 - 13:15აი, მკვრივი ენდოსკოპი,
რომელიც ადოლფ კუსმაულმა შექმნა, -
13:15 - 13:19მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ,
რომ ბოლო 150 წლის მანძილზე 29 მოკვდა -
13:19 - 13:23ლონდონში, ამ ხმლის მყლაპავის ჩათვლით,
რომელსმაც საკუთარი გული ხმლით გახვრიტა. -
13:23 - 13:25ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ 3-დან 8-მდე
-
13:25 - 13:28სერიოზული ხმლის ტრავმა
ფიქსირდება ყოველ წელს. -
13:28 - 13:30მე ეს ვიცი, რადგან მირეკავენ.
-
13:30 - 13:31ახლახანს ორმა დამირეკა,
-
13:31 - 13:34ერთმა შვედეთიდან და მეორემ ორლანდოდან
მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, -
13:34 - 13:37ხმლის მყლაპავებმა, რომლებიც
საავადმყოფოებში არიან ტრავმირებულები. -
13:37 - 13:39ასე რომ, ეს ძალიან სახიფათოა.
-
13:39 - 13:42ასევე გავიგე, რომ ბევრს
-
13:42 - 13:442-დან 10 წლამდე საჭირდება იმისთვის,
-
13:44 - 13:46რომ ხმლის ყლაპვა ისწავლოს.
-
13:46 - 13:48მაგრამ ყველაზე საოცარი აღმოჩენა ის იყო,
-
13:48 - 13:51თუ როგორ სწავლობენ ხმლის მყლაპავები,
რომ შეძლონ შეუძლებელი -
13:51 - 13:53და ვაპირებ ერთი საიდუმლო გითხრათ:
-
13:54 - 13:58ნუ კონცენტრირდებით იმ 99.9%-ზე,
რომელიც შეუძლებელია. -
13:58 - 14:02კონცენტრირდით 0.1%-ზე რომელიც შესაძლებელია
და გაარკვიეთ როგორაა შესაძლებელი. -
14:03 - 14:06ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ,
ხმლის მყლაპავის გონებაში წაგიყვანოთ. -
14:06 - 14:09იმისთვის რომ ხმალი გადაყლაპოთ,
საჭიროა მედიტაცია, -
14:09 - 14:13სამართებელივით მახვილი კონცენტრაცია,
ქინძისთავის სიზუსტე იმისთვის, -
14:13 - 14:17რომ შინაგანი ორგანოების იზოლაცია მოახდინოთ
და სხეულის ინსტიქტური რეფლექსები დაძლიოთ -
14:17 - 14:20გაძლიერებული ტვინის სინაფსებით
განმეორებითი მოტორული მეხსიერებით -
14:20 - 14:2410 000-ზე მეტჯერ
მიზანმიმართული ვარჯიშით. -
14:24 - 14:28ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ
ხმლის მყლაპავის სხეულში წაგიყვანოთ. -
14:28 - 14:30იმისთვის რომ ხმალი გადავყლაპო,
-
14:30 - 14:32იგი ჩემ ენაზე უნდა გავაცურო,
-
14:32 - 14:35საყლაპავის კისრის ნაწილში
პირღებინების რეფლექსი შევიკავო, -
14:35 - 14:38ჩავაბრუნო 90 გრადუსით
ხორხსარქველში, -
14:38 - 14:41გავიარო ბეჭდხახა,
საყლაპავის ზედა სპინქტერი, -
14:41 - 14:43შევიკავო პერისტალტიკის რეფლექსი,
-
14:43 - 14:44ჩავაცურო ხმალი გულმკერდის ღრუში
-
14:44 - 14:46ფილტვებს შორის,
-
14:46 - 14:48ამ დროს,
-
14:48 - 14:50გული გევრდით უნდა მივწიო.
-
14:50 - 14:52თუ კარგად დააკვირდებით,
-
14:52 - 14:54დაინახავთ რომ გული
ხმალთან ერთად ფეთქავს, -
14:54 - 14:55რადგან ის გულზეა მიბჯენილი,
-
14:55 - 14:59რომლისგან სანტიმეტრის მესამედი სისქის
საყლაპავი მილის ქსოვილი აცალკევებს. -
14:59 - 15:00ამის გაყალბება შეუძლებელია.
-
15:00 - 15:02შემდეგ ხმალმა მკერდის ძვალი უნდა გაიაროს,
-
15:02 - 15:05საყლაპავის ქვედა სპინქტერს გაცდეს კუჭამდე,
-
15:05 - 15:09კუჭში ღებინების რეფლექსი უნდა შევიკავო
და ბოლოს თორმეტგოჯა ნაწლავამდე. -
15:09 - 15:10უადვილესია.
-
15:10 - 15:11(სიცილი)
-
15:11 - 15:13ამის იქით რომ წავსულიყავი,
-
15:13 - 15:18ბოლომდე ფალოპის მილებამდე.
-
15:18 - 15:21ბიჭებო, ამაზე შეგიძლიათ
თქვენს ცოლებს ჰკითხოთ მოგვიანებით... -
15:22 - 15:24ხალხი მეკითხება:
-
15:24 - 15:27"დიდი სიმამაცე სჭირდება
სიცოცხლის გარისკვას, -
15:27 - 15:29გულის მიწევას და ხმლის გადაყლაპვას..."
-
15:29 - 15:31არა, რაც ნამდვილად მოითხოვს სიმამაცეს
-
15:31 - 15:33არის შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,
უსუსური ბავშვისთვის -
15:33 - 15:36წარუმატებლობის და უარყოფის გარისკვა,
-
15:36 - 15:37გულის გადაშლა
-
15:37 - 15:38და სიამაყის გადაყლაპვა
-
15:38 - 15:41და აქ,
სრულიად უცხო ადამიანების წინაშე გამოსვლა -
15:41 - 15:44და მისი ამბის მოყოლა,
საკუთარ შიშებზე და ოცნებებზე, -
15:44 - 15:48პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით
შიგნეულობის გამოფენის გარისკვა, -
15:48 - 15:49იცით... მადლობა.
-
15:49 - 15:54(აპლოდისმენტები)
-
15:54 - 15:56იცით, მართლაც საოცარი რამაა,
-
15:56 - 15:59რომ ყოველთვის მინდოდა რაღაც
არაჩვეულებრივის გაკეთება ჩემ ცხოვრებაში -
15:59 - 16:00და ახლა ვაკეთებ.
-
16:00 - 16:03მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი რამ
ის კი არაა, -
16:03 - 16:06რომ 21 ხმლის გადაყლაპვა
შემიძლია ერთდროულად, -
16:08 - 16:10ან 6 მეტრზე წყლის ქვეშ ავზში
88 ზვიგენით და თევზით -
16:10 - 16:12"Ripley's Believe It or Not"-თვის
-
16:14 - 16:18ან 815°-მდე ცხელის"Stan Lee's Superhumans"
-თვის (არაჩვეულებრივი უნარების შოუ) -
16:18 - 16:19როგორც "ფოლადის კაცს: სუპერმენს!"
-
16:20 - 16:22და ეს ოხერი მართლაც ცხელი იყო!
-
16:22 - 16:25ან მანქანის ხმლით გათრევა "Ripley's"-თვის
-
16:25 - 16:26ან გინესისთვის,
-
16:26 - 16:29ან ამერიკული ნიჭიერის ფინალში გასვლა,
-
16:29 - 16:32ან 2007 წლის
იგნობელის პრიზის მიღება მედიცინაში. -
16:32 - 16:34არა, ეს არ არის ნამდვილი საოცრება.
-
16:34 - 16:36ხალხი ასე ფიქრობს.
არა, არა, არა. ეს არაა. -
16:36 - 16:38ნამდვილი საოცრება ისაა,
-
16:38 - 16:41რომ ღმერთმა ამ შეშინებულ, მორცხვ,
გამხდარ, უსუსურ ბავშვს -
16:41 - 16:42ვისაც სიმაღლის ეშინოდა,
-
16:42 - 16:44წყლის და ზვიგენების,
-
16:44 - 16:46ექიმების და ექთნების,
ნემსების და ბასრი საგნების -
16:46 - 16:48და ადამიანებთან საუბრის ეშინოდა,
-
16:48 - 16:50შემაძლებინა, რომ ახლა მე მსოფლიოს გარშემო
-
16:50 - 16:519 000 მ. სიმაღლეზე დავფრინავ
-
16:51 - 16:54ვყლაპავ ბასრ საგნებს
წყალქვეშ ზვიგენიან ავზებში -
16:54 - 16:57და მსოფლიოს გარშემო ვესაუბრები ექიმებს
და ექთნებს და თქვენნაირ პუბლიკას. -
16:57 - 16:59ეს არის ნამდვილად საოცარი რამ ჩემთვის.
-
16:59 - 17:02მე ყოველთვის მინდოდა
შეუძლებელი შემძლებოდა... -
17:02 - 17:02მადლობა.
-
17:02 - 17:04(აპლოდისმენტები)
-
17:04 - 17:05მადლობა.
-
17:06 - 17:09(აპლოდისმენტები)
-
17:10 - 17:13ყოველთვის მინდოდა შეუძლებელი შემძლებოდა
და ახლა შემიძლია. -
17:13 - 17:16მინდოდა რაღაც მექნა ჩემი ცხოვრებისთვის
და მსოფლიო შემეცვალა -
17:16 - 17:17და ახლა ვაკეთებ ამას.
-
17:17 - 17:20სულ მინდოდა მსოფლიოს გარშემო მეფრინა
სუპერადამიანური გმირობებისთვის -
17:20 - 17:22და ადამიანები გადამერჩინა და ახლა ვაკეთებ.
-
17:22 - 17:23და იცით რა?
-
17:23 - 17:26ჯერ კიდევ არსებობს პატარა ბიჭის
დიდი ოცნების რაღაც ნაწილი -
17:26 - 17:27ღრმად გულში.
-
17:30 - 17:36(სიცილი) (აპლოდისმენტები)
-
17:37 - 17:40და იცით, ყოველთვის მინდოდა მეპოვა
ჩემი მიზანი და მოწოდება -
17:40 - 17:42და ახლა ვიპოვე ის.
-
17:42 - 17:43მაგრამ იცით რა?
-
17:43 - 17:46ეს არაა ხმლებზე, ის არაა რაზეც ფიქრობთ
ჩემ ძლიერ მხარეებზე. -
17:46 - 17:49ის ჩემს სისუსტეს შეეხება, ჩემს სიტყვებს.
-
17:49 - 17:51ჩემი მიზანი და მოწოდება
მსოფლიოს შეცვლაა -
17:51 - 17:52შიშის გაპობით,
-
17:52 - 17:55თითო ხმლით, თითო სიტყვით,
-
17:55 - 17:57თითო დანით, თითო ცხოვრებით,
-
17:58 - 18:00შთავაგონო ადამიანებს იყვნენ სუპერგმირები
-
18:00 - 18:02და შეძლონ შეუძლებელი მათ ცხოვრებაში.
-
18:02 - 18:05ჩემი მიზანია დავეხმარო სხვებს
იპოვონ საკუთარი. -
18:05 - 18:06რა არის თქვენი?
-
18:06 - 18:07რა არის თქვენი მიზანი?
-
18:07 - 18:09რისთვის ხართ მოვლენილები?
-
18:09 - 18:12მე ვფიქრობ
ყველანი სუპერგმირობისთვის ვართ აქ. -
18:12 - 18:14რა არის თქვენი განსკუთრებულობა?
-
18:15 - 18:18მსოფლიო მოსახლეობის
7 მილიარდი ადამიანიდან, -
18:18 - 18:20რამდენიმე ათეულზე ნაკლები ხმლის მყლაპავია
-
18:20 - 18:22დარჩენილი მსოფლიოში დღესდღეობით.
-
18:22 - 18:24მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთი თქვენ ხართ.
-
18:24 - 18:25თქვენ უნიკალური ხართ.
-
18:25 - 18:26რა არის თქვენი ამბავი?
-
18:26 - 18:28რა განგასხვავებთ სხვისგან?
-
18:28 - 18:29მოყევით თქვენი ამბავი.
-
18:29 - 18:31მაშინაც თუ თქვენი ხმა წვრილი და მერყევია.
-
18:31 - 18:33რა არის თქვენი თრომები?
-
18:33 - 18:36ნებისმიერი რამის გაკეთება რომ შეგეძლოთ,
იყოთ ვინც გინდათ, წახვიდეთ სადაც გინდათ -
18:36 - 18:38რას გააკეთებდით?
სად წახვიდოდით? -
18:38 - 18:39რას გააკეთებდით?
-
18:39 - 18:40რა გინდათ უქნათ თქვენს ცხოვრებას?
-
18:40 - 18:42რა არის თქვენი დიდი ოცნებები?
-
18:42 - 18:44რა იყო თქვენი დიდი ოცნებები პატარაობაში?
გაიხსენეთ. -
18:44 - 18:46დარწმუნებული ვარ ეს არ იყო, არა?
-
18:46 - 18:48რა იყო თქვენი ყველაზე გიჟური ოცნებები,
-
18:48 - 18:50რომელიც ძალიან უცნაური
და გაუგებარი გეგონათ? -
18:50 - 18:54დარმწუნებული ვარ ეს თქვენს ოცნებებს
ისე უცნაურად აღარ აჩენს, არა? -
18:55 - 18:57რა არის თქვენი ხმალი?
-
18:57 - 18:59ყოველ თქვენგანს აქვს ხმალი.
-
18:59 - 19:01ორლესული შიშების და ოცნებების ხმალი.
-
19:01 - 19:04გადაყლაპეთ თქვენი ხმალი
რაც არ უნდა იყოს ის. -
19:04 - 19:06გაყევით თქვენს ოცნებებს,
ბატონებო და ქალბატონებო, -
19:06 - 19:09არასდროსაა გვიანი,
იყოთ ის რაც გინდოდათ რომ ყოფილიყავით. -
19:10 - 19:13იმ დოჯბოლებიან მჩაგვრელებს რაც შეეხება,
იმ ბავშვებს ვისაც ეგონათ, -
19:13 - 19:15რომ მე ვერასდროს შევძლებდი შეუძლებელს,
-
19:15 - 19:18მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუთხრა:
-
19:18 - 19:19მადლობა.
-
19:19 - 19:22რადგან ის არამზადები რომ არა,
სუპერგმირები არ გვეყოლებოდა. -
19:23 - 19:27აქ იმისთვის ვარ რომ დაგიმტკიცოთ,
შეუძლებელი არაა შეუძლებელი. -
19:28 - 19:32ეს ძალიან სახიფათოა.
ამან შეიძლება მომკლას. -
19:32 - 19:34იმედი მაქვს ისიამოვნებთ.
-
19:34 - 19:35(სიცილი)
-
19:36 - 19:39თქვენი დახმარება დამჭირდება ამაში.
-
19:47 - 19:48აუდიტორია: ორი, სამი.
-
19:48 - 19:52დენ მეიერი: არა, არა, არა. თქვენი
დახმარება თვლისას მჭირდება. ყველასი კარგი? -
19:52 - 19:53(სიცილი)
-
19:53 - 19:56სიტყვები თუ იცით? კარგი?
დაითვალეთ ჩემთან ერთად. მზად ხართ? -
19:56 - 19:57ერთი.
-
19:57 - 19:58ორი.
-
19:58 - 19:59სამი.
-
19:59 - 20:01არა, ეს ორია, მაგრამ თქვენ მიხვდით.
-
20:07 - 20:08აუდიტორია: ერთი.
-
20:08 - 20:09ორი.
-
20:09 - 20:10სამი.
-
20:11 - 20:13(სუნთქვა)
-
20:14 - 20:16(აპლოდისმენტები)
-
20:16 - 20:17დ.მ.: აჰა!
-
20:17 - 20:23(აპლოდისმენტები)(ოვაციები)
-
20:23 - 20:25დიდი მადლობა.
-
20:25 - 20:29მადლობა, მადლობა, მადლობა.
მადლობა ჩემი გულის ფსკერიდან. -
20:29 - 20:31პრინციპში მადლობა ჩემი კუჭის ფსკერიდან.
-
20:32 - 20:35გითხარით რომ აქ შეუძლებელის შეძლებისთვის
მოვედი და ახლა ეს გავაკეთე. -
20:35 - 20:38მაგრამ ეს არ იყო შეუძლებელი.
ამას ყოველდღე ვაკეთებ. -
20:38 - 20:42შეუძლებელი იყო იმ შეშინებული, მორცხვი,
გამხდარი, უსუსური ბავშვისთვის -
20:42 - 20:45საკუთარი შიშებისთვის თვალში ჩახედვა
TEDx სცენაზე გამსოვლა. -
20:45 - 20:47და მსოფლიოს შეცვლა, თითო სიტყვით,
-
20:47 - 20:49თითო ხმლით, თითო ცხოვრებით.
-
20:49 - 20:52თუ ახლებურად დაგაფიქრეთ,
თუ დაგაჯერეთ, -
20:52 - 20:54რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი,
-
20:54 - 20:58თუ დაგარწმუნეთ, რომ შეგიძლიათ
შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში, -
20:58 - 21:01მაშინ ჩემი საქმე შესრულებულია
და თქვენი კი ახლა იწყება. -
21:01 - 21:04არასდროს შეწყვიტოთ ოცნება.
არასდროს შეწყვიტოთ რწმენა. -
21:05 - 21:06მადლობა რომ დამიჯერეთ
-
21:06 - 21:08და მადლობა რომ იყავით ჩემი ოცნების ნაწილი.
-
21:08 - 21:10და აი ჩემი საჩუქარი თქვენ:
-
21:10 - 21:11შეუძლებელი არ არის...
-
21:11 - 21:13აუდიტორია: შეუძლებელი.
-
21:13 - 21:15გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი.
-
21:15 - 21:20(აპლოდისმენტები)
-
21:20 - 21:21მადლობა.
-
21:21 - 21:25(აპლოდისმენტები)
-
21:26 - 21:28(ოვაციები)
-
21:28 - 21:30წამყვანი: მადლობა, დენ მეიერ, ვაუ!
- Title:
- Doing the Impossible, Swallowing the Sword, Cutting through Fear | Dan Meyer at TEDxMaastricht
- Description:
-
Ever want to be a superhero and do the impossible? Dan Meyer believes no matter how extreme our fears or how wild our dreams, we each have the potential to be superheroes, do the impossible, and change the world! Winner of the 2007 Ig Nobel Prize in Medicine at Harvard, director of a humanitarian aid agency working with orphans in Kazakhstan, and 39x world record holder and leading expert in one of the world's oldest and most dangerous arts - sword swallowing - Meyer is passionate about inspiring people to do the impossible and change the world. What most people don't know is that he grew up with social anxiety disorder and extreme fears, teased and bullied by the bullies.
In his first TED talk, Meyer describes his journey from extreme fears to extreme feats, outcast to outlier, coward to courageous, wimp to world record holder, loser to Ig Nobel Prize winner, and quitter to finalist on America's Got Talent. In his talk, Dan describes his quest to overcome the limitations of human nature, perform superhuman feats, and change the world. He reveals the secrets to the science of sword swallowing and the art of doing the impossible, and secrets for how YOU can do the impossible in YOUR life!
http://CuttingEdgeInnertainment.com Dan Meyer is a 39x World Champion Sword Swallower, multiple Ripley's Believe It or Not with 7 Guinness World Records, known as the world's leading expert in sword swallowing as president of the Sword Swallowers Association International and winner of the 2007 Ig Nobel Prize in Medicine at Harvard for sword swallowing medical research.
As a performer, Dan Meyer is best known as the "Most Dangerous Act" that wowed the judges on America's Got Talent to Las Vegas and Hollywood, for his dangerous feats and extreme daredevil stunts such as swallowing swords underwater in a tank of SHARKS for Ripley's Believe It or Not, for swallowing a sword heated to 1500 degrees RED HOT for Stan Lee's Superhumans, swallowing 29 swords at once, and for PULLING a 3700 lb CAR by swallowed sword for Ripley's Believe It or Not Baltimore.
As a global TEDx and motivational inspirational speaker, Dan speaks on overcoming obstacles and doing the impossible at TEDx, PINC, Ig Nobel, and Ignite talks at corporate, science, medical, college, Upward Unlimited, and youth events around the world with his most requested TEDx talk, "Doing the Impossible, Swallowing the Sword, Cutting through Fear": http://youtu.be/v7tqyim1qhw
avaleur de sabre, Schwertschlucker, degenslikker, degen slikker, swaardslikker, zwaardslikker svärdslukare, sverdsluker, sværdsluger, sabelsluger, sabel sluger, sverðgleypir, engolidor de espadas, jogador de espadas, tragasables, mangiatore di spade, mangiaspade, ingioatore di spade, miekannielijä, mőőganeelaja
- Video Language:
- English
- Duration:
- 21:39