-
ამ ვიდეოში ჩვენ
ვილაპარაკებთ მოთხოვნის კანონზე,
-
რომელიც არის მიკროეკონომიკის
ერთ-ერთი მთავარი საფუძველია
-
და საბედნიეროდ, საკმაოდ ინტუიციური იდეაა.
-
ის უბრალოდ გვეუბნება, რომ თუ
გავზრდით პროდუქტის ფასს,
-
შემცირდება პროდუქტის მოთხოვნის რაოდენობა.
-
მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება.
-
იგივე მოხდება საპირისპირო შემთხვევაშიც.
-
თუ შევამცირებთ პროდუქტის ფასს,
-
გაიზრდება ამ პროდუქტის
მოთხოვნის რაოდენობა.
-
მოთხოვნის კანონი ასევე ითვალისწინებს,
რასაც
-
მომავალ ვიდეობშიც ვნახავთ,
-
რომ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები.
-
უფრო გასაგები რომ იყოს,
-
რამე კონკრეტული პროდუქტის
მოთხოვნაზე ვიფიქროთ.
-
ერთი რამაა, რასაც ხაზი მინდა გავუსვა
-
და მინდა ყველაფერი გავაკეთო,
რომ ეს არ აგერიოთ.
-
როდესაც ვლაპარაკობთ "მოთხოვნაზე",
-
ფორმალური ეკონომიკური გაგებით,
-
ჩვენ არ ვსაუბრობთ რაოდენობაზე,
-
არამედ ვგულისხმობთ "სხვა თანაბარ პირობებში",
-
"ceteris paribus"
-
მთელ დამოკიდებულებას ფასსა და
მოთხოვნის რაოდენობას შორის
-
თუ გვინდა ვისაუბროთ რაოდენობაზე,
-
მაშინ უნდა გამოვიყენოთ ტერმინი,
მოთხოვნის რაოდენობა
-
ანუ "მოთხოვნა" vs "მოთხოვნის რაოდენობა",
-
ორი განსხვავებული ცნებაა.
-
თუ ჯერ მაინც ოდნავ გაურკვეველია თქვენთვის,
-
იმედია, ვიდეოს ბოლომდე
განსხვავება მოთხოვნასა
-
და მოთხოვნის რაოდენობას შორის
უფრო გასაგები გახდება,
-
შემდეგ კი
აუცილებლად გაიაზრებთ ამას.
-
ამ ვიდეოში აქცენტს გავაკეთებთ იმაზე,
-
თუ როგორ იცვლება მოთხოვნის რაოდენობა,
ფასის შესაბამისად.
-
შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებთ, როგორ იცვლება
მთელი დამოკიდებულება,
-
ანუ "მოთხოვნა", სხვადასხვა
ფაქტორების გავლენით.
-
უფრო გასაგები რომ იყოს,
-
ვთქვათ მინდა გამოვუშვა სამეცნიერო
ფანტასტიკის ჟანრის წიგნი,
-
კოსმოსური რაღაც ..არ ვიცი..
წიგნი, რომელიც უნდა დავწერო.
-
ვთქვათ სანამ ამ ელ-წიგნს გამოვუშვებთ,
-
ჩავატარეთ ბაზრის კვლევა
-
ან უბრალოდ ვიცით როგორია დამოკიდებულება
-
ფასსა და მოთხოვნას
შორის და პირიქით.
-
ამას გამოვსახავთ "მოთხოვნის ტაბულით",
-
რომელიც უბრალოდ არის დაფა,
სადაც გამოსახულია...
-
და როგორც ჩანს, უკვე
დავუშვი პირველი შეცდომა.
-
ვთქვი "დამოკიდებულება ფასსა
და მოთხოვნას შორის"
-
უნდა მეთქვა, როგორაა დამოკიდებულება ფასი
მოთხოვნის რაოდენობაზე
-
და პირიქით, მოთხოვნის რაოდენობა ფასზე.
-
ასე რომ, "მოთხოვნის ტაბულა" გვიჩვენებს
დამოკიდებულებას
-
ფასსა და მოთხოვნის რაოდენობას შორის.
-
სხვა თანაბარ პირობებში.
-
რამდენიმე შემთხვევა შეგვიძლია განვიხილოთ.
-
ეს სვეტი არის შემთხვევებისათვის.
-
ამ სვეტში იქნება ფასები,
-
აქ კი მოთხოვნის რაოდენობა.
-
ანუ პირველ შემთხვევაში...
-
მოდი ვუწოდოთ შემთხვევა "ა".
-
შემიძლია წიგნს დავადო ფასი $2.
-
და ამ ფასად ძალიან ბევრი
ადამიანი გადმოწერს.
-
ვთქვათ, მოვიზიდავ 60000 ადამიანს, რომლებიც
-
ამ ფასად ჩემს ელ-წიგნს იყიდიან.
-
შემთხვევა "ბ", შემიძლია ფასი
გავზარდო $2-ით.
-
ანუ ახლა იქნება $4 და ნაკლები
მსურველი იქნება.
-
ანუ, მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება
-
40000 ადამიანამდე.
-
შემთხვევა "გ"
-
თუ ფასს გავზრდით კიდევ $2-ით,
-
ახლა გვექნება $6,
-
ეს მოთხოვნის რაოდენობას
შეამცირებს 30000-მდე.
-
კიდევ ორი შემთხვევა მოვიყვანოთ.
-
შემთხვევა "დ", ფასი გაიზარდა ისევ $2-ით.
-
მივადექით $8-ს.
-
მოთხოვნის რაოდენობა შემცირდება 25000-მდე,
-
და მოდით კიდევ ერთი
შემთხვევა განვიხილოთ.
-
ჯერ რომელი ფერი არ გამომიყენებია...
-
მოდით, ყვითელი იყოს.
-
შემთხვევა "ე", ფასი გახდა $10.
-
მოთხოვნის რაოდენობა, ვთქვათ, იქნება 23000.
-
ეს მთელი დამოკიდებულება,
-
ეს ცხრილი გვაჩვენებს მოთხოვნის კანონს.
-
ტაბულაზე ჩანს, როგორაა ფასი
-
დამოკიდებული მოთხოვნის რაოდენობაზე
და პირიქით.
-
ამას ვეძახით "მოთხოვნის ტაბულას".
-
ახლა კი, ამ ტაბულაზე დაყრდნობით,
შეგვიძლია
-
ავაგოთ მოთხოვნის მრუდი.
-
ჩვენ უბრალოდ ავღებთ ამ წერტილებს
საკოორდინატო სიბრტყეზე
-
და მათი შეერთებით დავხაზავთ მრუდს,
-
რადგან ეს წეტილები არ არის
ერთადერთი შემთხვევები.
-
ყველაფერი მათ შორის ასევე შესაძლებელია.
-
შეგვიძლია წიგნს დავადოთ $2.01.
ან თუნდაც $4.50.
-
მრუდი ამას უფრო უკეთესად ასახავს, რადგან
-
უწყვეტი მრუდია და არა უბრალოდ 5 წერტილი.
-
მოდით, გავაკეთოთ ეს.
-
მრუდი დავხაზოთ.
-
აქ შემოდის ეკონომიკის ერთ-ერთი კონვენცია,
-
რომელიც მე მაინცდამაინც არ მომწონს,
-
რადგან ხალხი ხშირად
ლაპარაკობს ფასის ცვლილებაზე
-
და თუ როგორ იცვლება ამის მიხედვით
მოთხოვნის რაოდენობა.
-
ტრადიციულად, მათემატიკასა და მეცნიერებაში,
-
იმას, რასაც ვცვლით,
აბსცისათა ღერძზე ვათავსებთ.
-
ასე რომ, მე რომ ვქმნიდე
ეკონომიკის კონვენციებს,
-
ფასს აბსცისათა ღერძზე აღვნიშნავდი.
-
მაგრამ, მეთოდი რომელსაც
იყენებენ არის
-
ფასის ორდინატთა ღერძზე გამოსახვა.
-
ასე შეხვდებით მოთხოვნის მრუდს
ტრადიციულ საკლასო გარემოში.
-
ამიტომ, მეც იგივეს ვიზამ.
-
ანუ, მოდი ავიღოთ ფასი ორდინატთა ღერძზე,
მოთხოვნის რაოდენობა კი აბსცისათა ღერძზე.
-
მოთხოვნის რაოდენობა 60000-ს აღწევს.
-
ესეც 10..20..30..40..50..60
-
ანუ ეს არის 10 ... ეს ყველაფერი ათასებშია
-
20..30..ბოდიში 45 არა..40..50 და 60
-
ათასებში, რა თქმა უნდა.
-
ფასი კი აღწევს $10-ს.
-
მერყეობს $2-დან $10-მდე.
-
ანუ ეს იქნება 2..4..6..8 და 10.
-
მოდი ავსახოთ ეს შემთხვევები.
-
შემთხვევა "ა", ფასი როდესაც არის $2
-
მოთხოვნის რაოდენობა იქნება 60000.
-
ეს წერტილი იქნება შემთხვევა "ა"
-
შემთხვევა "ბ", ფასი არის $4,
-
მოთხოვნის რაოდენობა კი 40000.
-
$4, 40000 ერთეული იქნება დაახ. აქ.
-
ესეც შემთხვევა "ბ".
-
შემთხვევა "გ", $6, 30000 ერთეული.
-
შემთხვევა "დ", $8, 25000 ერთეული
-
$8, 25000 ერთეული იქნება სადღაც აქ.
-
ეს წერტილი გავს 25000-ს.
-
ანუ ეს იქნება შემთხვევა "დ".
-
და საბოლოოდ, შემთხვევა "ე",
-
$10, 23000 ერთეული.
-
იქნება სადღაც აქ.
-
ესეც შემთხვევა "ე".
-
ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს ნებისმიერი
ფასი მათ შორის,
-
შეგვიძლია გავცდეთ კიდეც
-
მაგალითად, აქ.
-
მე თუ დავხავდი მოთხოვნის მრუდს,
-
გამოვიდოდა დაახლოებით ასეთი.
-
დაახლოებით ასე გამოისახებოდა.
-
-ვცდილობ სწორი უწყვეტი ხაზი გავავლო
-
აი ასეთი იქნებოდა.
-
და გაგრძელდებოდა კიდეც ორივე მხარეს.
-
ეს არის 2 მეთოდი მოთხოვნის გამოსახვისთვის.
-
დავუბრუნდები იმას, რაც აქამდეც ვთქვი.
-
მოთხოვნის რაოდენობა არის ის თუ,
"სხვა თანაბარ პირობებში", მოცემული ფასზე,
-
რამდენი ერთეულის შეძენის და გადმოწერის
-
სურვილი ექნება ხალხს.
-
მაშინ კი, როდესაც ვსაუბრობთ მოთხოვნაზე,
-
ჩვენ ვგულისხმობთ მთლიან დამოკიდებულებას.
-
ანუ მოთხოვნა გულისხმობს
მთლიან "მოთხვნის ტაბულას".
-
შეგიძლია ის წარმოიდგინო,
როგორც მოთხოვნის მრუდი.
-
მოთხოვნა თუ შეიცვლებოდა,
-
მაშინ მივიღებდით სრულიად ახალ მრუდს.
-
ეს მრუდი რომელიმე მხარეს გადაინაცვლებდა
-
ტაბულაშიც მონაცემები შეიცვლებოდა.
-
მაშინ კი, როცა მოთხოვნის
რაოდენობა იცვლება, ჩვენ
-
ამ მრუდზე გადავადგილდებით.
-
სხვა თანაბარ პირობებში,
თუ შეცვლი მხოლოდ ფასს.
-
იმედია, გასაგებია.
-
სხვა თანაბარ პირობებში,
-
როდესაც ცვლი ფასს,
მოთხოვნას არაფერი მოსდის.
-
იცვლება მხოლოდ მოთხოვნის რაოდენობა.
-
მოთხოვნა კი, რადგან სხვა
პირობებს არ ვცვლით
-
ეს მთელი უცვლელი დამოკიდებულებაა.
-
შემდეგ ვიდეოებში,
იმაზე ვიფიქრებთ თუ, რა მოხდება
-
თუ შეცვლი ამ სხვა ფაქტორებსაც.