-
აქ ჩვენ საინტერესო ნახაზს ვხედავთ.
-
მოდი ვნახოთ, ვიცით თუ არა ცოტა რამ
მაინც ამის შესახებ.
-
მოდი ვთქვათ, რომ წრფე MK
-
პარალელურია NJ წრფის.
-
ანუ, ეს წრფე პარალულია ამ წრფის.
-
ეს MK წრფეა, ეს კი NJ წრფე.
-
ახლა, მოცემული და სხვა
ინფორმაციაც
-
ამ ნახაზის შესახებ,
-
იმედია, დავამტკიცებთ, რომ
კუთხე LMK-ს სიდიდე,
-
ტოლია აი ამ კუთხის,
-
LNJ კუთხის სიდიდის.
-
ამის ჩაწერის მეორე გზაც არის:
-
LMK-ს სიდიდე აღვნიშნოთ b-თი,
LNK-სი კი a-თი.
-
ახლა ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ,
რომ b ტოლია a-სი
-
ამისთვის კი ყველა ნაცნობ
ინფორმაციას გამოვიყენებთ.
-
როგორც ყოველთვის, ახლაც მოგიწოდებთ
ეს თქვენით სცადოთ,
-
სანამ მე გავივლიდე.
-
ახლა, მოდი ერთად შევხედოთ ამოცანას.
-
პირველი, რასაც დაინახავთ არის, რომ
მე მაქვს აქ სამკუთხედი,
-
სამკუთხედი MLK.
-
რა ვიცით ჩვენ სამკუთხედის
შიდა კუთხეების შესახებ?
-
სამკუთხედის შიდა კუთხეების
-
ჯამი უნდა უდრიდეს 180 გრადუსს.
-
ჩვენ ვიცით, რომ b-ს, რომელიც
ამ კუთხის ზომაა,
-
პლუს ამ კუთხის სიდიდე,ანუ
პლუს c, პლუს ამ მართი
-
კუთხის სიდიდე, ანუ 90 გრადუსი
-
უნდა უდრიდეს 180-ს.
-
და, თუ ჩვენ გამოვაკლებთ 90-ს
ორივე მხარეს,
-
მივიღებთ, რომ b პლუს с ტოლია
180 ს მინუს 90 გრადუსის.
-
ეს იქნება 90 გრადუსის ტოლი.
-
ან, თუ ჩვენ გვინდა ამოვხსნათ
მკაფიოდ b-სთვის,
-
ჩვენ შეგვიძლია მოვაცილოთ c
ორივე მხარეს,
-
და შეგვიძლია დავწეროთ, რომ b ტოლია
90 გრადუსს მინუს с-სი.
-
ჰმ, ეს საინტერესოა,
ეს b-ს გამოსახვის ერთ-ერთი გზაა.
-
შეგვიძლია მსგავსად გამოვსახოთ a-ც?
-
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,
თქვენით
-
ეცადოთ ამის ამოხსნას.
-
თუ ყურადღებით შევხედავთ, დავინახავთ,
რომ ჩვენ გვაქვს სამკუთხედი NLJ-ც,
-
ეს ნამდვილად დიდი სამკუთხედი,
რომელიც ნახაზის დიდ ნაწილს იკავებს
-
NLJ-სთან დაკავშირებით, საინტერესოა ის,
რომ აქ J კიდევ ერთი მართი კუთხეა,
-
c- ერთ-ერთი შიდა კუთხის სიდიდეა,
-
და a არის მეორე შიდა კუთხის სიდიდე.
-
ჩვენ შეგვიძლია რაღაც ძალიან მსგავსი
დავწეროთ,
-
შეგვიძლია დავწეროთ a პლუს c
პლუს 90 გრადუსი
-
უნდა უდრიდეს 180 გრადუსს,
-
ჰმ, რა შეგვიძლია აქ გავაკეთოთ?
-
ჩვენ შეგვიძლია ზუსტად იგივენაირად
გავიგოთ a-ს სიდიდე.
-
თუ ჩვენ გამოვაკლებთ 90-ს ორივე
მხარეს და გამოვაკლებთ c ს ორივე მხარეს
-
რას მივიღებთ?
-
ჩვენ მივიღებთ, რომ a ტოლია 90 გრადუსის
და თუ თქვენ გამოაკლებთ c-ს ორივე მხარეს
-
მიიღებთ 90 გრადუსს მინუს c-ს.
-
ახლა, ეს უკვე საინტერესოა.
-
b ტოლია 90 გრადუსს მინუს c-სი,
და a ტოლია 90 გრადუსს მინუს c-სი.
-
ანუ, 90 გრადუსს მინუს c ტოლია
a-სი და ის ასევე ტოლია b-სი.
-
ან, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ
a უნდა უდრიდეს b-ს,
-
და რომ LMK კუთხის სიდიდე
რომელიც b-თი გამოვსახეთ,
-
ტოლია კუთხე LNJ-ს სიდიდის, ანუ a-ს სიდიდის.