-
ჩვენ უკვე გამოვიყენეთ 'innerHTML' აქ,
მაგრამ ახლა მინდა
-
მოკლედ გაგაგებინო მეტი მის შესახებ.
-
პირველ რიგში, შევხედოთ ჩვენს მაგალითს,
სადაც ჩავსვით 'innerHTML'.
-
ახლა ვართ ხაზში "ყველაფერი კატების შესახებ"
-
HTML თეგები შეგვიძლია პირდაპირ ამ ხაზში ჩავსვათ.
-
მაგალითად, სიტყვა "კატების" ირგვლივ
მოვათავსოთ თეგები,
-
და ეს სიტყვა გამოიკვეთება ტექსტში.
-
ან აქ, სადაც სიტყვა "ძაღლი" შევცვალე
სიტყვით "კატა"
-
შემიძლია დავსვა თეგები
-
და სიტყვა გამუქდება.
-
აქ შემიძლია ჩავსვა თეგი, ან სულაც
-
მთელი გვერდის HTML კოდი, რომ მინდოდეს.
-
რაც იმას ნიშნავს, რომ innerHTML-ით ბევრი
რამის გაკეთება შეგვიძლია.
-
თუ მხოლოდ ტექსტს ვცვლით, შეგვიძლია
სულაც არ გამოვიყენოთ innerHTML
-
შეგვიძლია გამოვიყენოთ textContent თვისება,
რაც იმას ნიშნავს
-
რომ ბრაუზერი აღიქვამს რასაც შეიყვან არა
როგორც HTML-ს, არამედ როგორც უბრალო ტექსტს
-
და მიაქციეთ ყურადღება, როგორც კი
ჩავწერთ textContent
-
ყველა თეგი გამოჩნდება გვერდზე
-
ამიტომ ისინი უნდა წავშალო,
-
ბრაუზერი მათ HTML-ად აღარ აღიქვამს.
-
მოკლედ, თუ მხოლოდ ტექსტის ჩაწერა
გინდათ, გამოიყენეთ textContent
-
თუ HTML თეგები გჭირდებათ,
-
მაშინ innerHTML
-
როცა უფრო დახვეწილ DOM მანიპულაციებს
განახორციელებ,
-
მეტი სიფრთხილით უნდა მიუდგე
innerHTML და textContent შორის არჩევანს,
-
იმიტომ რომ ისინი ელემენტის შიგნით
მოთავსებულ
-
მოვლენების კონტროლებსაც
მოაშორებენ
-
(მათ გაკეთებას მალე ისწავლით)
-
შემდეგ ვიდეოში გვერდზე ახალი
ელემენტის დამატების
-
უფრო რთულ გზას გაჩვენებ.