-
გვაქვს განტოლება
შვიდი x უდრის 14–ს.
-
ამ განტოლების ამოხსნამდე, მინდა დავფიქრდეთ
იმაზე, თუ რას ნიშნავს ეს.
-
შვიდი x უდრის 14–ს
-
ეს იგივეა, რაც შვიდჯერ x არის 14.
-
ახლა ამის ზეპირად
ამოხსნაც შეგიძლიათ.
-
გაიხსენეთ შვიდზე გამრავლების ტაბულა.
-
შვიდჯერ ერთი არის შვიდი,
ამიტომაც ეს არ გამოდგება.
-
შვიდჯერ ორი არის 14.
გამოდის, რომ ორიანი გვაწყობს.
-
უკვე შეგიძლიათ ამ განტოლების ამოხსნა.
-
განსხვავებული რიცხვების ცდით
სწორ პასუხამდე მიხვედით.
-
ანუ აქ ორიანი გვაწყობს.
-
მაგრამ ამ ვიდეოში გიჩვენებთ, თუ
როგორ ამოვხსნათ ეს სისტემატიზირებულად.
-
რაც უფრო რთული და ჩახლართული გახდება
განტოლებები მომავალში, უფრო და უფრო
-
გაგიჭირდებათ მათი ზეპირად ამოხსნა.
-
მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ
უნდა მოექცეთ განტოლებებს,
-
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია
გაიგოთ, თუ რას ნიშნავს განტოლება.
-
ეს განტოლება გვეუბნება,
რომ შვიდჯერ x არის 14.
-
ალგებრაში ჩვენ არ ვწერთ
სიტვა "გამრავლებას" აქ.
-
როდესაც ვწერთ ორ რიცხვს ან რიცხვს და
უცნობს ერთმანეთის ახლოს ვწერთ
-
ეს გამრავლებას ნიშნავს.
-
ეს გამრავლების შემოკლებული აღნიშვნაა.
-
ზოგადად, ჩვენ არ ვიყენებთ გარავლების
ნიშანს (x), რადგან ეს დამაბნეველია
-
x ძალიან გავრცელებული ცვლადია
და ხშირად გამოყენებადი ალგებრაში.
-
მე უნდა დამეწერა შვიდჯერ x არის 14,
-
x-თან გამრავლების ნიშნის დაწერა
აქ ცოტათო დამაბნეველი იქნებოდა,
-
თითქოს xx ან ორი გამრავლების ნიშანი წერია.
-
ასე, რომ თუ შეხება გაქვთ განტოლებებთან,
მითუმეტეს თუ ერთ–ერთი უცნობია x, მაშინ
-
ნუ გამოიყენებთ ჩვეულებრივ
გამრავლების ნიშანს.
-
შეგიძლია გამრავლების ნიშნად
წერტილი გამოიყენოთ.
-
მიიღებთ შვიდჯერ x არის 14.
-
მაგრამ ეს ცოტა უჩვეულოა.
-
თუ შენ ამრავლებთ ცვლადთან,
უბრალოდ დაწერეთ 7x.
-
ეს ნიშნავს შვიდჯერ x-ს.
-
იმისთვის, რომ გავიგოთ, როგორ ამოვხსნათ
განტოლება, ვიზუალურად გავიაზროთ ის.
-
შვიდჯერ x,
რა არის ეს?
-
ეს იგივეა რაც...
მოდით გადავწერ მას სხვა ფორმით.
-
შვიდჯერ x.
-
ეს ნიშნავს, რომ x ემატება
ერთმანეთს შვიდჯერ.
-
ეს არის გამრავლების მნიშვნელობა.
-
ასე, რომ x პლიუს x პლიუს x
პლიუს x პლიუს x,
-
აქ მხოლოდ 5x-ია – პლიუს x პლიუს x.
-
ჩვენ გვაქვს 7x.
-
სწორედ ეს არის 7x.
-
მოდით გადავწერ.
-
აი ეს არის 7x,
-
ეს განტოლება გვეუბნება,
რომ 7x არის 14.
-
ეს ყველაფერი უდრის 14–ს.
-
მოდით, დავხატავ 14 რამეს,
-
დავუშვათ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8,
-
9, 10, 11, 12, 13, 14.
-
ვამბობთ, რომ 7x არის 14 რაღაც.
-
ეს ერთმანეთის ტოლფასია.
-
ეს იმიტომ დაგიხატეთ, რომ
ნამდვილად გაგეგოთ, თუ რას ვაკეთებთ,
-
თუ რატომ ვყოფთ ორივე მხარეს შვიდზე.
-
მოდით ამას წავშლი.
-
სტანდარტული ნაბიჯი იქნებოდა,
––ამის გაკეთება არ მინდოდა––
-
ერთი წრეც დავამატოთ.
-
განტოლების გამარტივებისას, კოეფიციენტი
რიცხვია, რომელზეც უცნობი მრავლდება.
-
ანუ კოეფიციენტჯერ უცნობი ტოლია
რაღაც სხვა რიცხვის.
-
აქ საჭიროა, რომ ორივე
მხარე გავყოთ შვიდზე.
-
ამ შემთხვევაში ორივე
მხარეს ვყოფთ კოეფიციენტზე.
-
თუ გავყოფთ ორივე მხარეს
შვიდზე, რას მივიღებთ?
-
შვიდჯერ რაღაც
გაყოფილი შვიდზე არის ეს რაღაც,
-
შვიდი შეიკვეცება და
14 გაყოფილი შვიდზე არის ორი.
-
ამოხსნა არის x უდრის ორს.
-
უფრო გასაგები რომ გახდეს,
როცა ორივე მხარეს ვყოფთ შვიდზე,
-
ჩვენ ორივე მხარეს შვიდ ნაწილად ვყოფთ,
-
ანუ ვათანაბრებთ.
-
ანუ ეს უდრის ამას.
-
ყველაფერი რასაც ვაკეთებ მარცხენა
მხარეს უნდა გავაკეთო მეორე მხარესაც.
-
თუ ერთ მხარეს შევასრულებ რაიმე ოპერაციას
-
გასათანაბრებლად მეორე
მხარეზეც იგივე უნდა გავაკეთო.
-
ეს ერთი და იგივეა.
-
თუ მე გავყოფ მარცხენა მხარეს შვიდზე,
მოდით დავყოთ შვიდ ჯგუფად.
-
აქ არის 7 ჯგუფი:1, 2, 3, 4, 5, 6, 7.
-
ასე, რომ აქ არის:
1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 ჯგუფი.
-
ახლა, თუ ამათ გავყოფ შვიდ ჯგუფად,
-
იგივე უნდა გავაკეთო მეორე მხარესაც.
-
1, 2, 3, 4, 5, 6, და 7 ჯგუფი.
-
თუ ეს უდრის ამას, მაშინ თითოეული ამ შვიდი
ნაწილიდან ტოლი იქნება.
-
შეგვიძლია ვთქვათ, რომ
ეს ნაჭერი ამ ნაჭრის ტოლია.
-
ეს ნაჭერი ტოლია ამის – ისინი
ერთმანეთის ეკვივალენტურია,
-
ორივეგან შვიდ–შვიდი ნაჭერია.
-
ასე, რომ თითოეული x ორი ობიექტის ტოლია.
-
მივიღეთ, რომ x ტოლია – ჩვენს შემთხვევაში,
-
ჩვენ გვქონდა წყვილი წრეები,
x უდრის ორს.
-
ახლა მოდით, კიდევ რამდენიმე
მაგალითი გავაკეთოთ,
-
რათა უკეთ გაიგოთ განტოლება.
-
და ყველა ოპერაცია, რომელსაც
გააკეთებთ განტოლების ერთ მხარეს,
-
უნდა გააკეთოთ მეორე მხარესაც.
-
ცოტა ქვემოთ ჩამოვწევ.
-
ვთქვათ გვაქვს, 3x ტოლია 15–ის.
-
ისევ ვცადოთ ზეპირად ამოხსნა.
-
განტოლება გვეუბნება, რომ სამჯერ
რაღაც რიცხვი 15–ის ტოლია.
-
გაიხსენეთ სამზე გამრავლების ტაბულა.
-
მაგრამ თუ გინდათ ამის მათემატიკურად
ამოხსნა, კარგია გაიაზროთ, რომ
-
მარცხენა მხარე მარჯვენა მხარის ტოლია.
-
რა უნდა გავუკეთოთ მარცხენა მხარეს,
რომ დაგვრჩეს უბრალოდ x?
-
მარტო x-ის მისაღებად,
ის უნდა გავყო სამზე.
-
საქმე იმაშია, რომ სამჯერ რაღაც გაყოფილი
სამზე შეიკვეცება და მხოლოდ x დაგვრჩება.
-
3x უდრიდა 15.
-
მარცხენა მხარე გავყავით სამზე,
ტოლობისთვის მარჯვენაც სამზე უნდა გავყოთ.
-
რას გვაძლევს ეს?
-
მარცხენა მხარეს ჩვენ გვრჩება მხოლოდ x,
მარჯვენა მხარეს გვრჩება 15 გაყოფილი სამზე.
-
15 გაყოფილი სამზე არის ხუთი.
-
ამის სხვა გზით გაკეთებაც შეგეძლოთ,
იმის მიუხედავად, რომ ისინი ტოლფასია.
-
დავიწყოთ 3x უდრის 15–ს,
შენ შეგიძლიათ თქვათ: ჰეი, სალ,
-
ნაცვლად გაყოფისა სამზე,
სხვანაირადაც შეგვიძლია ამ სამის მოშორება,
-
რათა დაგვრჩეს x, თუ ორივე მხარეს
გავამრავლებთ 1/3.
-
მოდით გავამრავლებ
ორივე მხარეს 1/3–ზე.
-
ამანაც უნდა იმუშაოს.
-
შეხედეთ,
სამის 1/3 არის ერთი.
-
როდესაც ამ მხარის სამს ამრავლებთ
1/3–ზე, გრჩებათ ერთი, ანუ ერთი x.
-
1x ტოლია 15–ის 1/3–ის,
ანუ ხუთის.
-
ერთხელ x იგივეა, რაც
უბრალოდ x, ანუ იგივეა
-
რაც x ტოლია ხუთის.
-
ეს განტოლების ამოხსნის ტოლფასი გზებია.
-
ორივე მხარის სამზე გაყოფით, იგივს
მივიღებ, რასაც 1/3–ზე გამრავლებით.
-
მოდით კიდევ ერთი მაგალითი გავაკეთოთ,
ცოტა უფრო რთული.
-
უცნობის ნაწილი უფრო გავართლოთ.
-
ვთქვათ, 2y პლუს 4y ტოლია 18–ის.
-
ცოტა არ იყოს რთულია
ამის ზეპირად გაკეთება.
-
ვამბობთ, რომ ორჯერ რაღაცას
პლიუს ოთხჯერ იგივე რამ, უდრის 18–ს.
-
ძნელია მოიფიქროთ, თუ რა
რიცხვი შეიძლება იყოს ეს.
-
თუმცა, შეგიძლიათ სცადოთ.
-
დავუშვათ y არის ერთი, გვექნება:
ორჯერ ერთს პლუს ოთხჯერ ერთი,
-
ერთიარ გვაწყობს.
-
მოდით ვცადოთ მათემატიკურად ამოხსნა.
-
შეგიძლიათ ცდა გააგრძელოთ, პასუხამდეც
მიხვიდეთ, მაგრამ ეს ასე იხსნება.
-
მოდით გავაანალიზოთ ვიზუალურად.
-
მაქვს ორი y, რას ნიშნავს ეს?
-
ეს ნიშნავს, რომ ორი y
ემატება ერთმანეთს.
-
ეს იგივეა რაც y–ს პლუს y.
-
შემდეგ ამას ყველაფერს ემატება 4y.
-
ოთხი y–ს დამატება იგივეა, ამათ
დაემატოს ოთხჯერ ერთმანეთს მიმატებული y.
-
ეს არის y–ს პლუს y პლუს y პლუს y.
-
ეს ყველაფერი უდრის 18–ს.
-
y–ს პლუს y პლუს y პლუს y პლუს
y პლუს y უდრის 18–ს.
-
რამდენი y მაქვს მარცხენა მხარეს?
-
მოდით დავთვალოთ,
-
მაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6 ცალი y.
-
მივიღეთ 6y უდრის 18–ს.
-
როგორც ხედავ გამარტივდა.
-
2y პლიუს 4y არის 6y.
-
ეს ყველაფერს ამარტივებს.
-
თუ მე მაქვს ორ ვაშლს დამატებულიოთხი
ვაშლი, ჯამში მექნება ექვსი ვაშლი.
-
თუ მე მაქვს 2y–ს პლუს 4y, მექნება 6y.
-
ეს კი ტოლია 18–ის.
-
იმედია, გავიგეთ როგორ კეთდება.
-
თუ მაქვს ექვსჯერ რაღაც
ტოლია 18–ის და ორივე მხარეს
-
გავყოფ ექვსზე, მე ამოვხსნი განტოლებას.
-
გავყოთ ექვსზე მარცხენა მხარე და
გავყოთ მარჯვენაც ექვსზე.
-
დაგვრჩა, რომ y ტოლია სამის.
-
შეგიძლიათ სცადოთ.
-
ეს არის განტოლების მუღამი.
-
ყოველთვის შეგიძლიათ შეამოწმოთ პასუხი.
-
მოდი, შევამოწმოთ პასუხი.
-
ორჯერ სამს პლიუს ოთხჯერ სამი არის:
ორჯერ სამი არის ექვსი,
-
ოთხჯერ სამი არის 12,
-
ექვსს პლიუს 12 ნამდვილად უდრის 18–ს.
ამოვხსენით.