Return to Video

დიდი მადლობა, მაგრამ არა, მე არ ვარ თქვენი შთაგონების წყარო

  • 0:00 - 0:02
    მე გავიზარდე ძალიან პატარა
    პროვინციულ ქალაქ
  • 0:02 - 0:04
    ვიქტორიაში.
  • 0:04 - 0:08
    აღვიზარდე საკმაოდ ნორმალურად,
    მოკრძალებულად.
  • 0:08 - 0:12
    დავდიოდი სკოლაში,
    ვსეირნობდი მეგობრებთან ერთად,
  • 0:12 - 0:14
    ვჩხუბობდი ჩემს უმცროს დებთან.
  • 0:14 - 0:16
    ვცხოვრობდი ძალიან ჩვეულებრივად.
  • 0:16 - 0:20
    ერთხელ, როცა 15 წლის ვიყავი,
    ადგილობრივი თემის წევრმა
  • 0:20 - 0:21
    მიმართა ჩემს მშობლებს.
  • 0:21 - 0:24
    მას განსაკუთრებული მიღწევის
    საზოგადოებრივ ჯილდოზე
  • 0:24 - 0:26
    ჩემი წარდგენა უნდოდა.
  • 0:26 - 0:29
    მშობლებმა უპასუხეს: "ჰმ, მშვენიერია,
  • 0:29 - 0:32
    მაგრამ ერთი აშკარა პრობლემაა:
  • 0:32 - 0:37
    მას, ფაქტიურად,
    არაფრისთვის მიუღწევია." (სიცილი)
  • 0:37 - 0:39
    და, იცით, ისინი მართლები იყვნენ.
  • 0:39 - 0:42
    მე დავდიოდი სკოლაში, კარგი ნიშნები მყავდა,
  • 0:42 - 0:44
    სკოლის შემდეგ
    საკმაოდ მოკრძალებულ სამუშაოს ვასრულებდი
  • 0:44 - 0:46
    დედაჩემის სილამაზის სალონში
  • 0:46 - 0:48
    და დიდ დროს ვუთმობდი სერიალების
  • 0:48 - 0:51
    "ბაფი ვამპირების გამანადგურებელის"
    და "დოუსონის უბის" ყურებას.
  • 0:51 - 0:55
    ჰოო, ვიცი. როგორი შეუსაბამობაა.
  • 0:55 - 0:56
    მშობლები მართლები იყვნენ.
  • 0:56 - 0:59
    მე არაფერს განსაკუთრებულად გამორჩეულს
  • 0:59 - 1:01
    არ ვაკეთებდი.
  • 1:01 - 1:04
    მე არ ვაკეთებდი არაფერს,
    რაც შეიძლებოდა მიჩნეულიყო მიღწევად,
  • 1:04 - 1:07
    თუკი არ ჩავთვლით ჩემს
    შეზღუდულ შესაძლებლობებს.
  • 1:07 - 1:11
    წლების შემდეგ,
    მელბურნის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში
  • 1:11 - 1:13
    ჩემი პედაგოგობის მეორე წელი იყო
  • 1:13 - 1:18
    და სამართალმცოდნეობის გაკვეთილის
    დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ,
  • 1:18 - 1:19
    მე-11 კლასის მოსწავლემ ხელი აიწია
  • 1:19 - 1:24
    და მკითხა: "ქალბატონო, ბოლოსდაბოლოს
    როდის დაიწყებთ თქვენს მოხსენებას?"
  • 1:24 - 1:26
    მე ვკითხე: "რა მოხსენებას?"
  • 1:26 - 1:28
    მე მათ უკვე კაი 20 წუთი
  • 1:28 - 1:30
    ცილისწამების კანონზე ვესაუბრებოდი.
  • 1:30 - 1:32
    მან მიპასუხა: "იცით, რაღაც
  • 1:32 - 1:34
    სამოტივაციო მოხსენების მსგავსი რამ.
  • 1:34 - 1:36
    როცა ჩვენ სკოლაში ეტლით მოსარგებლე
  • 1:36 - 1:41
    ადამიანები მოდიან, ისინი, ჩვეულებრივ,
    სამოტივაციო ამბებს გვიყვებიან.
  • 1:41 - 1:42
    (სიცილი)
  • 1:42 - 1:47
    "ეს შეხვედრები, როგორც წესი,
    დიდ დარბაზში ტარდება"
  • 1:47 - 1:49
    აი, სწორედ მაშინ გამინათდა გონება
    და მივხვდი:
  • 1:49 - 1:52
    ამ ბავშვისთვის შშმ პირი,
  • 1:52 - 1:56
    მხოლოდ შთაგონების წყაროსთან ასოცირდებოდა.
  • 1:56 - 1:58
    თუმცა ჩვენ არ ვართ ეს წყარო.
  • 1:58 - 1:59
    ეს მისი ბრალი არაა.
  • 1:59 - 2:01
    მსგავსი წარმოდგენა ბევრ ჩვენგანს აქვს.
  • 2:01 - 2:04
    შშმ პირი ბევრი ჩვენგანისთვის
    არ ყოფილა მასწავლებელი
  • 2:04 - 2:07
    ან ექიმი, ანდა მემანიკურე.
  • 2:07 - 2:13
    ჩვენ არ ვართ რეალური ადამიანები.
    ჩვენ შთაგონებისთვის ვართ საჭირო.
  • 2:13 - 2:16
    და მართლაც, ვზივარ ამ სავარძელში,
  • 2:16 - 2:20
    ამ სცენაზე და თქვენ, სავარაუდოდ,
  • 2:20 - 2:25
    ჩემგან შთაგონებას მოელით, არა?
  • 2:25 - 2:27
    (სიცილი)
  • 2:27 - 2:30
    ხოო.
  • 2:30 - 2:32
    მოკლედ, ქალბატონებო და ბატონებო,
  • 2:32 - 2:35
    ვწუხვარ, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუოთ.
  • 2:35 - 2:37
    მე აქ იმისთვის არ მოვსულვარ,
    რომ შთაგაგონოთ.
  • 2:37 - 2:40
    მე აქ ვარ იმისთვის,
    რომ მოგიყვეთ თუ რა ტყუილებს გვეუბნებოდნენ
  • 2:40 - 2:42
    შეზღუდულ შესაძლებლობაზე.
  • 2:42 - 2:44
    დიახ, ჩვენ წამოვეგეთ ტყუილს,
  • 2:44 - 2:49
    რომ შეზღუდული შესაძლებლობები
    "ცუდი რამეა"
  • 2:49 - 2:52
    და შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრება
  • 2:52 - 2:54
    განსაკუთრებულს გხდის.
  • 2:54 - 2:57
    მაგრამ არა, ეს არ არის "ცუდი რამე"
  • 2:57 - 3:00
    და ეს არ გხდის განსაკუთრებულს.
  • 3:00 - 3:01
    ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში,
  • 3:01 - 3:04
    სოციალური მედიის მეშვეობით ჩვენ ამ სიცრუის
  • 3:04 - 3:06
    უფრო ფართოდ გავრცელება შევძელით.
  • 3:06 - 3:08
    თქვენ ალბათ ნანახი გაქვთ
    სურათები წარწერით:
  • 3:08 - 3:12
    "ერთადერთი უნარშეზღუდულობა ცხოვრებაში,
    ნეგატიური დამოკიდებულებაა."
  • 3:13 - 3:17
    ან წარწერით: "თავის მართლება არასწორია."
  • 3:17 - 3:24
    ან ასეთი: "სანამ ხელს ჩაიქნევ, სცადე!"
  • 3:24 - 3:25
    ეს უბრალოდ რამდენიმე მაგალითია,
  • 3:25 - 3:28
    თუმცა მსგავსი შინაარსის წარწერით
    ბევრი სურათი არსებობს.
  • 3:28 - 3:29
    შესაძლოა გქონდეთ ნანახი
  • 3:29 - 3:31
    პატარა გოგონა ხელების გარეშე,
  • 3:31 - 3:34
    რომელიც სურათს ხატავს
    და ფანქარი პირით უჭირავს.
  • 3:34 - 3:36
    ან ბავშვი, ფეხების გარეშე,
  • 3:36 - 3:39
    რომელიც პროთეზზე შემდგარი მირბის.
  • 3:39 - 3:40
    ძალიან ბევრია მსგავსი სურათი
  • 3:40 - 3:42
    ინტერნეტ სივრცეში,
  • 3:42 - 3:46
    ჩვენ მათ ე.წ. "შთამაგონებელ
    პორნოგრაფიას" ვეძახით.
  • 3:46 - 3:48
    (სიცილი)
  • 3:48 - 3:50
    ტერმინი პორნოგრაფია შეგნებულად გამოვიყენე,
  • 3:50 - 3:53
    რადგან ის ადამიანთა ერთი ჯგუფის
    "განივთებას" ახდენს,
  • 3:53 - 3:56
    ადამიანთა მეორე ჯგუფის სასარგებლოდ.
  • 3:56 - 3:59
    ამ შემთხვევაში, ჩვენ შშმ პირების
    ობიექტივაციას ვახდენთ,
  • 3:59 - 4:02
    არა-შშმ პირების სასარგებლოდ.
  • 4:02 - 4:04
    ამ სურათების მიზანია
  • 4:04 - 4:08
    თქვენი მოტივირება, შთაგონება,
  • 4:08 - 4:10
    რომ როცა სურათს შეხედავთ, იფიქროთ:
  • 4:10 - 4:13
    "როგორი ცუდიც არ უნდა იყოს
    ჩემი ცხოვრება,
  • 4:13 - 4:15
    ამაზე უარესიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
  • 4:15 - 4:18
    ამ ადამიანის ადგილას
    შეიძლებოდა მე ვყოფილიყავი."
  • 4:18 - 4:22
    მაგრამ აბა როგორია,
    როცა შენ ხარ ის პიროვნება?
  • 4:22 - 4:24
    სათვალავი ამერია უკვე,
    რამდენჯერ მოსულან
  • 4:24 - 4:26
    უცნობი ადამიანები, რომლებსაც სურდათ
  • 4:26 - 4:29
    ეთქვათ ჩემთვის, თუ როგორი მამაცი ვარ
  • 4:29 - 4:31
    ან როგორი შთამაგონებელი.
  • 4:31 - 4:33
    ეს იყო მანამდე, სანამ ჩემი საქმიანობა
  • 4:33 - 4:35
    საჯარო გახდებოდა.
  • 4:35 - 4:36
    ისინი თითქოს მილოცავდნენ,
  • 4:36 - 4:38
    რომ დილით ადგომა
  • 4:38 - 4:42
    და საკუთარი სახელის დამახსოვრება შემეძლო.
    (სიცილი)
  • 4:42 - 4:45
    და სწორედ ეს არის ობიექტივაცია.
  • 4:45 - 4:47
    ეს სურათები
  • 4:47 - 4:49
    შშმ პირების ობიექტივაციას ახდენენ,
  • 4:49 - 4:51
    არა-შშმ პირთა სასარგებლოდ.
  • 4:51 - 4:54
    შშმ პირები თითქოს იმისთვის არსებობენ,
    რომ შეხედოთ
  • 4:54 - 4:57
    და იფიქროთ, რომ არც თუ ისე ცუდია
    თქვენი ცხოვრება,
  • 4:57 - 5:01
    შეხედოთ თქვენს პრობლემებს
    სხვა პერსპექტივიდან.
  • 5:01 - 5:04
    შეზღუდული შესაძლებლობებით ცხოვრება
  • 5:04 - 5:06
    ერთგვარ სირთულეს მართლაც წარმოადგენს.
  • 5:06 - 5:08
    ჩვენ გვიხდება სირთულეების გადალახვა.
  • 5:08 - 5:10
    მაგრამ ის სირთულეები,
    რისი გადალახვაც გვიწევს
  • 5:10 - 5:13
    განსხვავდება იმისგან, რაც თქვენ გგონიათ.
  • 5:13 - 5:16
    ეს სირთულეები არ უკავშირდება
    ჩვენს სხეულებს.
  • 5:16 - 5:18
    ტერმინს "შშმ პირი" მე
    მიზანმიმართულად ვიყენებ,
  • 5:18 - 5:22
    რადგანაც ვეთანხმები უნარშეზღუდულობის
    ე.წ. სოციალურ მოდელს,
  • 5:22 - 5:24
    რომელიც გვეუბნება ჩვენ,
    რომ ჩვენი შესაძლებლობები,
  • 5:24 - 5:28
    მეტწილად საზოგადოების მიერ იზღუდება,
  • 5:28 - 5:31
    ვიდრე ჩვენი სხეულისა
    და ჩვენი დიაგნოზის მიერ.
  • 5:31 - 5:35
    ამ სხეულში საკმაოდ დიდი ხანია ვცხოვრობ.
  • 5:35 - 5:37
    ძალიანაც მიყვარს ის.
  • 5:37 - 5:40
    ის მისრულებს ყველაფერს,
    რაც მჭირდება რომ შემისრულოს.
  • 5:40 - 5:44
    მე ვისწავლე მისი შესაძლებლობების
    მაქსიმალურად გამოყენება
  • 5:44 - 5:45
    ისევე, როგორც თქვენ,
  • 5:45 - 5:48
    და იგივე გააკეთეს
    იმ ბავშვებმა სურათებიდან.
  • 5:48 - 5:51
    ისინი არაჩვეულებრივს არაფერს აკეთებენ.
  • 5:51 - 5:53
    ისინი უბრალოდ
    თავიანთი სხეულის შესაძლებლობებს
  • 5:53 - 5:56
    მაქსიმალურად იყენებენ.
  • 5:56 - 5:59
    როგორ ფიქრობთ, სამართლიანია
  • 5:59 - 6:01
    მათი ასეთი ობიექტივაცია,
  • 6:01 - 6:03
    ამ სურათების გაზიარებით?
  • 6:03 - 6:08
    ადამიანები როცა ამბობენ:
    "შენ შთამგონებელი ხარ",
  • 6:08 - 6:11
    ფიქრობენ, რომ ეს კომპლიმენტია.
  • 6:11 - 6:12
    და ვიცი ასე რატომაც ხდება.
  • 6:12 - 6:15
    ეს იმ ტყუილის ბრალია,
    გამუდმებით რომ გვესმის.
  • 6:15 - 6:19
    ტყუილის, რომელიც ამბობს, რომ
    უნარშეზღუდულობა განსაკუთრებულს გხდის.
  • 6:19 - 6:21
    ეს არ არის სიმართლე.
  • 6:21 - 6:22
    ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ.
  • 6:22 - 6:25
    ვზივარ აქ და შთაგონებას ვაკრიტიკებ,
  • 6:25 - 6:27
    თქვენ ალბათ ფიქრობთ: "ღმერთო, სტელა,
  • 6:27 - 6:31
    ნუთუ არასდროს არაფრისგან
    შთაგონება არ მიგიღია?"
  • 6:31 - 6:33
    ჩემი პასუხია: კი, რა თქმა უნდა.
  • 6:33 - 6:36
    გამუდმებით ვსწავლობ სხვა შშმ პირებისგან.
  • 6:36 - 6:41
    თუმცა არა იმ მიდგომით,
    რომ მე მათზე იღბლიანი ვარ.
  • 6:41 - 6:44
    ვსწავლობ, თუ როგორი გენიალური იდეაა,
  • 6:44 - 6:46
    გამოიყენო ბარბექიუს მაშები
  • 6:46 - 6:48
    ძირს დავარდნილი ნივთების ასღებად.
  • 6:48 - 6:51
    (სიცილი)
  • 6:51 - 6:54
    როგორი გონებამახვილური იდეაა
  • 6:54 - 6:58
    დატენო მობილურის ელემენტი
    შენი ეტლის ელემენტის გამოყენებით.
  • 6:58 - 6:59
    გენიალურია.
  • 6:59 - 7:02
    ჩვენ ვსწავლობთ ერთმანეთის
    სიძლიერიდან და ამტანობიდან,
  • 7:02 - 7:05
    არა ჩვენი სხეულებისა
    და დიაგნოზის საწინააღმდეგოდ,
  • 7:05 - 7:08
    არამედ იმ მსოფილოს ჯიბრზე,
  • 7:08 - 7:10
    განსაკუთრებულებს გვხდის
    და "ნივთებად" გვაქცევს.
  • 7:10 - 7:13
    მე მიმაჩნია, რომ ეს ტყუილი
    უნარშეზღუდულობის შესახებ
  • 7:13 - 7:17
    ყველაზე დიდი უსამართლობაა.
  • 7:17 - 7:21
    ის ჩვენ ცხოვრებას გვირთულებს.
  • 7:21 - 7:25
    გამონათქვამი: "ცხოვრებაში ერთადერთი
    უნარშეზღუდულობა
  • 7:25 - 7:27
    ნეგატიური დამოკიდებულებაა"
  • 7:27 - 7:30
    არის დიდი სისულელე, აბსურდი,
  • 7:30 - 7:32
    იმიტომ, რომ ეს უბრალოდ სიცრუეა.
  • 7:32 - 7:34
    ის გამოხატავს უნარშეზღუდულობის
    ისეთ სოციალურ მოდელს,
  • 7:34 - 7:38
    რომელშიც რაც არ უნდა
    ბევრჯერ გაუღიმო კიბეებს,
  • 7:38 - 7:43
    ის არასდროს გადაიქცევა პანდუსად.
  • 7:43 - 7:46
    არასდროს.
  • 7:46 - 7:50
    (სიცილი) (აპლოდისმენტები)
  • 7:50 - 7:52
    სმენადაქვეითებულმა ადამიანმა
  • 7:52 - 7:54
    სულ გაღიმებულმა,
    რომ უცქიროს ტელევიზორს
  • 7:54 - 7:55
    უცებ არ გაჩნდება სუბტიტრები.
  • 7:55 - 7:58
    წიგნების მაღაზიაში რაც არ უნდა
    ხშირად იაროთ
  • 7:58 - 8:00
    და აფრქვიოთ პოზიტიური დამოკიდეულება
  • 8:00 - 8:02
    წიგნების ტექსტები არ გადაიქცევიან
    ბრაილის შრიფტად.
  • 8:02 - 8:07
    ეს უბრალოდ არ მოხდება.
  • 8:07 - 8:09
    ძალიან მინდა ვცხოვრობდე
    ისეთ საზოგადოებაში,
  • 8:09 - 8:13
    სადაც შშმ პირი ნორმალურად იქნება აღქმული
    და არა განსაკუთრებულად.
  • 8:13 - 8:15
    მინდა ვიცხოვრო სამყაროში,
    სადაც 15 წლის გოგონას
  • 8:15 - 8:17
    რომელიც საძინებელში ზის
  • 8:17 - 8:19
    და "ბაფი - ვამპირების
    გამანადგურებელს" უყურებს
  • 8:19 - 8:22
    არ მიეწერება "რაღაცის" მიღწევა,
  • 8:22 - 8:24
    მხოლოდ იმიტომ,
    რომ ის ამას დამჯდარი აკეთებს.
  • 8:24 - 8:25
    მინდა ვიცხოვრო სამყაროში,
  • 8:25 - 8:28
    სადაც არ გვექნება იმდენად დაბალი მოლოდინი
  • 8:28 - 8:30
    უნარშეზღუდული პირებისგან,
  • 8:30 - 8:32
    რომ მივულოცოთ უბრალოდ საწოლიდან წამოდგომა
  • 8:32 - 8:35
    და ის ფაქტი, რომ ახსოვთ საკუთარი სახელი.
  • 8:35 - 8:38
    მინდა ვიცხოვრო მსოფლიოში,
    სადაც ღირებულია შშმ პირების
  • 8:38 - 8:40
    რეალური მიღწევები,
  • 8:40 - 8:42
    მინდა ვიცხოვრო მსოფლიოში,
  • 8:42 - 8:45
    სადაც მე-11 კლასის მოსწავლე
    მელბურნის სკოლიდან,
  • 8:45 - 8:48
    არ იქნება გაკვირვერვებული,
  • 8:48 - 8:51
    რომ მისი ახალი მასწავლებელი
    ეტლით მოსარგებლეა.
  • 8:51 - 8:54
    უნარშეზღუდულობა არ გაქცევთ გამონაკლისად,
  • 8:54 - 8:57
    მაგრამ უნარშეზღუდულობის შესახებ
    თქვენი ცოდნის ეჭვქვეშ დაყენება გაქცევთ.
  • 8:57 - 8:59
    გმადლობთ.
  • 8:59 - 8:59
    (აპლოდისმენტები)
Title:
დიდი მადლობა, მაგრამ არა, მე არ ვარ თქვენი შთაგონების წყარო
Speaker:
სტელა იანგი
Description:

სტელა იანგი არის კომიკოსი და ჟურნალისტი, რომელიც თავის დღეებს ეტლში ატარებს. მას უნდა განგვიმარტოს, რომ თავად ეს ფაქტი, არ აქცევს მას ავტომატურად კაცობრიობისთვის კეთილშობილ შთაგონების წყაროდ. ამ ძალიან სახალისო საუბარში, იანგი ამსხვრევს საზოგადოების ჩვევას გადააქციოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი "შთამაგონებელ პორნოგრაფიად".

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
09:16

Georgian subtitles

Revisions