-
ოთხ მეთერთმეტედს
დავუმატოთ ცხრა მეცამეტედი.
-
ამ ორი წილადის შესაკრებად
საჭიროა ვიპოვოთ მათი საერთო მნიშვნელი
-
და ეს საერთი მნიშვნელი
იქნება საერთო ჯერადი11-ისა და 13–ის.
-
მათ არ აქვთ საერთო გამყოფები,
-
ამიტომ უმცირესი საერთო
ჯერადი იქნება 11 და 13-ის ნამრავლი.
-
13 გამრავლებული 11-ზე არის---
.
-
13 გამრავლებული ერთზე არის 13,
13 გამრავლებული კვლავ ერთზე არის 13---
-
ან შეგვიძლია ვთქვათ,
რომ 13 გამრავლებული 10 ზე არის 130.
-
და მივიღებთ სამი, ოთხი, ერთი---- 143-ს.
ეს არის ჩვენი საერთო მნიშვნელი.
-
დავწეროთ: რაღაც რიცხვი შეფარდებული 143-თან
პლუს რაღაც რიცხვი შეფარდებული 143-თან.
-
4/11 -ის მნიშვნელი რომ გადავაქციოთ
143-ად, 11 უნდა გავამრავლოთ 13-ზე,
-
ანუ, მრიცხველიც და
მნიშვნელიც უნდა გავამრავლოთ 13-ზე.
-
ოთხი გამრავლებული 13-ზე არის---
-
ოთხი გამრავლებული ათზე არის 40, ოთხი
გამრავლებული სამზე არის 12, ანუ მივიღთ 52.
-
ოთხი გამრავლებული 13-ზე არის 52.
-
შემდეგ, 13 უნდა
გავამრავლოთ 11-ზე, რათა მივიღოთ 143.
-
მაშასადამე, მნიშვნელი
უნდა გავამრავლოთ 11-ზე.
-
რათა წილადის სიდიდე არ შეიცვალოს,
მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ 11-ზე.
-
ცხრა გამრავლებული 11-ზე არის 99.
-
ახლა უკვე მზად ვართ შესაკრებად:
ჩვენი საერთო მნიშვნელი არის 143.
-
52-ს პლუს 99 არის---
-
52-ს პლუს 100 არის 152,
ანუ, ის იქნება ერთით ნაკლები.
-
გამოდის, რომ ჯამი მივიღეთ 151.
-
ამ წილადის გამარტივება შეუძლებელია.
151-ს და 143-ს არ აქვთ საერთო გამყოფი.
-
ანუ ჩვენი პასუხი 151 შეფარდებული 143-ზე.
-
შეგვიძლია დავწეროთ როგორც შერეული
რიცხვი, რადგან 151 შეიცავს 143-ს ერთჯერ.
-
ერთი გამრავლებული 143-ზე არის
143, და 151-ს გამოვაკლოთ 143 უდრის ---
-
ეს გახდება 11, აქ დარჩება ოთხი. 11-ს
გამოკლებული სამი არის რვა.ნაშთი დაგვრჩა 8.
-
მივიღეთ, რომ 151/143
არის ერთი მთელი და 8/143.
-
ახლა უკვე ნათლად ჩანს,
რომ გამარტივება შეუძლებელია.
-
ანუ საბოლოო პასუხი არის 1 მთელი და 8/143.