< Return to Video

საიდუმლო იარაღი ზიკასა და სხვა კოღოებით გადამდები ვირუსების წინააღმდეგ

  • 0:01 - 0:02
    ზიკა ვირუსი:
  • 0:04 - 0:08
    ჩვენი უახლესი, საშინელი დაავადება.
  • 0:08 - 0:11
    რა არის? საიდან მოდის?
  • 0:11 - 0:13
    რას ვაკეთებთ მის წინააღმდეგ?
  • 0:13 - 0:17
    ზრდასრული ადამიანების უმრავლესობისთვის
    ის დაავადების საკმაოდ მსუბუქი ფორმაა---
  • 0:17 - 0:21
    დაბალი სიცხე, მცირედი თავის ტკივილი,
    სახსრების ტკივლი და შესაძლოა გამონაყარიც.
  • 0:21 - 0:24
    ფაქტობრივად,ბევრმა, ვისაც ეს ვირუსი
    შეხვდა, არც კი იცის ამის შესახებ.
  • 0:25 - 0:28
    მაგრამ რაც უფრო მეტს ვიგებთ
    ზიკა ვირუსის შესახებ
  • 0:28 - 0:30
    ის მით უფრო შემაძრწუნებელი ხდება.
  • 0:30 - 0:34
    მაგალითად, ბოლოდროინდელ ეპიდემიებში
    ექიმებმა
  • 0:34 - 0:37
    გუალინ-ბარეს სინდრომის გამოვლინების
    ზრდა შეამჩნიეს.
  • 0:37 - 0:41
    გულიან-ბარეს სინდრომის დროს, იმუნური
    სისტემა ნერვულ უჯრედებს უტევს,
  • 0:41 - 0:44
    რასაც ნაწილობრივი ან სრული
    პარალიზების გამოწვევა შეუძლია.
  • 0:44 - 0:48
    საბედნიეროდ, ეს საკმაოდ იშვიათია, და
    ხალხის უმეტესობა ჯანმრთელდება.
  • 0:48 - 0:52
    მაგრამ თუ ორსულობის დროს
    შეგხვდათ ინფექცია,
  • 0:54 - 0:56
    თქვენ რაღაც საშინელი
    რისკის წინაშე დგახართ.
  • 0:57 - 1:00
    როგორიცაა ბავშვი დეფორმირებული თავით.
  • 1:01 - 1:02
    აქ ჩანს ჩვეულებრივი ბავშვი,
  • 1:03 - 1:07
    აქ კი მიკროცეფალიით დაავადებული ჩვილი.
  • 1:07 - 1:13
    ტვინი თავში ზედმეტად პატარაა და
    ამის წამალი არ არსებობს.
  • 1:13 - 1:19
    სწორედ ექიმებმა ჩრდილო-აღმოსავლეთი
    ბრაზილიიდან
  • 1:19 - 1:24
    პირველებმა შეამჩნიეს,სულ რაღაც ერთი წლის
    წინ, ზიკას ეპიდებიის შემდეგ,
  • 1:24 - 1:28
    რომ მიკროცეფალიის შემთხვევებმა
    პიკს მიაღწია.
  • 1:29 - 1:30
    ექიმებს კიდევ ერთი წელი დასჭირდათ
  • 1:31 - 1:33
    იმაში დასარწმუნებლად, რომ ეს
    ზიკა ვირუსმა გამოიწვია,
  • 1:33 - 1:35
    მაგრამ ახლა ამაში დარწმუნებულები არიან.
  • 1:35 - 1:37
    თუ თქვენ "მაჩვენეთ მტკიცებულება" ტიპის
    ადამიანი ხართ,
  • 1:37 - 1:40
    ეს გამოცემა შეამოწმეთ.
  • 1:40 - 1:43
    საიდან მოდის ზიკა
    და როგორ მოხვდა აქ?
  • 1:43 - 1:44
    და ის აქ არის.
  • 1:44 - 1:47
    როგორც ბევრი სხვა ვირუსი,
    იგი აფრიკაში წარმოიშვა.
  • 1:47 - 1:51
    კონკრეტულად, უგანდაში არსებული
    ზიკას ტყეში.
  • 1:52 - 1:57
    მახლობელი "ყვითელი ვირუსის" კვლევის
    ინსტიტუტის" მკვლევარებმა
  • 1:57 - 2:01
    ზიკას ტყეში მცხოვრებ მაიმუნში
    უცნობი ვირუსი აღმოაჩინეს
  • 2:01 - 2:03
    და ასე მიიღო მან თავისი სახელი.
  • 2:04 - 2:06
    ზიკა ვირუსის პირველი შემთხვევა ადამიანში
  • 2:06 - 2:09
    რამდენიმე წლის შემდეგ
    უგანდა-ტანზანიაში გამოჩნდა.
  • 2:09 - 2:15
    ვირუსი დასავლეთ აფრიკაში გავრცელდა,
    აღმოსავლეთით კი ეკვატორული აზიაში---
  • 2:15 - 2:20
    პაკისტანში, ინდოეთში, მალაიზიასა და
    ინდონეზიაში.
  • 2:20 - 2:24
    თუმცა, ის კვლავ მხოლოდ მაიმუნებსა და,
    რაღა თქმა უნდა, კოღოებს ხვდებოდა.
  • 2:26 - 2:32
    ფაქტობრივად, იმ 60 წლის განმავლობაში,
    როდესაც ის აღმოაჩინეს 1947 და 2007 წელს,
  • 2:32 - 2:35
    ადამანებში ზიკა ვირუსის მხოლოდ 13
    შემთხვევა დაფიქსირდა.
  • 2:36 - 2:42
    და შემდეგ რაღაც განსაკუთრებული მოხდა
    პატარა მიკრონეზიის იაპის კუნძულებზე.
  • 2:42 - 2:47
    ეპიდემიამ მოსახლეობის 75% დააზარალა.
  • 2:48 - 2:51
    როგორ მოხვდა იქ? ჰაერის მეშვეობით.
  • 2:52 - 2:55
    დღესდღეობით, კომერციული ავიაკომპანიით
    2 მილიარდი ადამიანი მგზავრობს.
  • 2:55 - 2:58
    ინფიცირებულ მგზავრს შეუძლია
    თვითმფრინავში ჩაჯდეს,
  • 2:58 - 3:00
    ნახევარ მსოფლიოს გადაუფრინოს,
  • 3:00 - 3:03
    სანამ სიმპტომები გამოუმჟღავნდება --
    თუ საერთოდ გამოუმჟღვნდა სიმპტომები.
  • 3:04 - 3:08
    როდესაც ჩაფრინდებიან მათ ადგილობრივი
    კოღოები უკბენენ და ვირუსს გაავრცელებენ.
  • 3:09 - 3:15
    ამის შემდეგ, ზიკა ვირუსი, 2013 წელს,
    საფრანგეთის პოლინეზიაში გამოჩნდა.
  • 3:15 - 3:21
    ამ წლის დეკემბრისთვის, მას უკვე
    ადგილობრივად კოღოები ავრცელებდნენ.
  • 3:21 - 3:26
    ამას დიდი ეპიდემია მოყვა,რომლითაც
    თითქმის 30,000 ადამიანი დაზარალდა.
  • 3:26 - 3:29
    იქიდან ის წყნარი ოკეანის გარშემო
    გადავიდა.
  • 3:29 - 3:33
    ეპიდემა გავრცელდა კუკის კუნძულებზე,
    ახალ კალედონიაში,
  • 3:34 - 3:36
    ვანუატუში, სოლომონის კუნძულებზე
  • 3:36 - 3:41
    და თითქმის მთელი სამხრეთი ამერიკისა და
    აღდგომის კუნძულის ნაპირებზე.
  • 3:41 - 3:45
    და შემდეგ, 2015 წლის დასაწყისში
  • 3:45 - 3:49
    დენგიუს მსგავსი სინდრომების შემთხვევები
  • 3:49 - 3:53
    გაიზარდა ქალაქ ნატალში,
    ჩრდილო-აღმოსავლეთ ბრაზილიაში.
  • 3:53 - 3:59
    ეს ვირუსი არ იყო დენგიუ, ეს იყო ზიკა,
    და ის სწრაფად გავრცელდა --
  • 3:59 - 4:05
    ქალაქი რესიფი დიდი მეტროპოლიტური ცენტრი,
    ეპიცენტრი მალე გახდა .
  • 4:05 - 4:11
    ხალხი სპეკულირებდა, რომ 2014 წლის
    ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფანებმა
  • 4:11 - 4:13
    ვირუსი ამ ქვეყანაში ჩამოიტანეს.
  • 4:14 - 4:18
    სხვები სპეკულირებდნენ, რომ ეს ალბათ
    წყნარი ოკეანის კუნძულების
  • 4:18 - 4:21
    მონაწილეების ბრალი იყო,რომლებიც
    კანოეთი შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ,
  • 4:21 - 4:24
    რომელიც რიოში იმ წელს ჩატარდა,
    რომელშიც ეს ვირუსი შემოვიდა.
  • 4:24 - 4:27
    დღეს,მხოლოდ ერთი წლის შემდეგ,
  • 4:28 - 4:31
    ვირუსი ლოკალურად ვრცელდება
    კოღოების მეშვეობით
  • 4:31 - 4:34
    თითქმის მთელ სამხრეთ ამერიკაში,
    ცენტრალურ ამერიკაში, მექსიკასა
  • 4:34 - 4:36
    და კარბის კუნძულებზე.
  • 4:37 - 4:40
    ამ წლამდე, ის ათასობით შემთხვევა,
  • 4:40 - 4:44
    რომელსაც დიაგნოზი აშშ-ში დაესვათ,
    სხვა ქვეყნიდან იყო ჩამოტანილი.
  • 4:45 - 4:50
    მაგრამ ამ ზაფხულის შემდეგ, იგი
    ლოკალურად გავრცელდა მაიამიში.
  • 4:50 - 4:51
    ის აქ არის.
  • 4:52 - 4:53
    რას ვაკეთებთ მის წინააღმდეგ?
  • 4:53 - 5:02
    ინფექციის პრევენცია ხალხის დაცვას
    ან კოღოების გაქრობას მოიცავს.
  • 5:02 - 5:05
    მოდი, ჯერ ხალხზე გავამახვილოთ ყურადღება.
  • 5:05 - 5:06
    თქვენ შეგიძლიათ აიცრათ.
  • 5:07 - 5:11
    შეგიძლიათ არ იმოგზაუროთ ზიკას
    გავრცელების არეებში.
  • 5:11 - 5:14
    ან სხეული მწერების საწინააღმდეგო
    ხსნარით დაიფაროთ.
  • 5:15 - 5:18
    ვაქცინაცია შეუძლებელია,რადგან
    ჯერ ასეთი აცრა არ არსებობს
  • 5:18 - 5:22
    და ალბათ, არც იარსებებს
    რამდენიმე წლის განმავლობაში.
  • 5:22 - 5:26
    სახლში დარჩენაც არ არის
    თავდაცვის უტყუარი მეთოდი,
  • 5:26 - 5:29
    იმიტომ რომ ვიცით, რომ
    იგი სექსუალური გზითაც გადადის.
  • 5:30 - 5:33
    სხეულის დაფარვა მწერების
    საწინააღმდეგო ხსნარით შედეგიანია---
  • 5:34 - 5:35
    თუ არ დაგავიწყდა.
  • 5:36 - 5:38
    (სიცილი)
  • 5:38 - 5:41
    ამიტომ გვრჩება კოღოები,
    და აი, ასე ვაკონტროლებთ მათ:
  • 5:41 - 5:43
    ვასხამთ ინსექტიციდებს.
  • 5:44 - 5:48
    აუციელებალია დამცავი ტანსაცმელი
    ვინაიდან ტოქოსიკური ქიმიკატები
  • 5:48 - 5:51
    მწერებთან ერთად ხალხსაც კლავს.
  • 5:51 - 5:55
    თუმცაღა, ადამაინის მოკვლას ბევრად მეტი
    სჭირდება, ვიდრე მწერისას.
  • 5:55 - 5:59
    ესაა სურათები ბრაზილიიდან და ნიკარაგუადან.
  • 5:59 - 6:01
    მაგრამ იგივე იქნებოდა მაიამიშიც,
    ფლორიდაში.
  • 6:02 - 6:07
    და,რა თქმა უნდა, შეგვიძლია ინსექტიციდები
    თვითმფრინავებიდან შევასხუროთ.
  • 6:07 - 6:14
    გასულ ზაფხულს, კოღოების კონტროლის
    წარმომადგენლებმა დორჩესტერის ოლქიდან
  • 6:14 - 6:18
    ნება დართეს ინსექტიციდი ნალედი,
    შეესხათ.
  • 6:18 - 6:21
    დილით ადრე,ისე, როგორც მათ
    მწარმოებულმა ურჩია.
  • 6:21 - 6:25
    იმავე დღეს მოგვიანებით მეფუტკრემ
    ჯურნალისტებს უთხრა,
  • 6:25 - 6:29
    რომ მისი საფუტკრე ისე გამოიყურებოდა,
    თითქოს ატომური ბომბი ჩამაგდეს.
  • 6:30 - 6:31
    ოოპს.
  • 6:32 - 6:34
    ფუტკრები კარგები არიან.
  • 6:34 - 6:41
    ფლორიდას მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს,
    მაგრამ შეწამვლა გრძელდებოდა.
  • 6:41 - 6:45
    საუბედუროდ, ზიკას ვირუსის შემთხვევების
    რაოდენობაც იზრდებოდა.
  • 6:46 - 6:50
    ეს იმიტომ, რომ ინსექტიციდები
    არც თუ ისე ეფექტურია.
  • 6:50 - 6:57
    ასე რომ, არსებობს რაიმე გზა, რომელიც
    შეწამვლაზე უფრო ეფექტურია?
  • 6:59 - 7:04
    და ნაკლები უარყოფითი შედეგი აქვს,
    ვიდრე ტოქსიკურ ქიმიკატებს?
  • 7:04 - 7:08
    მე ბიოლოგიური კონტროლის მხარდამჭერი ვარ
  • 7:08 - 7:12
    და "ჩუმი გაზაფხულის" ავტორის
    რეიჩელ კარსონის ხედვას ვიზიარებ.
  • 7:12 - 7:17
    ეს წიგნი, საფუძვლად უდევს, გარემოს
    დაცვის მხარდამჭერი მოძრაობის დაწყებას.
  • 7:17 - 7:21
    ამ წიგნში ის მაგალითის სახით ამბავს
    ყვება იმაზე
  • 7:21 - 7:30
    თუ რამდენი მწერის მავნებელი გააქრეს
    გასულ საუკუნეში.
  • 7:30 - 7:33
    დღეს არავინ იცის
    ეს განსაკუთრებული ისტორია.
  • 7:33 - 7:37
    ამიტომ, როდესაც მე და ჯეკ ბლოკი
    სტატიას ვწერდით
  • 7:37 - 7:40
    დღევანდელი კოღოს პრობლემაზე,
    ეს ისტორია თავიდან მოვყევით.
  • 7:40 - 7:45
    მოკლედ რომ ვთქვათ, სწორედ იმ ჭუპრებს --
    ანუ მწერების მოუმწიფებელი ფორმას --
  • 7:45 - 7:50
    სტერილიზებამდე ასხივებდნენ,
    სრულ მომწიფებამდე ზრდიდნენ
  • 7:50 - 7:53
    და თვითმფრინავიდან,
    მთელ სამხრეთ-დასავლეთ
  • 7:53 - 7:58
    სამხეთ-აღმოსავლეთში, მექსიკასა
    და ცენტრალ ამერიკაში უშვებდნენ.
  • 7:58 - 8:02
    მილიონობით მწერს,პატარა
    თვითმფრინავებიდან უშვებდნენ
  • 8:02 - 8:06
    და საშინელ მწერების მავნებელს
    საბოლოოდ აქრობდნენ
  • 8:07 - 8:10
    ჩრდილოეთ ნახევარსფეროს უმეტეს ნაწილში.
  • 8:10 - 8:13
    ამ სტატიის დაწერის მთავარი მიზანი
  • 8:13 - 8:16
    მკითხველებისთვის იმის გაცნობა იყო თუ
    როგორ შეგვიძლია დღეს ამის გაკეთება --
  • 8:16 - 8:20
    არა რადიაციით, არამედ ჩვენი ცოდნით
    გენეტიკის შესახებ.
  • 8:20 - 8:21
    მოდით აგიხსნით.
  • 8:22 - 8:24
    ეს არის ცუდი მწერი: აედეს აეგიპტი.
  • 8:24 - 8:29
    ეს არის ყველაზე გავრცელებული დაავადებების
    გადამტანი მწერი,
  • 8:29 - 8:33
    არამხოლოდ ზიკა ვირუსის, არამედ დენგიუს,
    ჩიკუნგუნიას, ჩრდილოეთ ნილოსის ვირუსის
  • 8:33 - 8:37
    და უძველესი ჭირის, ყვითელი ვირუსის.
  • 8:37 - 8:39
    ეს ქალაქის კოღოა,
  • 8:39 - 8:43
    და მდედრობითი სქესია,რომელიც
    მთელ ბინძურ საქმეს აკეთებს.
  • 8:43 - 8:48
    იკბინება, რომ სისხლი თავისი
    შთამომავლების გამოსაკვებად გამოიყენოს.
  • 8:48 - 8:52
    მამრები არ იკბინებიან; მათ საკბენად
    საჭირო პირის ნაწილებიც კი არ აქვთ.
  • 8:53 - 8:59
    პატარა ბრიტანულმა კომპანიამ, ოქსიტექმა,
    ეს კოღო გენეტიკურად შეცვალა,
  • 8:59 - 9:05
    რომ გარეულ მდედრთან შეჯვარებისას,
    კვერცხებს ზრადსრულ ასაკამდე ვერ მიეღწია.
  • 9:05 - 9:06
    მოდით გაჩვენებთ.
  • 9:07 - 9:09
    ეს არის ჩვეულებრივი რეპროდუქციული ციკლი.
  • 9:10 - 9:14
    ოქსიტექმა კოღო ისე განავითარა, რომ
    მამრის გარეულ მდედრთან შეჯვარებისას
  • 9:15 - 9:16
    კვერცხები არ ვითარდება.
  • 9:17 - 9:18
    წარმოუდგენლად ჟღერს?
  • 9:19 - 9:22
    ნება მომეცით დიაგრამებით გაჩვენოთ,
    ამას როგორ აკეთებენ.
  • 9:23 - 9:26
    ეს წარმოაჩენს კოღოს უჯრედის ბირთვს,
  • 9:26 - 9:29
    და შუაში ეს აბურდული გორგლები მის
    გენომს
  • 9:29 - 9:31
    ყველა გენის ნაკრებს წარმოადგენს
  • 9:32 - 9:35
    მეცნიერებმა დაამატეს ერთი გენი,
  • 9:35 - 9:39
    რომლითაც სტაფილოსფერი ბურთით
    ნაჩვენები ცილა წარმოიქმნება,
  • 9:39 - 9:45
    რომელიც საკუთარი თავით იკვებება,
    მეტი პროტეინის წარმოქმნა რომ გააგრძელოს.
  • 9:45 - 9:50
    ზედმეტი ასლები კი მიდიან და
    კოღოს გენებში გროვდებიან
  • 9:50 - 9:51
    და ორგანიზმს კლავს.
  • 9:52 - 9:56
    იმისთვის, რომ იგი ლაბორატორიაში აცოცხლონ,
    ნაერთს სახელად ტეტრაციკლინს იყენებენ.
  • 9:57 - 10:02
    ტეტრაციკლინი ამ გენს რთავს და
    ნორმალურად განვითარების საშუალებას აძლევს.
  • 10:02 - 10:06
    მათ კიდევ ერთი პატარა ნიუანსი დაამატეს,
    რათა შეესწავლათ რა ხდებოდა.
  • 10:06 - 10:13
    მათ დაამატეს გენი, რომლის საშუალებითაც
    მწერი ულტრაიისფერი შუქის ქვეშ ანათებდა
  • 10:14 - 10:17
    ისე რომ, გაშვებისას, შეძლებოდათ გაგება
    რამდენად შორს წავიდოდა.
  • 10:17 - 10:21
    რამდენი ხანი იცოცხლებდა
    და კიდევ ბევრნაირი მონაცემები
  • 10:21 - 10:23
    კარგი სამეცნიერო გამოკვლევისთვის.
  • 10:23 - 10:30
    ეს არის ჭუპრის ეტაპი და ამ ეტაპზე
    მდედრები მამრებზე დიდები არიან.
  • 10:31 - 10:34
    ეს მათ საშუალებას აძლევს მწერები
    მდედრებად და მამრებად დაახარისხონ.
  • 10:34 - 10:39
    ისინი ზრდასრულ ასაკამდე მხოლოდ
    მამრებს ზრდიან
  • 10:39 - 10:42
    და შეგახენებთ, რომ
    მამრები არ იკბინებიან.
  • 10:42 - 10:43
    ამის შემდეგ საკმაოდ მარტივია.
  • 10:43 - 10:47
    იღებენ მამრი კოღოებით სავსე ჭურჭელს,
  • 10:47 - 10:49
    ათავსებენ მათ რძის კოლოფებში
    მოძრაობენ ქალაქის გარშემო,
  • 10:49 - 10:52
    და GPS-ის დახმარებით უშვებენ.
  • 10:53 - 10:55
    აქ არის ქალაქის მერი,რომელიც
    პირველ ნაკადს უშვებს,
  • 10:55 - 10:58
    რასაც ისინი "მეგობრულ აედებს" ეძახიან.
  • 10:58 - 11:02
    მინდა გითხრათ, რომ ეს ამერიკული ქალაქია,
    მაგრამ არ არის.
  • 11:02 - 11:04
    ეს პირკიბაბაა, ბრაზილიაში.
  • 11:04 - 11:09
    განსაკუთრებული კი ის არის, რომ მხოლოდ
    ერთ წელიწადში
  • 11:09 - 11:14
    ამან დენგიუს შემთხვევების რაოდებობა
    91%-ით შეამცირა.
  • 11:14 - 11:18
    ეს ნებისმიერი ინსექტიციდებით შეწამვლის
    შედეგზე უკეთესია.
  • 11:18 - 11:24
    და რატომ არ ვიყენებთ ამ შესანიშნავ
    ბიოლოგიურ კონტროლს ამერიკაში?
  • 11:24 - 11:31
    იმიტომ რომ ეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმია
    (GMO)
  • 11:31 - 11:36
    აქ სუბტიტრი გვეუბნება
    თუ FDA მათ უფლებას მისცემს
  • 11:36 - 11:39
    შეეძლოთ აქაც იგივე გაეკეთებინათ ,
    როდესაც ზიკა მოაღწევს.
  • 11:39 - 11:40
    და, რა თქმა უნდა, მან მოაღწია.
  • 11:41 - 11:44
    ახლა კი, მოკლედ უნდა მოგიყვეთ
  • 11:44 - 11:50
    ამერიკაში GM-ს რეგულაციის გრძელი,
    მტანჯველი ისტორია.
  • 11:51 - 11:56
    აშშ-ში სამი აგენტურა არსებობს , რომლებიც
    არეგულირებენ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს:
  • 11:58 - 12:00
    FDA, საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია;
  • 12:01 - 12:03
    EPA, გარემოს დაცვის აგენტურა;
  • 12:03 - 12:06
    და USDA, აშშ-ს აგრარული განყოფილება.
  • 12:07 - 12:11
    ამ ხალხს ორი წელი დასჭირდათ, იმის
    გადასაწყვეტად,
  • 12:11 - 12:14
    რომ გენმოდიფიცირებულ
    კოღოს FDA დაარეგულირებდა.
  • 12:14 - 12:21
    და ამას გააკეთებდნენ როგორც ცხოველის ახალ
    წამალს, თუ ამაში რაიმე აზრი დევს.
  • 12:21 - 12:25
    კიდევ ხუთი წელი დასჭირდათ
    წინ და უკან სიარულში,
  • 12:25 - 12:33
    რათა FDA დაერწმუნებინათ
    რომ ეს ხალხსა და გარემოს არ ავნებდა.
  • 12:33 - 12:40
    და ბოლოს ამ ზაფხულს უფლება მისცეს რომ
    პატარა ტესტი ფლორიდა-კისში ჩაეტარებინათ,
  • 12:40 - 12:47
    სადაც ისინი წლების წინ დაპატიჟეს,
    როდესაც კისში დენგიუს ეპიდემია იყო.
  • 12:48 - 12:50
    თუმცაღა, ყველაფერი ასე მარტივად არ იყო.
  • 12:50 - 12:53
    როდესაც ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გაიგეს
  • 12:53 - 12:57
    რომ მათ დასახლებაში გენმოდიფიცირებულ
    კოღოებს ამოწმებდნენ
  • 12:57 - 13:00
    ზოგიერთმა საპროტესტო აქციების
    მოწყობა დაიწყო.
  • 13:00 - 13:05
    მათ ასევე ინტერნეტში პეტიცია შექმნეს
    ამ საყვარელი ლოგოთი,
  • 13:05 - 13:11
    რომელმაც 160,000-მდე ხელმოწერას მიაღწია.
  • 13:11 - 13:16
    მათ რეფერენდუმი მოითხოვეს,რომელიც
    რამდენიმე კვირაში ჩატარდება.
  • 13:16 - 13:19
    იმის შესახებ დაშვებული იქნება თუ არა
    ამ ტესტების ჩატარება.
  • 13:20 - 13:27
    სწორედ მაიამის სჭირდება მწერების
    კონტროლის უკეთესი გზები.
  • 13:27 - 13:29
    და დამოკიდებულებაც იცვლება.
  • 13:29 - 13:35
    უკანასკნელ პერიოდში ბიპარტიზანულმა ჯგუფმა,
    რომელიც 60-ზე მეტი კანონმდებლისგან შედგება
  • 13:35 - 13:38
    HHS-ის მდივანს, სილვია ბურველს თხოვნით
    მიმართა
  • 13:38 - 13:46
    რათა ფედერალურ დონეზე,ამ ახალ
    ტექნოლოგიებზე ფლორიდის წვდომა დაეჩქარებინა
  • 13:46 - 13:51
    მთავარი ისაა,რომ მავნე მწერების
    ბიოლოგიური კონტროლი
  • 13:52 - 13:57
    შეიძლება იყოს უფრო ეფექტურიც და
    ეკოლოგიურად სუფთაც,
  • 13:57 - 14:01
    ვიდრე ინსექტიციდების გამოყენება,
    რომლებიც ტოქსიკური ნივთიერებებია.
  • 14:02 - 14:05
    ეს ასე იყო რეიჩელ კარსონის დროში;
    და ეს სიმართლეა დღესაც.
  • 14:05 - 14:11
    განსხვავება ის არის, რომ ჩვენ გვაქვს
    ბევრად მეტი ინფორმაცია
  • 14:11 - 14:13
    გენეტიკის შესახებ, ვიდრე ადრე,
  • 14:13 - 14:17
    და ამით მეტი შესაძლებლობა, რომ
    ეს ინფორმაცია
  • 14:17 - 14:20
    ამ ბიოლოგიურ კონტროლზე გავლენის
    მოსახდენად გამოვიყენოთ.
  • 14:20 - 14:25
    ვიმედოვნებ, რომ რაც მე გავაკეთე
    თქვენი ცნობისმოყვარეობა გააღვიძა,
  • 14:25 - 14:31
    რომ თქვენი პირადი გამოძიება დაიწყოთ --
    არამარტო გენმოდიფიცირებულ კოღოებზე
  • 14:31 - 14:37
    არამედ სხვა გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე,
    რომლებიც დღესდღეობით ასე საკამათოა.
  • 14:38 - 14:42
    მე ვფიქრობ, რომ თუ თქვენ უფრო
    ღრმად გამოიკვლევთ ამდენ ცრუ ინფორმაციასა
  • 14:43 - 14:47
    და მარკეტინგს, რომელსაც ორგანული საკვების
    ინდუსტრია და გრინპისი ატარებს
  • 14:47 - 14:50
    და იპოვით მეცნიერებას,
    სწორ მეცნიერებას
  • 14:50 - 14:53
    გაკვირვებული და მოხარული იქნებით.
  • 14:53 - 14:54
    მადლობა.
  • 14:54 - 14:56
    (აპოლდისმენტები)
Title:
საიდუმლო იარაღი ზიკასა და სხვა კოღოებით გადამდები ვირუსების წინააღმდეგ
Speaker:
ნინა ფედოროფი
Description:

საიდან მოდის ზიკა ვირუსი და რა შეგვიძლია მის წინააღმდეგ გავაკეთოთ? მოლეკულურ ბიოლოგს ნინა ფედოროფს მსოფლიოს გარშემო მივყავართ, რათა ზიკას წარმოშობისა და გავრცელების შესახებ გავიგოთ და საკამათო მეთოდს გვთავაზობს ამ ვირუსისა და სხვა მომაკვდინებელი დაავადებების შესაჩერებლად,რაც დაინფიცირებული კოღოების გამრავლების თავიდან აცილებაში მდგომარეობს.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
15:10

Georgian subtitles

Revisions