-
მე მიყვარს ხელოვნების მუზეუმები.
მაგრამ არ მაქვს დრო, რომ იქ ყოველდღე ვიარო
-
საბედნიეროდ, ბევრი ლამაზი ნახატის ნახვა
შესაძლებელია ინტერნეტში
-
აქაც კი, ხანის აკადემიაზე,
ჩვენი ხელოვნების ისტორიის განყოფილებაში.
-
გადავწყვიტე შემექმნა ეს ვებ–გვერდი,
ცნობილი ნახატების სიით.
-
ერთი სათაურით და სიით ყოველი სტილისთვის
და ნახატების შესახებ სტატიების ბმულებით.
-
იმისთვის, რომ ეს გვერდი უკეთ გამოიყურებოდეს
-
CSS წესებით შევცვალე და
სათაურების ფონტი.
-
მომწონს ეს თითქოს ხელნაწერი სტილი,
მაგრამ ვცადოთ სხვა: fantasy
-
ჰმ, აქაც უნდა შევცვალო, იმიტომ რომ
ორი წესი გვაქვს
-
მე მინდა, რომ ჩემი სათაურები ყოველთვის
ერთნაირად გამოიყურებოდეს
-
მაგრამ ნამდვილად მეზარება მათი ყოველჯერზე
ხელით შეცვლა ორ ადგილას
-
რა შემიძლია, გავაკეთო?
გარდავქმნა ორი CSS წესი ერთ CSS წესად
-
დავფიქრდეთ.
-
მაგალითად, დავამთო ორივე და
ერთსა და იმავე კლასში?
-
ეს ნამდვილად იმუშავებს – ერთი კლასისთვის
ერთი CSS წესი საკმარისი იქნება
-
მაგრამ ჯამში მეტი საქმის გაკეთება მოგვიწევს.
-
ყოველ ჯერ მოგვიწევს ამ კლასის დამატება,
როცა –ს ან –ს შევქმნით.
-
საბედნიეროდ, უკეთესი გზა არსებობს.
შეგვიძლია სელექტორების გაერთიანება მძიმით
-
დავწერთ h1 დავსვამთ მძიმეს და დავწერთ h2–ს
-
ახლა შეგვიძლია წავშალოთ ეს მეორე წესი,
იმიტომ რომ ის უკვე იგულისხმება პირველში.
-
და – ჩვენი გვერდი იგივენაირად გამოიყურება!
-
ახლა, როცა მომინდება შევცვალო ყველა ფონტი,
საკმარისი იქნება მისი ერთ ადგილას შეცვლა.
-
მაგალითად, შეცვლი ისევ cursive-ზე
და, აი, მთელი ტექსტი ისევ დახრილია.
-
დაიმახსოვრეთ, რომ სელექტორები უნდა გამოყოთ
მძიმით და არა ჰარეთი.
-
როგორც უკვე ვნახეთ, ჰარეთი გამოიყოფა
შთამომავალი სელექტორები, რაც სულ სხვა რამეა
-
სელექტორების დაჯგუფება შეიძლება იყოს
მშვენიერი გამოსავალი, როცა ბევრია მსგავსი.
-
მაგრამ ძალიან ხშირადაც არ გამოიყენოთ.
დააჯგუფეთ სელექტორები მხოლოდ მაშინ,
-
თუ მათ აუცილებლად ყოველთვის ექნებათ
მსგავსი პარამეტრები და არა მხოლოდ ახლა.
-
ასეთი სელექტორები ხშირად სემანტიკურადაა
ერთმანეთის მსგავსი.
-
როგორც, მაგალითად, ეს ჩემს შემთხვევაშია:
ყველა სათაურია.
-
მალე სელექტორების ჯგუფის გამოყენების
კიდევ ერთ მაგალითს აგიხსნით.