-
მოდით თავიდან ცოტა გავხურდეთ,
-
რომ შემდეგ თავიდან ავირიდოთ
რამე პრობლემა ახლის სწავლისას.
-
თუ გაიგეთ, რა გავაკეთეთ წინა ვიდეოში,
-
სავარაუდოდ მიხვდებით ,
თუ რას ვაპირებთ ახლა.
-
აქ უფრო გავართულებ ამოცანებს.
-
წინა ვიდეოში ბოლოს გავაკეთეთ
ოთხნიშნას ერთნიშნაზე გამრავლება.
-
ახლა ხუთნიშნა რიცხვი გავაკეთოთ.
-
ვთქვათ, 64 329 გამრავლებული ოთხზე.
-
ახლა გიჩვენებთ, რომ
-
ზუსტად იგივე პროცესს გავივლით,
რაც წინა ვიდეოში გავიარეთ,
-
უბრალოდ უფრო მეტ ხანს
მოგვიწევს მუშაობა, ვიდრე უწინ.
-
დავიწყოთ. რას უდრის ოთხჯერ ცხრა?
-
ოთხჯერ ცხრა არის 36.
-
ხომ ასეა? 18-ჯერ ორი, 36.
-
დავწეროთ ექვსი აქ, სამი კი აქ გადავიტანოთ.
-
აქ დავწეროთ სამი, შემდეგ მოდის ოთხჯერ ორი.
-
ოთხჯერ ორი.
-
სამი უნდა მიემატოს.
-
-- მოდით აქ დავწერ --
-
პლუს სამი უდრის -- ჯერ უნდა გავამრავლოთ.
-
თანმიმდევრული ოპერაციებია,
ჯერ გამრავლებაა საჭირო.
-
ოთხჯერ ორი არის რვა, პლუს სამი არის 11.
-
ერთიანი აქ დავწეროთ,
11-ის ათეულის აღმნიშვნელი ერთიანი კი - აქ.
-
შემდეგ არის ოთხჯერ სამი.
-
ოთხჯერ სამი.
-
აქ ერთიანია,
-
ამიტომ მისი მიმატებაც მოგვიწევს.
-
ეს ტოლი იქნება 12–ს
პლუს ერთის, რაც უდრის 13-ს.
-
ესე იგი, უდრის 13-ს.
-
შემდეგია ოთხჯერ ოთხი.
-
ოთხჯერ ოთხი.
-
აქ ერთიანი გვაქვს წინა
ნამრავლიდან, ამიტომ ამასაც მივუმატებთ.
-
ეს ტოლი იქნება 16–ს პლუს ერთის.
-
ანუ, იქნება 17.
-
შვიდი აქ დავწეროთ, ერთი კი - აქ.
-
თითქმის დავასრულეთ.
-
შემდეგ გვაქვს ოთხჯერ ექვსი.
-
ოთხჯერ ექვსი.
-
პლუს ერთი. რას უდრის?
-
ოთხჯერ ექვსი 24-ია, პლუს ერთი - 25.
-
დავწეროთ ხუთი აქ,
-
ორიანისთვის ადგილი აღარაა,
რადგან გასამრავლებელი აღარაფერია,
-
ამიტომ ორს პირდაპირ აქ ვწერთ.
-
ესეიგი, 64 329 გამრავლებული
ოთხზე უდრის 257 316-ს.
-
ეს მძიმეები არაფერს ნიშნავს,
უბრალოდ გვეხმარება რიცხვების წაკითხვაში.
-
ყოველი სამი ციფრის მერე ვსვამ,
-
მაგალითად, რომ ვიცოდე, რომ
ამ მძიმის შემდეგ ათასები მოდის.
-
ეს არის 7 000. კიდევ ერთი მძიმე
რომ ყოფილიყო, მილიონები იქნებოდა.
-
მოკლედ, ეს გვეხმარება რიცხვის წაკითხვაში.
-
თუ ეს უკვე გაიგეთ, მაშინ ოდნავ
უფრო რთული ამოცანისთვისაც ხართ მზად.
-
თუმცა პირველი მაგალითი
დაახლოებით იგივე სირთულის იქნება,
-
უბრალოდ დამატებითი ეტაპით.
-
აქამდე რასაც ვაკეთებდით, იყო
მრავალნიშნას ერთნიშნაზე გამრავლება.
-
ახლა მრავალნიშნა რიცხვები
ორნიშნა რიცხვებზე გავამრავლოთ.
-
ვთქვათ გვაქვს 36 გამრავლებული --
-
ერთნიშნას ნაცვლად ახლა ორნიშნას დავწერ.
-
-- გამრავლებული 23-ზე.
-
ამ ამოცანასაც ზუსტად ისე დავიწყებთ,
თითქოს მარტო სამიანი გვაქვს.
-
თავიდან ორს ყურადღებას არ მივაქცევთ.
-
სამჯერ ექვსი არის 18.
-
რვა აქ დავწეროთ, ათეულის ერთიანი კი აქ,
-
ათეული, რადგან 18 არის ათს პლუს რვა.
-
სამჯერ სამი არის ცხრა.
-
პლუს ერთი, სამჯერ სამს პლუს ერთი არის --
-
ცხრას პლუს ერთი ანუ ათი.
-
ათს აქ გადავიტანთ.
-
აღარაფერი დარჩა, ამიტომ აქ იქნება ნული.
-
აღაფერი დარჩა გასამრავლებელი,
ამიტომ ათიანი აქ გადავა.
-
რეალურად, ახლა ამოვხსენით რომ 36-ჯერ --
-
მოდით სხვა ფერში გავაკეთებ --
-
რომ 36-ჯერ სამი უდრის 108-ს.
-
ჯერჯერობით მხოლოდ ეს გავაკეთეთ.
-
მაგრამ კიდევ გვაქვს ეს ოცი.
-
ახლა უნდა გავარკვიოთ
რას უდრის 360-ჯერ 20.
-
უკაცრავად, 20-ჯერ 36.
-
ამის გასამრავლებლად --
ეს ორი სინამდვილეში ოცია.
-
-- რომ ყველაფერი გამოვიდეს,
საჭიროა აქ დავწეროთ ნული.
-
ცოტა ხანში აგიხსნით თუ რატომ ვიქცევით ასე.
-
გავიაროთ იგივე პროცესი.
-
ისე ვაკეთებთ როგორც სამისთვის,
ოღონდ ახლა ორზე ვამრავლებთ.
-
შევსებას ერთით მარცხნიდან დავიწყებთ.
-
რამდენია ორჯერ ექვსი?
-
ორჯერ ექვსი.
-
მარტივია, 12.
-
ორჯერ ექვსი არის 12.
-
ერთიანს აქ ვწერთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ,
-
რადგან ეს ერთიანი წინა ამოცანიდან გვაქვს,
-
რომელიც აღარ გამოიყენება.
-
შეგვიძლია წავშალოთ.
-
თუ საშლელი გაქვთ, წაშალეთ,
ან გახსოვდეთ, რომ აღარ გჭირდებათ.
-
ის ერთიანი, რომელსაც
ახლა დავწერთ, სხვა ერთიანია.
-
-- რას ვაკეთებდით? --
-
დავწერეთ რომ ორჯერ ექვსი არის 12.
-
დავწეროთ ორიანია აქ, ერთიანი ზემოთ.
-
წინა ერთიანი მოვიშორე,
შეიძლებოდა დავებნიეთ.
-
ახლა გვაქვს ორჯერ სამი.
-
ორჯერ სამი ტოლია ექვსის,
-
მაგრამ კიდევ გვაქვს პლუს ერთი,
ამიტომ ესეც უნდა დავუმატოთ.
-
ესეიგი შვიდი.
-
ანუ ტოლია შვიდის.
-
ორჯერ სამს პლუს ერთი არის შვიდი.
-
ესეიგი, ეს 720 იგივეა, რაც
-
-- მოდით დავწერ --
-
-- რაც 36 გამრავლებული 20-ზე.
-
36 გამრავლებული 20-ზე არის 720.
-
იმედია ახლა ხვდებით,
თუ რატომ დავწერეთ აქ ნული.
-
ნული რომ არ დაგვეწერა,
გვექნებოდა მხოლოდ ორი --
-
აქ 720-ის მაგივრად მხოლოდ 72 გვექნებოდა.
-
72 კი არის ორჯერ 36.
-
მაგრამ ეს ორი არაა.
-
ეს არის ორი ათეულის ადგილას.
-
ანუ არის 20.
-
ესეიგი 36 უნდა გავამრავლოთ 20-ზე.
-
ამიტომ მივიღეთ 720.
-
ესეიგი, 36 გამრავლებული 20-ზე
-
-- მოდით ასე დავწეროთ --
-
-- ცოტა მეტი სივრცე გამოვყოთ --
-
შეგვიძლია დავწეროთ, ოცდა --
-
მოდით ჯერ ამას დავამთავრებ და
შემდეგ ავხსნი რატომ გამოვთვალეთ ასე.
-
რომ დავასრულოთ,
საჭიროა 108 მივუმატოთ 720-ს.
-
რვას პლუს ნული არის რვა.
-
ნულს პლუს ორი არის ორი.
-
ერთს პლუს შვიდი არის რვა.
-
ესე იგი, 36 გამრავლებული 23-ზე არის 828.
-
რატომ იმუშავა ამ მეთოდმა?
-
როგორ შევძელით ცალკე
იმის გაგება, რომ სამჯერ 36 არის 108
-
და ცალკე იმის, რომ
36 გამრავლებული 20-ზე არის 720?
-
და რატომ შევკრიბეთ შემდეგ?
-
იმიტომ, რომ შეგვეძლო
ამოცანა ასე გადაგვეწერა:
-
შეგვეძლო დაგვეეწრა, 36
-
-- საწყისი ამოცანა ეს იყო --
-
შეგვეძლო დაგვეწერა,
როგორც 36 გამრავლებული 20-ს პლუს სამზე.
-
არ ვიცი განრიგებადობის
კანონი უკვე ისწავლეთ თუ არა,
-
მაგრამ ეს ზუსტად განრიგებადობაა,
-
ეს იგივეა რაც 36 გამრავლებული
20-ზე, პლუს 36 გამრავლებული სამზე.
-
თუ ეს გაბნევთ, არ ინერვიულოთ,
მაგრამ თუ გაიგეთ, ძალიან კარგი,
-
ესეიგი რაღაცას მართლა გასწავლით.
-
როგორც ვნახეთ 36-ჯერ 20 არის 720,
-
ვნახეთ, რომ 36 გამრავლებული სამზე არის 108
-
და რა მივიღეთ მათი შეკრებით?
-
828.
-
მივიღეთ 828.
-
შეგვეძლო უფრო გაფართოება,
როგორც წინა ვიდეოში მოვიქეცით.
-
შეგვეძლო დაგვეწერა როგორც 30-ს პლუს ექვსი
გამრავლებული 20-ს პლუს სამზე.
-
მოდით ასეც დავწერ.
-
მგონი კიდევ უფრო დაგეხმარებათ.
-
თუ გაბნევთ, ყურადღებას ნუ
მიაქცევთ, თუ არა, ძალიანაც კარგი.
-
შეგვიძლია ასე ვქნათ, სამჯერ ექვსი,
-
სამჯერ ექვსი არის 18,
-
რაც არის ათს პლუს რვა.
-
რვა დავწეროთ აქ, 10 აქ ავიტანოთ.
-
ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ.
-
სამჯერ 30.
-
სამჯერ 30 არის 90.
-
90 პლუს ათი არის 100.
-
10 არის ნულ ცალ ათს პლუს 100.
-
იმედია არ გაბნევთ. თუ გაბნევთ - არაუშავს.
-
თუ არა, კარგია, არ მინდა ზედმეტი სირთულე.
-
ახლა შეგვიძლია 20-ზე გამრავლება.
-
ამას ყურადღებას ნუღარ მივაქცევთ.
-
20-ჯერ ექვსი არის 120.
-
ეს არის 20-ს პლუს 100,
ამიტომ 100-ს აქ დავწერ.
-
20-ჯერ 30 -- შეიძლება არ იცოდეთ --
-
ეს იგივეა რაც ორჯერ სამი ბოლოში ორი ნულით.
-
მგონი ცოტა ვაჩქარებ მოვლენებს,
რადგან ზუსტად არ ვიცი რამდენი იცით.
-
მაგრამ მაინც, 20-ჯერ 30 არის 600,
-
ამას პლუს 100, გამოვა 700.
-
შევკრიბოთ ყველაფერი.
-
ეს არის 800 - 100 პლუს 700,
-
პლუს 28, პლუს რვა, რაც უდრის 828-ს.
-
ჩემი მიზანია დაინახოთ, თუ რატომ მივიღეთ
პასუხი ამ მეთოდით, რატომ დავწერეთ აქ ნული.
-
თუ დაიბენით, ახლა ნუ ინაღვლებთ ამაზე.
-
ვიდეო შეგიძლიათ ხელახლა ნახოთ.
-
მოდით კიდევ რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ,
-
რადგან მაგალითებით ყველაზე
კარგად ისწავლით ამ ყველაფერს.
-
მოდი გავაკეთოთ, 77 გამრავლებული 77-ზე.
-
შვიდჯერ შვიდი არის 49.
-
ოთხი აქ დავწეროთ,
-
შვიდჯერ შვიდი - 49, პლუს ოთხი - 53.
-
ხუთი აქ უნდა დავწეროთ,
-
შვიდჯერ შვიდი არის 49,
პლუს ოთხი არის 53.
-
აქ ნული დავწეროთ.
-
ახლა ამ შვიდზე გადავიდეთ.
-
დავწეროთ აქ ნული.
-
ეს მოვიშოროთ, რადგან ტყუილად აგვრევს.
-
შვიდჯერ შვიდი არის 49, აქ ცხრა დავწეროთ.
-
აქ დავწეროთ ოთხი.
-
შვიდჯერ შვიდი - 49, პლუს ოთხი - 53.
-
დაუკვირდით, 77
გავამრავლეთ შვიდზე და მივიღეთ 539.
-
როცა 77 გავამრავლეთ
70-ზე, მივიღეთ 5390.
-
ლოგიკურია.
-
ისინი განსხვავდებიან ნულით, ანუ ათჯერ.
-
ახლა შეგვიძლია შეკრება. რას მივიღებთ?
-
ცხრას პლუს ნული არის ცხრა.
-
სამს პლუს ცხრა არის 12, გადავიტანოთ ერთი.
-
ერთს პლუს ხუთი არის ექვსი.
-
ექვსს პლუს სამი არის ცხრა.
-
აქ ეს ხუთიანი გვაქვს.
-
საბოლოოდ მივიღეთ 5929.