Return to Video

უცნობი რიცხვი შეკრებისა და გამოკლების დროს

  • 0:00 - 0:02
    ვთქვათ, ვიღაც გეკითხებათ:
  • 0:02 - 0:07
    73 უდრის რაღაცას დამატებული 57
    და ეს რაღაც რა არისო?
  • 0:07 - 0:08
    როგორ შეიძლება, რომ მიხვიდე აქამდე?
  • 0:08 - 0:10
    რა არის ეს რაღაც?
  • 0:10 - 0:11
    რა არის ეს გამოტოვებული ადგილი?
  • 0:11 - 0:15
    ცხადია, შეგიძლია რაღაც გააკეთო,
    მათემატიკური ოპერაციები, მაგრამ,
  • 0:15 - 0:17
    აი მაგალითად, ჩემი ტვინი როგორ წავიდოდა:
  • 0:17 - 0:23
    ჯერ, წარმოვიდგენდი რომ მაქვს 57
    და რაღაცები უნდა დავამატო, რომ მივიღო 73.
  • 0:23 - 0:26
    მოდი, ცოტ-ცოტას დავუმატებ,
    რომ მივუახლოვდე 73-ს;
  • 0:26 - 0:28
    ზეპირად ასე გამიმარტივდებოდა
    მაგალითად გაკეთება.
  • 0:28 - 0:33
    ახლა, სამი რომ დავუმატო ამას,
    ამას რომ დავუმატო სამი, მივიღებ 60-ს.
  • 0:33 - 0:38
    კარგი ბატონო, ახლა 73-მდე სანამ ავალ,
    70-მდე მარტივად ვიცი როგორ უნდა მივიდე.
  • 0:38 - 0:41
    60-ს 10 უნდა დავუმატო და 70-ზე ავალ,
  • 0:41 - 0:44
    და პრინციპში 13-ს დავუმატებ
    ბარემ და 73-მდე ავალ.
  • 0:44 - 0:46
    ნუ, ჩემი ტვინი
    ყოველ შემთხვევაში ასე აზროვნებს.
  • 0:46 - 0:51
    ამიტომ, ამას კიდევ თუ დავუმატებ მე 13-ს,
    საერთო ჯამში მივალ 73-მდე.
  • 0:51 - 0:54
    ეს არის როგორც შევკრებდი მე ზეპირად.
  • 0:54 - 0:57
    ნუ წესით და რიგით როგორ უნდა შეკრიბო...
  • 0:57 - 1:00
    როგორ უნდა არა, მაგრამ
    უფრო მოხერხებული ხშირად როგორ არის.
  • 1:00 - 1:02
    თუმცა მე ასე უფრო ვიჭედები ხოლმე.
  • 1:02 - 1:05
    თუ, 73 არის რაღაცას დამატებული 57
  • 1:05 - 1:10
    მაშინ 73-ს თუ მოვაკელი ეს 57, დამრჩება
    ის რაღაც რაც უნდა დავუმატო 57-ს, ხო?
  • 1:10 - 1:16
    შესაბამისად 73-ს მე გამოვაკლებ 57-ს
    და ეს უნდა იყოს წესით და რიგით პასუხი.
  • 1:16 - 1:18
    ეს უნდა იყოს პასუხი.
  • 1:18 - 1:20
    ნუ ცხადია, პასუხი არის აი ამ ორის ჯამი,
  • 1:20 - 1:21
    ანუ 16.
  • 1:21 - 1:24
    რატომ არ ვთქვი ეგ არ ვიცი. პასუხი არის 16.
  • 1:24 - 1:28
    ზოგი ახერხებს, რომ ასეც მიიღოს პასუხი
  • 1:28 - 1:31
    ისე რომ მაინცდამაინც არ გაუჭირდეს
    აზროვნება ამასთან დაკავშირებით.
  • 1:31 - 1:33
    73-ს რომ გამოვაკლო 57...
  • 1:33 - 1:34
    მაშინ ამას ასე შევხედავდი,
  • 1:34 - 1:38
    ნუ, ჯერ 50-ს გამოვაკლებდი
    დამრჩებოდა აქეთ 23 და აქეთ შვიდი და მერე
  • 1:38 - 1:41
    23-ს გამოვაკლებდი შვიდს და დამრჩებოდა 16.
  • 1:41 - 1:45
    ახალი არაფერი, უბრალოდ ზეპირად
    როგორ შეიძლება, რომ გაიმარტივო საქმე
  • 1:45 - 1:48
    იმის ნაცვლად, რომ ეს გააკეთო,
    თუ ეს რთული წარმოსადგენია.
  • 1:48 - 1:50
    აი მაგალითად, კიდევ რომ
    გავაკეთოთ რამე მსგავსი მაგალითი.
  • 1:50 - 2:01
    ვთქვათ მაქვს 94 და ამას უნდა
    გამოვაკლო რაღაც და უნდა მივიღო აქედან 57.
  • 2:01 - 2:02
    ახლა როგორ უნდა მოვიქცე აქ?
  • 2:02 - 2:04
    ერთი ვარიანტია წეღან რაც ვთქვი.
  • 2:04 - 2:10
    მე დავიწყებდი ასე: 94-ს ჯერ, რომ ჩავიდე
    90-მდე, გამოვაკლებდი უბრალოდ ოთხს.
  • 2:10 - 2:11
    და ეს მომცემდა 90-ს.
  • 2:11 - 2:14
    შემდეგ კიდევ გამოვაკლებდი ამას...
  • 2:14 - 2:17
    ნუ, 90-ზე ვარ ხო? ბარემ 50?
  • 2:17 - 2:18
    50-მდე რომ ჩავიდე არ მაწყობს.
  • 2:18 - 2:20
    60-მდე ჩავალ ბარემ.
  • 2:20 - 2:22
    ესე იგი გამოვაკლებდი ამას კიდევ 30-ს.
  • 2:22 - 2:27
    90-ს გამოკლებული 30 ჩამიყვანდა 60-მდე.
  • 2:27 - 2:33
    შემდეგ 60-ს კიდევ გამოვაკლებდი სამს
    და ჩავიდოდი ბოლოს 57-მდე.
  • 2:33 - 2:36
    ანუ ესენი უნდა შევკრიბო
    და მივიღებ იმ რიცხვს, რაც უნდა გამოაკლდეს.
  • 2:36 - 2:41
    ესენი რომ შევკრიბო, არის მინუს
    სამს, მინუს ოთხი, მინუს 30, ანუ მინუს 37.
  • 2:41 - 2:44
    ესე იგი, უნდა გამოვაკლო 37 ამას,
    სხვაგვარად რომ ვთქვათ.
  • 2:44 - 2:47
    ან უნდა შევკრიბო ეს რიცხვები ნიშნის გარეშე.
  • 2:47 - 2:52
    ან უნდა ვთქვა, რომ ვკრებ უარყოფით რიცხვებს
    და მაშინ ვუმატებ 94-ს; ნუ ერთიდაიგივეა.
  • 2:52 - 2:54
    ესე იგი, 94-ს ვაკლებ 37-ს.
  • 2:54 - 2:56
    ცხადია, მეორე უფრო
    მათემატიკური და სწორი გზაა.
  • 2:56 - 2:58
    უბრალოდ ზეპირად ცოტა რთულია ხოლმე.
  • 2:58 - 3:01
    არის, რომ უბრალოდ ავდგე...
    და როგორ მოვიქცე?
  • 3:01 - 3:05
    მე თუ მაინტერესებს, 94-ს
    რა უნდა გამოვაკლო იმისთვის, რომ მივიღო 57.
  • 3:05 - 3:09
    ავდგები და პირიქით, გამოვაკლებ 94-ს 57-ს.
  • 3:09 - 3:12
    მაგრამ, მაგის ნაცვლად,
    კიდევ შემიძლია ერთი რაღაც გავაკეთო.
  • 3:12 - 3:13
    წეღან როგორც მოვიქეცი.
  • 3:13 - 3:15
    იმის ნაცვლად, რომ დავიწყო
    ამისთვის რაღაცების გამოკლება,
  • 3:15 - 3:18
    ვიფიქრებ, რომ
    თუ 94 მინუს 37 რაღაცას მაძლევს...
  • 3:18 - 3:23
    უფროსწორად, თუ 94-ს მინუს
    უცნობი რიცხვი 57-ს მაძლევს.
  • 3:23 - 3:27
    მაშინ მოდი, 57-ს მივუმატებ
    ნელ-ნელა რაღაცებს, რომ ავიდე 94-მდე.
  • 3:27 - 3:32
    და მივხვდები ეგ რაღაც რა არის, რაც მერე
    94-ს უნდა გამოვაკლო, რომ მივიღო 57.
  • 3:32 - 3:39
    ანუ 57-ს ავიღებ და დავუმატებ,
    ჯერ ვთქვათ სამს და მივალ 60.
  • 3:39 - 3:48
    მერე უკვე სამოციდან ნათლად ჩანს,
    უნდა დავუმატო კიდევ 34 რომ მივიდე 94-მდე.
  • 3:48 - 3:50
    ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში,
    ასე ჩანს ნათლად.
  • 3:50 - 3:55
    და გამოდის რომ სამს პლუს 34 უნდა
    დავუმატო 57-ს, ესე იგი 37.
  • 3:55 - 3:59
    ანუ. 94-ს უნდა გამოვაკლო 37,
    რომ მივიღო 57.
  • 3:59 - 4:03
    ნუ, ასე შეგიძლიათ იმსჯელოთ ხოლმე,
    ზოგჯერ ზეპირად.
  • 4:03 - 4:05
    და მოდი კიდევ ერთი გავაკეთოთ.
  • 4:05 - 4:08
    ამ შემთხვევაში ცოტა უფრო
    სხვა მიზნით გავაკეთებ ამას.
  • 4:08 - 4:10
    ესე იგი, ვთქვათ მაქვს 36-ს...
  • 4:11 - 4:18
    ან მოდი ვიტყვი,
    36 უდრის რაღაცას გამოკლებული 41.
  • 4:18 - 4:21
    მოდი, ცოტა ვიზუალურად
    გავიაზროთ ეს რას ნიშნავს.
  • 4:21 - 4:26
    ესე იგი, დავხაზავ რიცხვით ღერძს
    და ორ რამეს მეუბნება ეს.
  • 4:26 - 4:29
    ვთქვათ, აქ თუ არის 36.
  • 4:30 - 4:33
    ესე იგი, აქ მაქვს რაღაც უცნობი რიცხვი.
    აი აქ.
  • 4:33 - 4:39
    და მე ამას გამოვაკელი 41,
    რომ მოვსულიყავი აი აქ, ანუ მინუს 41.
  • 4:39 - 4:47
    მეორენაირად შემიძლია ვთქვა, რომ მე,
    აი, ამას უნდა დავუმატო 41, რომ მივიდე აქ.
  • 4:47 - 4:50
    სხვაგვარად, შემიძლია გადმოვწერო ეს,
  • 4:50 - 4:55
    რომ 36 დამატებული 41 ზუსტად მიმიყვანს,
    იმ რიცხვამდე რასაც ვეძებ.
  • 4:55 - 4:57
    იმ რაღაც უცნობ რიცხვამდე.
  • 4:57 - 5:00
    ეს ორი ტიპი უნდა შევკრიბო უბრალოდ,
    ეს ორი რიცხვი.
  • 5:00 - 5:01
    რა დამრჩება აქ?
  • 5:01 - 5:03
    ერთეულები რომ შევკრიბო ჯერ,
  • 5:03 - 5:08
    მექნება ექვს ერთეულს დამატებული
    ერთი ერთეული, რაც არის 7 ერთეული.
  • 5:08 - 5:12
    და შემდეგ, სამ ათეულს უნდა დავუმატო
    ოთხი ათეული, რაც არის შვიდი ათეული.
  • 5:12 - 5:15
    ესე იგი, 77 ყოფილა ეს რიცხვი.
  • 5:15 - 5:17
    (სუბტიტრები შექმნილია
    ნათია მჭედლიძის დახმარებით)
Title:
უცნობი რიცხვი შეკრებისა და გამოკლების დროს
Description:

more » « less
Video Language:
Georgian
Duration:
05:17

Georgian subtitles

Revisions