-
მინდა, ის 24 სამკუთხედი სხვადასხვა
რაოდენობის ჯგუფებად დავყო.
-
პირველ რიგში,
ეს 24 სამკუთხედი მინდა დავყო 3 ჯგუფად
-
და ვნახო,
რამდენი სამკუთხედი იქნება თითოეულ ჯგუფში?
-
მოდი, ვცადოთ.
ვაპირებ დავყო სამ ტოლ ჯგუფად.
-
ეს არის ერთი ჯგუფი, ეს არის მეორე
ტოლი ჯფუგი და ეს არის მესამე ტოლი ჯგუფი.
-
თუ 24–ს დავყოფ სამ თანაბარი რაოდენობის
ჯგუფად. 1, 2, 3. რამდენი იქნება თითოეულ ჯგუფში?
-
შეგვიძლია დავთვალოთ! ჩვენ გვაქვს 1, 2, 3,
4, 5, 6, 7, 8 სამკუთხედი თითოეულ ჯგუფში
-
შეგვიძლია ვთქვათ,
რომ 24 გაყოფილი სამზე ტოლია რვის.
-
თქვენ შეიძლება თქვათ: "ეს ძალიან
ჰგავს იმას, რაც გამრავლების დროს ვნახეთ!"
-
კერძოდ: "სამი რვაწევრიანი ჯგუფი
იგივეა რაც, სამჯერ რვა და ტოლია 24–ის."
-
და თქვენ სავსებით მართალი ხართ!
-
ასევე შეგვიძლია დავწეროთ, სამჯერ რვა -
თუ გვაქვს სამი რვაწევრიანი ჯგუფი - ტოლია 24–ის.
-
დავიწყეთ 24 ნივთით, გვსურდა გაგვეყო ისინი
სამ ტოლ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში მივიღეთ რვა.
-
ან შეგიძლიათ თქვათ, სამი თანაბარი
რვაწევრიანი ჯგუფი ტოლია 24–ის.
-
მაგრამ სხვა გზაც არსებობს.
მოდით, ცოტათი გავერკვეთ ამაში.
-
თავიდან 24 გავყავი სამ ტოლ ჯგუფად.
ამასტან ერთად, 24 იყოფა სამწევრიან ჯგუფებად.
-
მოდით, ვნახოთ, რას მივიღებთ იმ
შემთხვევაში, თუ დავყოფთ სამწევრიან ჯგუფებად.
-
მაგალითად, ეს არის სამწევრიანი ჯგუფი
– ალბათ, უკვე ხვდებით, რასაც ვაკეთებ.
-
ეს არის მეორე სამწევრიანი ჯგუფი –
ვიფიქროთ, რამდენ სამწევრიან ჯგუფს მივიღებთ.
-
ეს არის შემდეგ ჯგუფი და
ესეც კიდევ ერთი სამწევრიანი ჯგუფია.
-
რამდენი სამწევრიანი ჯგუფი მივიღეთ? ვნახოთ,
გვაქვს 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8 სამწევრიანი ჯგუფი.
-
24–ის 3–ზე გაყოფის სხვა გზა ყოფილა 24–ის
გაყოფა სამწევრიან ჯგუფებად,
-
რის შედეგადაც ვიღებთ 8 ჯგუფს.
-
კიდევ, ამაზე შეიძლება ვიფიქროთ, როგორც
გამრავლებაზე.
-
თუ გაქვთ რვა
სამწევრიანი ჯგუფი, ჯამში გექნებათ 24.
-
რომელიც არ უნდა გქონდეთ, სამი რვაწევრიანი
თუ რვა სამი სამწევრიანი, ჯამი მაინც 24–ია.
-
გადავიდეთ
კიდევ უფრო საინტერესო მაგალითებზე.
-
ახლა მინდა დაგაფიქროთ შემდეგზე:
-
რა მოხდება, თუ 24–ს გავყოფთ 12–ზე?
გააჩერეთ ვიდეო და სცადეთ 24–ის გაყოფა 12–ზე.
-
ვვარაუდობ, რომ თქვენ შეაჩერეთ ვიდეო.
24–ის 12–ზე გაყოფა ორი გზით შეიძლება.
-
შეიძლება 24 დავყოთ 12–წევრიან ჯგუფებად
და ვიფიქროთ რამდენ ჯგუფს მივიღებთ.
-
ეს არის ერთი 12–წევრიანი ჯგუფი და ეს არის
მეორე. რამდენი 12–წევრიანი ჯფუდი მივიღეთ?
-
ჩვენ მივიღეთ ორი 12–წევრიანი ჯგუფი.
შეგვიძლია ვთქვათ, 24 გაყოფილი 12–ზე ტოლია ორის.
-
მეორე გზაც არსებობს. 12–წევრიანი ჯგუფების
მაგვირად, 24 12 ჯგუფად დავყოთ.
-
მინდა დავყო 12 ჯგუფად, 12 ტოლ ჯგუფად,
-
მაშ, ეს არის ერთი ტოლი ჯგუფი, მეორე ტოლი
ჯგუფი, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12.
-
ახლაც, თუ იტყვით: "მე ვაპირებ 24 გავყო 12
ტოლ ჯგუფად, რამდენს მივიღებ თითო ჯგუფში?"
-
მიიღებთ ორს. მოკლედ, 24 შეიძლება გავყოთ 12
ჯგუფად და გავიგოთ რაოდენობა თითო ჯგუფში
-
ან 24 გავყოთ 12–წევრიან ჯგუფებად და
დავთვალოთ მიღებული ჯგუფები. რაც გავაკეთეთ.
-
ახლა კიდევ უფრო საინტერესო გავხადოთ
ამოცანა.
-
მინდა რამდენიმე შემთხვევაზე დაფიქრდეთ:
-
რამდენია 24 გაყოფილი ექვსზე
-
და რამდენია
24 გაყოფილი ოთხზე?
-
მინდა ისევ შეაჩეროთ ვიდეო და
სცადოთ დამოუკიდებლად ამოხსნათ.
-
რას უდრის 24 გაყოფილი ექვსზე
და 24 გაყოფილი ოთხზე?
-
მოდი, ჯერ
24 გავყოთ ექვსზე.
-
მოდი, 24 გავყოთ ექვს თანაბარ ჯგუფად.
-
ეს იქნება ერთი ჯგუფი.. ორი.. თითო ჯგუფი
შედგება ოთხის წევრისგან, როგორც ჩანს
-
3, 4, 5 და 6. თუ 24–ს გაყოფ
ექვს თანაბარ ჯგუფად, რამდენს მიიღებ თითო ჯგუფში?
-
ცხადია, მიიღებ ოთხს თითო ჯგუფში.
-
კიდევ, შეგვეძლო გვეთქვა:
"მოდი, 24 გავყოთ ექვსწევრიან ჯგუფებად."
-
დავიწყოთ 24–ის დაყოფა ექვსწევრიან ჯგუფებად:
-
ესაა ერთი ექვსწევრიანი ჯგუფი, ეს მეორე –
ვფიქრობ, ხვდებით, რამდენი ჯგუფი გამოვა.
-
გამოვა ოთხი ექვსწევრიანი ჯგუფი.
-
რას უდრის 24 გაყოფილი ოთხზე?
თუ 24–ის ოთხზე გაყოფა იგივეა,
-
რაც 24–ის 4 თანაბარ ჯგუფად დაყოფა,
მაშინ ამ კითხვის პასუხი სულ ცოტა ხნის წინ დავხატე!
-
მაქვს ოთხი თანაბარი ჯუფი
და თითო ჯგუფში მაქვს ექვსი წევრი.
-
24 გაყოფილი ექვსზე არის ოთხი
და 24 გაყოფილი ოთხზე არის ექვსი.
-
იმიტომ რომ, ეს შეიძლება წარმოვიდგინოთ,
როგორც 4 ექვსწევრა ჯგუფი (4–ჯერ 6 არის 24)
-
ან შეგიძლია თქვა,
ექვსჯერ ოთხი ტოლია 24–ის.