დაუცველობის ძალა
-
0:01 - 0:03მაშ ასე, ამით დავიწყებ:
-
0:03 - 0:05რამდენიმე წლის წინ,
ივენთების ორგანიზატორმა დამირეკა, -
0:05 - 0:07რადგან სიტყვით გამოვსლას ვაპირებდი.
-
0:07 - 0:09დამირეკა და მითხრა:
-
0:09 - 0:12"ვერ შევჯერდი,
როგორ დავწერო შენ შესახებ ფლაერზე." -
0:12 - 0:14გამიკვირდა: "რა არის აქ საფიქრალი?!"
-
0:14 - 0:18მან კი მიპასუხა: "მე ვნახე შენი გამოსვლა
და ვფიქრობ გიწოდო მკვლევარი, -
0:18 - 0:22მაგრამ ვშიშობ, თუ მკვლევარად მოგიხსენიებ
არავინ მოვა შენს მოსასმენად, -
0:22 - 0:25რადგან იფიქრებენ, რომ მოსაწყენი
და შეუფერებელი ხარ ამ ღონისძიებისთვის." -
0:25 - 0:26(სიცილი)
-
0:26 - 0:27მე ვუთხარი: "აჰა...კარგი..."
-
0:27 - 0:30მან მითხრა: "მაგრამ რაც მე მომწონს
შენს საუბარში, -
0:30 - 0:31არის ის რომ შენ ხარ მთხრობელი.
-
0:31 - 0:34ასე რომ წარგადგენ როგორც მთხრობელს"
-
0:34 - 0:37რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური,
არათვითდაჯერებული ნაწილი შეშფოთდა: -
0:37 - 0:40"შენ აპირებ წარმადგინო როგორც ვინ?"
-
0:40 - 0:43მან მიპასუხა: "როგორც მთხრობელი."
-
0:43 - 0:46პასუხად მე:
"თუ ასეა, ჯადოსნური ელფი რატომ არა?!" -
0:46 - 0:47(სიცილი)
-
0:47 - 0:51ჩემი რეაქცია იყო: "მოიცა, ცოტა დავფიქრდე."
-
0:51 - 0:54შევეცადე მთელი ჩემი სიმამაცე მომეკრიბა.
-
0:54 - 0:57გავიაზრე, რომ მე ვარ მთხრობელი.
-
0:57 - 0:59მე თვისებრივი მკვლევარი ვარ.
მე ისტორიებს ვაგროვებ. -
0:59 - 1:01ეს არის, რასაც მე ვაკეთებ.
-
1:01 - 1:04შეიძლება ეს ისტორიებიც მხოლოდ მონაცემებია,
რომელთაც სული შთაბერეს, -
1:04 - 1:06იქნებ მე მართლა მხოლოდ მთხრობელი ვარ."
-
1:06 - 1:08ამიტომ ასე ვუთხარი: "მოდი ასე მოვიქცეთ,
-
1:08 - 1:11უბრალოდ თქვი,
რომ მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ." -
1:11 - 1:14მას გაეცინა:
"ჰა ჰა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს." -
1:14 - 1:16(სიცილი)
-
1:16 - 1:20ასე რომ, მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ
და დღეს მინდა მოგითხროთ -
1:20 - 1:22მზარდი აღქმის შესახებ.
-
1:22 - 1:26მინდა მოგიყვეთ ისტორიები
კვლევის პროცესის შესახებ, -
1:26 - 1:30რომლებმაც ფუნდამენტურად გააფართოვეს
ჩემი აღქმის თვალსაწიერი -
1:30 - 1:33და შეცვალეს წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ
და მიყვარს -
1:33 - 1:35და ვმუშაობ და შვილებს ვზრდი.
-
1:35 - 1:37ეს არის ის, საიდანაც ჩემი ისტორია იწყება.
-
1:37 - 1:41როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი,
დოქტურანტურაზე სწავლის პირველ წელს, -
1:41 - 1:44მე მყავდა კვლევის პროფესორი,
რომელმაც გვითხრა: -
1:44 - 1:48"რასაც ვერ ზომავთ, ის არ არსებობს."
-
1:49 - 1:52ვიფიქრე უბრალოდ მეარშიყებოდა.
-
1:52 - 1:55"ნამდვილად?" ვკითხე მე.
"რა თქმა უნდა!" დამიდასტურა მან. -
1:55 - 1:58წარმოიდგინეთ, მე უკვე მაქვს
-
1:58 - 2:01ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები
სოციალურ მეცნიერებებში, -
2:01 - 2:03და ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მისაღებად
-
2:03 - 2:05ასე რომ, მთელი ჩემი
აკადემიური კარიერის მანძილზე -
2:05 - 2:07გარემოცული ვარ ადამიანებით,
რომლებიც ფიქრობენ: -
2:07 - 2:10"ცხოვრება უწესრიგობაა, გიყვარდეს იგი."
-
2:10 - 2:12მე კი უფრო ვფიქრობ:
"ცხოვრება უწესრიგობაა -
2:12 - 2:14დაასუფთავე,
-
2:14 - 2:17დაალაგე იგი და მოათავსე კონტეინერში."
-
2:17 - 2:19(სიცილი)
-
2:19 - 2:22ასე რომ, ვფიქრობ ნაპოვნი მქონდა ჩემი გზა,
-
2:22 - 2:25საქმე, რომელიც მთლიანად მომიცავდა.
-
2:25 - 2:28სოციალური სფეროს ერთ-ერთი
ცნობილი გამონათქვემი ამბობს: -
2:28 - 2:31"თავით გადაეშვი
შენი სამუშაოს უსიამოვნებებში." -
2:31 - 2:34მე ასე ვიყავი განწყობილი:
"თავში ჩაუკაკუნე უსიამოვნებებს, -
2:34 - 2:36თავიდან მოიშორე ისინი
და ყველაფერი ხუთიანზე იქნება." -
2:36 - 2:39ეს იყო ჩემი მანტრა.
-
2:39 - 2:41მე სავსე ვიყავი ენთუზიაზმით
-
2:41 - 2:44და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემთვისაა,
-
2:44 - 2:47რადგან მე ზუსტად ასეთი
უწესრიგობებით ვარ დაინტერესებული. -
2:47 - 2:49მე მინდა მათი დალაგება შემეძლოს.
-
2:49 - 2:51მინდა მესმოდეს ისინი.
-
2:51 - 2:55მინდა ბოლომდე ჩავწვდე ყველაფერს,
რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია -
2:55 - 2:57და გავშიფრო ისინი ყველას დასანახად.
-
2:57 - 3:00გადავწყვიტე კავშირებით დამეწყო.
-
3:00 - 3:03იმ დროს, როცა ხარ სოციალური მუშაკი
10 წლიანი გამოცდილებით, -
3:03 - 3:07აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არის ის
რის გამოც ჩვენ აქ ვართ. -
3:08 - 3:10იგი ჩვენს ცხოვრებას
მიზანს და მნიშვნელობას აძლევს. -
3:10 - 3:14ეს ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა,
გიწევს თუ არა ურთიერთობა ადამიანებთან, -
3:14 - 3:16რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე,
-
3:16 - 3:18ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,
ძალადობაზე და გულგრილობაზე მუშაობენ. -
3:18 - 3:21ჩვენ რაც ვიცით, არის ის,
რომ კავშირის ქონა, -
3:21 - 3:23ურთიერთობის შეგრძნების შესაძლებლობა,
-
3:23 - 3:26არის ის, როგორც ვართ შექმნილი
ნეურობიოლოგიურ დონეზე. -
3:26 - 3:31ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ.
მე ვაპირებ დავიწყო კავშირებზე მსჯელობით. -
3:31 - 3:36წარმოიდგინეთ სიტუაცია,
რომ თქვენი უფროსი გაფასებთ. -
3:36 - 3:39მან ჩამოთვალა 37 რამ,
რასაც შესანიშნავად ართმევთ თავს -
3:39 - 3:42და ერთი რამ რასაც ვერ...
არის "ზრდის შესაძლებლობა." -
3:42 - 3:43(სიცილი)
-
3:43 - 3:47ყველაფერი, რაზე ფიქრიც ამ სიტუაციაში
შეგიძლიათ "ზრდის შესაძლებლობაა", ხომ ასეა? -
3:47 - 3:50ცხადია, ჩემი საქმიანობაც ამ გზით წავიდა.
-
3:50 - 3:53რადგან, როდესაც ადამიანებს
სიყვარულზე ეკითხებით, -
3:53 - 3:55გიყვებიან, თუ როგორ ატკინეს მათ გული.
-
3:55 - 3:57როდესაც მიმღებლობაზე უსვამთ შეკითხვას,
-
3:57 - 4:02იხსენებენ ყველაზე საშინელ შემთხვევას,
როცა თავი გარიყულად აგრძნობინეს, -
4:02 - 4:04ხოლო როდესაც ეკითხებით
ურთიერთობის შესახებ, -
4:04 - 4:07ამბები რომლებსაც ყვებიან
დაშორებას ეხება. -
4:07 - 4:10ასე რომ, ძალიან მალე,
თითქმის 6 კვირაში კვლევის დაწყებიდან, -
4:10 - 4:16მე შევეჩეხე ამ უსახელო რაღაცას,
რამაც მთლიანად ნათელი მოჰფინა ურთიერთობებს -
4:16 - 4:19ისე როგორც მე არასოდეს მესმოდა
და არასოდეს მენახა. -
4:19 - 4:21ასე რომ მე შევწყვიტე კვლევა
-
4:21 - 4:24და ვფიქრობდი,
რომ უნდა გამერკვია რა იყო ეს. -
4:24 - 4:27აღმოჩნდა, რომ ეს სირცხვილის გრძნობა იყო.
-
4:27 - 4:31სირცხვილი იოლად გაიგება,
როგორც ურთიერთობების დაკარგვის შიში: -
4:31 - 4:36არის კი ჩემში რამე ისეთი,
რაც სხვებმა რომ გაიგონ, ან დაინახონ, -
4:36 - 4:39აღარ ვიქნები მათთან ურთიერთობის ღირსი?
-
4:39 - 4:42ამაზე შემიძლია შემდეგი გითხრათ:
ეს უნივერსალურია. ყველა ჩვენგანს გვაქვს. -
4:42 - 4:45იმ ადამიანებს,
რომლებიც არ განიცდიან სირცხვილს, -
4:45 - 4:48არ აქვთ ადამიანური თანაგრძნობის
და ურთიერთობის უნარი. -
4:48 - 4:49არავის სურს ამაზე ლაპარაკი.
-
4:49 - 4:52რაც ნაკლებს ლაპარაკობთ,
მით მეტად განიცდით. -
4:53 - 4:57საფუძველი ამ შიშისა, არის ფიქრი:
"მე არ ვარ საკმარისად კარგი". -
4:57 - 5:00ეს გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია:
-
5:00 - 5:03"მე არ ვარ საკმარისად ღია,
არ ვარ საკმარისად გამხდარი, -
5:03 - 5:06საკმარისად მდიდარი, საკმარისად ლამაზი,
საკმარისად ჭკვიანი,საკმარისად წარმატებული" -
5:06 - 5:11და ამ ყველაფრის საფუძველი არის
დაუცველობის მტანჯველი განცდა. -
5:11 - 5:14ეს აზრი კავშირის დამყარებისა,
-
5:14 - 5:19მოითხოვს რომ საკუთარი თავი ვაჩვენოთ,
რომ დაგვინახონ ისეთი როგორებიც ვართ. -
5:20 - 5:23იცით როგორ ვარ განწყობილი
დაუცველობის მიმართ? მე მძულს დაუცველობა. -
5:23 - 5:28ამიტომაც ვიფიქრე, ეს ჩემი შანსია
გავლახო ის, ჩემი საზომი ხელსაწყოთი. -
5:28 - 5:31მე ვიწყებ. მე ვაპირებ გამოვიკვლიო იგი,
-
5:31 - 5:35ვაპირებ მივუძღვნა ამ საქმეს მთელი წელი,
სრული დეკონსტრუქცია გავუკეთო სირცხვილს. -
5:35 - 5:36გავიგო როგორ მუშაობს დაუცველობა
-
5:36 - 5:39და ხერხით ვაჯობო მას.
-
5:39 - 5:43ასე რომ, მე გამოვაცხადე მზადყოფნა
და ძალიან აღელვებული ვიყავი. -
5:44 - 5:47ალბათ ხვდებით,
რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა -
5:47 - 5:48(სიცილი)
-
5:49 - 5:51თქვენ ეს იცით.
-
5:51 - 5:53მე შემიძლია
დაუსრულებლად გესაუბროთ სირცხვილზე, -
5:53 - 5:55მაგრამ ამისთვის ყველა მომხსენებლის
დრო დამჭირდება. -
5:55 - 5:58მთავარს გეტყვით, იმ ძირითადს,
რაზეც დადის ეს ყველაფერი. -
5:58 - 6:01ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია,
-
6:01 - 6:04რომელიც ამ ათწლიანი კვლევის მანძილზე
შევიძინე. -
6:04 - 6:08ჩემი ერთი წელი გადაიქცა 6 წლად:
-
6:08 - 6:13ათასობით ისტორია,
ასობით ვრცელი ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები. -
6:13 - 6:15ხალხი თავად მიგზავნიდა ჟურნალის გვერდებს
-
6:15 - 6:18და მათ ისტორიებს.
-
6:18 - 6:22ათასობით მონაცემი დამიგროვდა
ამ ექვსი წლის მანძილზე -
6:22 - 6:25და მე ჩავებღაუჭე მათ. რაღაც დოზით გავიგე
-
6:25 - 6:27რა არის სირცხვილი, როგორ მუშაობს იგი.
-
6:27 - 6:33მე წიგნი დავწერე, გამოვაქვეყნე თეორია,
მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. -
6:34 - 6:38საქმე იმაში იყო, რომ თუ მე უხეშად
ავიღებდი ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანებს -
6:38 - 6:44და დავყოფდი მათ ადამიანებად,
რომელთაც ნამდვილად აქვთ ღირსების გრძნობა.. -
6:44 - 6:46
აი, რაზეც ყველაფერი დაიყვანება... -
6:46 - 6:48ღირსების გრძნობა...
-
6:48 - 6:51ასეთებს ძლიერი
სიყვარულისა და მიმღებლობის გრძნობა აქვთ... -
6:51 - 6:53და ადამიანებად,
რომლებიც წვალობენ ამისთვის. -
6:53 - 6:56რომლებსაც მუდმივად აღელვებთ
არიან თუ არა საკმარისად კარგები. -
6:56 - 6:58მხოლოდ ერთი ცვლადი განასხვავებდა
ადამიანებს, -
6:58 - 7:01რომელთაც აქვთ სიყვარულის
და მიმრებლობის ძლიერი განცდა -
7:01 - 7:03და ადამიანებს, რომლებიც წვალობენ ამისთვის.
-
7:03 - 7:07ეს იყო ის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ
სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა, -
7:07 - 7:11სჯერათ, რომ ისინი იმსახურებენ
სიყვარულს და მიღებას. -
7:11 - 7:12სულ ეს არის.
-
7:12 - 7:14მათ სჯერათ რომ ღირსნი არიან.
-
7:15 - 7:20ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობების გარეშე
დარჩენის მთავარი მიზეზი, -
7:20 - 7:24არის ჩვენივე შიში, რომ არ ვართ
ამ ურთიერთობის ღირსნი. -
7:24 - 7:26ეს იყო რაღაც, რაშიც პირადად
და პროფესიულად -
7:26 - 7:29ვგრძნობდი რომ უკეთ გარკვევა მჭირდებოდა.
-
7:29 - 7:34და აი რა გავაკეთე:
ავიღე ყველა ინტერვიუ, -
7:34 - 7:37სადაც ღირსების გრძნობა
და განცდით მცხოვრები ადამიანები ვნახე -
7:37 - 7:40და მხოლოდ მათზე დავიწყე დაკვირვება.
-
7:40 - 7:42რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო?
-
7:42 - 7:46მე ცოტა საკანცელარიო ნივთების
მანია მახასიათებს, თუმცა ეს სხვა თემაა. -
7:47 - 7:50მაშ, მქონდა საქაღალდე და
"შარპის" მარკერი -
7:50 - 7:53და ვფიქრობდი, რა დამერქმია ამ კვლევისთვის.
-
7:53 - 7:56პირველივე სიტყვა,
რაც თავში მომივიდა იყო "გულითადი". -
7:56 - 7:59ისინი იყვნენ გულითადი ადამიანები,
მცხოვრებნი ღირსების ღრმა განცდით. -
7:59 - 8:02ამგვარად, ასეც დავაწერე საქაღალდეს
-
8:02 - 8:04და დავიწყე მასალების გარჩევა.
-
8:04 - 8:11ფაქტიურად ამ ოთხდღიანი
მონაცემების ინტენსიური ანალიზით დავიწყე. -
8:11 - 8:14უკან დავბრუნდი, ამოვიღე ინტერვიუები,
ისტორიები, შემთხვევები. -
8:14 - 8:17რა არის არსი? როგორია სტრუქტურა?
-
8:17 - 8:20ჩემმა მეუღლემ ბავშვებიანად ქალაქი დატოვა,
-
8:20 - 8:23რადგან მე ყოველთვის ვვარდები
ჯეკსონ პოლოკის გიჟურ სტილში, -
8:23 - 8:28როცა სულ ვწერ
და მკვლევარის განწყობაზე ვარ. -
8:28 - 8:32და აი რა აღმოვაჩინე:
-
8:32 - 8:36მათი საერთო თვისება გამბედაობა იყო.
-
8:36 - 8:39მინდა ერთმანეთისგან გამოვყო
გამბედაობა და სიმამაცე. -
8:39 - 8:41გამბედაობა - თავდაპირველი მნიშვნელობით,
-
8:41 - 8:43რომლითაც იგი ინგლისურ ენაში გაჩნდა,
-
8:43 - 8:46მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "cor",
რაც ნიშნავს - "გული" -
8:46 - 8:48და თავდაპირველი განმარტებით ნიშნავდა
-
8:48 - 8:51გეამბა საკუთარი თავის შესახებ
მთელი გულით. -
8:51 - 8:57ამიტომ, ამ ადამიანებს მარტივად ჰქონდათ
გამბედაობა ყოფილიყვნენ არასრულყოფილნი -
8:58 - 9:00მათ ებრალებოდათ
და ცდილობდნენ კეთილები ყოფილიყვნენ -
9:00 - 9:03პირველ რიგში საკუთარი თავის
და შემდეგ სხვების მიმართ, -
9:03 - 9:06რადგან როგორც ირკვევა,
სხვებს ვერ შევიბრალებთ, -
9:06 - 9:09თუ საკუთარ თავს ვერ მოვეპყარით კარგად.
-
9:09 - 9:13საბოლოოდ ისინი ახერხებდნენ ჰქონოდათ
ურთიერთობა და რაშიც იყო სირთულე, -
9:13 - 9:15მათი გულწრფელობიდან გამომდინარე
-
9:15 - 9:19ისინი მზად იყვნენ აღარ ეზრუნათ იმაზე,
როგორებიც ფიქრობდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ. -
9:19 - 9:22სამაგიეროდ ყოფილიყვნენ ისეთები,
როგორებიც ნამდვილად იყვნენ. -
9:22 - 9:27რაც იძულებული ხართ გააკეთოთ,
თუ გინდათ ურთიერთობა. -
9:28 - 9:31კიდევ ერთი რამ,
რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ეს. -
9:34 - 9:38დაუცველობის სრულად გათავისება.
-
9:41 - 9:47მათ სჯეროდათ, რომ დაუცველობა
მათ ალამაზებდა. -
9:50 - 9:55ისინი არც იმას ამბობდნენ,
რომ დაუცველობა კომფორტული იყო -
9:55 - 9:57და არც იმას, რომ ეს აუტანელი იყო,
-
9:57 - 10:00როგორც მანამდე
სირცხვილის შესახებ ინტერვიუში მოვისმინე. -
10:00 - 10:03ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ ,
რომ ეს აუცილებლობა იყო. -
10:03 - 10:08საუბრობდნენ მზადყოფნაზე,
რომ პირველებს ეთქვათ "მე შენ მიყვარხარ"... -
10:08 - 10:14მზადყოფნაზე, რომ გაეკეთებინათ
რამე გარანტიების გარეშე... -
10:16 - 10:20მზადყოფნაზე,
რომ მშვიდად დალოდებოდნენ ექიმის ზარს -
10:20 - 10:23მამოგრაფიის შედეგების შესახებ.
-
10:23 - 10:26მზადყოფნაზე, რომ ინვესტირება მოეხდინათ
ურთიერთობაში, -
10:26 - 10:29რომელიც ან გამოვა, ან არა.
-
10:29 - 10:32ისინი თვლიდნენ,
რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. -
10:32 - 10:35პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს ღალატი იყო.
-
10:35 - 10:40ვერ ვიჯერებდი,
რომ კვლევას ერთგულება შევფიცე, -
10:40 - 10:42სადაც ჩვენი საქმე,
როგორც კვლევის განმარტება გვეუბნება, -
10:42 - 10:45არის კონტროლი და პროგნოზირება.
-
10:45 - 10:49მოვლენის შესწავლა,
სწორედ კონტროლის და პროგნოზირების მიზნით -
10:49 - 10:53და ახლა ამ კონტროლის
და პროგნოზირების ჩემმა მისიამ. -
10:53 - 10:56აჩვენა რომ უნდა იცხოვრო
დაუცველობის განცდით -
10:56 - 10:59და შეწყვიტო კონტროლი და პროგნოზირება.
-
10:59 - 11:03ამან პატარა კრიზისში ჩამაგდო.
-
11:03 - 11:05(სიცილი)
-
11:06 - 11:09რომელიც სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა.
-
11:09 - 11:11(სიცილი)
-
11:11 - 11:13და ასეც იყო.
-
11:13 - 11:17მე ამას კრიზისს ვეძახი ჩემი ფსიქოთერაპევტი
კი სულიერ გამოღვიძებას. -
11:17 - 11:19სულიერი გამოღვიძება უკეთ ჟღერს,
ვიდრე კრიზისი -
11:19 - 11:21მაგრამ გარწმუნებთ ეს კრიზისი იყო.
-
11:21 - 11:24იძულებული გავხდი ჩემი მასალები გვერდით
გადამედო და ფსიქოთერაპევტი მეძებნა. -
11:24 - 11:26ნება მომეცით გითხრათ:
-
11:26 - 11:29ბევრს იგებთ საკუთარ თავზე,
როცა მეგობრებს ურეკავთ და ეუბნებით: -
11:29 - 11:32"ვფიქობ მიღებაზე უნდა ჩავეწერო,
შეგიძლია ვინმე მირჩიო?" -
11:32 - 11:35ჩემი ხუთი მეგობრის რეაქცია
ასეთი იყო: -
11:35 - 11:37"უუუჰ, შენს ფსიქოთერაპევტად ყოფნას
არ ვისურვებდი". -
11:37 - 11:39(სიცილი)
-
11:39 - 11:41ამაზე მე: "ეს რას ნიშნავს?"
-
11:41 - 11:44ისინი კი: "ხომ იცი, უბრალოდ ვიგულსხმე,
-
11:44 - 11:47რომ შენს საზომ ხელსაწყოს ნუ წაიღებ".
-
11:47 - 11:49(სიცილი)
-
11:51 - 11:53ასე რომ ვიპოვე ფსიქოთერაპევტი.
-
11:53 - 11:56ჩემ პირველ შეხვედრაზე დაიანასთან
-
11:56 - 12:01მოვიტანე გულითადი ადამიანების
ცხოვრების სტილი და დავჯექი. -
12:01 - 12:03მან მკითხა: "როგორ ხარ?"
-
12:03 - 12:06ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად, მშვენივრად.
-
12:06 - 12:08შემდეგ მკითხა: "რაშია საქმე?"
-
12:08 - 12:11ეს იყო ფსიქოთერაპევტი,
რომელიც ფსიქოთერაპევტებს ნახულობს, -
12:11 - 12:16ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, რადგან მათი
სისულელეების დეტექტორი კარგად მუშაობს. -
12:16 - 12:18(სიცილი)
-
12:18 - 12:22ასე რომ, მე ვუთხარი:
"საქმე იმაშია, რომ მე ვწვალობ." -
12:22 - 12:25"რა წვალებას გულისხმობ?" - მკითხა მან.
-
12:25 - 12:27მე ვუპასუხე: "დაუცველობის პრობლემა მაქვს
-
12:27 - 12:31და ვიცი, რომ დაუცველობა სირცხვილის, შიშის
-
12:31 - 12:34და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლის ბაზისია.
-
12:34 - 12:39თუმცა, როგორც გამოჩნდა ის ასევე
სიხარულის, შემოქმედებითობის, -
12:39 - 12:42მიმღებლობის და სიყვარულის საწყისია
-
12:42 - 12:48და ვფიქრობ პრობლემა მაქვს
და დახმარება მჭირდება" -
12:48 - 12:54თან დავძინე: "არანაირი საუბარი ოჯახზე
და არანაირი ბავშვობისდროიდნელი ბოდვები". -
12:54 - 12:55(სიცილი)
-
12:55 - 12:58"მე უბრალოდ რაღაც სტრატეგიები მჭირდება"
-
12:58 - 13:02(სიცილი)
-
13:02 - 13:06(აპლოდისმენტები)
-
13:06 - 13:07გმადლობთ
-
13:09 - 13:12მისი რეაქცია ასეთი იყო.
-
13:12 - 13:14(სიცილი)
-
13:14 - 13:17შემდეგ მე ვუთხარი: "ეს ცუდია. არა?"
-
13:17 - 13:20მან მიპასუხა: "ეს არც კარგია, არც ცუდი".
-
13:20 - 13:22(სიცილი)
-
13:22 - 13:24"ეს არის, რაც არის"
-
13:24 - 13:27და მე: "ო, ღმერთო ჩემო ჩავისვარეთ".
-
13:27 - 13:30(სიცილი)
-
13:30 - 13:32და ასეც მოხდა და თან არც მოხდა.
-
13:32 - 13:35ამას მთელი წელი დასჭირდა.
-
13:35 - 13:37ხომ იცით ადამიანები,
-
13:37 - 13:40რომლებიც როცა კი აცნობიერებენ,
რომ დაუცველობა და სისათუთე მნიშვნელოვანია, -
13:40 - 13:43ნებდებიან და თავით გადაეშვებიან მასში.
-
13:43 - 13:45ა) მე ასეთი არ ვარ.
-
13:45 - 13:48და ბ) მე ასეთ ადამიანებთან არც ვურთიერთობ.
-
13:48 - 13:51(სიცილი)
-
13:51 - 13:54ჩემთვის ეს ერთწლიანი ქუჩური ჩხუბი იყო.
-
13:54 - 13:56ნამდვილი შეჯახება.
-
13:56 - 13:58დაუცველობამ შემიტია, მეც შევუტიე.
-
13:58 - 14:01მე წავაგე ბრძოლა,
-
14:01 - 14:03მაგრამ ალბათ უკან დავიბრუნე ჩემი ცხოვრება.
-
14:03 - 14:05ამის შემდეგ მე დავუბრუნდი კვლევას
-
14:05 - 14:07და მომდევნო ორი წელი
-
14:07 - 14:11იმის ცდაში გავატარე, რომ გამეგო,
რა არჩევანს აკეთებენ -
14:11 - 14:16გულითადი ადამიანები
და რას ვუხერხებთ დაუცველობას. -
14:16 - 14:19რატომ ვებრძვით მას ასე მონდომებით?
-
14:19 - 14:21ვარ თუ არა მე მარტო ამ ბრძოლაში?
-
14:22 - 14:23არა.
-
14:23 - 14:25მაშ, აი რა ვისწავლე,
-
14:26 - 14:29ჩვენ ვახშობთ დაუცველობას,
-
14:29 - 14:31როცა ზარს ველოდებით.
-
14:31 - 14:34სახალისო იყო, როცა მე დავგზავნე
ტვიტერისა და ფეისბუქის მეშვეობით -
14:34 - 14:36კითხვა:
"როგორ განმარტავთ დაუცველობას? -
14:36 - 14:38რა გაგრძნობინებთ თავს დაუცველად?"
-
14:38 - 14:40თითქმის საათნახევარში
მე მქონდა 150 პასუხი, -
14:40 - 14:44რადგან მინდოდა გამეგო რაშია საქმე.
-
14:44 - 14:50"როცა იძულებული ვარ ახალშეუღლებულ
ქმარს ვთხოვო დახმარება რადგან ავად ვარ"; -
14:50 - 14:52"სექსის წამოწყებისას ქმართან";
-
14:52 - 14:54"სექსის წამოწყებისას ცოლთან";
-
14:54 - 14:58"უარის მიღებისას";
"როცა ვთხოვ პაემანზე მოვიდეს"; -
14:58 - 15:01"როცა ველოდები ექიმის ზარს";
"როდესაც სამსახურიდან მათავისუფლებენ"; -
15:01 - 15:03"როდესაც იძულებული ვარ
სამსახურიდან გავათავისუფლო" -
15:03 - 15:06ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.
-
15:06 - 15:08ჩვენ დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ.
-
15:08 - 15:12ერთ-ერთი გზა, რითიც ამას ვუმკლავდებით
დაუცველობის ჩახშობაა -
15:12 - 15:14ვფიქრობ არსებობს ამის მტკიცებულება
-
15:14 - 15:16და ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება,
-
15:16 - 15:19მაგრამ ვფიქრობ უდიდესი ფაქტორია,
-
15:19 - 15:22რომ ჩვენ ვართ ყველაზე ვალებში ჩაფლული,
-
15:23 - 15:25ჭარბწონიანი,
-
15:25 - 15:31დამოკიდებული და წამლებზე შემჯდარი
ზრდასრული მოსახლეობა აშშ-ს ისტორიაში. -
15:33 - 15:36პრობლემა, როგორც კვლევამ მიჩვენა,
-
15:36 - 15:39არის რომ შეუძლებელია
ემოციების შერჩევითი ჩახშობა. -
15:40 - 15:43ვერ იტყვით აქ ცუდი რამეებია.
-
15:43 - 15:45აქ დაუცველობაა, აქ მწუხარებაა,
აქ სირცხვილია, -
15:45 - 15:47აქ შიშია, აქ იმედგაცრუებაა.
-
15:47 - 15:49არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო.
-
15:49 - 15:53ორიოდე კათხა ლუდს დავლევ და
ბანანის თხილიან მაფინს დავაყოლებ. -
15:53 - 15:54(სიცილი)
-
15:55 - 15:56არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო.
-
15:56 - 15:58ჩემთვის ნაცნობია ეს გამგებიანი სიცილი,
-
15:58 - 16:01ჩემი სამუშაო თქვენს ცხოვრებაში შეჭრაა.
-
16:01 - 16:03მე ეს ვიცი. ღმერთო ჩემო!
-
16:03 - 16:05(სიცილი)
-
16:05 - 16:08თქვენ ვერ ჩაახშობთ ამ მტკივნეულ განცდებს,
-
16:08 - 16:11სხვა გავლენების, სხვა ემოციების
ჩახშობის გარეშე. -
16:11 - 16:13ვერ შეძლებთ ეს შერჩევითად გააკეთოთ.
-
16:13 - 16:15ანუ როდესაც მათ ვახშობთ,
-
16:15 - 16:17ჩვენ ვახშობთ სიხარულს,
-
16:17 - 16:19ჩვენ ვახშობთ მადლიერებას,
-
16:19 - 16:21ჩვენ ვახშობთ ბედნიერებას.
-
16:22 - 16:25ამის შემდეგ, ჩვენ ცუდად ვართ
და ვიწყებთ მიზნის -
16:25 - 16:28და მნიშვნელობის ძებნას
და თავს დაუცველად ვგრძნობთ. -
16:28 - 16:31მაშინ კი თან გვაქვს კათხა ლუდი და
ბანანის თხილიანი მაფინი. -
16:31 - 16:34და ეს საშიში ციკლი იქმნება.
-
16:36 - 16:39ერთი რამ,
რაზეც ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ, -
16:39 - 16:42არის თუ რატომ და როგორ ვახშობთ ემოციებს.
-
16:42 - 16:44ეს უბრალო მიდრეკილება არ უნდა იყოს.
-
16:45 - 16:49კიდევ რასაც ვაკეთებთ ხოლმე,
არის, განუსაზღვრელ რამეებს ვსაზღვრავთ. -
16:50 - 16:55რელიგია რწმენიდან და იდუმალებიდან
ზუსტ განსზღვრებამდე მივიდა. -
16:55 - 16:58"მე მართალი ვარ, შენ - ცდები. მოკეტე"
-
16:59 - 17:00აი ასე.
-
17:01 - 17:02სრულიად დარწმუნებით.
-
17:03 - 17:04რაც მეტად გვეშინია,
-
17:04 - 17:07მით მეტად დაუცველები ვართ და
მეტად შეშინებულებიც. -
17:07 - 17:09დღევანდელი პოლიტიკაც ამას ჰგავს.
-
17:09 - 17:11მასში არ არის მსჯელობა.
-
17:11 - 17:12არ არის დიალოგი.
-
17:12 - 17:14აქ მხოლოდ ბრალს დებენ.
-
17:14 - 17:17იცით კვლევაში ბრალის
დადება როგორ არის აღწერილი? -
17:17 - 17:20ტკივილის და დისკომფორტისგან
დაცლის საშუალება. -
17:21 - 17:23ჩვენ სრულყოფილებისკენ ვიღწვით.
-
17:23 - 17:26თუკი არის ვინმე, ვისაც სურს
მისი ცხოვრება ასეთი იყოს, ეს მე ვარ, -
17:26 - 17:28მაგრამ ეს არ მუშაობს.
-
17:28 - 17:31რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის,
რომ ვიღებთ ცხიმს ჩვენი დუნდულებიდან -
17:31 - 17:33და ვუშვებთ მას ლოყებში.
-
17:33 - 17:35(სიცილი)
-
17:36 - 17:40იმედი მაქვს100 წლის მერე ადამიანები
უკან მოიხედავენ და იტყვიან "ვაუ" -
17:40 - 17:41(სიცილი)
-
17:41 - 17:45და ჩვენ ვაიდეალებთ,
რაც ყველაზე საშიშია, ჩვენს შვილებს. -
17:45 - 17:48ნება მომეცით გითხრათ,
თუ რას ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე. -
17:48 - 17:50ისინი უკვე მომართულნი არიან საბრძოლველად,
როცა ჩნდებიან -
17:50 - 17:53და როდესაც ეს სრულყოფილი პატარა არსებები
ხელში გვიჭირავს, -
17:53 - 17:55ჩვენ არ უნდა ვუთხრათ:
"შეხედეთ მას, ის სრულყოფილია. -
17:55 - 17:58მე უნდა შევინარჩუნო ის სრულყოფილად,
მე უნდა უზრუნველვყო, -
17:58 - 18:01რომ ის ტენისის გუნდში იყოს მეხუთე კლასში
და მეშვიდეში იელში ჩააბაროს." -
18:01 - 18:05ეს არ არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ.
ჩვენი საქმეა შევხედოთ და ვუთხრათ: -
18:05 - 18:08"იცი? შენ არ ხარ სრულყოფილი,
შენ მომართული ხარ ბრძოლისთვის, -
18:08 - 18:10მაგრამ იმსახურებ სიყვარულს და მიმღებლობას"
-
18:10 - 18:11ეს არის ჩვენი საქმე.
-
18:11 - 18:13მაჩვენეთ თაობა, რომელიც ასე აღიზარდა
-
18:13 - 18:16და ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს,
რომელთაც დღეს ვხედავთ. -
18:16 - 18:22ჩვენ თავს ვიტყუებთ, თითქოს ჩვენი საქციელი
გავლენას არ ახდენდეს სხვებზე. -
18:23 - 18:25ჩვენ ასე ვიქცევით პირად ცხოვრებაში.
-
18:25 - 18:28ჩვენ საზოგადოდაც ასე ვიქცევით,
-
18:28 - 18:32იქნება ეს ფინანსური კოლაფსი,
ნავთობის დაღვრა, თუ შეკვეთის გაუქმება. -
18:32 - 18:36ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენს საქციელს
დიდი გავლენა არ აქვს სხვა ადამიანებზე. -
18:36 - 18:40მე ვეტყოდი კომპანიებს - ხალხო,
ეს არ არის ჩვენი პირველი როდეო -
18:40 - 18:44ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ გულწრფელები
და ნამდვილები იყოთ და თქვათ: -
18:44 - 18:49"ჩვენ ვწუხვართ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ"
-
18:50 - 18:52მაგრამ არის კიდევ სხვა გზა
და ამით დავასრულებ. -
18:52 - 18:54აი რა აღმოვაჩინე:
-
18:54 - 19:00გავხადოთ საკუთარი თავი ხილული,
სიღრმემდე ხილული, დაუცველად ხილული... -
19:00 - 19:06რომ გვიყვარდეს მთელი გულით,
რომც არ იყოს გარანტია -
19:06 - 19:08და ეს ძალიან ძნელია
-
19:08 - 19:12როგორც მშობელი გეტყვით,
რომ ეს აუტანლად რთულია. -
19:13 - 19:18გამოვხატო მადლიერება და სიხარული
იმ საშიშ წუთებში, -
19:18 - 19:20როდესაც ჩვენ ვეჭვობთ:
"შეიძლება ასე ძლიერ მიყვარდე?" -
19:20 - 19:22"შეიძლება მჯეროდეს ამის ასე მგზნებარედ?"
-
19:22 - 19:24"შემიძლია ვიყო ასეთი განრისხებული?"
-
19:24 - 19:27უბრალოდ შეგეძლოს გაჩერდე და
მოსალოდნელ შედეგებზე განცდის ნაცვლად -
19:27 - 19:29თქვა: "მე მადლიერი ვარ,
-
19:29 - 19:33რადგან ეს დაუცველობა მაგრძნობინებს,
რომ მე ცოცხალი ვარ." -
19:33 - 19:36და ბოლოს, ჩემი აზრით
ყველზე მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ, -
19:36 - 19:39რომ საკმარისად კარგები ვართ.
-
19:39 - 19:44რადგან, როდესაც ვმოქმდებთ
იმის რწმენით, რომ "საკმარისად კარგი ვარ", -
19:45 - 19:49ვწყვეტთ ყვირილს და ვიწყებთ მოსმენას.
-
19:49 - 19:51ვართ უფრო კეთილები და ზრდილობიანები
-
19:51 - 19:54ჩვენ გარშემომყოფების
და საკუთარი თავების მიმართ. -
19:54 - 19:57სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გმადლობთ
-
19:57 - 19:59(აპლოდისმენტები)
- Title:
- დაუცველობის ძალა
- Speaker:
- ბრენე ბრაუნი
- Description:
-
ბრენე ბრაუნი სწავლობს ადამიანებს შორის ურთიერთობებს - მათში თანაგრძნობის, მიმღებლობის, სიყვარულის უნარს. TEDx ჰიუსტონის ამ ენამოსწრებულ, სახალისო ვიდეოში, იგი გვიზიარებს საკუთრი კვლევის მნიშვნელოვან შედეგებს, რამაც უბიძგა დაეწყო ძიება საკუთარი თავისა და კაცობრიობის შესაცნობად.
ეს არის საუბარი, რომელიც სხვებსაც უნდა გაუზიაროთ. - Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 19:59
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability |