სუზან კეინი: ინტროვერტების ძალა
-
0:00 - 0:02როდესაც ცხრა წლის ვიყავი
-
0:02 - 0:04პირველად წავედი საზაფხულო ბანაკში.
-
0:04 - 0:06დედამ ჩემოდანი
-
0:06 - 0:08წიგნებით გამივსო,
-
0:08 - 0:10რაც სრულიად ბუნებრივად მომეჩვენა.
-
0:10 - 0:12იმიტომ, რომ ჩემს ოჯახში
-
0:12 - 0:15კითხვა იყო ჯგუფური მუშაობის
ძირითადი ფორმა. -
0:15 - 0:17შესაძლოა ეს თქვენ ასოციალურად ჩათვალოთ
-
0:17 - 0:20მაგრამ ჩვენთვის ეს იყო ურთიერთობის
უბრალოდ განსხვავებული ფორმა. -
0:20 - 0:22შენ გრძნობ შენი ოჯახის სითბოს
-
0:22 - 0:24რომელიც შენს გვერდით გყავს,
-
0:24 - 0:27მაგრამ ამავე დროს
შენ შეგიძლია თავისუფლად იმოგზაურო -
0:27 - 0:28შენს წარმოსახვაში.
-
0:28 - 0:30და ვფიქრობდი,
-
0:30 - 0:33რომ ბანაკიც სწორედ ასეთი იქნებოდა,
უკეთესიც კი. -
0:33 - 0:35(სიცილი)
-
0:35 - 0:38წარმოვიდგენდი
როგორ იჯდა 10 გოგო თავიანთ კოტეჯში -
0:38 - 0:41მყუდროდ , საღამურებში და
კითხულობდნენ წიგნებს. -
0:41 - 0:42(სიცილი)
-
0:42 - 0:45ბანაკი აღმოჩნდა ლუდის წვეულების მსგავსი,
ალკოჰოლის გარეშე. -
0:45 - 0:47პირველივე დღეს
-
0:47 - 0:50ჩვენმა ზედამხედველმა შეგვკრიბა ყველანი
-
0:50 - 0:53და გვასწავლა ყიჟინა რომელიც, როგორც
თვითონ თქვა, უნდა შეგვესრულებინა -
0:53 - 0:54ყოველდღე ზაფხულის ბოლომდე
-
0:54 - 0:57იმისათვის, რომ ბანაკში შეგვექმნა
შესაბამისი განწყობა. -
0:57 - 0:59ის ჟღერდა შემდეგნაირად:
-
0:59 - 1:00"ხ-მ-ა-უ-რი,
-
1:00 - 1:02ჩვენ ასე ვწერთ ხმაურს.
-
1:02 - 1:05ხმაური, ხმაური, მოდი ვიხმაუროთ."
-
1:07 - 1:09დიახ.
-
1:09 - 1:11ვერაფრით ვერ ვხვდებოდი,
-
1:11 - 1:14რატომ უნდა ვყოფილიყავით ხმაურიანები,
-
1:14 - 1:17ან რატომ უნდა დაგვემარცვლა
ეს სიტყვა შეცდომით. -
1:17 - 1:22(სიცილი)
-
1:22 - 1:25მაგრამ მე ვუერთდებოდი ყიჟინას
სხვებთან ერთად. -
1:25 - 1:27ვაკეთებდი ჩემს მაქსიმუმს.
-
1:27 - 1:29მე უბრალოდ ველოდი დროს,
-
1:29 - 1:32რომ წავსულიყავი და წამეკითხა ჩემი წიგნები.
-
1:32 - 1:34პირველად როდესაც ამოვიღე წიგნი ჩანთიდან
-
1:34 - 1:36ყველაზე გამორჩეული გოგო მომიახლოვდა
-
1:36 - 1:39და მკითხა: " რატომ ხარ ასეთი ჩუმი?"
-
1:39 - 1:41ჩუმი, რა თქმა უნდა,
იყო სრულიად საპირისპირო -
1:41 - 1:43ხ-მ-ა-უ-რ-ი-ა-ნ-ი-ს-ა.
-
1:43 - 1:45მეორედ, როდესაც კვლავ ვცადე
იგივეს გაკეთება, -
1:45 - 1:48ზედამხედველი მომიახლოვდა
შეშფოთებული სახით, -
1:48 - 1:50შემახსენა ბანაკის სულისკვეთების არსი
და მითხრა, -
1:50 - 1:52რომ ჩვენ ყველას ბევრი უნდა გვეშრომა,
-
1:52 - 1:55რომ ვყოფილიყავით გახსნილები.
-
1:55 - 1:57ასე რომ, ჩავდე ჩემი წიგნები
-
1:57 - 2:00ჩემოდანში
-
2:00 - 2:03და შევინახე საწოლის ქვეშ,
-
2:03 - 2:06სადაც ისინი დარჩნენ ზაფხულის ბოლომდე.
-
2:06 - 2:08ამის გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი.
-
2:08 - 2:10ვგრძნობდი თითქოს წიგნებს ვჭირდებოდი,
-
2:10 - 2:13თითქოს მეძახდნენ, მე ისინი მივატოვე.
-
2:13 - 2:15მაგრამ მე ნამდვილად მივატოვე ისინი
-
2:15 - 2:17და ჩემოდანი სახლში დაბრუნებამდე,
-
2:17 - 2:19ზაფხულის ბოლომდე არც კი გამიხსნია.
-
2:19 - 2:22ახლა მე მოგიყვებით ისტორიას
საზაფხულო ბანაკზე. -
2:22 - 2:25შემეძლო მომეყოლა კიდევ 50 მსგავსი ამბავი,
-
2:25 - 2:28სადაც მთავარი მესიჯი იყო ყოველთვის ის, რომ
-
2:28 - 2:31ჩემი მშვიდი და ინტროვერტული ხასიათი
-
2:31 - 2:33არც თუ ისე ნორმალური იყო,
-
2:33 - 2:36რომ უნდა მეცადა ვყოფილიყავი უფრო
ექსტრავერტი. -
2:36 - 2:39სადღაც სიღრმეში ყოველთვის ვგრძნობდი,
რომ ეს იყო მცდარი -
2:39 - 2:41და რომ ინტროვერტები თავისებურად
საკმაოდ კარგები იყვნენ. -
2:41 - 2:44მაგრამ წლების მანძილზე მე უარვყოფდი
ამ ინტუიციას -
2:44 - 2:47და ასე გავხდი უოლ სტრიტის იურისტი
-
2:47 - 2:50ნაცვლად მწერლისა,
რაც მე ყოველთვის მინდოდა. -
2:50 - 2:52ნაწილობრივ იმიტომაც,
რომ საკუთარი თავისთვის დამემტკიცებინა, -
2:52 - 2:54მეც შემეძლო ვყოფილიყავი
გაბედული და პირდაპირი. -
2:54 - 2:56ყოველთვის დავდიოდი ხალხმრავალ ბარებში
-
2:56 - 2:59მაშინ, როდესაც მერჩივნა მესადილა
მეგობრებთან ერთად. -
2:59 - 3:02მე ვაკეთებდი თვით-საწინააღმდეგო არჩევანს
-
3:02 - 3:04იმდენად რეფლექსურად,
-
3:04 - 3:07რომ ვერც კი ვაცნობიერებდი, რას ვაკეთებდი.
-
3:07 - 3:09ეს ისაა, რასაც ბევრი ინტროვერტი აკეთებს,
-
3:09 - 3:11და ეს, რა თქმა უნდა, დანაკარგია ჩვენთვის,
-
3:11 - 3:13აგრეთვე დანაკარგია ჩვენი კოლეგებისთვის
-
3:13 - 3:15და ჩვენი საზოგადეობისთვისაც.
-
3:15 - 3:18ასევე, მაპატიეთ პათოსისათვის,
ეს არის მსოფლიოს დანაკარგიც. -
3:18 - 3:21რადგან, როდესაც საქმე ეხება
კრეატიულობას და ლიდერობას, -
3:21 - 3:25ჩვენ გვჭირდება ინტროვერტები, რომ მათ
აკეთონ ის რაც ყველაზე კარგად გამოსდით. -
3:25 - 3:27მოსახლეობის მესამედი ან ნახევარი ინტროვერტია
-
3:27 - 3:28-- 30% - 50%.
-
3:28 - 3:31ეს არის ერთი ადამიანი, ყოველი ორი ან სამი
თქვენი ნაცნობიდან. -
3:31 - 3:34თუკი თქვენ ხართ ექსტრავერტი,
-
3:34 - 3:36მაშინ საუბარია თქვენს კოლეგაზე,
-
3:36 - 3:38მეუღლეზე და ბავშვებზე
-
3:38 - 3:41და ადამიანზე, რომელიც ახლა თქვენს
გვერდით ზის. -
3:41 - 3:43ყოველი მათგანი განიცდის ამ პირუთვნელობას,
-
3:43 - 3:45რაც ასე ღრმადაა გამჯდარი
ჩვენს საზოგადოებაში. -
3:45 - 3:48ჩვენ მას ვითვისებთ ძალიან
ადრეული ასაკიდან, -
3:48 - 3:51როცა ჩვენ, არც კი შეგვიძლია
ვთქვათ რას ვაკეთებთ. -
3:51 - 3:53ეს პირუთვნელობა ნათლად რომ დაინახოთ,
-
3:53 - 3:56საჭიროა გაიგოთ რა არის ინტროვერსია.
-
3:56 - 3:58ის განსხვავდება სიმორცხვისაგან.
-
3:58 - 4:00სიმორცხვე საზოგადოებრივი განაჩენის შიშია
-
4:00 - 4:02ინტროვერსია კი გულისხმობს იმას,
-
4:02 - 4:04თუ როგორ პასუხობ შენ სხვადასხვა სტიმულს,
-
4:04 - 4:06მათ შორის სოციალურ სტიმულებს.
-
4:06 - 4:09რეალურად, ექსტრავერტებს ესაჭიროებათ
დიდი დოზით სტიმულები, -
4:09 - 4:11მაშინ, როცა ინტროვერტები
თავს საუკეთესოდ გრძნობენ, -
4:11 - 4:13უფრო აქტიურები და ქმედუნარიანები არიან,
-
4:13 - 4:15როცა ისინი იმყოფებიან მშვიდ,
მოკრძალებულ გარემოში. -
4:15 - 4:18არა ყოველთვის - ეს არ არის აბსოლუტური-
-
4:18 - 4:20მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ასეა.
-
4:20 - 4:21ამდენად,
-
4:21 - 4:24ჩვენი ტალანტის მაქსიმიზაციისათვის,
-
4:24 - 4:26უნდა მოვხვდეთ
-
4:26 - 4:29ჩვენთვის შესაფერისი სტიმულების გარემოში.
-
4:29 - 4:31მაგრამ, სწორედ ამ დროს იჩენს თავს
ის საყოველთაო მცდარი აზრი. -
4:31 - 4:33ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტები,
-
4:33 - 4:35სკოლები და სამსახურები
-
4:35 - 4:37ძირითადად განკუთვნილია და გათვლილია
ექსტრავერტებზე -
4:37 - 4:40და ექსტრავერტებისთვის საჭირო
სტიმულების დიდ რაოდენობაზე. -
4:40 - 4:44გარდა ამისა, ამჟამად ჩვენ გვჯერა სისტემის,
-
4:44 - 4:46რომელსაც მე ვეძახი ჯგუფურ აზროვნებას,
-
4:46 - 4:50რომელიც ამბობს, რომ კრეატიულობა და პროდუქტიულობა
-
4:50 - 4:53მოდის ისეთი ადგილიდან,
სადაც ბევრი ადამიანია ერთად. -
4:53 - 4:56წარმოიდგინეთ თანამედროვე,
ტიპიური საკლასო ოთახი: -
4:56 - 4:58როცა მე დავიოდი სკოლაში,
-
4:58 - 5:00ჩვენ ვისხედით რიგებად.
-
5:00 - 5:02ჩვენ ვისხედით რიგზე განლაგებულ
მერხებთან ასე -
5:02 - 5:04და უმეტესწილად ვმუშაობდით დამოუკიდებლად.
-
5:04 - 5:06მაგრამ დღეს, ტიპიური საკლასო ოთახი
-
5:06 - 5:08აღჭურვილია შეჯგუფებული მერხებით --
-
5:08 - 5:114, 5, 6, 7 ბავშვი ზის პირისპირ
-
5:11 - 5:13და ერთად ასრულებს უამრავ ჯგუფურ დავალებას.
-
5:13 - 5:16ისეთ საგნებშიც, როგორებიც არის მათემატიკა
ან შემოქმედებითი წერა, -
5:16 - 5:19რომელიც დამოკიდებულია
მხოლოდ ერთი ადამიანის აზროვნებაზე, -
5:19 - 5:23ბავშვებს უწევთ იმოქმედონ, როგორც
კომისიის წევრებს. -
5:23 - 5:25ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც ურჩევნიათ
-
5:25 - 5:27გავიდნენ თავიანთთვის და იმუშაონ მარტო
-
5:27 - 5:29აღიქმებიან გარიყულებად,
-
5:29 - 5:32ან უარეს შემთხვევაში, პრობლემატურ
პიროვნებებად. -
5:33 - 5:36მასწავლებელთა უმრავლესობა ამბობს,
-
5:36 - 5:38რომ იდეალური მოსწავლე არის ექსტრავერტი
-
5:38 - 5:40და არა ინტროვერტი,
-
5:40 - 5:42მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში
ინტროვერტები -
5:42 - 5:44იღებენ უკეთეს ნიშნებს და იციან უფრო მეტი,
-
5:44 - 5:46რაც დადგენილია კვლევებით.
-
5:46 - 5:48(სიცილი)
-
5:48 - 5:51იგივე შეიძლება ითქვას ჩვენს სამსახურებზეც.
-
5:51 - 5:54დღეს უმეტესობა მუშაობს ღია ოფისებში,
-
5:54 - 5:56კედლების გარეშე,
-
5:56 - 5:58სადაც განვიცდით
-
5:58 - 6:00მუდმივ ხმაურსა და კოლეგების
დაჟინებულ მზერას. -
6:00 - 6:02როცა საქმე ეხება ლიდერობას,
-
6:02 - 6:04ინტროვერტები, როგორც წესი რჩებიან გვერდზე
ლიდერის პოზიციიდან, -
6:04 - 6:06მიუხედავად იმისა, რომ ინტროვერტები
გაცილებით უფრო ფრთხილები არიან, -
6:06 - 6:08უფრო მეტად ერიდებიან ზედმეტ რისკებს -
-
6:08 - 6:12რასაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად
უნდა ვაფასებდეთ. -
6:12 - 6:15ადამ გრანტის საინტერესო კვლევამ
უორტონის სკოლაში -
6:15 - 6:17დაადგინა, რომ ინტროვერტი ლიდერები
-
6:17 - 6:19ხშირად უკეთეს შედეგებს აღწევენ
ვიდრე ექსტრავერტი, -
6:19 - 6:22რადგან, პროდუქტიული თანამშრომლების
ხელმძღვანელობისას -
6:22 - 6:25ისინი ნებას აძლევენ თანამშრომლებს
იხელმძღვანელონ საკუთარი იდეებით, -
6:25 - 6:27მაშინ როდესაც ექსტავერტები, უნებლიედ,
-
6:27 - 6:29აღტაცებაში მოდიან,
-
6:29 - 6:32ატყობენ ყველაფერს თავიანთ კვალს
-
6:32 - 6:33და სხვების იდეები, მარტივად
-
6:33 - 6:36ვერ პოვებს განვითარებას.
-
6:36 - 6:40ფაქტია, ზოგი ლიდერი, ვინც გარდატეხა
მოახდინა ისტორიაში იყო ინტროვერტი. -
6:40 - 6:41მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.
-
6:41 - 6:44ელეონორა რუზველტი, როზა პარკსი, განდი -
-
6:44 - 6:46ყველა მათგანი აღწერდა საკუთარ თავს
-
6:46 - 6:49როგორც წყნარს, მშვიდად მოსაუბრეს და
მორცხვსაც კი. -
6:49 - 6:51ყველა მათგანი მოხვდა ყურადღების ცენტრში,
-
6:51 - 6:53მიუხედავად იმისა, რომ სხეულის ყველა ნაწილი
-
6:53 - 6:56მათ ეწინააღმდეგებოდა.
-
6:56 - 6:58ეს აღმოჩნდა განსაკუთრებულად
მიმზიდველი ძალა, -
6:58 - 7:01ხალხი გრძნობდა, რომ ეს ლიდერები არ იდგნენ
მართვის სადავეებთან -
7:01 - 7:03იმიტომ, რომ მათ მოსწონდათ სხვების მართვა,
-
7:03 - 7:05ან სიამოვნებდათ როგორ უყურებდა მათ ყველა,
-
7:05 - 7:08არამედ იმიტომ, რომ მათ სხვა
არჩევანი არ ჰქონდათ, -
7:08 - 7:11ისინი იძულებულები იყვენენ გაეკეთებინათ
რაც სწორად მიაჩნდათ. -
7:11 - 7:14ვფიქრობ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია ვთქვა,
-
7:14 - 7:17რომ მე ნამდვილად მიყვარს ექსტრავერტები.
-
7:17 - 7:22ყოველთვის მსიამოვნებს ავღნიშნო, რომ ჩემი
რამდენიმე უახლოესი მეგობარი ექსტრავერტია, -
7:22 - 7:24მათ შორის ჩემი საყვარელი მეუღლეც.
-
7:24 - 7:26რა თქმა უნდა ჩვენ სხვადასხვა
მხარეს ვიმყოფებით, -
7:26 - 7:29როდესაც საქმე ეხება სპექტრს
ინტროვერტი/ექსტრავერტი. -
7:29 - 7:32კარლ იუნგმაც კი, ვინც პირველად მოახდინა
ამ თემის პოპულარიზება, თქვა, -
7:32 - 7:34რომ არ არსებობს წმინდად ინტროვერტი,
-
7:34 - 7:36ან წმინდად ექსტრავერტი.
-
7:36 - 7:39მან თქვა,რომ ასეთი ადამიანი
შეშლილთა თავშესაფარში იქნებოდა, -
7:39 - 7:41თუკი ის საერთოდ არსებობდა.
-
7:41 - 7:43ზოგიერთი ადამიანი იმყოფება შუაში
-
7:43 - 7:45ინტროვერტი/ექსტრავერტი სპექტრზე,
-
7:45 - 7:47ჩვენ მათ ვუწოდებთ ემბივერტებს.
-
7:47 - 7:50ხშირად მე ვფიქრობ, რომ მათ ყველაფერი
საუკეთესო აქვთ. -
7:52 - 7:54ბევრი ჩვენგანი საკუთარ თავს მიაკუთვნებს
ან ერთ ან მეორე ტიპს. -
7:54 - 7:58მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ გვჭირდება
უკეთესი ბალანსი, -
7:58 - 7:59მეტი ჰარმონია
-
7:59 - 8:01ხასიათის ამ ორ ტიპს შორის.
-
8:01 - 8:03ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,
-
8:03 - 8:05როცა საქმე ეხება კრეატიულობას და
პროდუქტიულობას, -
8:05 - 8:07რადგან, როცა ფსიქოლოგები აკვირდებიან
-
8:07 - 8:09შემოქმედი ადამიანების ცხოვრებას,
-
8:09 - 8:11ისინი პოულობენ, რომ
-
8:11 - 8:13ამ ადამიანებს კარგად გამოსდით იდეის გაცვლა-გამოცვლა
-
8:13 - 8:15და განვითარება,
-
8:15 - 8:18მაგრამ აგრეთვე ახასიათებთ
მკვეთრი ინტროვერსია. -
8:18 - 8:21ეს იმიტომ, რომ განმარტოება ხშირად
უმთავრესი ინგრედიენტია -
8:21 - 8:23კრეატიულობისა.
-
8:23 - 8:24დარვინს
-
8:24 - 8:26უყვარდა ტყეში მარტო სეირნობა და
-
8:26 - 8:29ხაზგასმით ამბობდა უარს საზეიმო სადილებზე.
-
8:29 - 8:32თეოდორ გეიზელმა, ცნობილმა როგორც
ექიმი სიუზი, -
8:32 - 8:34შექმნა მისი გასაოცარი პერსონაჟები
-
8:34 - 8:37თავის ზარის კოშკში, რომელიც იყო
-
8:37 - 8:39მისი სახლის უკან, ქალაქში ლა ჯოლა, კალიფორნია.
-
8:39 - 8:41მას სინამდვილეში ეშინოდა
-
8:41 - 8:43იმ ბავშვებთან შეხვედრის, რომლებიც
კითხულობდნენ მის წიგნებს. -
8:43 - 8:45ეშინოდა, რადგან ბავშვებს ის წარმოედგინათ
-
8:45 - 8:47კეთილი თოვლის ბაბუის მსგავსი
-
8:47 - 8:51და გაწბილებულები იქნებოდნენ ასეთი
თავშეკავებული პერსონის ნახვით. -
8:51 - 8:53სტივ ვოზნიაკმა გამოიგონა პირველი ეიფლის კომპიუტერი
-
8:53 - 8:55მარტომ საკუთარ კაბინეტში,
-
8:55 - 8:57ჰიულეტ-პაკარდში, სადაც ის
იმჟამად მუშაობდა. -
8:57 - 9:01ის ამბობს, რომ ის ვერასოდეს გახდებოდა
ასეთი მაღალი დონის პროფესიონალი, -
9:01 - 9:04რომ არ ყვარებოდა მისი ინტროვერტული
ხასიათის გამო სახლში ყოფნა -
9:04 - 9:05მოზარდობისას.
-
9:05 - 9:08რა თქმა უნდა,
-
9:08 - 9:11ეს არ ნიშვანს იმას, რომ ჩვენ ყველამ უნდა
შევწყვიტოთ თანამშრომლობა - -
9:11 - 9:14სტივ ვოზნიაკი დაუკავშირდა სტივ ჯობსს,
-
9:14 - 9:17რომ დაეწყოთ ეიფლის
კომპიუტერების წარმოება - -
9:17 - 9:20მაგრამ იმას კი ნიშნავს, რომ
განმარტოება მნიშვნელოვანია -
9:20 - 9:22და რომ ზოგიერთისთვის
-
9:22 - 9:24ეს არის ის, რითიც სუნთქავს.
-
9:24 - 9:27სინამდვილეში, ჩვენ საუკუნეებია ვიცით
-
9:27 - 9:30განმარტოების ტრანსცენდენტური
ძალის შესახებ, -
9:30 - 9:33მხოლოდ, რატომღაც ბოლო დროს დავიწყეთ
ამის დავიწყება. -
9:33 - 9:36თუკი, გადავხედავთ მსოფლიოს
მთავარ რელიგიებს -
9:36 - 9:38ვნახავთ ჭეშმარიტების მაძიებლებს -
-
9:38 - 9:41მოსე, იესო, ბუდა, მუჰამედი -
-
9:41 - 9:43რომლებიც მიდიან თავიანთთვის,
-
9:43 - 9:45მარტონი უდაბურ ადგილებში,
-
9:45 - 9:47სადაც მათ აქვთ გამოცხადებები და ხილვები,
-
9:47 - 9:50რომლის შესახებაც უკან დაბრუნებულები
უამბობდნენ საზოგადოებას. -
9:50 - 9:54ამდენად, თუ არ არის უდაბური ადგილი,
არ არის ხილვებიც. -
9:54 - 9:56გასაკვირი არ არის,
-
9:56 - 9:59თუკი ჩავიხედავთ თანამედროვე ფსიქოლოგიაში.
-
9:59 - 10:02აღმოჩნდება, რომ შენ არ შეგიძლია იყო
ადამიანების ჯგუფის ნაწილი, -
10:02 - 10:05თუ ინსტინქტურად არ მიბაძე
მათ შეხედულებებს. -
10:05 - 10:08როგორც ჩანს, ყველაფერი პირადული და
ვისცერული ადამიანისა, -
10:08 - 10:10რომელიც შენ მოგწონს, მიმზიდველია
-
10:10 - 10:12და შენ ემსგავსები შენს ირგვლივ მყოფებს
-
10:12 - 10:14გაუთვითცნობიერებლად.
-
10:14 - 10:17ცნობილია, რომ ჯგუფები მიყვებიან
-
10:17 - 10:19ყველაზე ქარიზმატული და დომინანტი
ადამიანის აზრებს, -
10:19 - 10:22მიუხედავად იმისა, რომ კორელაცია
არ არსებობს -
10:22 - 10:25საუკეთესო საუბრის უნარსა და
საუკეთესო იდეების ქონას შორის. -
10:25 - 10:26ნულოვანია!
-
10:26 - 10:28ამდენად...
-
10:28 - 10:30(სიცილი)
-
10:30 - 10:33თქვენ შეიძლება მიყვებით ადამიანს
საუკეთესო იდეებით, -
10:33 - 10:35შეიძლება არა.
-
10:35 - 10:38ნამდვილად გინდათ, რომ ბედმა
გადაწვყიტოს ეს? -
10:38 - 10:40ყველასათვის ბევრად უკეთესია განმარტოვდნენ,
-
10:40 - 10:42განავითარონ საკუთარი იდეები
-
10:42 - 10:44ჯგუფის ხელისშემშლელი ზეგავლენის გარეშე,
-
10:44 - 10:46შემდეგ შეიკრიბონ ერთ გუნდად,
-
10:46 - 10:50რომ გაუზიარონ ერთმანეთს იდეები
კარგად ორგანიზებულ გარემოში -
10:50 - 10:52და ასე გამოიტანონ დასკვნები.
-
10:52 - 10:54თუკი ეს ყველაფერი სიმართლეა,
-
10:54 - 10:56მაშ რატომ ვცდებით?
-
10:56 - 10:58რატომ გვაქვს სკოლები და სამუშაო
ადგილები ასე მოწყობილი? -
10:58 - 11:01რატომ ვაგრძნობინებთ ინტროვერტებს
თავს დამნაშავედ, -
11:01 - 11:04თუ დროდადრო სურთ განმარტოვება?
-
11:04 - 11:07ერთი პასუხი, იმალება ჩვენი
კულტურული ისტორიის სიღრმეში. -
11:07 - 11:09დასავლური საზოგადოებები,
-
11:09 - 11:11და განსაკუთრებით ამერიკა,
-
11:11 - 11:13უპირატესობას ყოველთვის ანიჭებდა
მოქმედებაზე -
11:13 - 11:15ორიენტირებულ ადამიანს, ვიდრე მოაზროვნეს,
-
11:15 - 11:19ორიენტირებულს ფიქრსა და ღრმა ანალიზზე.
-
11:19 - 11:22ამერიკის ისტორიის ადრეულ ეტაპზე
-
11:22 - 11:25ისტორიკოსების თქმით ჩვენ ვცხოვრობდით
ხასიათის კულტურაში, -
11:25 - 11:27სადაც ჩვენ, ჯერ კიდევ ვაფასებდით
ადამიანების -
11:27 - 11:30შინაგან სამყაროს და მორალურ
სამართლიანობას. -
11:30 - 11:33თუკი, ჩვენ ვნახავთ წიგნებს ამ ეპოქის
პიროვნულობის განვითარებისათვის, -
11:33 - 11:34მათ ყველას აქვთ მსგავსი სათაურისა -
-
11:34 - 11:37‘ხასიათი, უდიდებულესი საგანი მსოფლიოში’.
-
11:37 - 11:40მათ გამორჩეული როლი შეიტანეს
აბრაამ ლინკოლნის მოდელში, -
11:40 - 11:43რომელიც შექებულ იქნა მისი
უბრალოებისა და მოკრძალებულობისთვის. -
11:43 - 11:45რალფ უალდო ემერსონმა მას უწოდა
-
11:45 - 11:48"კაცი რომელიც არ შეურაწგყოფს თავისი
აღმატებულებით." -
11:48 - 11:50შემდეგ დადგა მე-20 საუკენე
-
11:50 - 11:52და ჩვენ შევედით ახალ კულტურაში,
-
11:52 - 11:54პიროვნების კულტურა,
როგორც მას ისტორიკოსები უწოდებენ. -
11:54 - 11:56მოხდა ისე, რომ ჩვენ აგრარული ეკონომიკიდან
-
11:56 - 11:59ჩვენ გადავინაცვლეთ დიდ ბიზნესში.
-
11:59 - 12:01და უეცრად ხალხმა იწყო გადასვლა
-
12:01 - 12:02პატარა ქალაქებიდან დიდ ქალაქებში.
-
12:02 - 12:05იმ ადამიანების გვერდით მუშაობის ნაცვლად,
რომლებსაც ისინი მთელი ცხოვრება იცნობდნენ, -
12:05 - 12:07ახლა მათ უხდებათ თავის დამკვიდრება
-
12:07 - 12:09უცხო ადამიანებს შორის.
-
12:09 - 12:11ამდენად გასაგებია, რომ
-
12:11 - 12:13ისეთი თვისებები, როგორიცაა მიმზიდველობა
და ქარიზმა -
12:13 - 12:16უეცრად ძალიან მნიშვნელოვანი გახდა.
-
12:16 - 12:19ამის კვალდაკვალ, წიგნები პიროვნულობის
განვითარებისათვის შეიცვალა -
12:19 - 12:21და მიიღო მსგავსი დასახელებები:
-
12:21 - 12:23‘'როგორ გავიმარჯვოთ მეგობრებთან
და მოვახდინოთ გავლენა ხალხზე." -
12:23 - 12:25მათი გამოხატულება, ძირითადი მოდელი
-
12:25 - 12:28არის შესანიშნავი ნოქარი.
-
12:28 - 12:30ასეთია მსოფლიო, რომელშიც
ჩვენ დღეს ვცხოვრობთ. -
12:30 - 12:33ეს არის ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.
-
12:33 - 12:35ეს ყველაფერი, სულაც არ ნიშნავს, იმას
-
12:36 - 12:38რომ კომუნიკაბელურობის უნარი არ არის მნიშვნელოვანი
-
12:38 - 12:40და არც მე მოვუწოდებ ვინმეს
-
12:40 - 12:43გუნდური მუშაობის გაუქმებისაკენ.
-
12:43 - 12:47რელიგიები, რომლებიც აგზავნიან თავიანთ
ბრძენკაცებს მთის სიმაღლეებზე მარტო, -
12:47 - 12:49ასევე გვასწავლიან ჩვენ სიყვარულსა და ნდობას.
-
12:49 - 12:51პრობლემები რომლებსაც დღეს ჩვენ ვაწყდებით
-
12:51 - 12:53მეცნიერებასა და ეკონომიკაში
-
12:53 - 12:55იმდენად ვრცელი და კომპლექსურია,
-
12:55 - 12:57რომ გვჭირდება მთელი არმია ადამიანებისა,
-
12:57 - 13:00რომლებიც იმუშავებენ ერთად
მათ გადასაჭრელად. -
13:00 - 13:02მე იმის თქმა მინდა, რომ რაც მეტ
თავისუფლებას მივცემთ ინტროვერტებს -
13:02 - 13:04იყვნენ ისეთები, როგორებიც
სინამდვილეში არიან, -
13:04 - 13:08მით უკეთ იპოვიან ისინი ამ პრობლემების
მოგვარების უნიკალურ მეთოდებს. -
13:09 - 13:11ახლა მინდა გაჩვენოთ
-
13:11 - 13:14დღეს რა დევს ჩემს ჩანთაში.
-
13:18 - 13:21გამოიცანით?
-
13:21 - 13:22წიგნები.
-
13:22 - 13:24ჩემი ჩანთა სავსე არის წიგნებით.
-
13:24 - 13:27აქ არის მარგარეტ ეტვუდი, "კატის თვალი."
-
13:27 - 13:30აქ არის მილან კუნდერას რომანი.
-
13:30 - 13:32და აქ არის "მერყევთა გზამკვლევი"
-
13:32 - 13:34მაიმონიდის.
-
13:34 - 13:37მაგრამ ესენი არ არის ჩემი წიგნები.
-
13:37 - 13:39მე წამოვიღე ეს წიგნები თან
-
13:39 - 13:44იმიტომ, რომ ისინი ჩემი ბაბუის
საყვარელ ავტორებს ეკუთვნის. -
13:44 - 13:45ჩემი ბაბუა იყო რაბინი
-
13:45 - 13:47და ის იყო ქვრივი,
-
13:47 - 13:50რომელიც ცხოვრობდა მარტო პატარა ბინაში,
ბრუკლინში. -
13:50 - 13:53მოზარდობისას ეს იყო ჩემთვის
უსაყვარლესი ადგილი მთელს დედამიწაზე. -
13:53 - 13:56ნაწილობრივ იმიტომ, რომ ატმოსფერო იყო ძალიან
მშვიდი და დახვეწილი, როგორც ბაბუა -
13:56 - 13:59და ნაწილობრივ იმიტომ,
რომ ჩემს ირგვლივ იყო უამრავი წიგნი. -
13:59 - 14:02ამ ბინაში თითქმის ყველა მაგიდის,
ყველა სკამის -
14:02 - 14:04მთავარ ფუნქციად გადაქცეულიყო ის,
-
14:04 - 14:07რომ მათზე დატეულიყო დასტა წიგნებისა.
-
14:07 - 14:10ისევე როგორც მთელი ჩემი ოჯახის,
-
14:10 - 14:13ჩემი ბაბუის ყველაზე საყვარელი
საქმიანობა იყო კითხვა. -
14:13 - 14:16მას ასევე უყვარდა თავისი მრევლი
-
14:16 - 14:19და ამას თქვენ იგრძნობდით ქადაგებისას,
-
14:19 - 14:23რომელსაც ის ატარებდა ყოველ კვირა
62 წლის მანძილზე, როცა ის იყო რაბინი. -
14:23 - 14:26ის ყოველი წაკითხულიდან იღებდა ნიუანსებს
-
14:26 - 14:29და ქსოვდა უძველესი და კლასიკური ფიქრების
რთულ გობელენს. -
14:29 - 14:30მოდიოდა უამრავი ადამიანი
სხვადასხვა მხრიდან, -
14:30 - 14:32რომ მოესმინათ მისი საუბარი.
-
14:32 - 14:35მაგრამ არის ერთი რამ ჩემს ბაბუასთან
დაკავშირებით. -
14:35 - 14:38მიუხედავად მისი საზეიმო როლისა
-
14:38 - 14:41ის იყო მოკრძალებული და ნამდვილი
ინტროვერტი – -
14:41 - 14:43იმდენად, რომ ქადაგებისას
-
14:43 - 14:45მას უჭირდა თვალებით კონტაქტი
-
14:45 - 14:47სწორედ იმ მრევლთან,
-
14:47 - 14:50რომელსაც ის ესაუბრებოდა 62 წლის
განმავლობაში. -
14:50 - 14:51ტრიბუნის მიღმა,
-
14:51 - 14:53როდესაც დაუძახებდით მას მისასალმებლად,
-
14:53 - 14:56ის ხშირად ასრულებდა საუბარს ნაადრევად
-
14:56 - 15:00შიშის გამო, რომ ის თქვენ გართმევდათ
ძალიან დიდ დროს. -
15:00 - 15:02როდესაც ის გარდაიცვალა 94 წლის ასაკში,
-
15:02 - 15:05მილიციას მოუხდა ირგვლივ ქუჩების გადაკეტვა,
-
15:05 - 15:07რათა გაეტარებინა ხალხის მასა,
-
15:07 - 15:11რომელიც მოვიდა მის დასატირებლად.
-
15:11 - 15:14დღეს ვცდილობ ვისწავლო ჩემი ბაბუის
მაგალითზე -
15:14 - 15:16და გავითავისო ის ჩემს ცხოვრებაში.
-
15:16 - 15:19ახლახანს გამოვიდა ჩემი წიგნი
ინტროვერსიაზე, -
15:19 - 15:22რომლის დასაწერად დამჭირდა შვიდი წელი.
-
15:22 - 15:25ეს შვიდი წელი ჩემთვის იყო
ნამდვილი ნეტარება, -
15:25 - 15:27რადგან მე ვკითხულობდი, ვწერდი,
-
15:27 - 15:29ვფიქრობდი, ვიკვლევდი.
-
15:29 - 15:32ეს იყო ჩემეული ვერსია
-
15:32 - 15:35იმ დროისა, რომელსაც ბაბუა ატარებდა მარტო,
მის ბიბლიოთეკაში. -
15:35 - 15:38მაგრამ, სრულიად მოულოდნელად
ჩემი საქმე არის განსხვავებული, -
15:38 - 15:41ახლა მე მიწევს ვიდგე აქ და ვისაუბრო ამაზე,
-
15:41 - 15:44ვისაუბრო ინტროვერსიაზე.
-
15:44 - 15:47(სიცილი)
-
15:47 - 15:49ეს ჩემთვის არის გაცილებით რთული,
-
15:49 - 15:51რადგან, მიუხედავად იმ პატივისა,
-
15:51 - 15:53რასაც მე თქვენთან ყოფნით ვიღებ,
-
15:53 - 15:56ეს არ არის ჩემთვის ბუნებრივი გარემო.
-
15:56 - 15:58ამდენად, ასეთი შემთხვევებისთვის ვემზადებოდი
-
15:58 - 16:00მთელი ჩემი შესაძლებლობებით.
-
16:00 - 16:02ბოლო წლის განმავლობაში,
საჯარო გამოსვლების პრაქტიკისათვის -
16:02 - 16:04მე ვიყენებდი ყველა შანსს, რომელიც მეძლეოდა.
-
16:04 - 16:07მე მას ვუწოდე " სახიფათო საუბრების წელი".
-
16:07 - 16:09(სიცილი)
-
16:09 - 16:11ეს ნამდვილად ძალიან დამეხმარა.
-
16:11 - 16:14მაგრამ მინდა გითხრათ, ის რაც უფრო
მეტად მეხმარება -
16:14 - 16:16არის ჩემი შეგრძნება, რწმენა, იმედი
-
16:16 - 16:18იმისა, რომ როცა საქმე შეეხება
ჩვენს დამოკიდებულებას -
16:18 - 16:21ინტოვერსიის, სიწყნარის და განმარტოების
მიმართ, -
16:21 - 16:23ჩვენ ვდგავართ დიდი ცვლილებების ზღვარზე.
-
16:23 - 16:25მე ვთვლი, ეს ასეა.
-
16:25 - 16:27ახლა ვაპირებ მოგიწოდოთ
-
16:27 - 16:29სამი ქმედებისაკენ
-
16:29 - 16:31იმათ, ვინც იზიარებთ ამ შეხედულებას.
-
16:31 - 16:33პირველი:
-
16:33 - 16:35შეაჩერეთ წამება მუდმივი ჯგუფური მუშაობით.
-
16:35 - 16:37უბრალოდ შეწყვიტეთ.
-
16:37 - 16:40(სიცილი)
-
16:40 - 16:41გმადლობთ.
-
16:41 - 16:43(აპლოდისმენტები)
-
16:43 - 16:45მინდა განვმარტო ჩემი აზრი ამის შესახებ.
-
16:45 - 16:47მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი ოფისები
-
16:47 - 16:49უნდა იყოს სტიმულის მომცემი
-
16:49 - 16:51გახსნილი, კაფეებისთვის დამახასიათებელი
ურთიერთობებისთვის, -
16:51 - 16:53სადაც ადამიანები იკრიბებიან
-
16:53 - 16:55და წარმატებულად უზიარებენ
ერთმანეთს იდეებს. -
16:55 - 16:57ეს ძალიან კარგია.
-
16:57 - 16:59ეს კარგია ინტოვერტებისთვისაც და
ექსტრავერტებისთვისაც. -
16:59 - 17:01ჩვენ გვჭირდება მეტი კონფიდენციალურობა,
მეტი თავისუფლება -
17:01 - 17:03და მეტი ავტონომია სამსახურში.
-
17:03 - 17:05იგივე შეიძლება ითქვას სკოლებზეც.
-
17:05 - 17:08რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვასწავლოთ
ბავშვებს ერთად მუშაობა, -
17:08 - 17:10მაგრამ ჩვენ ასევე უნდა ვასწავლოთ მათ
დამოუკიდებლად მუშაობაც. -
17:10 - 17:13ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ექსტრავერტი ბავშვებისთვისაც. -
17:13 - 17:15მათ სჭირდებათ დამოუკიდებლად მუშაობა,
-
17:15 - 17:17რადგენ ასე შეიძლება შეაღწიო საგნის არსში.
-
17:17 - 17:20კარგი, მეორე: გადით უდაბურ ადგილებში.
-
17:20 - 17:23იყავით ბუდას მსგავსნი,
იქონიეთ საკუთარი გამოცხადებები. -
17:23 - 17:25მე არ ვამბობ, რომ
-
17:25 - 17:28ახლა ჩვენ ყველანი უნდა წავიდეთ
და ავიშენოთ კოტეჯები ტყეში -
17:28 - 17:31და არასდროს დაველაპარაკოთ ერთმანეთს,
-
17:31 - 17:34მაგრამ ვამბობ, რომ ჩვენ უნდა გამოვეთიშოთ
გარე სამყაროს -
17:34 - 17:35და ჩავუღრმავდეთ საკუთარ თავს
-
17:35 - 17:38ცოტა უფრო ხშირად.
-
17:39 - 17:42მესამე:
-
17:42 - 17:44კარგად ჩაიხედეთ რა დევს თქვენს ჩემოდანში
-
17:44 - 17:46და რატომ ჩადეთ ის იქ.
-
17:46 - 17:48ექსტრავერტებო,
-
17:48 - 17:50შესაძლოა თქვენი ჩემოდანიც სავსე არის წიგნებით.
-
17:50 - 17:52შესაძლოა შამპანურის ჭიქებით
-
17:52 - 17:55ან პარაშუტის აღჭურვილობით.
-
17:55 - 17:59რაც არ უნდა იყოს, იმედია თქვენ ყოველი
შესაძლებლობის შემთხვევაში ამოიღებთ მათ -
17:59 - 18:02და აგვავსებთ თქვენი
ენერგიითა და მხიარულებით. -
18:02 - 18:05მაგრამ ინტროვერტებო,
როგორც თქვენთვის არის დამახასიათებელი, -
18:05 - 18:08თქვენ გაქვთ იმპულსი ყურადღებით
დაიცვათ ის, -
18:08 - 18:09რაც თქვენს ჩემოდანშია.
-
18:09 - 18:11ეს ნორმალურია.
-
18:11 - 18:14მაგრამ დროდადრო, მხოლოდ დროდადრო,
-
18:14 - 18:17მე იმედი მაქვს თქვენ გახსნით თქვენს
ჩემოდანს სხვა ადამიანებისთვის, -
18:17 - 18:20რადგან მსოფლიოს თქვენ ჭირდებით და
ჭირდება თქვენი ნივთები. -
18:20 - 18:24ასე რომ, მე თქვენ გისურვებთ
შესაძლებლობებს საუკეთესო მოგზაურობისთვის -
18:24 - 18:27და სიმამაცეს რბილად საუბრისთვის.
-
18:27 - 18:28დიდი მადლობა
-
18:28 - 18:33(აპლოდისმენტები)
-
18:33 - 18:35გმადლობთ. გმადლობთ.
-
18:35 - 18:42(აპლოდისმენტები)
- Title:
- სუზან კეინი: ინტროვერტების ძალა
- Speaker:
- სუზან კეინი
- Description:
-
კულტურაში, რომელშიც ყველაზე მეტად ფასდება სოციალურობა და კომუნიკაბელურობა, იყო ინტროვერტი არის ძნელი, სამარცხვინოც კი. მაგრამ როგორც სუზან კეინი ამ მომნუსხველ საუბარში ამტკიცებს, ინტროვერტებს ექსტრაორდინალური ტალანტები და შესაძლებლობები მოაქვთ მსოფლიოსთვის. ისინი უნდა იყვნენ მხარდაჭერილები და დაფასებულები.
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 18:43
![]() |
Amaranta Heredia Jaén approved Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava accepted Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts | |
![]() |
George Tsaava edited Georgian subtitles for The power of introverts |