-
შევხედოთ ჩვენს ვებგვერდს.
-
მას აქვს ზედა სათაურები,
-
პარაგრაფი რომელიც აღწერს კურდღლებს,
-
რეალურად, რამდენიმე პარაგრაფი,
-
ჩემი საყვარელი სიმღერის
ტექსტით კურდღლებზე.
-
ბოლოს პირველი სიმღერის ტექსტის
პარაგრაფი id-ს გამოყენებით შევქმენით.
-
რადგან ახლა ტექსტების
რამდენიმე პარაგრაფი გვაქვს,
-
მინდა ყველა მათგანს
მივანიჭოთ ყვითელი ფონი.
-
როგორ მოვახერხოთ ეს
ჩვენი ახლანდელი ცოდნით?
-
პირველი რაც ვისწავლეთ, იყო
ყველა მსგავსი ტიპის tag-ის მონიშვნა,
-
როგორც 'p' მომნიშვნელით,
-
მაგრამ ამით ყველა პარაგრაფი შეიღება და
არა მხოლოდ ტექსტიანი პარაგრაფები.
-
გვჭირდება რამე უფრო კონკრეტული.
-
შემდეგ, ვისწავლეთ tag-ების
კონკრეტული id-ებით მონიშვნა,
-
მაგალითად, პარაგრაფის არჩევა, რომელშიც
"სიმღერა კურდღელზე" შედის,
-
მაგრამ ამან მხოლოდ
პირველი პარაგრაფი მონიშნა.
-
ამ id-ს დამატება არცერთ
პარაგრაფზე არ შეგვიძლია,
-
რადგან უფლება არ გვაქვს ერთი და
იმავე id რამდენიმე tag-ზე გამოვიყენოთ.
-
რომ ვდომებოდა სხვა პარაგრაფის არჩევა,
-
მოგვიწევდა
თითოეულისთვის ახალი ID-ს მიცემა.
-
(მაგალითად "სიმღერის-ტექსტი2"
და "სიმღერის-ტექსტი3"),
-
რადგან ყველა ID უნიკალური უნდა იყოს.
-
შემდეგ კი თითოეულისთვის
წესების დამატებაა საჭირო.
-
შეგვიძლია ეს ვქნათ.
მაგრამ ეს ბევრი სამუშაოა!
-
თან, ყოველ ჯერზე
სიმღერისთვის ტაეპის დამატება
-
ახალი ID-ს და HTML-ს დამატებას ნიშნავს,
-
ახალი ID-სა და CSS-ის წესების დამატებას
-
და ასობით ტაეპის დამატება
უკვე გადამღლელი გახდება.
-
გამოიცანით რას ვიზამთ.
-
არსებობს უკეთესი გზა,
რომელსაც "კლასები" ეწოდება.
-
კლასი ფაქტობრივად კონკრეტული ჯგუფისთვის
ელემენტის მინიჭებას ნიშნავს.
-
შეგიძლია ჯგუფს იმდენი ელემენტი
მიანიჭო, რამდენიც მოგესურვება.
-
კლასის დასამატებლად საჭიროა კლასის
ატრიბუტის დამატება, როგორც ID-ებისთვის.
-
პირველ რიგში წავშალოთ
ეს რადგან შეცვლას ვაპირებთ.
-
ახლა გვაქვს კურსორი საწყის '' tag-ში.
-
დავამატებ გამოტოვებულ
ადგილს და დავწერ: class = "
-
ახლა კლასის სახელი უნდა მოვიფიქრო,
რომელიც კლასს კარგად აღწერს.
-
მოდი დავარქვათ "სიმღერის-ტექსტი".
-
ესეც ასე.
-
რა ელემენტები უნდა
ჰქონდეს ამ კლასის სახელს?
-
უნდა შედიოდეს ყველა სხვა პარაგრაფი.
-
ამიტომ ჩავიდეთ ქვემოთ და დავამატოთ
ატრიბუტი თითოეულ პარაგრაფის კლასს.
-
("სიმღერის-ტექსტი")
-
მშვენიერია. ახლა მზად ვართ
CSS წესის დასამატებლად.
-
დავუბრუნდეთ '' tag-ს და წავშალოთ
id მნიშვნელი რადგან მას ვცვლით.
-
ახლა კი კლასის მნიშვნელი უნდა მოვიფიქროთ.
-
კლასის მნიშვნელის
დასაწყებად ვიყენებთ წერტილს.
-
შემდეგ ვწერთ კლასის
სახელს: სიმღერის-ტექსტი,
-
და როგორც ყოველთვის: ფიგურილი ფრჩხილები,
თვისება, წერტილმძიმე, მნიშვნელობა.
-
ახლა ყველა ტექსტს ყვითელი ფონი აქვს.
-
რა მოხდება აქ თუ s-ს დიდად დავწერთ?
-
არ მუშაობს.
-
ეს იმიტომ, რომ კლასის
სახელები case-sensitive არის.
-
მნიშვნელობა აქვს რომელი ასო
იქნება დიდი და რომელი პატარა,
-
როგორც ID-ების შემთხვევაში.
-
რა მოხდება თუ წერტილის
მაგივრად #-ს გამოვიყენებთ?
-
არ იმუშავებს.
-
იმიტომ, რომ ბრაუზერი
"სიმღერის-ტექსტი"-ს ID-იდ აღიქვამს
-
და ვერაფერს იპოვის სიმღერის
ტექსტებში ამ id ატრიბუტით.
-
რა მოხდება თუ კლასის სახელებს შორის
გამოტოვებული ადგილები ჩავსვით?
-
არც ეს იმუშავებს, რადგან თავისუფალი
სივრცე არ უნდა გვქონდეს.
-
ამას მოგვიანებით შევხვდებით.
-
თავისუფალი სივრცე
CSS-ში სპეციფიურ რამეს ნიშნავს.
-
-- დავაბრუნოთ როგორც იყო --
-
კიდევ ერთხელ:
-
როცა გვსურს კლასის დამატება,
-
უნდა მოვიფიქროთ კლასის სახელი,
-
დავამატოთ HTML-ში კლასის ატრიბუტებში,
-
შემდეგ ვწერთ სტილის წესს,
-
ვიწყებთ წერტილით,
შემდეგ კი კლასის სახელით.
-
ახლა შენი CSS
გაცილებით უკეთესი სტილისაა!