მაინკრაფტი - კოდის საათი: შესავალი
-
0:00 - 0:05მე ვარ იენს ბერგენსტენი, უფრო ხშირად მეძახიან
ჯებს. მე ვარ mojang.com-ის მაინკრაფტის მთავარი -
0:05 - 0:13დეველოპერი. პროგრამირება 11 თუ 12
წლისამ დავიწყე. ძალიან მინდოდა, -
0:13 - 0:18შემექმნა თამაშები. მამაჩემის ერთმა
მეგობარმა მითხრა, რომ თამაშების შესაქმნელად -
0:18 - 0:26პროგრამირება უნდა მესწავლა. საქმეს შევუდექი.
ძალიან მომწონს დიზაინის შექმნა და -
0:26 - 0:33რაღაცების არქიტექტურის გააზრება. ამიტომ
მომწონს მაინკრაფტიც. ამ საათში თქვენ -
0:33 - 0:39ისწავლით კომპიუტერული მეცნიერების
საფუძვლებს და ალექს ან სტივს მაინკრაფტის -
0:39 - 0:46სამყაროში ამოგზაურებთ. ტრადიციული
პროგრამირება ტექსტის შექმნით ხდება, -
0:46 - 0:51ჩვენ კი blockly-ს გამოვიყენებთ: სისტემას, რომელიც
ბლოკების აწევ-დაწევით პროგრამის ჩაწერის -
0:51 - 0:58საშუალებას გვაძლევს. ამ სისტემაში თქვენ ქმნით
JavaScript კოდს. კონცეპტებს, რომლებსაც -
0:58 - 1:03ისწავლით, პროგრამისტები ყოველ დღე იყენებენ.
სწორედ ესაა კომპიუტერული მეცნიერების -
1:03 - 1:10საფუძველი. Mojang-შიც იმავე კონცეპტებით
ვქმნით მაინკრაფტს. სანამ საქმეს შეუდებოდეთ, -
1:10 - 1:15აირჩიეთ გმირი. მე ალექსს ავირჩევ. მოდით,
შევქმნათ ისეთი პროგრამის კოდი, -
1:15 - 1:23რომელშიც ის ეკრანზე გადაადგილებას შეძლებს.
თქვენი ეკრანი სამ ნაწილადაა გაყოფილი. -
1:23 - 1:29მარცხენაზე მაინკრატის თამაშის სივრცეა, სადაც
იმუშავებს თქვენი პროგრამა. ეტაპების -
1:29 - 1:35ინსტრუქცია ქვემოთ წერია. შუა სივრცე
ხელსაწყოთა ყუთია, თითოეული ბლოკი -
1:35 - 1:41ალექსის ქმედების ასარჩევი ბრძანებაა.
მარჯვენა თეთრი სივრცე სამუშაო სივრცეა. -
1:41 - 1:47სწორედ აქ შევქმნით ჩვენს პროგრამას.
moveForward(); ბლოკს ხელს თუ მოვკიდებთ, -
1:47 - 1:53სამუშაო სივრცეზე დავაგდებთ და Run-ს დავაჭერთ,
რა მოხდება? ალექსი ბადეზე ერთ სივრცით წინ -
1:53 - 2:00წაიწევს. და თუ გვინდა, რომ კიდე რამე
გავაკეთებინოთ ამის მერე? შეგვიძლია, -
2:00 - 2:05პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავუმატოთ.
turnRight(); ბლოკს ავირჩევ, გადავათრევ -
2:05 - 2:11moveForward(); ბლოკის ქვეშ, სანამ არ გაჩნდება
ეს ნარინჯისფერი ხაზი. შემდეგ -
2:11 - 2:17დავაგდებ და აი, ორი ბლოკი შეერთდება.
Run-ს რომ დავაჭერთ, ალექსი ჯერ ზედა, -
2:17 - 2:23შემდეგ კი ქვედა ბრძანებას შეასრულებს.
თუ გინდათ, რომ -
2:23 - 2:29ბლოკი წაშალოთ, სივრციდან ისევ ხელსაწყოების
ყუთში გადაიტანოთ. ცვლილებების წასაშლელად -
2:29 - 2:34და თავდაპირველ მდგომარეობაში დასაბრუნებლად
ზედა მარჯვენა კუთხეში Start Over ღილაკს -
2:34 - 2:41დააჭირეთ. ჰო, კიდევ ერთი რამ,
ხედავთ ამ პატარა სამკუთხედს turn ბლოკზე? -
2:41 - 2:47სამკუთხედს თუ დაინახავთ, ესე იგი,
შეგიძლიათ, სხვა ვარიანტიც აირჩიოთ. აბა, -
2:47 - 2:49დავიწყეთ კოდვა!
- Title:
- მაინკრაფტი - კოდის საათი: შესავალი
- Description:
-
დაიწყეთ სწავლა აქ: http://code.org/
გვეკონტაქტეთ აქ:
• Twitter https://twitter.com/codeorg
• Facebook https://www.facebook.com/Code.org
• Instagram https://instagram.com/codeorg
• Tumblr https://blog.code.org
• LinkedIn https://www.linkedin.com/company/code-org
• Google+ https://google.com/+codeorg - Video Language:
- English
- Team:
- Code.org
- Project:
- CSF '21-'22
- Duration:
- 02:51
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Minecraft - Hour of Code: INTRO | ||
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Minecraft - Hour of Code: INTRO |