-
დავიწყოთ პროგრამირება.
-
თავიდან ფორმები და
ზოგადად საწყისები გავიგოთ.
-
ნუ აღლედებით, მალე თქვენივე
დახატული ფორმები, ფერები და
-
მრავალი სხვა პროგრამა ააჭრელებს ეკრანს.
-
უბრალოდ ჩვენთან დარჩით!
-
დავიწყოთ მართკუთხედის დახატვით.
-
მართკუთხედისთვის ვწერთ "rect"-ს,
-
შემდეგ ვხსნით ფრჩხილს, ვწერთ
ოთხ რიცხვს, 10, 20, 100, 200
-
-- თუ რას ნიშნავს ესენი, მალე აგიხსნით --
-
შემდეგ ვხურავთ ფრჩხილს
და ბოლოს ვსვამთ წერტილმძიმეს.
-
შეხედეთ, გასაოცარია, მართკუთხედი!
-
იმდენად კარგი იყო, კიდევ გავაკეთოთ.
-
შეგვიძლია ახლა სხვა რიცხვები ვცადოთ.
-
დიდები იყოს, (300, 240...
-
და პატარებით დავაბოლოვოთ ...10,20)
-
ნახეთ, ახალი მართკუთხედი!
-
რიცხვები რომ შევცვალოთ, ვთქვათ,
პირველი, მართკუთხედი იმოძრავებს.
-
თუ ბოლო რიცხვს შევცვლით,
მაშინ შეეცვლება ზომა..
-
საინტერესოა!
-
შეიძლება იფიქროთ:
"როგორ ხდება ეს ყველაფერი?"
-
გაიხსენეთ, რომ კომპიუტერი არის
ძალიან ჭკვიანი და დამჯერი ძაღლივით.
-
ძაღლს შეგვიძლია ვუთხრათ
დაჯდეს, ან გადაკოტრიალდეს,
-
ამისთვის საჭიროა ბრძანების გაცემა.
-
როგორ ვუთხრათ კომპიუტერულ
ძაღლს კოდით რომ დაჯდეს?
-
ამისთვის საჭიროა
დავწეროთ ბრძანების სახელი, sit,
-
შემდეგ უნდა დაწეროთ (), რითაც
ეუბნებით რომ თქვენი ბრძანება შეასრულოს
-
და ბოლოს, უნდა
დაწეროთ ; რათა დაასრულოთ ბრძანება.
-
ამის შემდეგ თქვენი
კომპიუტერული ძაღლი დაჯდება.
-
ცხადია, კომპიუტერში
ჩართული Khan Academy ძაღლი არაა,
-
არ იცის რა არის გადაკოტრიალება,
-
მაგრამ იცის რა არის
მართკუთხედი, როცა ვეტყვით rect,
-
რაც საკმაოდ კარგია, არა?
-
ამ ხაზზე სწორედ ამას გავაკეთებთ.
-
დავწერთ ბრძანებას
rect, რაც უბრალოდ სახელია,
-
შემდეგ დავწერთ ფრჩხილებს,
რაც გულისხმობს "გააკეთე ეს",
-
ბოლოს კი დავწერთ წერტილმძიმეს.
-
სწორედ ასე ცნობს
კომპიუტერი ბრძანებას rect.
-
დავუბრუნდეთ ჩვენს rect-ს.
-
გვაქვს ბრძანების სახელი და ფრჩხილები.
-
ეს რიცხვები რაღაა?
-
საქმე ისაა, რომ კომპიუტერისთვის საკმარის
ინფორმაციას არ წარმოადგენს უბრალოდ rect.
-
წარმოიდგინეთ, რომ გაქვთ
ფურცელი და მე გეუბნებით,
-
რომ დახაზოთ ზუსტად ისე
მართკუთხედი როგორიც მე მინდა.
-
აზრების კითხვა თუ არ
შეგიძლიათ, მაშინვე კითხვები გაგიჩნდებათ.
-
პირველად ალბათ იკითხავთ:
"სად გინდა რომ დავხაზო?"
-
მაშინ მე გიპასუხებთ:
"მოდი ასე შევთანხმდეთ,
-
ამ ფურცლის მარცხენა
მხარეს დავარქვათ ნული,
-
მარჯვენა მხარეს კი 400."
-
ამ შემთხვევაში შემეძლება
გითხრათ რიცხვი, მაგალითად 100,
-
და თქვენ გეცოდინებათ რომ მე
დაახლოებით აქ მინდა მართკუთხედი რომ იყოს.
-
თავიდან დაკმაყოფილდებით,
მაგრამ შემდეგ გაგახსენდებათ:
-
"გასაგებია სიგანეში სად
უნდა დაიხატოს, მაგრამ რამდენად მაღლა?"
-
მაშინ შემეძლება კიდევ
ერთი რიცხვის მოცემა, მაგალითად 200,
-
და გეტყვით: "ფურცლის
ზედა ნაწილი იყოს ნული,
-
ქვედა ნაწილი კი იყოს ისევ 400."
-
მაშინ მიხვდებით რომ დახატვა ზუსტად შუაში
მინდა და თითქოს ყველაფერი გასაგებია,
-
ალბათ თავიდან იტყვით:
-
"კარგი, ახლა გასაგებია სად
უნდა დავხაზო მართკუთხედი,
-
100-ით მარჯვნივ, 200-ით ქვემოთ.",
-
მაგრამ შემდეგ გაგახსენდებათ
რომ კიდევ გაკლიათ რაღაც.
-
ალბათ იკითხავთ: "რა
ზომის იყოს მართკუთხედი?"
-
გიპასუხებთ: "მოდი სიგანე 150 იყოს"
-
100-ზე უნდა დავხაზოთ
და აქ 400-ია, სიგანე 150-ია,
-
ესეიგი დაახლოებით აქ იქნება.
-
"გასაგებია, სიგანე 150, რა
სიმაღლის იყოს მართკუთხედი?"
-
"არც ისე მაღალი, მოდი იყოს 50"
-
თქვენ მიპასუხებდით: "კარგი,
50 დაახლოებით ასეთი სიმაღლის იქნება არა?"
-
უკვე ყველაფერი გასაგებია!
-
ახლა უკვე იცით თუ როგორი მართკუთხედის
დახაზვა მინდა და შეგიძლიათ დახაზოთ.
-
საკმაოდ შრომატევადია
უბრალო მართკუთხედი, არა?
-
მთავარი აზრი ისაა,
რომ ამ ოთხი რიცხვით --
-
გაიხსენეთ, 100-ით
მარჯვნივ, 200-ით ქვემოთ,~
-
სიგანეში 150, სიმაღლეში 50 --
-
უკვე მთლიანად განვსაზღვრეთ
თუ როგორი უნდა იყოს მართკუთხედი და სად.
-
სწორედ ასე მუშაობს კომპიუტერი.
-
შეგიძლიათ დაწეროთ ბრძანების
სახელი, შემდეგ ( და ოთხი რიცხვი,
-
დახუროთ ფრჩხილი და დაასრულოთ წერტილმძიმით.
-
შედეგად კომპიუტერი დახატავს
ისეთ მართკუთხედს, როგორიც გვინდა.
-
-- გულახდილად თუ ვიტყვით,
მართკუთხედს აქ არ ველოდით --
-
ჩვენ სხვაგან დავხატეთ, არა?
-
ესეიგი რიცხვები არაა ზუსტი.
-
ვთქვათ, გვინდა კომპიუტერის
დახატული ჩვენს დახატულს ზუსტად დაემთხვეს.
-
ამისთვის მართკუთხედი
მარჯვნისკენ გადავაადგილოთ,
-
ცოტა ზემოთ ავწიოთ,
-
ოდნავ დავათხელოთ და სიმაღლესაც მოვუკლოთ.
-
ახლა კი კომპიუტერის დახაზული
მართკუთხედი ჩვენს ნახაზს კარგად ემთხვევა.
-
ეს იმიტომ, რომ გავიგეთ
რას ნიშნავს ეს რიცხვები
-
და შევცვალეთ ისე,
რომ მიგვეღო სასურველი შედეგი.
-
მოდით სხვა მართკუთხედი დავხაზოთ.
-
ჩვენ უკვე შეგვიძლია
მართკუთხედი სადაც გვინდა იქ დავხაზოთ.
-
მოდით, დავხაზოთ კუთხეში, აი აქ.
-
მოვიფიქროთ, რა იქნება ეს წერტილი.
-
ეს იქნება ნულით მარჯვნივ, ნულით ქვემოთ,
-
პატარა იყოს, სიგანეში 50, სიმაღლეში 10.
-
შევუდგეთ საქმეს.
-
დავწეროთ rect,
-
შემდეგ, ეს პარამეტრები გამოვყოთ მძიმეებით,
-
და გავუშვათ ბრძანება.
-
როგორც ჩანს რაღაც
შეცდომა დავუშვით. ფანჯარა გვეუბნება:
-
"როგორც ჩანს, სადღაც ) გაკლიათ"
-
თუ დავუკვირდებით, მართლაც..
-
ძალიან კარგი, გავასწორეთ, მაგრამ
არც ისე კარგია, ახალი შეცდომა გვაქვს,
-
თურმე წერტილმძიმე გვაკლია.
-
ესეც მართალია. დავაწვეთ "Show Me Where"
და მიგვითითებს იმ ხაზზე, სადაც შეცდომაა.
-
გახსოვდეთ, წერტილმძიმე ბრძანების ბოლოს
დაახლოებით იგივე როლს ასრულებს,
-
რასაც წერტილი წინადადების ბოლოს.
-
არაუშავს, მივაწეროთ
წერტილმძიმე და ყველაფერი კარგად იქნება.
-
ესეც ასე, პატარა
მართკუთხედი, ისე როგორც გვინდოდა.
-
წინანდელივით, შეგვიძლია
გავზარდოთ, შევამციროთ,
-
ვამოძრაოთ აქეთ-იქით,
-
შეგვიძლია მოვათავსოთ
ზუსტად იქ, სადაც მოგვინდება.
-
ახლა უკვე დეტალურად იცით
თუ როგორ მუშაობს rect ბრძანება.
-
გავარჩიეთ თუ რას ნიშნავს ეს რიცხვები,
-
ვნახეთ, რომ აუცილებელია
ბრძანების მერე ფრჩხილების დაწერა,
-
რიცხვების მძიმეებით გამოყოფა
და ბრძანების ;-ით დასრულება
-
თითქოს ბევრია. შეგიძლიათ
თქვენ თვითონ მოსინჯოთ ძალები.
-
შემდეგ ვიდეოში სხვა ფიგურებსაც ვისწავლით,
შემდეგ კი გადავალთ მათ გაფერადებაზე
-
ეკრანზე აქეთ-იქით
დამოუკიდებლად მოძრაობაზე და ა.შ.