< Return to Video

ფიგურების კლასიფიცირება

  • 0:01 - 0:07
    პარალელოგრამი არის –გამოტოვებულია ადგილი–
    ორი წყვილი პარალელური წრფით.
  • 0:07 - 0:09
    მოდით ვნახოთ რა არჩევანი გვაქვს.
  • 0:09 - 0:11
    ერთი ვარიანტი არის ოთხკუთხედი.
  • 0:11 - 0:13
    პარალელოგრამი კი ნამდვილად ოთხკუთხედია.
  • 0:13 - 0:16
    ოთხკუთხედი არის ოთხ გვერდიანი ფიგურა,
  • 0:16 - 0:18
    და ეს ნამდვილად არის ოთხ გვერდიანი ფიგურა.
  • 0:18 - 0:22
    პარალელოგრამი ყოველთვის რომბი არ არის.
  • 0:22 - 0:26
    რომბი პარალელოგრამის
    განსაკუთრებული სახეა, რომელსაც
  • 0:26 - 0:30
    არა მხოლოდ ორი წყვილი
    პარალელური გვერდები აქვს,
  • 0:30 - 0:34
    არამედ რომბში ყველა გვერდი ერთი სიგრძისაა.
  • 0:34 - 0:38
    კვარდრატი კი რომბის
    განსაკუთრებული სახეობაა, სადაც
  • 0:38 - 0:40
    ყველა კუთხე 90 გრადუსია.
  • 0:40 - 0:44
    აქ კი მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია,
    რომ პარალეოგრამი ოთხკუთხედია.
  • 0:44 - 0:45
    შევამოწმოთ ჩვენი პასუხი.
  • 0:45 - 0:47
    ყოველთვის კარგია მინიშნებების ნახვა.
  • 0:47 - 0:50
    ისინი სწორედ იმას გვეტყვიან,
    რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ,
  • 0:50 - 0:53
    თუმცა, მინიშნება იმ კონრეკტულ მაგალითს
    შეეხება, რომელსაც ახლა უყურებთ.
  • 0:53 - 0:55
    კიდევ რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ.
  • 0:55 - 0:58
    სუზანა არის ექსპედიციაში
    სამყაროს გადასარჩენად.
  • 0:58 - 1:01
    საკმაოდ გონივრული
    ექსპედიციაა მონაწილეობის მისაღებად.
  • 1:01 - 1:06
    ბოლო გამოწვევაში, მან მონაწილეობა
    უნდა მიიღოს თამაშში "იპოვე რომბი".
  • 1:06 - 1:10
    ჯადოქარი მას ეუბნება, რომ
    მას აქვს კვადრატი, ოთხკუთხედი,
  • 1:10 - 1:12
    და პარალეოგრამი, და მან უნდა
  • 1:12 - 1:16
    განსაზღვროს ამ ფიგურებიდან
    რომელია ასევე რომბი.
  • 1:16 - 1:21
    ამ ფიგურებიდან რომელი უნდა
    აირჩიოს რომ გადაარჩინოს სამყარო?
  • 1:21 - 1:24
    კვადრატი რომბის განსაკუთერბული სახეობაა.
  • 1:24 - 1:29
    რომ შევახსენოთ საკუთარ თავს,
    რომბში მოპირდაპირე მხარეები
  • 1:29 - 1:30
    ერთმანეთის პარალელურია.
  • 1:30 - 1:33
    თქვენ გაქვთ პარალელური
    გვერდების ორი წყვილი.
  • 1:33 - 1:35
    კვადრატს აქვს პარალელური
    გვერდების ორი წყვილი
  • 1:35 - 1:39
    და ასვე დამატებითი პირობა,
    რომ ყველა კუთხე უნდა იყო მართი.
  • 1:39 - 1:43
    შესაბამისად, კვადრატი
    ცალსახად იქნება რომბი.
  • 1:43 - 1:46
    ყველა რომბს აქვს ოთხი გვერდი.
  • 1:46 - 1:49
    ყველა რომბიც ოთხკუთხედია.
  • 1:49 - 1:52
    თუმცა, ყველა ოთხკუთედი რომბი არ არის.
  • 1:52 - 1:56
    შესაძლოა გქონდეთ ოთხკუთხედი, სადაც არც
    ერთი გვერდი ერთმანეთის პარალელური არაა.
  • 1:56 - 1:58
    ასე რომ ამ ვარიანტს არ მოვნიშნავთ.
  • 1:58 - 2:01
    კიდევ ერთხელ პარალელოგრამი.
  • 2:01 - 2:03
    ყველა რომბი არის პარალელოგრამი.
  • 2:03 - 2:06
    მათ აქვთ პარალელური გვრდების ორი წყვილი.
  • 2:06 - 2:09
    ორი წყვილი პარალელური მონაკვეთების,
    რომლებიც მათ გვერდებს წარმოადგენენ.
  • 2:09 - 2:13
    თუმცა ყველა პარალელოგრამი რომბი არ არის.
  • 2:13 - 2:15
    შესაბამისად ვიტყვი, რომ,
    კვადრატის შემთხვევაში,
  • 2:15 - 2:18
    შეგიძლაით თქვათ,
    რომ კვადრატი ყოვეთვის რომბი იქნება.
  • 2:18 - 2:21
    ოთხკუთხედი ყოველთვის რომბი არ იქნება.
  • 2:21 - 2:25
    არც პარალეოგრამი იქნება ყოველთვის რომბი.
  • 2:25 - 2:27
    სწორად ვუპასუხეთ ამოცანას.
Title:
ფიგურების კლასიფიცირება
Video Language:
English
Duration:
02:28
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Classifying shapes
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes
Educare Tatia Zhgenti edited Georgian subtitles for Classifying shapes

Georgian subtitles

Revisions