< Return to Video

წონის ერთეულები მეტრულ სისტემაში

  • 0:00 - 0:04
    მოდით დავფიქრდეთ ერთეულებზე, რომლებიც
    ძირითადად მეტრულ სისტემაში გამოიყენება,
  • 0:04 - 0:08
    რათა გავზომოთ ობიექტის წონა.
  • 0:08 - 0:12
    წონას ჩავსვავ ბრჭყალებში, რადგან ერთეული,
    რომელის შესახებაც საუბარს ვაპირებ,
  • 0:12 - 0:16
    ტექნიკურად რომ ვთქვათ, მასის ერთეულია.
  • 0:16 - 0:21
    როგორც შემდეგ ჩვენს
    სამეცნიერო კარიერაში ვნახავთ,
  • 0:21 - 0:24
    წონა და მასა არ არის ერთიდა იგივე.
    ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი.
  • 0:24 - 0:27
    მასა შეიძლება აღნიშნავდეს
    ნივთების რაოდენობას,
  • 0:27 - 0:34
    იმას, თუ რამდენი ნივთიერებაა ობიექტში.
    რამდენად რთულია შეცვალო ობიექტის სისწრაფე?
  • 0:34 - 0:38
    ხოლო წონა არის ძალა, რომელიც
    გრავიტაციის მეშვეობით იზიდავს ამ ობიექტს.
  • 0:38 - 0:42
    როდესაც ვართ ერთსა და იმავე პლანეტაზე,
    უფრო ზუსტად კი - პლანეტის იმავე ნაწილში,
  • 0:42 - 0:45
    როდესაც რაღაცას უფრო მეტი მასა აქვს,
    მას უფრო მეტი წონაც ექნება
  • 0:45 - 0:49
    და როდესაც რაღაცას უფრო მეტი წონა აქვს,
    მას უფრო მეტი მასა ექნება.
  • 0:49 - 0:51
    ამიტომაც ყოველდღიურ ენაში
    ეს სიტყვები ხშირად ერთმანეთს ცვლის.
  • 0:51 - 0:55
    მოგვიანებით ვნახავთ,
    რომ ეს სხვადასხვა რამ არის.
  • 0:55 - 0:59
    ამ ვიდეოში, რადგან ჯერ უბრალოდ
    ვეცნობით ამ ერთეულებს,
  • 0:59 - 1:01
    მათ გამოვიყენებ მონაცვლეობით.
  • 1:01 - 1:03
    გამოვიყენებ ყოველდღიური, გასაგები ენით,
  • 1:03 - 1:06
    და არა, ამ სიტყვების ფიზიკაში
    ტექნიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით.
  • 1:06 - 1:12
    მეტრულ სისტემაში, როდესაც ხალხი საუბრობს
    შედარებით მსუბუქი საგნის აწონვაზე,
  • 1:12 - 1:16
    ისინი ხშირად იყენებენ გრამს.
  • 1:16 - 1:20
    რომ მივხვდეთ გრამი რას იწონის,
    წარმოვიდგინოთ ქაღალდის სამაგრი.
  • 1:20 - 1:24
    ქაღალდის სამაგრის საშუალო
    წონა ერთი გრამია.
  • 1:24 - 1:29
    საღეჭი რეზინის არა მთლიანი შეკვრა,
    არამედ მხოლოდ ერთი ბალიშიც,
  • 1:29 - 1:34
    დაახლოებით ერთი გრამი იქნება.
  • 1:34 - 1:40
    დოლარის კუპიურა იქნება,
    დაახლოებით, ერთი გრამი.
  • 1:40 - 1:44
    ასე, რომ ეს ნამდვილად
    არ არის ძალიან დიდი წონა.
  • 1:44 - 1:47
    თუ გვინდა უფრო დიდი, მაგალითად
    ადამიანის პროპორციის ნივთის აწონვა,
  • 1:47 - 1:53
    შეგვიძლია გრამი 1000-ჯერ
    გავზარდოთ და გამოვიყენოთ კილოგრამი.
  • 1:53 - 2:01
    კილო ნიშნავს 1000-ს.
    კილოგრამი იქნება 1000 გრამი.
  • 2:01 - 2:04
    რათა უკეთ წარმოვიდგინოთ ეს რამდენია,
    მოვიყვანოთ მაგალითი.
  • 2:04 - 2:07
    ბევრი ადამიანი თავიანთ
    წონას კილოგრამებში ზომავს.
  • 2:07 - 2:15
    მაგალითად. მე ვიწონი
    დაახლოებით 70 კილოგრამს.
  • 2:15 - 2:20
    ვარ საშუალო აღნაგობის
    და ვიწონი 70 კილოგრამს.
  • 2:20 - 2:23
    თუ გინდათ ერთი კილოგრამის წარმოდგენა,
  • 2:23 - 2:28
    წარმოიდგინეთ, რომ იღებთ ერთ
    ლიტრ სითხეს ან ერთ ლიტრ წყალს.
  • 2:28 - 2:30
    ავიღეოთ ერთი ლიტრი წყალი.
  • 2:30 - 2:38
    ლიტრი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,
    როგორც ათი სანტიმეტრი სიღრმის,
  • 2:38 - 2:41
    ათი სანტიმეტრი სიგანის და
    ათი სანტიმეტრი სიმაღლის კუბი.
  • 2:41 - 2:48
    თუ მას წყლით აავსებთ, მისი წონა
    იქნება ერთი კილოგრამი.
  • 2:48 - 2:53
    ვიცი, რომ არ ხართ მიჩვეულნი ერთი
    ლიტრი კუბი წყლით აქეთ-იქით სიარულს.
  • 2:53 - 2:55
    მოდით სხვა მაგალითი მოვიყვანოთ.
  • 2:55 - 3:00
    წავიდეთ სუპერმარკეტში და
    ვიყიდოთ ორი ლიტრი გაზიანი სასმელი.
  • 3:00 - 3:03
    ხანდახან ამ მოცულობის წყალს,
    ან სხვა რამეს ყიდულობთ.
  • 3:04 - 3:09
    რამდენი კილოგრამი გვექნება ორი
    ლიტრი გაზიანი სასმელის შეძენისას?
  • 3:09 - 3:12
    ჩვეულებრივ, ორი ლიტრი წყალი
    იწონის 2 კილოგრამს.
  • 3:12 - 3:17
    გაზიან სასმელს აქვს დანამატები, ამიტომაც
    ახლა მის წონას ზუსტად ვერ განვსაზღვრავთ.
  • 3:17 - 3:27
    მაგრამ ორი ლიტრი წყალი
    იწონის ზუსტად ორ კილოგრამს.
  • 3:27 - 3:31
    ჩვენ ვსაუბრობთ წყალზე და
    არ ვითვალისწინებთ კონტეინერის წონას.
  • 3:31 - 3:37
    მაგრამ, არაზუსტად, ორი ლიტრი გაზიანი
    სასმელიც, დაახლოებით ორი კილოგრამი იქნება.
  • 3:37 - 3:40
    ამგვარად თუ წონით
    ადამიანური ზომის საგნებს,
  • 3:40 - 3:44
    არც თუ ისე ბევრ ან ცოტა სითხეს, და
    მსგავსი მასშტაბის ობიექტებს,
  • 3:44 - 3:47
    კილოგრამებში მათი აწონვა
    ყველაზე მოსახერხებელია.
  • 3:47 - 3:52
    მსუბუქი ნივთებისთვის, უფრო
    მოსახერხებელია გრამებში გაზომვა.
  • 3:52 - 3:59
    თუ გინდათ იყოთ ძალიან ზუსტი,
    მაგალითად წამლის დოზირებისას,
  • 3:59 - 4:04
    მაშინ მილიგრამების
    გამოყენებაა მიზანშეწონილი.
  • 4:04 - 4:11
    წარმოიდგინეთ, მილიგრამი
    არის გრამის 1/1000.
  • 4:11 - 4:16
    წარმოიდგინეთ დოლარის ჩეკის ან ქაღალდის
    სამაგრის წონის 1/1000.
  • 4:16 - 4:19
    ეს წონის ძალიან პატარა ერთეულია.
  • 4:19 - 4:25
    ამგვარად ის ხშირად არ
    გვხვდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
Title:
წონის ერთეულები მეტრულ სისტემაში
Video Language:
English
Duration:
04:26
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Metric units for weight
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
EduCare ანი მახარაშვილი edited Georgian subtitles for Metric units for weight
Show all

Georgian subtitles

Revisions