< Return to Video

მნიშვნელობის შეცვლის მოკლე გზა (ვიდეო ვერსია)

  • 0:01 - 0:04
    გახსოვთ ანიმაციის შექმნის სამი ნაბიჯი?
  • 0:04 - 0:07
    პირველ რიგში ვქმნით
    ცვლადებს ხატვის ციკლს გარეთ,
  • 0:07 - 0:10
    ხატვის ციკლში კი ამ
    ცვლადებს სახატავ კოდში ვიყენებთ.
  • 0:10 - 0:12
    ესეიგი, აქ გვაქვს ცვლადი x პოზიციისთვის,
  • 0:12 - 0:16
    ერთი ცვლადი y პოზიციისთვის, ერთი - ბურთის
    სიგრძისთვის და ერთიც - ბურთის სიგანისთვის.
  • 0:16 - 0:20
    ბოლოს თითოეულ ცვლადს
    ყოველ ჯერზე ოდნავ ვცვლით,
  • 0:20 - 0:23
    ანუ x ხდება მის ძველ
    მნიშვნელობას პლუს ერთი,
  • 0:23 - 0:25
    ანუ იზრდება ყოველ ჯერზე.
  • 0:25 - 0:30
    y ხდება მის ძველ მნიშვნელობას მინუს
    ორი, ანუ ყოველ ჯერზე მცირდება.
  • 0:30 - 0:35
    ballWidth-ის ახალი მნიშვნელობა იქნება მისი
    ძველი მნიშვნელობა გამრავლებული 0.99-ზე.
  • 0:35 - 0:39
    რადგან 0.99 ნაკლებია ერთზე,
    ballWidth კლებას დაიწყებს.
  • 0:39 - 0:46
    ballHeight კი გახდება ballHeight
    გაყოფილი 1.01-ზე, რაც ერთზე მეტია.
  • 0:46 - 0:48
    ესეიგი ballHeight-იც დაიწყებს შემცირებას.
  • 0:48 - 0:54
    თუ დავაწვები Restart-ს, დაინახავთ
    რომ ბურთის ყველა ეს თვისება იცვლება.
  • 0:54 - 0:57
    თუ დაუკვირდებით კოდის ამ ოთხ ხაზს,
  • 0:57 - 0:59
    შეამჩნევთ, რომ ისინი ერთნაირ
    კანონზომიერებას მისდევენ.
  • 0:59 - 1:01
    ჯერ გვაქვს ცვლადი,
    შემდეგ ტოლობის ნიშანი,
  • 1:01 - 1:07
    შემდეგ იგივე ცვლადი, რამე ოპერატორი
    -- პლუსი, მინუსი, გამრავლება, გაყოფა --
  • 1:07 - 1:09
    და ბოლოს რამე რიცხვი.
  • 1:09 - 1:12
    ეს კანონზომიერება
    იმდენად ხშირია პროგრამირებაში,
  • 1:12 - 1:14
    პროგრამისტები კი იმდენად
    ზარმაცები არიან, რომ იფიქრეს,
  • 1:14 - 1:17
    "ამ კანონზომიერებას ასე ხშირად ვიყენებთ,
  • 1:17 - 1:19
    იქნებ ამისი დაწერის
    უფრო მარტივი გზა იყოს?"
  • 1:19 - 1:22
    ამიტომ, მათ შექმნეს ასეთ მოკლე გზა.
  • 1:22 - 1:29
    " x ხდება x პლუს ერთი"-ს მაგივრად,
    შეგიძლიათ დაწეროთ "x პლუს უდრის ერთს".
  • 1:29 - 1:37
    "y ხდება y მინუს ორი"-ს მაგივრად
    შეგვიძლია დავწეროთ "y მინუს უდროს ორი".
  • 1:37 - 1:41
    "ballWidth ხდება
    ballWidth-ჯერ 0.99"-ს მაგივრად
  • 1:41 - 1:48
    დავწერთ "ballWidth გამრავლება უდრის 0.99"
  • 1:48 - 1:54
    და ბოლოს, "ballHeight ხდება
    ballHeight გაყოფილი 1.01"-ის მაგივრად,
  • 1:54 - 1:57
    შეგვიძლია დავწეროთ
    "ballHeight გაყოფილი უდრის 1.01".
  • 1:57 - 2:02
    ყველა ამ შემთხვევაში,
    კოდი იღებს ცვლადის მნიშვნელობას,
  • 2:02 - 2:04
    მაგალითად ballWidth-ს
    და იყენებს ოპერატორს,
  • 2:04 - 2:06
    ანუ ამრავლებს 0.99-ზე.
  • 2:06 - 2:09
    ესეიგი, ეს არის
    "ballWidth გამრავლებული 0.99-ზე".
  • 2:09 - 2:12
    რომელიც ballWidth-ის
    ახალი მნიშვნელობა ხდება.
  • 2:12 - 2:16
    თუ დავაწვები Restart-ს, დაინახავთ, რომ
    ანიმაცია ზუსტად იგივეა რაც მანამდე.
  • 2:16 - 2:18
    ახლა შეგიძლიათ თქვენც იზარმაცოთ!
Title:
მნიშვნელობის შეცვლის მოკლე გზა (ვიდეო ვერსია)
Description:

ასეთ ინტერაქტიულ ვიდეოებს უმჯობესია უყუროთ აქ:
https://www.khanacademy.org/cs/programming/

more » « less
Video Language:
English
Duration:
02:20
Educare Giorgi Kvantrishvili edited Georgian subtitles for Incrementing Shortcuts (Video Version)

Georgian subtitles

Revisions