Return to Video

მოცვი მეგობრებისთვის

  • 0:01 - 0:04
    კელი აწყობს პიკნიკს ექვსი მეგობრისთვის.
  • 0:04 - 0:07
    ყველაზე უფროსი მეგობარი არის ვიკრამი,
    არის 10 წლის.
  • 0:07 - 0:10
    ყველაზე უმცროსი კი დია არის ექვსი წლის.
  • 0:10 - 0:15
    მას აქვს 48 მოცვი და უნდა, რომ
    ისინი თანაბრად გაუყოს თავის მეგობრებს.
  • 0:15 - 0:16
    კითხვა არის ასეთი:
  • 0:16 - 0:19
    - რამდენი მოცვი შეხვდება თითოეულ მეგობარს?
  • 0:19 - 0:23
    გირჩევთ, გააჩეროთ ეს ვიდეო და თავად
    გადათვალოთ და ეცადოთ, რომ ამოხსნათ ეს.
  • 0:23 - 0:25
    რამდენი მოცვი შეხვდება თითოეულ მეგობარს?
  • 0:25 - 0:28
    მოდი, ახლა, ცოტახანს დავფიქრდეთ ამაზე.
  • 0:28 - 0:31
    ესე იგი, ვიცით, რომ
    მას ჰყავს ექვსი მეგობარი.
  • 0:31 - 0:35
    და სურს, რომ ყველას
    თანაბარი რაოდენობა შეხვდეს.
  • 0:35 - 0:40
    ანუ მას უნდა, რომ 48 მოცვი
    თანაბრად გაუყოს თავის ექვს მეგობარს.
  • 0:40 - 0:42
    მათი ასაკი არ არის გადამწყვეტი.
  • 0:42 - 0:44
    ნუ მნიშვნელობა არ აქვს ამას, ხომ?
  • 0:44 - 0:51
    ის აპირებს უბრალოდ
    48 ცალი მოცვის ექვსად გაყოფას.
  • 0:51 - 0:54
    მას უნდა, რომ ისინი გაჰყოს ექვს ჯგუფად.
  • 0:54 - 0:58
    მას უნდა, რომ 48 გაჰყოს ექვს ჯგუფად.
  • 0:58 - 1:00
    ესე იგი, 48-ს ვყოფთ ექვსზე.
  • 1:00 - 1:08
    ეს კითხვის ნიშანი არის მოცვის ის რაოდენობა,
    რასაც მიიღებს თითოეული მეგობარი.
  • 1:08 - 1:12
    ანუ 48 გაყოფილი ექვსზე
    უდრის აქ კითხვით ნიშანს.
  • 1:12 - 1:18
    ეს იგივეა, რაც იმის თქმა,
    რომ 48 გაყოფილი ექვსზე...
  • 1:18 - 1:21
    48 უდრის რას?
  • 1:21 - 1:23
    48 უდრის ექვსჯერ კითხვის ნიშანს.
  • 1:23 - 1:25
    ან კითხვით ნიშანჯერ ექვსს.
  • 1:26 - 1:30
    აი შეგვიძლია განვსაზღვროთ, თუ რა ციფრზე
    უნდა გავამრავლოთ ექვსი რომ მივიღოთ 48.
  • 1:30 - 1:34
    აქედან გამომდინარე, გვეცოდინება,
    თუ რამდენი არის 48 გაყოფილი ექვსზე.
  • 1:34 - 1:38
    მაგალითად, ეს კითხვის ნიშანი აღნიშნავს,
    რამდენი მოცვი ერგება თითოეულ მეგობარს.
  • 1:38 - 1:44
    თითოეულ მეგობარზე მოცვის რაოდენობა გამრავლებული
    ექვს მეგობარზე იქნება სრული რაოდენობა მოცვების.
  • 1:44 - 1:45
    გასაგებია?
  • 1:45 - 1:46
    ანუ რა რიცხვი არის ეს?
  • 1:46 - 1:49
    ეს არის იგივე, რაც
    მოცვების სრული რაოდენობა.
  • 1:49 - 1:56
    ექვს მეგობარს გადანაწილებული რაღაც გარკვეული
    მოცვების რაოდენობა გამრავლებული ექვს მეგობარზე.
  • 1:56 - 1:58
    ვთქვათ, ექვსჯერ ერთი არის ექვსი.
  • 1:58 - 1:59
    ანუ ერთი რომ შეხვდეს თითოს.
  • 1:59 - 2:01
    ექვსჯერ ორი არის 12.
  • 2:01 - 2:04
    ესე იგი, ნახეთ, მოდი, ყოველ ჯერზე
    თითოთი გავზარდოთ ეს რიცხვი.
  • 2:04 - 2:06
    რამდენი მოცვიც ხვდება მეგობარს.
  • 2:06 - 2:09
    ექვსჯერ სამი არის 18,
    ესე იგი, არც ეს ვარგა.
  • 2:09 - 2:10
    ექვსჯერ ოთხი.
  • 2:10 - 2:12
    ვთქვათ, ექვსი მეგობრიდან თითოს ოთხი შეხვდა.
  • 2:12 - 2:13
    არ ვარგა.
  • 2:13 - 2:15
    ექვსჯერ ხუთი არის 30,
  • 2:15 - 2:18
    ექვსჯერ ექვსი არის 36,
  • 2:19 - 2:23
    ექვსჯერ შვიდი არის 42,
  • 2:23 - 2:24
    წინაზე ექვსით მეტია
  • 2:24 - 2:27
    და ექვსჯერ რვა არის რამდენი?
  • 2:27 - 2:31
    ექვსჯერ რვა უდრის 48-ს, მივედით.
  • 2:31 - 2:34
    აღმოვაჩინეთ, რომ ექვსი
    რა რიცხვზე უნდა გავამრვლოთ რომ მივიღოთ 48?
  • 2:34 - 2:36
    ეს არის რვა, ხომ?
  • 2:36 - 2:39
    ესე იგი, ჩვენ ვიცით,
    რომ ექვსჯერ რვა არის 48-ს ტოლი.
  • 2:39 - 2:45
    გამოდის, რომ ექვსჯერ კითხვის ნიშანი რომ გვიწერია,
    კითხვის ნიშნის ადგილას უნდა დაგვეწერა რვა.
  • 2:45 - 2:48
    ესე იგი, გავიგეთ რომ კითხვის ნიშანი,
    თურმე, რვის ტოლი ყოფილა.
  • 2:48 - 2:53
    კითხვის ნიშანჯერ ექვსი და ექვსჯერ კითხვის ნიშანი
    ერთი და იგივე შინაარსის მქონე ჩანაწერია.
  • 2:53 - 2:54
    ალბათ, გახსოვთ.
  • 2:54 - 2:56
    ესე იგი, კითხვის ნიშანი ყოფილა რვის.
  • 2:56 - 2:59
    და გამოდის, რომ 48 მოცვი
    რომ გავყო ექვს ჯგუფად,
  • 2:59 - 3:04
    ანუ რომ დავანაწილო ექვს მეგობარზე,
    თითოეულს შეხვდება რვა ცალი მოცვი.
  • 3:04 - 3:06
    მოდი, გადავამოწმოთ.
  • 3:06 - 3:10
    ესე იგი, აქ გვაქვს ახლა ჩვენ 48 მოცვი
    და მოდი, ისინი გავყოთ ექვს ტოლ ჯგუფად.
  • 3:10 - 3:14
    ანუ ისე გავყოთ, რომ თითოეულში გვქონდეს
    რვა მოცვი და ვნახოთ, გამოვა თუ არა ასე.
  • 3:14 - 3:16
    მოდი, გავაკეთოთ ახლა ჯგფები.
  • 3:16 - 3:20
    ეს იყოს ერთი ჯგუფი,
  • 3:20 - 3:21
    რასაც ახლა ვღებავ.
  • 3:25 - 3:27
    ეს არის, მოკლედ, პირველი ჯგუფი რვა მოცვის.
  • 3:27 - 3:29
    შემდეგ ეს მეორე.
  • 3:29 - 3:32
    ფაქტობრივად, ვყოფთ რვა წევრიან ჯგუფებად.
  • 3:32 - 3:36
    ეს არის მესამე ჯგუფი.
  • 3:36 - 3:38
    შემდეგ მეოთხე.
  • 3:40 - 3:42
    ახლა ვნახოთ, ეს მეხუთეა.
  • 3:42 - 3:44
    თან როგორც გვინდა ისე დავყოფთ,
    რა თქმა უნდა.
  • 3:44 - 3:48
    ნებისმიერნაირად შეგვეძლო დაგვენაწილებინა,
    უბრალოდ მე ესე ვარჩიე.
  • 3:48 - 3:51
    და ბოლოს ესეც, ნახეთ, მეექვსე ჯგუფი.
  • 3:51 - 3:58
    და მართლაც თუ დაუკვირდებით, შეამჩნევთ,
    რომ თითოეულში გვაქვს რვა მოცვი.
  • 3:58 - 4:00
    და სულ ასეთი არის ექვსი ჯგუფი.
  • 4:00 - 4:02
    ესე იგი, თითო მეგობარს შეხვდება რვა მოცვი.
  • 4:02 - 4:04
    (სუბტიტრები შექმნილია
    მარიამ აბაშიძის მიერ)
Title:
მოცვი მეგობრებისთვის
Description:

more » « less
Video Language:
Georgian
Duration:
04:04

Georgian subtitles

Incomplete

Revisions