-
ვიცით, რომ მანძილი უდრის
სიჩქარეს გამრავლებული დროზე
-
ვიდეოში ვაპირებ, ამ მარტივი ფორმულით
განახოთ, რომ განზომილებებიც ალგებრული
-
ობიექტებია, რომლებსაც ამოცანების ამოხსნისას
შეგვიძლია, შევხედოთ, როგორც ცვლადებს
-
დავუშვათ, ვიცით, რომ სიჩქარე არის
წამში ხუთი მეტრი
-
ხოლო დროდ კი 10 წამია მოცემული
-
პირდაპირ შეგვიძლია ფორმულის გამოყენება
სიჩქარე, ხუთი მეტრი წამში
-
გამრავლებული დროზე, ანუ, 10 წამზე
-
საინტერესო ის არის, რომ განზომილებებს
შეგვიძლია, ისე მოვეკიდოთ, როგორც ცვლადებს
-
გავამრავლოთ, ადგილები რომ შევუცვალოთ,
ეს იქნება ხუთჯერ ათი
-
მეტრ/წამი გამრავლებული წამზე
-
ერთ მამრავლში წამი მნიშვნელშია,
ხოლო მეორეში - მრიცხველში
-
ისინი შეიკვეცებიან, ხუთჯერ ათი კი არის
50
-
განზომილებად კი მეტრი დაგვრჩა, ანუ,
მივიღებთ 50 მეტრს
-
განზომილებებს ალგებრულად მივუდექით და
მანძილის განზომილება, მეტრი დაგვრჩა
-
შეიძლება, ეს ყველაფერი ზედმეტად
გართულებულად მოგეჩვენოს
-
მინდოდა, მეჩვენებინა, რომ მსგავსი
ოპერაციები საკმაოდ გამოსადეგია
-
ამას ქვია განზომილებების ანალიზი, ის
სხვა დარგებში უფრო გამოგადგება
-
ის დაგეხმარება სწორი განზომილების მიღებაში
მოდი, უფრო რთულ მაგალითზე გადავიდეთ
-
სიჩქარე იყოს ისევ ხუთი მეტრი წამში,
მაგრამ დრო იყოს ერთი საათი
-
ვცადოთ ამ ფორმულის გამოყენება
-
მანძილი უდრის
ხუთ მეტრ/წამი გამრავლებული ერთ საათზე
-
რას მივიღებთ?
-
ხუთჯერ ერთი იქნება ხუთი
-
განზომილებებს რაც შეეხება, მეტრ/წამებს
ვამრავლებთ საათზე
-
ვიღებთ მეტრი გამრავლებული საათზე
შეფარდებული წამზე, რაც საკმაოდ უცნაურია
-
უფრო ტრადიციული განზომილების მისაღებად
წილადი უნდა შევკვეცოთ
-
საათი წამებში რომ გამოვსახოთ, წამები
შეიკვეცებოდა და დაგვრჩებოდა მხოლოდ მეტრი
-
რომელიც ჩვენთვის ცნობილი
მანძილის განზომილებაა
-
ეს ყველაფერი უნდა გავამრავლოთ წილადზე,
რომლის მნიშვნელშიც საათია, ხოლო
-
მრიცხველში - წამი
-
ანუ, წამი შეფარდებული საათზე
-
რამდენი წამია საათში?
საათში 3 600 წამია
-
ყოველ საათზე 3 600 წამი მოდის
-
ახლა გამრავლებისას წამები და საათები
შეიკვეცება
-
დაგვრჩება ხუთჯერ 3 6000, რაც უდრის
18 000-ს
-
ხოლო განზომილება იქნება მეტრი.
მივიღებთ 18 000 მეტრს
-
მოვრჩით, მანძილი გამოვხატეთ შესაბამის
განზომილებაში
-
თუ ერთი საათის განმავლობაში ხუთი მეტრ/წამი
სიჩქარით ივლი, ჯამში გაივლი 18 000 მეტრს
-
დავუშვათ, პასუხი გვინდა, რომ კილომეტრებში
მივიღოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ?
-
18 000 მეტრი უნდა გავამრავლოთ წილადზე,
რომლის მნიშვნელშიც მეტრია
-
ხოლო მრიცხველში - კილომეტრი, მაშინ მეტრები
შეიკვეცებოდა და კილომეტრი დაგვრჩებოდა
-
არაფერი რომ არ შევცვალოთ, ორივე განზომილება
თანაბარი რაოდენობის უნდა ავიღოთ
-
ერთი კილომეტრი უდრის 1 000 მეტრს
-
ფაქტიურად 18 000-ს ერთზე ვამრავლებთ,
რადგან 1 000 მეტრი უდრის 1 კილომეტრს
-
ამიტომ, ეს წილადი ერთს უდრის
-
მეტრები შეიკვეცება, დაგვრჩება 18 000
გაყოფილი 1000-ზე
-
მივიღებთ 18 კილომეტრს