როგორ კლავენ სკოლები შემოქმედებას
-
0:00 - 0:05დილა მშვიდობის. როგორ ბრძანდებით?
-
0:05 - 0:06(სიცილი)
-
0:06 - 0:08დიდებული კონფერენცია იყო არა?
-
0:08 - 0:11უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე
ამ ყველაფერმა -
0:11 - 0:12ისე, მეც გტოვებთ ახლა.
-
0:12 - 0:18(სიცილი)
-
0:18 - 0:21სამი თემა ტრიალებდა
კონფერენციის განმავლობაში, -
0:21 - 0:24იმასთან დაკავშირებული
რაზეც მინდა რომ გელაპარაკოთ. -
0:24 - 0:28პირველი არის ადამიანური შემოქმედებითობის
არაჩვეულებრივი მაგალითი -
0:28 - 0:31ყველა პრეზენტაციაში რაც კი აქამდე გვქონდა
-
0:31 - 0:33და ყველა აქ მყოფ ადამიანში.
-
0:33 - 0:35უბრალოდ უდიდესი სხვადასხვაობა
და სპექტრი ამ შემოქმედების. -
0:36 - 0:38მეორე არის ის რომ ამან ყველაფერმა
იქამდე მიგვიყვანა, -
0:38 - 0:41რომ წარმოდგენა არ გვაქვს,
თუ რა მოხდება მომავალში, -
0:41 - 0:42რომ წარმოდგენა არ გვაქვს,
თუ რა მოხდება მომავალში,
როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი. -
0:42 - 0:45წარმოდგენა არ გვაქვს,
როგორ გათამაშდება ეს ყველაფერი. -
0:45 - 0:47მე დაინტერესუბული ვარ განათლებით.
-
0:47 - 0:51სხვათაშორის, ჩემი დაკვირვებით
ყველა დაინტერესებულია განატლებით -
0:51 - 0:52თქვენ არა?
-
0:52 - 0:54მე ეს ძალზედ საინტერესოდ მიმაჩნია.
-
0:54 - 0:55თუ სადმე ვახშმის წვეულებაზე ხართ
-
0:56 - 0:58და იტყვით
რომ განათლების სფეროში მუშაობთ... -
0:58 - 1:01პრინციპში სიმართლე რომ თქვათ
არც ისე ხშირად ხართ წვეულებაზე. -
1:01 - 1:05(სიცილი)
-
1:05 - 1:07თუ განათლების სფეროში მუშაობთ,
არავინ გპატიჟებთ. -
1:07 - 1:10(სიცილი)
-
1:10 - 1:14და თუ სადმე მაინც იყავით კიდევ მოსვლას
არავინ გთავაზობთ. ჩემდა გასაკვირად. -
1:14 - 1:16მაგრამ თუ ხართ სადმე ასეთ გარემოში
და ეტყვით ვინმეს... -
1:16 - 1:18რომ გკითხავენ: "რას საქმიანობთ?"
-
1:18 - 1:20და თქვენ ეტყვით, რომ განათლებაში მუშაობთ,
-
1:20 - 1:22ნახავთ როგორ უფითრდება სახე.
-
1:22 - 1:24ფიქრობენ: "ღმერთო ჩემო,"
ხომ იცით, "რატომ მე? -
1:24 - 1:26(სიცილი)
-
1:26 - 1:28"ჩემი ერთადერთი საღამო კვირაში
საზოგადოებაში." -
1:28 - 1:30(სიცილი)
-
1:30 - 1:34მაგრამ, თუ მათი განათლების შესახებ შეეკითხეთ,
მიგაკრავენ კედელზე. -
1:34 - 1:37რადგან ეს ერთ-ერთი ისეთი რამ არის
რაც პირადულია, არ ვარ მართალი? -
1:37 - 1:41როგორც რელიგია, და ფული, და ასე შემდეგ.
-
1:41 - 1:45მაშ, მე განათლების სფეროს დიდი ინტერესი
მაქვს და ვფიქრობ ასევე ყველას ჩვენ. -
1:45 - 1:47დიდი ინტერესი გვაქვს,
-
1:47 - 1:50ნაწილობრივ იმიტომ რომ, განათლებაა
რამაც უნდა წაგვიყვანოს იმ მომავლისკენ, -
1:50 - 1:52რომელიც ჯერ მიუწვდომელია.
-
1:52 - 1:55თუ კარგად დაფიქრდებით,
ბავშვები რომლებიც წელს შევლენ სკოლაში, -
1:55 - 1:59პენსიაზე გავლენ 2065 წელს.
-
2:00 - 2:02არავის აქვს წარმოდგენა...
-
2:02 - 2:05მიუხედავად ბოლო ოთხი დღის განმავლობაში,
გამოთქმული ექსპერტული მოსაზრებებისა, -
2:05 - 2:08თუ როგორი იქნება მსოფლიო ხუთი წლის შემდეგ.
-
2:08 - 2:10მიუხედავად ამისა,
ჩვენ მათ განათლება უნდა მივაღებინოთ -
2:10 - 2:13ასე რომ, ჩემის აზრით არაპროგნოზირებადობა
არაჩვეულებრივია. -
2:13 - 2:14და ამის მესამე ნაწილი არის ის,
-
2:14 - 2:16რომ მიუხედავად თქმულისა
ჩვენ ყველა ვთანხმდებით, -
2:16 - 2:22ბავშვების არაჩვეულებრივ შესაძლებლობებზე.
-
2:22 - 2:24სიახლის შექმნის უნარებზე.
-
2:24 - 2:27მაგალითად. გუშინ საღამოს,
სირენა საოცრება იყო, არა? -
2:27 - 2:28უბრალოდ იმის ხილვა,
თუ რისი კეთება შეეძლო მას. -
2:28 - 2:33და იგი განსაკუთრებულია, მაგრამ მგონი
-
2:33 - 2:37არც ისეთი გამონაკლისი მთელს ბავშვებში.
-
2:37 - 2:40ეს არის ადამიანი არაჩვეულებრივი თავდადებით,
-
2:40 - 2:41ვინც საკუთარი ნიჭი იპოვა.
-
2:41 - 2:44და ჩემი მტკიცება არის ის,
რომ ყოველ ბავშვს აქვს უშველებელი ნიჭი. -
2:44 - 2:46და ჩვენ, საკმაოდ დაუნდობლად ვფლანგავთ მათ.
-
2:46 - 2:48ამიტომ მინდა ვილაპარაკო განათლებაზე
-
2:48 - 2:50და მინდა ვილაპარაკო შემოქმედებაზე.
-
2:50 - 2:56ჩემი მტკიცებაა, რომ შემოქმედება
განათლებაში ამჟამად ისევე მნიშვნელოვანია, -
2:56 - 2:59როგორც წერა-კითხვა და ჩვენ ორივეს
თანაბარი სტატუსი უნდა მივანიჭოთ. -
2:59 - 3:01(აპლოდისმენტები) მადლობა.
-
3:01 - 3:05(აპლოდისმენტები)
-
3:05 - 3:07სულ ეს იყო, სხვათა შორის.
-
3:07 - 3:08ძალიან დიდ მადლობა.
-
3:08 - 3:10(სიცილი)
-
3:10 - 3:12მაშ, 15 წუტი დამრჩა.
-
3:12 - 3:15(სიცილი)
-
3:15 - 3:16ესე იგი, მე დავიბადე... არა.
-
3:17 - 3:20(სიცილი)
-
3:20 - 3:22ჩინებული ამბავი მოვისმინე ახლახან...
მიყვარს მისი მოყოლა... -
3:22 - 3:25ერთი პატარა გოგოზე,
რომელიც ხატვის გაკვეთილზე იყო. -
3:25 - 3:27ექვსი წლის. იჯდა საკლასო ოთახის ბოლოში
და ხატავდა. -
3:27 - 3:30მასწავლებელმა თქვა,
რომ ეს გოგო იშვიათად იყო ყურადღებით, -
3:30 - 3:32მაგრამ ამ გაკვეთილზე პირიქით.
-
3:32 - 3:33მასწავლებელი გაოგნდა,
-
3:33 - 3:36მივიდა მასთან და ჰკითხა, "რას ხატავ?"
-
3:36 - 3:39და გოგონამ უპასუხა, "მე ღმერთს ვხატავ."
-
3:40 - 3:43მასწავლებელმა უთხრა: "კი მაგრამ
არავინ იცის ღმერტი როგორ გამოიყურება." -
3:43 - 3:45და გოგნამ უპასუხა:
"ერთ წუთში ეცოდინებათ." -
3:45 - 3:52(სიცილი)
-
3:57 - 3:59ჩემი ბიჭი ოთხი წლის რომ იყო ინგლისში...
-
3:59 - 4:02მართალი გითხრათ, ყველგან ოთხი წლის იყო
-
4:02 - 4:03(სიცილი)
-
4:03 - 4:07ზუსტად რომ ვთქვათ, სადაც არ წავიდა,
ყველგან ოთხის იყო იმ წელს. -
4:07 - 4:09იგი მონაწილეობდა ქრისტეშობის სპექტაკლში
გახსოვთ ეს ამბავი? -
4:09 - 4:11(სიცილი)
-
4:11 - 4:13არა, ძალიან ცნობილი,
ცნობილი ისტორია იყო. -
4:13 - 4:15მელ გიბსონმა გადაიღო გაგრძელობა
შეიძლება ნანახი გქონდეთ: -
4:15 - 4:16(სიცილი)
-
4:16 - 4:17"ქრისტეშობა ორი."
-
4:18 - 4:22მაგრამ ჟეიმსი თამაშობდა იოსებს,
რამაც ძალიან მოგვხიბლა. -
4:22 - 4:24ჩვენ ეს ერთ-ერთ წამყვან როლად მიგვჩნდა.
-
4:24 - 4:27იქაურობა გავავსეთ ადამიანებით,
მაისურებში წარწერით: -
4:27 - 4:29"ჟეიმს რობინსონი არის იოსები !" (სიცილი)
-
4:29 - 4:31მას რამის თქმა არ ევალებოდა,
-
4:31 - 4:33მაგრამ ხომ იცით ის ნაწილი
სამი მეფე რომ შემოდის საჩუქრებით? -
4:33 - 4:36მათ მოაქვთ ოქრო, საკმეველი და მირონი
-
4:36 - 4:37ეს მართლა მოხდა.
-
4:37 - 4:40ჩვენ ვიჯექით ვუყურებდით
და თანმიმდევრობა შეცვალეს -
4:40 - 4:43და ჩვენ ველაპარაკეთ პატარა ბიჭს,
სპექტაკლის შემდეგ და ვკითხეთ: -
4:43 - 4:46"კმაყოფილი ხარ ამით?"
და მან გვიპასუხა, "დიახ, რატო, რა არსწორი იყო?" -
4:46 - 4:47ისინი უბრალოდ გადანაცვლდნენ.
-
4:47 - 4:48სამი ბიჭი შემოვიდა,
-
4:48 - 4:50ოთხი-წლისები, თავზე მოხვეული ტილოებით
-
4:50 - 4:52და დააწყვეს ეს ყუთები,
-
4:52 - 4:54და პირველმა თქვა: "მე მომაქვს ოქრო."
-
4:54 - 4:56მეორემ თქვა: "მე მომაქვს მირონი."
-
4:56 - 4:58და მესამემ თქვა: "ეს ფრენკმა გამომატანა."
-
4:58 - 5:01(სიცილი)
-
5:11 - 5:14ამ ისტორიებს საერთო ის აქვთ,
რომ ბავშვები რისკებზე მიდიან. -
5:14 - 5:16თუ არ იციან რამე, მაინც ცდილობენ.
-
5:16 - 5:20მართალი ვარ? მათ შეცდომის არ ეშინიათ.
-
5:21 - 5:24იმას არ ვამბობ,
რომ შეცდომა იგივეა რაც კრეატიულობა. -
5:25 - 5:28რაც ჩვენ ვიცით არის,
რომ თუ არ ხარ შეცდომის დასაშვებად მზად, -
5:28 - 5:30ვერასოდეს შექმნი რამე ორიგინალურს.
-
5:30 - 5:32თუ არ ხარ მზად შეცდომის დასაშვებად.
-
5:33 - 5:37და ზრდასრული ასაკის მიღწევისას,
ბავშვების უმრავლესობა კარგავს ამ უნარს. -
5:37 - 5:40მათ შეცდომების დაშვების შიში უჩნდებათ.
-
5:40 - 5:42და ჩვენ კომპანიებსაც ასე ვმართავთ.
-
5:42 - 5:43ჩვენ შეცდომების სტიგმატიზებას ვახდენთ
-
5:43 - 5:46და ჩვენ ახლა ვმართავთ
ნაციონალურ განათლების სისტემებს -
5:46 - 5:48სადაც შეცდომის დაშვება ყველაზე უარესია.
-
5:49 - 5:52და შედეგი არის ის, რომ ჩვენი განათლება
-
5:52 - 5:54ხალხს ართმევს მათ შემოქმედ უნარებს.
-
5:54 - 5:59პიკასომ ერთხელ თქვა,
რომ ყველა ბავშვი შემოქმედად იბადება. -
5:59 - 6:02პრობლემა ზრდის კვალობაზე
შემოქმედად დარჩენაშია. -
6:02 - 6:05მე ამის მხურვალედ მჯერა,
რომ ჩვენ შემოქმედებად კი არ ვიზრდებით -
6:05 - 6:07არამედ ზრდასთან ერთად ვკარგავთ ამ ნიჭს.
-
6:07 - 6:09უფრო სწორად განათლების შედეგად ვკარგავთ.
-
6:09 - 6:11და რატომ ხდება ეს?
-
6:11 - 6:15მე ვცხოვრობდი სტრეტფორდ-ონ-ევონში
დახლოებით ხუთი წლის წინ -
6:15 - 6:17სტრატფორდიდან გადმოვედით ლოს ანჯელესში.
-
6:18 - 6:21ასე რომ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ
თუ რა შეუმჩნეველი ცვლილება იყო. -
6:21 - 6:22(სიცილი)
-
6:22 - 6:24პრინციპში ვცხოვრობდით ადგილზე
სახელად სნიტერფილდი, -
6:24 - 6:26ზუსტად სტრატფორდის გარეთ,
-
6:26 - 6:28სადაც შეკსპირის მამა დაიბადა.
-
6:28 - 6:30უცნაური აზრი არ გაგიჩნდათ? მე კი.
-
6:30 - 6:33არ გეგონათ რომ შექსპირს მამა ჰყავდა, არა?
-
6:33 - 6:37რადგან ძნელი წარმოსადგენია
შექსპირი ბავშვობაშო, არა? -
6:37 - 6:39შექსპირი შვიდი წლის ასაკში?
-
6:39 - 6:40არასდროს წარმომიდგენია,
-
6:40 - 6:42არადა იგი იყო შვიდის ერთ დროს.
-
6:42 - 6:44იგი იყო ვიღაცის ინგლისურის გაკვეთილზე, არა?
-
6:44 - 6:51(სიცილი)
-
6:51 - 6:52რამდენად გამაღიზიანებელი იქნებოდა?
-
6:52 - 6:55(სიცილი)
-
7:00 - 7:01"უფრო უნდა ეცადო."
-
7:01 - 7:05(სიცილი)
-
7:05 - 7:08დასაძინებლად რომ გაუშვებდა მამამისი,
წარმოიდგინეთ შექსპირს: "წადი დაიძინე, ახლავე" -
7:08 - 7:11და დადე ფანქარი"
-
7:11 - 7:12(სიცილი)
-
7:12 - 7:13"და მორჩი ეგრე ლაპარაკს"
-
7:13 - 7:17(სიცილი)
-
7:17 - 7:19"ყველას აბნევ"
-
7:19 - 7:24(სიცილი)
-
7:24 - 7:29მოკლედ, გადავედით სტრატფორდიდან
ლოს ანჯელესში, -
7:29 - 7:32და ორი სიტყვით მინდა ვთქვა
ამ გადასვლის შესახებ. -
7:32 - 7:33ჩემ ვაჟს არ უნდოდა წამოსვლა.
-
7:33 - 7:36ორი შვილი მყავს. ბიჭი 21-საა,
გოგო 16-ს. -
7:36 - 7:38მას არ უნდოდა წამოსვლა ლოს ანჯელესში.
-
7:38 - 7:41კი მოსწონდა აქაურობა,
მაგრამ შეუყვარებული ჰყავდა ინგლისში. -
7:41 - 7:45იგი იყო მისი ცხოვრების სიყვარული, სარა.
-
7:45 - 7:46მას ერთი თვე იცნობდა.
-
7:46 - 7:48(სიცილი)
-
7:48 - 7:50შეგახსენებთ მეოთხე წლისთავი აღნიშნეს,
-
7:50 - 7:53რადგან ეს დიდი დროა როცა 16 ხარ.
-
7:53 - 7:54ის ძალიან ნაწყენი იყო თვითმფრინავში.
-
7:54 - 7:57ამბობდა: "ვეღარასდროს ვნახავ სარასნაირ გოგოს."
-
7:57 - 7:59და სიმართლე გითხრათ
ჩვენ ეს ძალიან გვესიამოვნა. -
7:59 - 8:02(სიცილი)
-
8:07 - 8:10რადგან ის გოგო იყო
ჩვენი ქვეყნიდან წასვლის მთავარი მიზეზი. -
8:10 - 8:13(სიცილი)
-
8:16 - 8:18მაგრამ, რაღაც აზრი გიჩნდება
ამერიკაში გადმოსვლისას -
8:18 - 8:20და როცა მოგზაურობთ მსოფლიოში:
-
8:20 - 8:23ყველა განათლების სისტემას მსოფლიოში
აქვს საგნების ერთნაირი იერარქია. -
8:24 - 8:25თითოეულ მათგანს. სადაც არ უნდა წახვიდეთ.
-
8:26 - 8:28იფიქრებდით რომ ასე არ უნდა იყოს,
მაგრამ ასეა. -
8:28 - 8:30უმაღლესია მათემატიკა და უცხო ენები,
-
8:30 - 8:32შემდეგ ჰუმანიტარულები
და ფსკერზე არის ხელოვნება. -
8:32 - 8:33ყველგან დედამიწაზე.
-
8:33 - 8:37და თითქმის ყველა სისტემაში,
იერარქიაა ასევე ხელოვნების საგნებშიც. -
8:38 - 8:40ხატვას და მუსიკას ძირითადად აქვთ
უფრო მაღალი სტატუსი სკოლებში, -
8:40 - 8:42ვიდრე თეატრს და ცეკვას.
-
8:42 - 8:44პლანეტაზე არ არსებოფს განათლების სისტემა,
-
8:44 - 8:46რომელიც ბავშვებს
ცეკვას ასწავლის ყოველ დღე. -
8:46 - 8:48როგორც ჩვენ ვასწავლით მათემატიკას. რატომ?
-
8:49 - 8:51რატომ არა?
ჩემი აზრით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია. -
8:51 - 8:54ვფიქრობ მათემატიკა მნიშვნელოვანია,
მაგრამ ასევეა ცეკვაც. -
8:54 - 8:56ბავშვები მუდამ ცეკვავენ თუ ნებას დართათ,
ჩვენ ყველანი ასევე. -
8:56 - 8:59ჩვენ ყველას გვაქვს სხეული, არა?
რამე ხომ არ მეშლება? -
8:59 - 9:02(სიცილი)
-
9:03 - 9:05სინამდვილეში ხდება ის,
რომ როცა ბავშვები იზრდებიან, -
9:05 - 9:08ჩვენ ვიწყებთ მათ განათლებას
წელს ზემოდან -
9:08 - 9:09და შემდეგ, ვკონცენტრირდებით მათ თავებზე
-
9:09 - 9:11და ცოტათი ერთ მხარეს.
-
9:11 - 9:14თუ მოინახულებთ განათლების სისტემას
როგორც უცხოპლანეტელი -
9:14 - 9:17
და იკითხავთ "რისთვისაა, საჯარო განათლება?" -
9:17 - 9:20მგონი თუ ნაყოფს შეხედავთ უნდა დაასკვნათ,
-
9:20 - 9:21რომ ვინც მართლა წარმატებულია ამით,
-
9:21 - 9:23ვინც ყველაფერს სწორად აკეთებს ამ მხრივ,
-
9:23 - 9:26ვინც იღებს ყველაზე მეტ ქულებს,
ვინც გამარჯვებულია -
9:26 - 9:29მგონი უნდა დაასკვნათ,
რომ საჯარო განათლების მტელი მიზანი -
9:29 - 9:30მთელ მსოფლიოში
-
9:30 - 9:32უნივერსიტეტის პროფესორების შექმნაა.
-
9:32 - 9:34არა?
-
9:34 - 9:36ეგენი არიან ხალხი ვინც სათავეში ექცევა.
-
9:36 - 9:38და აი მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი.
-
9:38 - 9:40(სიცილი)
-
9:40 - 9:44და მე მიყვარს უნივერსიტეტის პროფესორები,
მაგრამ იცით რა, -
9:44 - 9:45ჩვენ ისინი არ უნდა გვეგონოს
-
9:45 - 9:48მთელი კაცობირიობის მიღწევების აპოთეოზი.
-
9:48 - 9:50ისინი უბრალოდ სიცოცხლის ფორმა არიან,
-
9:50 - 9:52ერთ-ერთი სიცოცხლის ფორმა.
-
9:52 - 9:55მაგრამ ისინი საკმაოდ უცნაურები არიან
და ამას სიყვარულით ვამბობ. -
9:55 - 9:58არის რაღაც უცნაური პროფესორებში
ჩემს გამოცდილებაში. -
9:58 - 10:01ყველა არა, მაგრამ როგორ წესი
ისინი ცხოვრობენ თავიანთ თავებში. -
10:01 - 10:03ცხოვრობენ იქ ზევით და ოდნავ ერთ მხარეს.
-
10:03 - 10:07გეგონებათ რომ უტანოები არიან,
ხომ იცით, პირდაპირი გაგებით. -
10:07 - 10:10ისინი თავიანთ ტანებს უყურებენ როგორც
საკუთარი თავებისთვის გადაადგილების საშუალებას -
10:10 - 10:16(სიცილი)
-
10:16 - 10:17არა?
-
10:17 - 10:19ეს არის მათი თავების
შეხვედრებზე მიტანის საშუალება. -
10:19 - 10:25(სიცილი)
-
10:25 - 10:29თუ ნამდვილი სხეულს გარეთ ყოფნის
განცდა გინდათ, -
10:29 - 10:32მოხვდით სადმე
უფროსი აკადემოკოსების კონფერენციაზე -
10:32 - 10:35და მიდით ბოლო საღამოს დისკოტეკაზე.
-
10:35 - 10:37(სიცილი)
-
10:37 - 10:39და იქ ნახავთ.
-
10:39 - 10:43ზრდასრულ მამაკაცებს და ქალბატონებს
რომლებიც ურითმოდ იკლაკნებიან. -
10:43 - 10:46(სიცილი)
-
10:46 - 10:49ელოდებიან როდის დამთავრდება ეს ყველაფერი,
რომ წავიდნენ სახლში და დაწერონ ამაზე. -
10:49 - 10:51(სიცილი)
-
10:51 - 10:55ჩვენი განათლების სისტემა დაფუძნებულია
აკადემიური უნარის იდეაზე. -
10:55 - 10:56და არსებობს ამის საფუძველი.
-
10:56 - 11:00მსოფლიოში, მართლა არ არსებობდა
საჯარო განათლების სისტემა -
11:00 - 11:02მეცხრამეტე საუკუნემდე.
-
11:02 - 11:05ყველა მათგანი ინდუსტრიალიზაციის
მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად შეიქმნა. -
11:05 - 11:07ასე რომ იერარქია ეფუძნება ორ იდეაზე.
-
11:07 - 11:12პირველი, სამსახურისთვის ყველაზე
გამოსადეგარი საგნები თავშია. -
11:12 - 11:14თქვენ ალბათ ბავშვობაში სკოლაში
უწყინრად გაშორებდნენ ისეთ რამეებს -
11:14 - 11:17რაც მოგწონდათ,
რადგან მისი კეთებით -
11:17 - 11:20სამსახურს ვერასდროს იშოვიდით არა?
-
11:20 - 11:23არ გინდა მუსიკა. მუსიკოსი ხომ არ გამოხვალ;
-
11:23 - 11:25არ გინდა ხატვა. მხატვარი ხომ არ იქნები.
-
11:25 - 11:28უწყინარი რჩევა... აწმყოში, ღრმად მცდარი.
-
11:28 - 11:30მთელი მსოფლიო
ჩართულია რევოლუციაში. -
11:30 - 11:32მეორე არის აკადემიური უნარი,
-
11:32 - 11:35რომელიც გვიქმნის
წარმოდგენას ინტელექტზე. -
11:35 - 11:38რადგან უნივერსიტეტბმა
ეს სისტემა საკუთარ ანალოგიად შექმნეს. -
11:38 - 11:42თუ დაფიქრდებით, საჯარო განათლების
სისტემა მთელ მსოფლიოში, -
11:42 - 11:44უნივერსიტეტში მოხვედრის
გაწელილი პროცესი -
11:44 - 11:46და შედეგი ისაა რომ ბევრი ძალიან ნიჭიერი,
-
11:46 - 11:49ბრწყინვალე, შემოქმედი ადამიანი
ფიქრობს რომ ის არაა ასეთი, -
11:49 - 11:51რადგან ის რაშიც ძლიერები იყვნენ სკოლაში,
-
11:51 - 11:53არ ფასდება,
მეტიც, ცუდ ტონად ითვლება. -
11:53 - 11:56ვფიქრობ არ გვაქვს ფუფუნება ასე განვაგრზოთ.
-
11:56 - 11:58შემდეგ 30 წლის განმავლობაში,
UNESCO-ს თანახმად, -
11:58 - 12:01უფრო მეტი ადამიანი
დაამთავრებს უნივერსიტეტს, -
12:01 - 12:04ვიდრე მთელს ისტორიაში.
-
12:04 - 12:07მეტი ხალხი და ეს იმ ყველაფრის კომბინაციაა
რაზეც ვილაპარაკეთ. -
12:07 - 12:10ტექნოლოგია და მისი ტრანსფორმაციული
გავლენა მუშაობაზე, დემოგრაფიაზე -
12:10 - 12:12და მოსახლეობის უზარმაზარი მყისიერი ზრდა.
-
12:12 - 12:15დიპლომებს ერთბაშად ფასი დაეკარგა.
-
12:15 - 12:16ასე არ არის?
-
12:17 - 12:19მე რომ სტუდენტივიყავი, დილომი თუ გქონდა,
სამსახურიც გქონდა. -
12:20 - 12:22თუ არ გქონდა სამსახური,
ეს იმიტომ რომ არ გინდოდა მუშაობა. -
12:22 - 12:25და გულახდილად რომ გითხრათ,
მე არც მინდოდა. (სიცილი) -
12:25 - 12:29მაგრამ დღეს-დღეობით,
ახალგაზრდები დიპლომებით -
12:29 - 12:32ხშირად სახლში სხდებიან
კომპიუტერზე სათამაშოდ, -
12:32 - 12:35რადგან დღეს მაგისტრის დიპლომი გჭირდებათ,
სადაც ბაკალავრი საკმარისი იყო -
12:35 - 12:37და მაგისტრისაზე კი
უკვე დოქტორის ხარისხი გჭირდებათ. -
12:37 - 12:39ეს არის აკადემიური გაუფასურების პროცესი.
-
12:39 - 12:41და ის აჩვენებს,
რომ მთელი განათლების სტრუქტურა -
12:41 - 12:43ჩვენ ფეხქვეშ იძვრის.
-
12:43 - 12:45საჭიროა ჩვენი წარმოდგენა ინტელექტზე
რადიკალურად გადავიაზროთ. -
12:46 - 12:47სამი რამ ვიცით ინტლექტზე.
-
12:48 - 12:49პირველი, ის მრავალფეროვანია.
-
12:49 - 12:52ჩვენ ვიაზრებთ მსოფლიოს იმდენნაირად
რამდენნაირადაც ვგრძნობთ მას. -
12:52 - 12:55ვიაზრებთ ვიზუალურად,
ვიაზრებთ ხმით, ვიაზრებთ კინესტეტიურად. -
12:55 - 12:57ვიაზრებთ აბსტრაქტულ ტერმინებში,
ვიაზრებთ მოძრაობაში. -
12:57 - 12:59მეორე, ინტელექტი არის დინამიური.
-
13:00 - 13:02თუ ადამიანის ტვინის
ურთიერთქმედებას შეხედავთ -
13:02 - 13:05როგორც გუშინ
რომდენიმე პრეზენტაციაში მოვისმინეთ, -
13:05 - 13:07ინტელექტი საოცრად ინტერაქტიულია.
-
13:07 - 13:09ტვინი არაა დაყოფილი განყოფილებებად.
-
13:10 - 13:13ფაქტიურად, შემოქმედება...
რასაც მე განვმარტავ როგორც -
13:13 - 13:15ფასეულობის მქონე,
ორიგინალური იდეების ქონა... -
13:15 - 13:18მეტწილად განსხვავებული ხედვების
-
13:18 - 13:21ინტერაქტიული
აქტივობის შედეგად ჩნდება. -
13:22 - 13:26სხვათა შორის, ნერვების გროვას,
რომელიც ტვინის ორ ნახევარსფეროს აკავშირებს -
13:26 - 13:27კოჟრიანი სხეული ჰქვია.
-
13:28 - 13:29ის ქალებში უფრო სქელია.
-
13:29 - 13:31ელენეს გუშინდელი თემის გაგრძელებად,
-
13:31 - 13:34ესაა ალბათ რატომაც არიან ქალები უფრო
ძლიერები ბევრი საქმის ერთდროულად კეთებაში -
13:34 - 13:36რადგან ასეც ხართ, არა?
-
13:36 - 13:39ამაზე კვლევების დასტა არსებობს,
მაგრამ მე საკუთარი ცხოვრებიდან ვიცი. -
13:40 - 13:45თუ ჩემი მეუღლე საჭმელს აკეთებს სახლში...
რაც საბედნიეროდ ხშირად არ ხდება. -
13:45 - 13:48(სიცილი)
-
13:48 - 13:50არა, ის ძლიერია ბევრ რამეში,
მაგრამ თუ საჭმელს ამზადებს, -
13:50 - 13:52ხალხთან საუბრობს ტელეფონზე,
-
13:52 - 13:55ბავშვებს ელაპარაკება, ჭერს ღებავს,
-
13:55 - 13:58გულის ოპერაციას აკეთებს აქეთ მხარეს.
-
13:58 - 14:01თუ მე ვამზადებ, კარები მიხურულია,
ბავშვები გარეთ არიან, -
14:01 - 14:04ტელეფონი გათიშულია,
ცოლი თუ შემოვა ვღიზიანდები. -
14:04 - 14:07ვეუბნები: "ტერი, გთხოვ,
ხომ ხედავ კვერცხის შეცვას ვცდილობ" -
14:07 - 14:14(სიცილი)
-
14:14 - 14:15"დამაცადე"
-
14:15 - 14:17(სიცილი)
-
14:17 - 14:20სხვათა შორის, გახსოვთ
ეს ძველი ფილოსოფიური კითხვა, -
14:20 - 14:23ხე თუ წაიქცა ტყეში და ხმა ვერავინ გაიგო,
მოხდა ეს თუ არა? -
14:23 - 14:25გახსოვთ ეს ძველი გამოცანა?
-
14:25 - 14:27ახლახან ვნახე მაისური წარწერით:
-
14:27 - 14:31"თუ კაცი ტყეში საკუთარ აზრს გამოთქვამს
და არც ერთ ქალს არ ესმის, -
14:31 - 14:32მაინც ცდება?"
-
14:32 - 14:38(სიცილი)
-
14:40 - 14:42და მესამე რამ ინტელექტის შესახებ არის,
-
14:42 - 14:43რომ ის ყველასთვის განსხვავებულია.
-
14:44 - 14:46ამჟამად ვმუშაობ ახალ წიგნზე
სახელად: "Epiphany" -
14:46 - 14:49რომელიც ეფუძნება
ინტერვიუების სერიას ხალხთან, -
14:49 - 14:51იმის შესახებ,
თუ როგორ აღმოაჩინეს საკუთარი ნიჭი. -
14:51 - 14:53მოხიბლული ვარ იმით,
თუ როგორ აღწევს ხალხი ამას. -
14:53 - 14:56ამ ყველაფერზე ერთმა დიალოგმა მიბიძგა
რომელიც ერთ შესანიშნავ ქალთან მქონდა, -
14:56 - 14:59ვის შესახებაც ბევრ ადამიანს შეიძლება
არაფერი სმენია: ჯილიან ლინი. -
14:59 - 15:01გსმენიათ მის შესახებ?
რამოდენიმე თქვენთაგანს სმენია. -
15:01 - 15:03ის ქორეოგრაფია
და ყველამ იცის მისი ნამუშევრები. -
15:03 - 15:05"კატები" და "ოპერის მოჩვენება"
მისი შექმნილია. -
15:05 - 15:06საოცარი ადამიანია.
-
15:06 - 15:08მე სამეფო ბალეტის საბჭოს წევრი ვიყავი
-
15:08 - 15:09როგორც მატყობთ.
-
15:10 - 15:12ერთი სიტყვით, მე და ჯილიანმა
ერთხელ ერთად ვისადილეთ და მე ვკითხე: -
15:12 - 15:14"ჯილიან, როგორ გახდი მოცეკვავე?"
-
15:14 - 15:15საინტერესო იყო.
-
15:15 - 15:17როდესაც სკოლაში სწავლობდა,
ძალიან უიმედო იყო -
15:17 - 15:21და 30-იან წლებში სკოლამ
მის მშობლებს მისწერა: -
15:21 - 15:23"ჩვენი აზრით ჯილიანს
სწავლის აშლილობა აქვს" -
15:23 - 15:25მას არ შეეძლო კონცენტრირება,
მოუსვენარი ბავშვი იყო. -
15:25 - 15:28მგონი ახლა იტყოდნენ, რომ მას
ყურადღების დეფიციტის სინდრომი აქვს. არა? -
15:29 - 15:33მაგრამ ეს 30-იანები იყო და ტერმნი
ურადღების დეფიციტის სინდრომი არ არსებობდა. -
15:33 - 15:35ის ჯერ არ იყო არსებული დაავადება.
-
15:35 - 15:38(სიცილი)
-
15:38 - 15:40ხალხმა არ იცოდა,
რომ შეიძლება ეს სჭირდეთ. -
15:40 - 15:42(სიცილი)
-
15:42 - 15:46მოკლედ, მან მიმართა სპეციალისტს.
-
15:46 - 15:50ანუ აღმოჩნდა ამ მუხით მორთულ ოთახში
დედამისთან ერთად -
15:50 - 15:53და მიიყვანეს და დასვეს
სკამზე ოთახის ბოლოს, -
15:53 - 15:56ის იჯდა ხელებ დაწყობილი 20 წუთი
სანამ ის კაცი დედამისს ელაპარაკებოდა -
15:56 - 15:59იმ პრობლემებზე,
რაც ჯილიანს ჰქონდა სკოლაში. -
15:59 - 16:02რომ ის აწუხებდა ხალხს, ამიტომ დავალების
შესრულებას მუდამ აგვიანებდა და ა.შ. -
16:02 - 16:03რვა წლის ბავშვი.
-
16:03 - 16:06ბოლოს, ექიმი მივიდა და მიუჯდა
ჯილიანს და უთხრა: -
16:06 - 16:09"მოვუსმინე ყველაფერს რაც დედაშენმა მომიყვა
-
16:09 - 16:11მას უნდა დაველაპარაკო ცალკე ოთახში.
-
16:11 - 16:13დაგველოდე, მალე დავბრუნდებით,
დიდი ხანს არ მოგიწევს." -
16:13 - 16:16გავიდნენ და დატოვეს მარტო.
-
16:16 - 16:17მაგრამ ოთახიდან გასვლისას,
-
16:17 - 16:20ექიმმა ჩართო რადიო
რომელიც იქვე მაგიდაზე იდო -
16:20 - 16:24და რომ გავიდნენ, მან უთხრა დედას,
"დადექით და უყურეთ მას." -
16:24 - 16:27და როგორც კი გავიდნენ ოთახიდან,
-
16:27 - 16:29მაშინვე ფეხზე წამოხტა და აჰყვა მუსიკას.
-
16:30 - 16:33მათ უყურეს რამოდენიმე წუთი
და ექიმმა დედამისს და უთხრა: -
16:33 - 16:37"ქალბატონო ლინ, ჯილიანი არ არის ავად,
ის მოცეკვავეა. -
16:37 - 16:39წაიყვანეთ საცეკვაო აკადემიაში."
-
16:39 - 16:41მე ვკითხე, "და მერე რა მოხდა?"
-
16:41 - 16:44მან მიპასუხა: " წამიყვანა და ვერ აღგიწერ
რა შესანიშნავი იყო. -
16:44 - 16:47შევედით ოთახში,
რომელიც სავსე იყო ჩემნაირი ხალხით. -
16:47 - 16:49ხალხით რომელსაც არ შეეძლო წყნარად ჯდომა.
-
16:49 - 16:54ვისაც ფიქრისთვის მოძრაობა სჭირდებოდა"
ვისაც უნდა ემოძრავათ რო ეფიქრათ. -
16:54 - 16:57ისინი ცეკვავდნენ ბალეტს, ტაპს, ჯაზს,
ისინი ცეკვავდნენ ახალ და თანამედროვე სტილებს. -
16:57 - 17:00საბოლოოდ იგი
სამეფო ბალეტის სკოლისთვის გამოსცადეს. -
17:00 - 17:04სოლისტი გახდა.
საოცარი კარიერა ჰქონდა სამეფო ბალეტში. -
17:04 - 17:06ბოლო-ბოლო დაამთავრა
სამეფო ბალეტის სკოლა, -
17:06 - 17:08დააარსა ჯილიან ლინ საცეკვაო კომპანია,
-
17:08 - 17:09შეხვდა ანდრიუ ლოიდ ვებერს.
-
17:10 - 17:11მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული
მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში. -
17:11 - 17:14მან შექმნა რამდენიმე ყველაზე წარმატებული
მუსიკალური თეატრის პროდუქცია ისტორიაში. -
17:14 - 17:17მილიონობით ხალხს მიანიჭა სიამოვნება,
და ის მულტიმილიონერია. -
17:17 - 17:21ვინმე სხვას შეიძლება ის წამლებზე დაესვა
და ეთქვა რომ დაწყნარებულიყო. -
17:21 - 17:28(აპლოდისმენტები)
-
17:29 - 17:30ვფიქრობ ყველაფერი შემდეგზე :
-
17:30 - 17:32ელ გორმა ერთ საღამოს ილაპარაკა
-
17:32 - 17:36ეკოლოგიაზე და რევოლუციაზე,
რომელიც რეიჩელ კარსონმა წამოიწყო. -
17:37 - 17:39მე მჯერა,
რომ ჩვენი ერთადერთი იმედი მომავლისთვის -
17:39 - 17:43არის ახალი ადამიანური ეკოლოგიის
კონცეფციის ათვისება, -
17:43 - 17:46რომელშიც ჩვენ დავიწყებთ
მდიდარი ადამიანური უნარების -
17:46 - 17:48კოცეპციის გადააზრეებას.
-
17:48 - 17:51ჩვენი განათლების სისტემა
ძირს უთხრის ჩვენ გონებას -
17:52 - 17:55ისევე როგორც ჩვენ ვთხრით ძირს დედამიწას:
კონკრეტული პროდუქტის ძიებაში. -
17:55 - 17:58და მომავლისთვის, ჩვენ ეს არ დაგვეხმარება.
-
17:58 - 18:00ჩვენ უნდა გადავიაზროთ
ის ფუნდამენტალური პრინციპები -
18:00 - 18:02რომლებზეც ვზრდით ჩვენს შვილებს.
-
18:02 - 18:05ჯონას სალკის ერთი შესანიშნავი ციტატაა:
-
18:05 - 18:10"თუ დედამიწაზე ყველა მწერი გაქრა,
-
18:10 - 18:1350 წელში მთელი სიცოცხლე გაქრება.
-
18:14 - 18:17თუ დედამიწაზე ყველა ადამიანი გაქრა,
-
18:17 - 18:1950 წელში სიცოცხლის ყველა ფორმა აყვავდება"
-
18:20 - 18:22და ის მართალია.
-
18:22 - 18:26TED-ი ადამიანის წარმოსახვის ზეიმია.
-
18:26 - 18:28ახლა ფრთხილად უნდა ვიყოთ,
-
18:29 - 18:31რომ ეს საჩუქარი ბრძნულად მოვიხმაროთ
-
18:31 - 18:34და თავიდან ავიცილოთ ზოგიერთი ის სცენარი,
რომლებზეც ვისაუბრეთ -
18:34 - 18:38და ამის ერთადერთი გზა,
ჩვენი შემოქმედებითი უნარების დანახვაა -
18:38 - 18:40მთელი იმ სიმდიდრეთ რაც მასშია
-
18:40 - 18:43და ჩვენი ბავშვების იმ იმედით დანახვა
რანიც ისინი მართლაც არიან. -
18:43 - 18:45ჩვენი ამოცანაა, რომ მათი მთელი არსება გავანათლოდ,
-
18:45 - 18:47რათა მათ შეძლონ და შეეგებნონ მომავალს.
-
18:47 - 18:49სხვათაშორის, ჩვენ ვერც ვნახოთ ეს მომავალი,
-
18:49 - 18:50მაგრამ ისინი ნახავენ.
-
18:50 - 18:54და ჩვენი საქმეა რომ დავეხმაროთ
მათ მომავლში რამე შექმნან. -
18:54 - 18:55ძალიან დიდი მადლობა.
-
18:55 - 18:58(აპლოდისმენტები)
- Title:
- როგორ კლავენ სკოლები შემოქმედებას
- Speaker:
- კენ რობინსონი
- Description:
-
სერ კენ რობინსონმა წამოაყენა ხალისიანი და შემდზვრელი არგუმენტი ისეთი განათლების სისტემის შექმნისთვის, რომელიც ეხმარება (ხელის შეშლის ნაცვლად) შემოქმედებას
- Video Language:
- English
- Team:
- closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 19:00
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? | ||
Levan Lashauri edited Georgian subtitles for Do schools kill creativity? |