-
Khanacademy-ს საიტზე არის სავარჯიშო,
რომელიც მინდა აგიხსნათ.
-
ეს ვიდეო დაგეხმარებათ წრფის დახრილობის და
Y-თან გადაკვეთის წერტილის უკეთ გაგებაში.
-
საჭიროა შევცვალოთ ეს
ნარინჯისფერი წრფე,
-
რომელიც ამ განტოლებითაა განსაზღვრული.
-
წრფის განტოლებაა ერთ x-ს პლიუს ერთი
-
დახრილობა ერთის ტოლია, ანუ ყოველ მარჯვნივ
გადადგმულ ერთ ნაბიჯზე, მაღლაც ერთით ადის
-
Y-თან გადაკვეთის წერტილი კი ერთია, ანუ
წრფე Y-ღერძს ნულ, ერთ წერტილში კვეთს.
-
სავარჯიშოს მიზანია, რომ დახრილობა და
გადაკვეთის წერტილი ისე შეცვალოთ, რომ
-
წრფემ ამ ორ წერტილზე გაიაროს.
-
წრფე უნდა გავატაროთ ამ ორივე წერტილზე,
ამისთვის განტოლება უნდა შევცვალოთ.
-
ანუ ეს იგივეა, რაც იმ განტოლების გამოთვლა,
რომლის წრფეც ამ ორ წერტილზე გაივლის.
-
როგორ შეიძლება გავაკეთოთ ეს?
-
როგორც ხედავთ, რაც უფრო მეტად ვზრდით
დახრილობას, მით უფრო ციცაბო ხდება წრფე
-
როცა დახრილობა სამია, ყოველ მარჯვნივ
გადადგმულ ნაბიჯზე, სამით ავდივარ მაღლა
-
ანუ როცა x იცვლება ერთით, y იცვლება სამით
-
ხოლო თუ Y-თან გადაკვეთის წერტილს
შევამცირებთ, წრფე დაბლა ჩამოვა
-
დახრილობა არ იცვლება, უბრალოდ Y ღერძის
გასწვრივ დაბლა ჩამოდის
-
როგორ უნდა გავატარო ეს
წრფე იმ ორ წერტილზე?
-
წრფე მაღლა ავწიოთ და დახრილობა შევცვალოთ.
როგორც ჩანს, დახრილობა უარყოფითი უნდა იყოს
-
თუ დახრილობას შევამცირებთ, წრფე ჯერ
გაბრტყელდება, ეს არის ნული დახრილობის წრფე
-
შემდეგ კიდევ შევამციროთ დახრილობა,
ეს თითქოს სწორია
-
ახლა გადაკვეთის წერტილსაც შევამცირებ, რომ
წერტილებს მივუახლოვდეთ
-
როგორც ჩანს დახრილობა მაინც ოდნავ დიდია
-
ეს კარგი ჩანს, გადაკვეთის წერტილს კიდევ
უფრო შევამცირებ
-
გადაკვეთის წერტილი თითქოს ემთხვევა, თუმცა
დახრილობა მაინც არასწორია
-
Y ღერძთან გადაკვეთის წერტილი ამ სიბრტყეზე
არ ჩანს, ღერძს კვეთს ნულ,მინუს 18 წერტილში
-
მინუს ხუთი დახრილობა საკმარისი არ არის,
ამიტომ კიდევ უფრო შევამცირებ.
-
Y-თან გადაკვეთის წერტილიც შევამციროთ
და სწორი პასუხიც მივიღეთ,
-
ანუ იმ წრფის განტოლება, რომელიც ამ ორივე
წერტილს გაივლის, არის
-
მინუს ექვს x-ს გამოკლებული 22.
-
გავაკეთოთ კიდევ ერთი.
აქაც საწყისი განტოლებაა x-ს პლიუს ერთი.
-
თუმცა მოცემულია ეს ორი განსხვავებული
წერტილი, რომლებზეც უნდა გავატარო წრფე
-
როგორც ჩანს, დახრილობა აქაც უარყოფითი
იქნება, რადგან
-
ყოველ მარჯვნივ გადადგმულ ნაბიჯზე x ღერძის
მიმართ, y ღერძის მიმართ დაბლა ვმოძრაობთ
-
დახრილობა უარყოფითი უნდა იყოს, ამიტომ
უფრო შევამცირებ მას.
-
ეს კარგად გამოიყურება, ახლა გადაკვეთის
წერტილის შემცირებით წრფეს დაბლა ჩამოვწევ
-
მივაღწიე, ამ განტოლების წრფე ორივე
წერტილს კვეთს
-
ეს წერტილებია ერთი, მინუს ხუთი და
ცხრა, მინუს ცხრა;
-
დახრილობაა მინუს 5/7, ანუ ყოველ
შვიდ მარჯვნივ გადადგმულ ნაბიჯზე
-
დაბლა ჩამოდიხარ ხუთი ნაბიჯით;
-
შვიდით გადავდივართ მარჯვნივ, დაბლა
ჩამოვდივართ ხუთით,
-
ეს წრფეზეც ჩანს,
-
Y ღერძთან გადაკვეთის წერტილი არის
მინუს 18/7.
-
ეს არის ორნახევარზე ოდნავ ნაკლები,
ეს წრფეზეც ჩანს
-
ეს არის ჩვენი წრფის განტოლება.
-
კიდევ ერთი გავაკეთოთ, ეს კარგი სავარჯიშოა
რადგან არასწორი პასუხები არ არსებობს,
-
შეგიძლია იმდენი ხანი ცვალო დახროლობა და
გადაკვეთის წერტილები, სანამ
-
ეს წრფე ორივე წერტილს არ გაივლის.
-
ეს ასევე გიჩვენებთ, რომ წრფეს აქვს
დახრილობა და Y-თან გადაკვეთის წერტილი,
-
გიჩვენებს, თუ რამდენად მაღლა ან დაბლაა
წრფე გადაწეული
-
ამ შემთხვევაში დახრილობა დადებით იქნება,
თუმცა ერთზე პატარა
-
ყოველ 12 მარჯვნივ გადადგმულ ნაბიჯზე
მაღლა უნდა ავიდეთ სამით
-
ანუ დახრილობა იქნება 12/3,
რაც იგივეა, რაც 1/4.
-
შევამციროთ დახრილობა, ეს 3/4-ია.
უფრო ნაკლები გვინდა,
-
1/2-იც ბევრია.
1/4 დაგვჭირდება.
-
ახლა Y-თან გადაკვეთის წერტილი უნდა
შევამციროთ, წრფე დაბლა ჩამოვწიოთ
-
ეს სწორია, ამ წრფის
განტოლებაა 1/4 x-ს პლუს 1/4.
-
ვინც ამ სავარჯიშოს გაკეთება სცადეთ,
იმედია რომ ეს ვიდეო დაგეხმარათ,
-
ხოლო დანარჩენებს კი, იმედია,
უკეთ დაგანახათ,
-
თუ როგორ ცვლის წრფეს დახრილობა
და Y ღერძთან გადაკვეთის წერტილი.