მომდევნო ნაბიჯი ნანოტექნოლოგიაში
-
0:00 - 0:04მოდი წარმოვიდგინოთ მოქანდაკე,
რომელიც ქანდაკებას ქმნის, -
0:04 - 0:06უბრალოდ თავისი სატეხით კვეთს.
-
0:06 - 0:09მიქელანჯელომ ეს ეფექტურად აღწერა,
როდესაც თქვა: -
0:09 - 0:12"ქვის ყოველი ბლოკის შიგნით ქანდაკებაა
-
0:12 - 0:15და მოქანდაკის ამოცანაა ის აღმოაჩინოს".
-
0:15 - 0:18რა იქნებოდა, პირიქით რომ მოქცეულიყო
-
0:18 - 0:20და არა მყარი ქვის ბლოკებისგან,
-
0:20 - 0:23არამედ მტვრის მილიონობით ნაწილაკისგან
-
0:23 - 0:26როგორღაც ქანდაკება შეეწებებინა.
-
0:26 - 0:27ვიცი, ეს აბსურდული იდეაა
-
0:27 - 0:29და ალბათ შეუძლებელიც.
-
0:29 - 0:32მტვრის ნაწილაკებისაგან
ქანდაკების მიღების ერთადერთი გზაა, -
0:32 - 0:34როცა ქანდაკება თავისით შენდება.
-
0:34 - 0:38მილიონობით ნაწილაკს,
როგორღაც რომ ვაიძულოთ -
0:38 - 0:40ქანდაკებად შეერთდეს.
-
0:40 - 0:42რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს,
-
0:42 - 0:46თითქმის ამავე პრობლემაზე
ვმუშაობ ლაბორატორიაში. -
0:46 - 0:47უბრალოდ ქვით კი არ ვაშენებ,
-
0:47 - 0:49არამედ ნანომასალებით.
-
0:49 - 0:53ისინი წარმოუდგენლად მცირე,
განსაცვიფრებელი ობიექტებია. -
0:53 - 0:56ისეთი მცირე, რომ ეს პულტი
ნანონაწილაკი რომ ყოფილიყო, -
0:56 - 0:59მაშინ ადამიანის თმა,
მთლიანად ამ ოთახის ზომა იქნებოდა. -
0:59 - 1:03ისინი იმ დარგის მამოძრავებელი ძალაა,
რომელსაც დღეს ნანოტექნოლოგიას ვეძახით, -
1:03 - 1:05რომელზეც დარწმუნებული ვარ,
რომ ყველას გვსმენია -
1:05 - 1:08თუ როგორ შეცვლის ის ყველაფერს.
-
1:08 - 1:09როდესაც მაგისტრატურის სტუდენტი ვიყავი,
-
1:09 - 1:13ყველაზე მაგარი დრო იყო
ნანოტექნოლოგიაში სამუშაოდ. -
1:13 - 1:16სამეცნიერო გარღვევები გამუდმებით ხდებოდა.
-
1:16 - 1:17ხმაურიანი კონფერენციები იყო
-
1:17 - 1:21და სპონსორებისგან
ტონობით ფული შემოდიოდა. -
1:21 - 1:22მიზეზი ისაა,
-
1:22 - 1:24რომ უზომოდ პატარა ნაწილაკებზე,
-
1:24 - 1:27იმისგან განსხვავებყლი ფიზიკის წესები
მოქმედებს, რაც ჩვეულებრივი ზომის საგნებზე, -
1:27 - 1:29ისეთებზე, რომლებთანაც ჩვენ გვაქვს შეხება.
-
1:29 - 1:31ფიზიკაში ამას კვანტურ მექანიკას ვეძახით,
-
1:31 - 1:34რომელიც ამბობს, რომ მხოლოდ
მცირედი ცვლილების შეტანით, -
1:34 - 1:36როგორიცაა რამდენიმე ატომის დამატება
ან მოცილება, -
1:37 - 1:39ან მასალის გადაგრეხა,
-
1:39 - 1:41შეგვიძლია ნაწილაკები
ზუსტ ქმედებებზე მოვმართოთ. -
1:41 - 1:43ეს იდეალური ინსტრუმენტივითაა.
-
1:43 - 1:46გრძნობთ, რომ თითქოს
ყველაფრის გაკეთება შეგიძლიათ... -
1:46 - 1:47და ჩვენ ასეც ვაკეთებდით
-
1:47 - 1:50ჩვენში, ჩემი თაობის
მაგისტრანტებს ვგულისხმობ. -
1:50 - 1:54ვცდილობდით ნანომასალისგან
სწრაფი კომპიუტერები შეგვექმნა. -
1:54 - 1:57კვანტურ წერტილებს ვქმნიდით,
რომლებიც როდესმე თქვენს სხეულში შეაღწევდა -
1:57 - 1:59დაავადების იპოვიდა და დაამარცხებდა.
-
1:59 - 2:02ისეთი ჯგუფებიც კი არსებობდნენ,
რომლებიც ცდილობდნენ -
2:02 - 2:05ნახშირბადის ნანომილებისგან
კოსმოსში მიმავალი ლიფტი შეექმნათ. -
2:05 - 2:06შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეს მართლაც ასეა.
-
2:07 - 2:09ასეა თუ ისე, ვიფიქრეთ
ეს გავლენას მოახდენდა -
2:09 - 2:12მეცნიერების ყველა დარგსა და ტექნლოგიაზე:
კომპიუტერული სფეროდან მედიცინამდე -
2:12 - 2:13და უნდა ვაღიარო,
-
2:13 - 2:16რომ სრულად გავყევი ამ დინებას...
-
2:16 - 2:18ბოლომდე.
-
2:19 - 2:20მაგრამ ეს 15 წლის წინ იყო
-
2:22 - 2:25საოცარი სამეცნიერო საქმე შესრულდა,
ნამდვილად მნიშვნელოვანი სამუშაო. -
2:25 - 2:26ბევრი რამ ვისწავლეთ.
-
2:26 - 2:30ვერ შევძელით ეს მეცნიერება
ახალ ტექნოლოგიებში გამოგვეყენებინა. -
2:30 - 2:33ტექნოლოგიებში, რომლებიც
ხალხზე მოახდენდა გავლენას -
2:33 - 2:35და მიზეზი ისაა, რომ ეს ნანომასალები
-
2:36 - 2:37ორლესულა ხმლებივითაა.
-
2:37 - 2:39ზუსტად ის, რის გამოც ისინი
ასეთი საინტერესოა, -
2:39 - 2:41მათი მცირე ზომა,
-
2:41 - 2:43ასევე მათთან მუშაობას შეუძლებელს ხდის.
-
2:43 - 2:47ეს თითქმის იგივეა, რაც მტვრის
ნაწილაკებისგან ქანდაკება შექმნა. -
2:47 - 2:51უბრალოდ საკმარისად პატარა ხელსაწყოები
არ გვაქვს მათთან სამუშაოდ, -
2:51 - 2:53მაგრამ რომც გვქონოდა,
მაინც აზრი არ ექნებოდა, -
2:53 - 2:57რადგან მილიონობით ნაწილაკს
სათითაოდ ვერ შევაერთებდით -
2:57 - 2:58ტექნოლოგიის შესაქმნელად.
-
2:59 - 3:00ამის გამო,
-
3:00 - 3:02ყველა იმედი და მთელი მღელვარება
-
3:02 - 3:05უბრალოდ იმედად და მღელვარებად დარჩა.
-
3:05 - 3:08ჩვენ არ გავქვს დაავადებასთან
მებრძოლი არანაირი ნანობოტები, -
3:08 - 3:09არანაირი ლიფტი კოსმოსისკენ
-
3:09 - 3:13და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს,
რანაირი ახალი ტიპის კომპიუტერები. -
3:13 - 3:17ეს უკანასკნელი ნამდვილად მნიშვნელოვანია.
-
3:17 - 3:18ჩვენ მივეჩვიეთ,
-
3:18 - 3:21რომ კომპიუტერული წინსვლა
უსაზღვროდ უნდა გრძელდებოდეს. -
3:21 - 3:23ამ იდეაზე მთელი ეკონომიკები ავაშენეთ.
-
3:24 - 3:25ეს ტემპი იმიტომ არსებობს,
-
3:25 - 3:27რომ სულ უფრო მეტი და მეტი მოწყობილობა
-
3:27 - 3:29შეგვიძლია დავატიოთ ერთ ჩიპზე.
-
3:29 - 3:32რაც უფრო პატარავდება ეს
მოწყობილებები ზომაში, -
3:32 - 3:34მით უფრო სწრაფი ხდება,
ნაკლებ ენერგიას მოიხმარს -
3:34 - 3:35და იაფდება.
-
3:35 - 3:39ეს ერთობლიობა გვაძლევს
ამ წარმოუდგენელ ტემპს. -
3:39 - 3:41მაგალითისთვის:
-
3:41 - 3:46ოთახის ზომის კომპიუტერი რომ ავიღოთ,
რომელმაც სამი კაცი -
3:46 - 3:49მთვარეზე გაუშვა და დააბრუნა
და როგორღაც დავპრესოთ. -
3:49 - 3:52თავის დროზე მსოფლიოს უძლიერესი
კომპიუტერი რომ დავპრესოთ, -
3:52 - 3:54ისე რომ სმარტფონის ზომის გახდეს...
-
3:54 - 3:56თქვენი ჩვეულებრივი სმარტფონი,
-
3:56 - 3:59რომელზეც 300$ დახარჯეთ
და რომელსაც ყოველ ორ წელიწადში ცვლით, -
3:59 - 4:01ამ კომპიუტერს გააცამტვერებდა.
-
4:01 - 4:03იმედები გაგიცრუვდებოდათ.
-
4:03 - 4:06ის ვერ შეძლელბდა იმას,
რასაც თქვენი სმარტფონი აკეთებს, -
4:06 - 4:07ნელი იქნებოდა.
-
4:07 - 4:09მასზე ვერაფერს ჩაწერდით.
-
4:09 - 4:12თუ გაგიმართლებდათ,
ალბათ "მოსიარულე მკვდრების" ეპიზოდის -
4:12 - 4:14პირველი ორი წუთის ყურებას შეძლებდით.
-
4:14 - 4:15(სიცილი)
-
4:15 - 4:17საქმე იმაშია, რომ პროგრესი არაა
თანდათანობითი. -
4:17 - 4:19პროგრესი დაუცხრომელია.
-
4:19 - 4:20ის ექსპონენციალურია.
-
4:20 - 4:22პროგრესი ზრდადია წლიდან წლამდე
-
4:22 - 4:24და როდესაც ერთი თაობის ტექნოლოგიებს
-
4:24 - 4:26მომდევნო თაობისას ადარებთ
-
4:26 - 4:28ისინი თითქმის ამოუცნობია.
-
4:28 - 4:31ჩვენ ვალდებულები ვართ ეს
პროგრესი გავაგრძელოთ. -
4:31 - 4:34გვინდა იგივე ვთქვათ დღეიდან
10, 20, 30 წლის შემდეგაც: -
4:35 - 4:37შეხედეთ რას მივაღწიეთ
გასული 30 წლის მანძილზე. -
4:37 - 4:40თუმცა, ვიცით, რომ ეს პროგრესი
უსასრულოდ შეიძლება ვერ გაგრძელდეს. -
4:40 - 4:42ფაქტობრივად,
"წვეულება" ნელ-ნელა ცხრება -
4:42 - 4:45და ახლა რაღაც "ბოლო ჭიქის დალევას" ჰგავს.
-
4:45 - 4:46თუ ღრმად ჩავიხედავთ,
-
4:46 - 4:49ბევრი ნიშნით,
როგორიცაა სისწრაფე და წარმადობა, -
4:49 - 4:51პროგრესი უკვე შეჩერდა.
-
4:52 - 4:54თუ გვინდა, რომ "წვეულება" გაგრძელდეს,
-
4:54 - 4:56ის უნდა ვაკეთოთ,
რაც ყოველთვის შეგვეძლო. -
4:56 - 4:58ინოვაცია.
-
4:58 - 5:00ჩვენი ჯგუფის როლი და მისია
-
5:00 - 5:03ნახშირბადის ნანომილების საშუალებით
სიახლეების დანერგვაა, -
5:03 - 5:07რადგან ვფიქრობთ, რომ ეს პროგრესის
სიჩქარის შენარჩუნების საშუალებას მოგცემს. -
5:07 - 5:09მათ სახელი ზუსტად აღწერს,
-
5:09 - 5:11ნახშირბადის ატომების უმცირესი ზომის,
ღრუ მილები. -
5:11 - 5:14მათი ეს ნანოგანზომილება,
უმცირესი ზომა, -
5:14 - 5:17ნანომილებს გამორჩეულ
ელექტრონულ თვისებებს სძენს. -
5:17 - 5:21მეცნიერება გვეუბნება,
რომ თუ მათ კომპიუტერებში გამოვიყენებთ, -
5:21 - 5:24წარმადობაში 10-ჯერადი
გაუმჯობესება გვექნება. -
5:24 - 5:28ეს რამდენიმე ტექნოლიგიურ
თაობაზე ნახტომია. -
5:29 - 5:30ასე რომ ეს ჩვენ გვაქვს.
-
5:30 - 5:32ჩვენ გვაქვს ძალიან
მნიშვნელოვანი პრობლემა -
5:32 - 5:35და პრინციპში გვაქვს იდეალური გამოსავალი.
-
5:35 - 5:36მეცნიერება მოგვიწოდებს:
-
5:36 - 5:39"ეს უნდა გავაკეთოთ
ჩვენი პრობლემის გადასაჭრელად" -
5:41 - 5:43კარგი. მოდი დავიწყოთ.
-
5:43 - 5:44მოდი გავაკეთოთ ეს.
-
5:44 - 5:47მაგრამ ისევ ორლესულა ხმალს ვეჯახებით.
-
5:47 - 5:51ეს "იდეალური გამოსავალი" შეიცავს მასალას,
რომელთანაც მუშაობა შეუძლებელია. -
5:51 - 5:55ერთი კომპიუტერული ჩიპის შესაქმნელად
მილიარდობით მათგანი უნდა ავაწყო. -
5:55 - 5:59ეს თითქოს მუდმივი თავსატეხია.
-
5:59 - 6:01ამ ეტაპზე ვთქვით:
"მოდი, უბრალოდ შევჩრდეთ. -
6:01 - 6:03მოდი, სხვა გზა ვცადოთ.
-
6:03 - 6:06მოდი, გავარკვიოთ რა გვაკლია.
-
6:06 - 6:07რა პრობლემას ვერ ვუმკლავდებით?
-
6:07 - 6:09რა არის რაც უნდა გაკეთდეს
და ვერ ვაკეთებთ?" -
6:09 - 6:11ფილმ "ნათლიმამის" მსგავსად,
-
6:11 - 6:14როდესაც ფრედო საკუთარ ძმას,
მაიკლს უღალატებს , -
6:14 - 6:15ყველამ ვიცით რისი გაკეთებაა საჭირო,
-
6:15 - 6:17ფრედო უნდა წავიდეს.
-
6:17 - 6:18(სიცილი)
-
6:18 - 6:20მაგრამ მაიკლი... მას აყოვნებს.
-
6:20 - 6:21კარგით, მივხვდი.
-
6:21 - 6:23მათი დედა ჯერ კიდევ ცოცხალია
და ეს მას გაანაწყენებს. -
6:23 - 6:25მაშ, ჩვენ ვიკითხეთ:
-
6:25 - 6:27"რა არის ფრედო ჩვენ შემთხვევაში?"
-
6:27 - 6:28რას ვერ ვუმკლავდებით?
-
6:28 - 6:30რას არ ვაკეთებთ ისეთს,
-
6:30 - 6:33რაც წარმატების მისაღწევადაა საჭირო?
-
6:33 - 6:37ამაზე პასუხი არის,
რომ ქანდაკება თავისით უნდა აიგოს -
6:37 - 6:39და ამის საშუალება როგორღაც უნდა ვიპოვოთ:
-
6:39 - 6:43დავარწმუნოთ მილიარდობით ნაწილაკი,
-
6:43 - 6:46რომ თავისით მოახერხოს ტექნოლოგიად აწყობა.
-
6:46 - 6:50ჩვენ ამას მათ მაგივრად ვერ გავაკეთებთ,
ეს თვითონ უნდა მოახერხონ. -
6:50 - 6:53ეს რთული და არატრივიალური გზაა,
-
6:53 - 6:56მაგრამ ამ შემთხვევაში ერთადერთი.
-
6:56 - 6:59როგორც აღმოჩნდა,
ეს პრობლემა არც ისე უცხოა. -
7:00 - 7:01ჩვენ უბრალოდ, ასე არაფერს ვაშენებთ.
-
7:01 - 7:03ადამიანები ასე არაფერს არ აშენებენ.
-
7:03 - 7:07მაგრამ თუ მიმოიხედავთ,
მის მაგალითები ყველგანაა. -
7:07 - 7:10დედაბუნება ყველაფერს ასე ქმნის.
-
7:10 - 7:12ყველაფერი საძირკველიდანაა შექმნილი.
-
7:12 - 7:13შეგიძლიათ პლაჟზე წახვიდეთ,
-
7:14 - 7:17სადაც მარტივ ორგანიზმებს იპოვით,
რომლებიც პროტეინებს იყენებენ... -
7:17 - 7:18ძირითადად მოლეკულები...
-
7:18 - 7:20იმისთვის რომ ქვიშის სტრუქტურები შექმნან,
-
7:20 - 7:21უბრალოდ ზღვიდან გამორიყვით.
-
7:22 - 7:25ისინი არაჩვეულრბრივ, რადიკალურად
განსხვავებულ არქიტექტურას ქმნიან. -
7:25 - 7:28ბუნება ჩვენსავით უხეში არ არის,
უბრალოდ რომ ჩეხოს. -
7:28 - 7:29ის ელეგანტური და ჭკვიანია.
-
7:29 - 7:32იმით აშენებს, რაც ხელმისაწვდომია,
მოლეკულას მოლეკულას ადებს -
7:32 - 7:35და ისეთი სირთულის
და განსხვავებების სტრუქტურებს ქმნის, -
7:35 - 7:37რომელსაც ვერც კი მივუახლოდებით.
-
7:37 - 7:39ის უკვე ნანო ტექნოლოგიით მუშაობს,
-
7:39 - 7:42აგერ უკვე მილიონობით წლებია.
-
7:42 - 7:44ჩვენ ამ "წვეულებაზე" დაგვაგვიანდა.
-
7:44 - 7:48გადავწყვიტეთ ის ხელსაწყო
გამოგვეყენებინა, რომელსაც ბუნება იყენებს -
7:48 - 7:50და ეს არის ქიმია.
-
7:50 - 7:51ქიმია არის ის, რაც გვაკლია.
-
7:51 - 7:54ამ შემთხვევაში ქიმია მუშაობს,
-
7:54 - 7:57რადგანაც ეს ნანოგანზომილების ობიექტები
იმავე ზომის არიან რაც მოლეკულები. -
7:57 - 8:00ამიტომაც შეგვიძლია ისინი
ნანოობიექტების სამართავად გამოვიყენოთ, -
8:00 - 8:02როგორც ხელსაწყო.
-
8:02 - 8:04ზუსტად ეს გავაკეთეთ ჩვენ ლაბორატორიაში.
-
8:04 - 8:07ჩვენ შევქმენით ქიმია,
რომელიც აღწევს მტვრის ნაწილაკებში -
8:07 - 8:09და ნანონაწილაკებში
-
8:09 - 8:11და ამოათრევს ზუსტად იმ ნაწილაკებს
რომლებიც გვჭირდება. -
8:11 - 8:15შემდეგ, ქიმიით შეგვიძლია
ეს მილიარდობით ნაწილაკი -
8:15 - 8:17ისეთ სტრუქტურად განვალაგოთ
რომლითაც სქემა აიგება. -
8:17 - 8:19თუ ამის გაკეთებას შევძლებთ,
-
8:19 - 8:22შევძლებთ შევქმნათ სქემები,
რომლებიც ბევრჯერ სწრაფი იქნება იმაზე, -
8:22 - 8:25რაც ვინმეს გაუკეთებია
ნანომასალის გამოყენებით. -
8:25 - 8:27ქიმიაა ის ხელსაწყო, რომელიც გვაკლია
-
8:27 - 8:30ყოველდღიურად ჩვენი ხელსაწყო
უფრო მახვილი და ზუსტი ხდება... -
8:30 - 8:31და საბოლოოდ
-
8:31 - 8:34ვმედოვნებთ, რომ ეს რამდენიმე
წლის განმავლობაში მოხდება... -
8:34 - 8:37შეგვეძლება ერთ-ერთი თავდაპირველი
იმედი გავამართლოთ. -
8:37 - 8:39კომპიუტერული სფერო
მხოლოდ ერთი მაგალითია. -
8:39 - 8:42ისეთი, რომელიც მე მაინტერესებს
და ჩემს ჯგუფს აინტერესებს, -
8:42 - 8:46მაგრამ არსებიბს სხვებიც,
განახლებად ენერგიაში, მედიცინაში, -
8:46 - 8:48სამშენებლო მასალებში,
-
8:48 - 8:51სადაც მეცნიერება გვიკარნახებს,
რომ ნანოტექნოლოგიისკენ წავიდეთ. -
8:51 - 8:53იქ არის უდიდესი სარგებელი.
-
8:54 - 8:55მაგრამ თუ ამის გაკეთებას ვაპირებთ,
-
8:55 - 8:59დღევანდელ და მომავალ მეცნიერებს
ახალი ხელსაწყოები დასჭირდებათ. -
8:59 - 9:01ისეთი ხელსაწყოები, როგორებიც აღვწერე.
-
9:01 - 9:05მათ დასჭირდებათ ქიმიის მოშველიება.
-
9:05 - 9:08მეცნიერების ხიბლი ისაა,
რომ თუ ერთხელ ამ ხელსაწყოებს შექმნით, -
9:08 - 9:10ისინი დაგვრჩება.
-
9:10 - 9:11იარსებებს სამდამოდ
-
9:11 - 9:14და ყველას ნებისმიერ ადგილას,
შეუძლია აიღოს და გამოიყენოს ისინი. -
9:14 - 9:17ნანოტქნოლოგიური იმედების გამართლებაში.
-
9:17 - 9:20გმადლობთ, რომ დრო დამითმეთ.
ვაფასებ ამას. -
9:20 - 9:22(აპლოდისმენტები)
- Title:
- მომდევნო ნაბიჯი ნანოტექნოლოგიაში
- Speaker:
- ჯორჯ ტულევსკი
- Description:
-
ყოველწლიურად კომპიუტერის სილიკონის ჩიპი, ზომაში ნახევრდება და ორმაგად მძლავრი ხდება, რაც ჩვენს მოწყობილობებს უფრო მობილურს და ხელმისაწვდომს ხდის, მაგრამ რა მოხდება, როდესაც ჩიპები მინიმალურ ზომას მიაღწევენ? ჯორჯ ტულევსკი ნანომასალების უხილავ და ხელუხლებელ სამყაროს იკვლევს. მისი მიმდინარე სამუშაო, ისეთი ქიმიური პროცესების შექმნაა, რომელთა საშუალებით მილიარდობით ნახშირბადის ნანომილი სქემისთვის საჭირო სტრუქტურად აიწყობა. ისევე როგორც ბუნებრივი ორგანიზმები ქმნიან რთულ, მრავალფერივან და ელეგანტურ სტრუქტურებს. იქნებ ამაშია მომავალი თაობის კომპიუტერების საიდუმლო?
- Video Language:
- English
- Team:
closed TED
- Project:
- TEDTalks
- Duration:
- 09:35
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology | |
![]() |
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The next step in nanotechnology |