-
ამ ვიდეოში ჩემი მეგობარი
ვინსტონი დაგვეხმარება.
-
მართალია ის უკვე
ძალიან კარგად გამოიყურება,
-
მაგრამ საინტერესო უნდა
იყოს თვალების ზომის შეცვლა.
-
აქ არის კოდი რომლითაც თვალები დავხატე.
-
მითითებულია საღებავის ფერი და ორი ელიფსი.
-
თუ მინდა რომ ელიფსი ზომაში შემცირდეს,
-
შემიძლია შევუცვალო სიგანე,
მაგრამ მინდა მრგვალი იყოს,
-
ამიტომ სიმაღლესაც იგივენაირად შევცვლი.
-
ასევე მინდა თვალები თანაბარი ზომის იყოს,
-
ამიტომ ამ თვალის სიგრძე
და სიგანეც შესაცვლელია.
-
არა, ასე თვალები არ
მომწონს, ჯობს დავაბრუნო.
-
კარგი იქნებოდა რომ ამ ყველაფრის გაკეთება
მხოლოდ ერთი რიცხვის შეცვლით შემეძლოს..
-
სწორედ ამაში გვეხმარება ცვლადები.
-
ცვლადი არის ერთგვარი
სახელი, ადგილი რაიმესთვის.
-
მაგალითად, მე ცვლადს
სიმარტივისთვის სახელიან ყუთად წარმოვიდგენ.
-
ყუთში შეგიძლიათ ჩადოთ რაც
მოგესურვებათ, სახელი კი იგივე დარჩება.
-
ყუთს შიგნით მყოფ რაღაცას
ვუწოდებთ ცვლადის მნიშვნელობას.
-
მოდით დავიწყოთ ცვლადის შექმნა.
-
-- ამ ყველაფერს აქ გავაკეთებ, ზემოთ --
-
ამისთვის საჭიროა დავწეროთ
var, რაც ნიშნავს ცვლადს,
-
გამოვტოვოთ ადგილი და
დავწეროთ ცვლადის სახელი.
-
ჯობს ის აღწერდეს თუ რას შეინახავს ცვლადი,
-
ამიტომ ეს ცვლადი eyeSize იყოს.
-
შეგიძლიათ რაც გინდათ ის უწოდოთ,
-
მაგრამ სიტყვებს შორის
ადგილს ვერ გამოტოვებთ.
-
და ცხადია, არ დაგავიწყდეთ წერტილმძიმე.
-
შევქმენით ცვლადი სახელად eyeSize.
-
ეს იმიტომ, რომ ის თვალის ზომას შეინახავს.
-
მაგრამ ჯერჯერობით ამ
ცვლადს მნიშვნელობა არ გააჩნია.
-
მნიშვნელობის მისანიჭებლად,
საკმარისია დავწეროთ eyeSize,
-
შემდეგ ტოლობის ნიშანი და მაგალითად, 20;
-
ტოლობის ნიშანს ხომ ხედავთ?
-
დაივიწყეთ ყველაფერი რაც
მათემატიკიდან იცით მასზე.
-
ტოლობის ნიშანი არ ნიშანვს
"ტოლობას", ის ნიშნავს "მინიჭებას".
-
ჩვენ ცვლად eyeSize-ს
ვანიჭებთ მნიშვნელობას 20.
-
სხვა სიტყვებით, ჩვენ რიცხვ
20-ს ვდებთ ყუთში სახელად eyeSize.
-
ალბათ გახსოვთ რომ
მათემატიკაში შეგიძლიათ თქვათ:
-
x = 3 და 3 = x,
-
რადგან ორივე ერთსა
და იმავეს ნიშნავს, ცხადია,
-
მაგრამ აქ ამისი გაკეთბა არ შეიძლება.
-
მარცხენა მხარეს ყოველთვის ცვლადი იწერება.
-
მარჯვნივ კი ყოველთვის ის მნიშვნელობა
იწერება, რაც გვინდა ცვლადს მივანიჭოთ.
-
იმისთვის რომ ეს კარგად დაიმახსოვროთ,
-
შეგიძლიათ კოდის წერისას
თქვენს თავს ხმამაღლა ელაპარაკოთ
-
და როცა დაწერთ ტოლობის ნიშანს,
"უდრის"-ის მაგივრად თქვათ "ხდება".
-
ესეიგი აქ eyeSize ხდება 20.
-
ახლა, როცა მე eyeSize-ს
პროგრამაში გამოვიყენებ,
-
კომპიუტერი მიხვდება რომ ის ცვლადია და
მასში მისი მნიშვნელობა - 20 იგულისხმება.
-
ახლა შემიძლია ეს ოთხი
რიცხვი ცვლადით, eyeSize-თი ჩავანაცვლო!
-
ვინსტონის თვალები მშვენივრად
მრგვალია და თან თანაბარი ზომის
-
და თუ მინდა ორივე თვალის ზომის შეცვლა,
-
შემიძლია უბრალოდ ცვლადი შევცვალო.
-
მაგარია!
-
კარგი, რამდენიმე შენიშვნა.
-
აქ შევქმენით ახალი ცვლადი eyeSize.
-
აქ კი მივანიჭეთ მნიშვნელობა 33.
-
ეს შეგვიძლია ერთ მოქმედებაში შევასრულოთ.
-
პირველი ეტაპი var eyeSize-ს დაწერაა,
-
მეორე კი 33-ის მინიჭება,
-
ხოლო თუ ამ ორ ხაზს წავშლი,
ხედავთ, რომ მაინც ყველაფერი მუშაობს.
-
ასევე გახსოვდეთ, რომ კომპიუტერი
კოდს ზემოდან ქვემოთ კითხულობს,
-
მიზეზი, რატომაც მან
იცნო თუ რა არის eyeSize,
-
არის ის, რომ ეს ცვლადი ზემოთ განვმარტეთ.
-
ცვლადი რომ ქვემოთ დაგვეწერა,
-
მაშინ ამ ხაზზე მისვლისთანავე
შეტყობინებით მოგმართავდათ
-
"eyeSize რაღა არის?
არ ვიცი რა არის eyeSize."
-
რეალურად, აქ ვიღებთ შეტყობინებას
რომ eyeSize არაა განმარტებული.
-
შეიძლება იფიქროთ,
რომ განმარტეთ და აქ წერია,
-
მაგრამ კომპიუტერი არაა ასე ჭკვიანი.
-
-- დავაბრუნოთ თავში --
-
ყოველთვის უნდა დარწმუნდეთ,
რომ ცვლადი ჯერ განმარტებული გაქვთ
-
და შემდეგ დაიწყოთ მისი გამოყენება.
-
თქვენ უკვე ცვლადები ისწავლეთ!