< Return to Video

ჩამავალი მატარებლები

  • 0:00 - 0:04
    ეს არის მეოთხე იმ ხუთი ამოცანიდან,
    რომლებიც კორტაჟიომ გამომიგზავნა.
  • 0:04 - 0:14
    ამ ამოცანებში არის, ის რასაც ფიზიკა
    შეიძლება უწოდოთ და ასევე ცოტა ალგებრაც.
  • 0:14 - 0:19
    საკმაოდ საინტერესო რაღაცებია და თავიდან არ
    ვიცით არის თუ არა ინფორმაცია საკმარისი.
  • 0:19 - 0:32
    მატარებელი A (აღნიშნული --> თი)
    არის 200 მეტრი სიგრძეში.
  • 0:32 - 0:35
    მატარებელი B-ს სიგრძე არის 400 მეტრი.
  • 0:35 - 0:41
    ისინი მოძრაობენ პარალელურ რელსებზე
    მუდმივი სიჩქარით, ერთიდაიგივე მიმართულებით
  • 0:41 - 0:45
    A უსწრებს B-ს 15 წამში.
    ეს აქაა გამოსახული.
  • 0:45 - 0:48
    აქ A არის ზუსტად B-ს უკან,
    შემდეგ კი ზუსტად B-ს წინ ექცევა.
  • 0:48 - 0:52
    ამ სიტუაციას დავხატავ.
  • 0:52 - 0:56
    ეს ლურჯი იქნება მატარებელი A
    და მისი სიგრძეა 200 მეტრი
  • 0:56 - 1:05
    შემდეგ ეს მწვანე იქნება მატარებელი B
    ის ორჯერ გრძელია, ანუ 400 მეტრია.
  • 1:05 - 1:09
    ეს არის საწყისი მდგომარეობა,
  • 1:09 - 1:13
    ამ მდგომარეობაში გადასასვლელად კი 15
    წუთია საჭირო.
  • 1:13 - 1:20
    საბოლოო მდგომარეობა იქნება ასეთი:
    აქ მწვანე, მატარებელი B
  • 1:20 - 1:25
    მატარებელმა A-მ გაუსწრო მას,
    მის წინ მოექცა.
  • 1:25 - 1:38
    პირველი მდგომარეობიდან მეორეში
    გადასასვლელად იხარჯება 15 წამი,
  • 1:38 - 1:42
    A უსწრებს B-ს 15 წამში.
  • 1:42 - 1:47
    ეს მთლიანი წინადადება არის ამ
    ნახაზში გამოსახული.
  • 1:47 - 1:52
    საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისას კი
    ერთმანეთს 5 წამში სცდებიან, ანუ
  • 1:52 - 1:55
    ამ მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში
    ხუთ წამში გადადიან.
  • 1:55 - 2:00
    საპირიპიროდ მოძრაობისას,
    საწყისი პოზიცია შემდეგნაირია:
  • 2:00 - 2:02
    ეს არის მატარებელი A, ის 200 მეტრია,
  • 2:02 - 2:09
    მატარებელი B საპირისპიროდაა მიმართული,
    მისი სიგრძეა 400 მეტრი.
  • 2:09 - 2:20
    ხუთ წამში ისინი ამ საწყისი მდგომარეობიდან
    გადადიან აი ამ მდგომარეობაში.
  • 2:20 - 2:26
    ეს ლურჯი არის მატარებელი A,
    მწვანე კი მატარებელი B.
  • 2:26 - 2:30
    ამ მდგომარეობების შეცვლას
    დასჭირდა ხუთი წამი.
  • 2:30 - 2:35
    საპირისპირო მიმართულებების ქონისას
    ერთმანეთს ხუთ წამში ჩაუვლიან
  • 2:35 - 2:40
    ჩვენ უნდა გავიგოთ თითოეული მატარებლის
    სიჩქარე მეტრ/წამებში.
  • 2:40 - 2:45
    სიჩქარეებზე არაფერი ვიცით, მხოლოდ
    ჩავლის და გადასწრების დროები გვითხრეს
  • 2:45 - 2:49
    თუმცა, ამ ორივე ინფორმაციის გამოყენებით
    ალბათ შევძლებთ ამოცანის ამოხსნას.
  • 2:49 - 2:58
    A მატარებლის სიჩქარე აღვნიშნოთ Va-თი
    B მატარებლის კი - Vb-თი.
  • 2:58 - 3:04
    რა მიმართულებითაც არ უნდა მიდიოდნენ,
    მათი სიჩქარეები მაინც მუდმივია.
  • 3:04 - 3:09
    უნდა გვახსოვდეს, რომ მანძილი უდრის
    სიჩქარე გამრავლებული დროზე
  • 3:09 - 3:15
    ასევე, სულ შეგვიძლია ავიღოთ ისეთი სიჩქარე
    რომელიც რაიმესთან არის ფარდობითი.
  • 3:15 - 3:23
    რა მანძილს გადის მატარებელი A
    B მატარებელთან შეფარდებით?
  • 3:23 - 3:34
    ამ წერტილიდან A მატარებელი მიდის
    ამ წერტილამდე,
  • 3:34 - 3:39
    ანუ უნდა გაიაროს 400 მეტრი და შემდეგ
    კიდევ 200 მეტრი,
  • 3:39 - 3:45
    ჯამში გაივლის 600 მეტრს.
  • 3:45 - 3:47
    რამდენს გაივლის ამ შემთხვევაში?
  • 3:47 - 3:53
    აქაც, თუ დავუშებთ, რომ B მატარებელი არის
    ერთ ადგილზე გაჩერებული,
  • 3:53 - 4:01
    დავუშვებთ, რომ ეს მატარებელი მოძრაობს და
    ჩვენ ათვლის წერტილად მაინც მას ვირჩევთ.
  • 4:01 - 4:08
    აქაც ამ წერტილიდან ჯერ გავდივართ 400,
    შემდეგ კი კიდევ 200 მეტრს.
  • 4:08 - 4:11
    ორივე შემთხვევაში ერთად
    600 მეტრს გავდივართ.
  • 4:11 - 4:20
    პირველ შემთხვევაში 600 მეტრი გავიარეთ
    B მატარებლის უკანა ნაწილის მიმართ,
  • 4:20 - 4:25
    მეორეში კი 600 მეტრი გავიარეთ
    B მატარებლის წინა ნაწილის მიმართ.
  • 4:25 - 4:29
    პირველ შემთხვევაში
    ეს 15 წამში მოხდა, რადგან
  • 4:29 - 4:34
    A მატარებლის სიჩქარეს,
    თითქოს, B-ს სიჩქარე აბრკოლებდა.
  • 4:34 - 4:43
    B-ს სიჩქარე ნული რომ ყოფილიყო, A მის
    მიმართ თავისი სიჩქარით ივლიდა, თუმცა
  • 4:43 - 4:49
    B-ს რაღაც სიჩქარე გააჩნია, ამიტომ A-ს
    სიჩქარე მის მიმართ ნაკლები იქნება.
  • 4:49 - 4:51
    რა იქნება A-ს სიჩქარე B-ს მიმართ?
  • 4:51 - 4:57
    თუ ხარ მგზავრი,
    რომელიც B მატარებელში ზის,
  • 4:57 - 5:01
    როგორ დაინახავ A-ს მოძრაობას,
    შენთვის რამდენად სწრაფად ივლის ის?
  • 5:01 - 5:03
    რა იქნება მისი ფარდობითი სიჩქარე?
  • 5:03 - 5:06
    ეს იქნება ამ ორი მატარებლის
    სიჩქარეების სხვაობა.
  • 5:06 - 5:11
    ეს იქნება Va-ს მინუს Vb.
  • 5:11 - 5:22
    თუ B-ში ზიხარ, მაშინ იტყვი, რომ
    ეს სიჩქარე გამრავლებული დროზე, 15 წამზე,
  • 5:22 - 5:24
    უდრის A-ს განვლილ მანძილს.
  • 5:24 - 5:28
    თუ ხარ მგზავრი, რომელიც ამ მწვანე
    მატარებელში ზის იტყვი,
  • 5:28 - 5:33
    რომ ლურჯმა მატარებელმა გაგასწრო
    და შემდეგ კიდევ 200 მეტრი გაიარა,
  • 5:33 - 5:37
    ანუ ჯამში 600 მეტრი გაიარა.
  • 5:37 - 5:44
    ორივე მატარებელს დადებითი სიჩქარეები აქვთ,
    A 600 მეტრზე მეტ მანძილს გაივლიდა.
  • 5:44 - 5:51
    ყველაფერს მწვანე მატარებლის
    მგზავრების მიმართ ვთვლით.
  • 5:51 - 6:02
    აქაც, მწვანე მატარებლის მგზავრი--
  • 6:02 - 6:07
    მისთვის რა სიჩქარე ექნება ლურჯ
    მატარებელს?
  • 6:07 - 6:18
    მწვანე ამ მიმართულებით
    მიდის Vb სიჩქარით,
  • 6:18 - 6:24
    ლურჯი კი მიდის Va მიმართულებით.
  • 6:24 - 6:30
    უნდა შეკრიბო სიჩქარეები, თუ ორივეს
    სიჩქარე 60 მეტრ/წამია, მაშინ
  • 6:30 - 6:40
    B-ს მგზავრისთვის A მატარებელი
    120 მეტრ/წამით იმოძრავებს,
  • 6:40 - 6:53
    ანუ ამ ადამიანისთვის A მატარებელი მოდის
    Va-ს პლიუს Vb სიჩქარით.
  • 6:53 - 7:03
    ხუთ წამში A მატარებელი
    600 მეტრს გაივლის.
  • 7:03 - 7:11
    ეს ყველაფერი ხდება მწვანე მატარებელში
    მსხდომი მგზავრის მიმართ.
  • 7:11 - 7:17
    ახლა გვაქვს ორი განტოლება და ორი
    უცნობი - მატარებლების სიჩქარე.
  • 7:17 - 7:21
    გასამარტივებლად, პირველი განტოლების
    ორივე მხარე 15-ზე გავყოთ:
  • 7:21 - 7:33
    Va-ს მინუს Vb უდრის 40 მეტრ/წამს.
  • 7:33 - 7:43
    მარჯვნივ ორივე მხარე ხუთზე გავყოთ:
    Va-ს პლიუს Vb უდრის 120-ს.
  • 7:43 - 7:48
    ახლა შეგვიძლია ეს განტოლებები შევკრიბოთ:
  • 7:48 - 7:55
    Va-ს მინუს Vb უდრის 40 მეტრ/წამს.
  • 7:55 - 8:00
    შევკრიბოთ:
    ორ Va-ს პლიუს--
  • 8:00 - 8:05
    ეს ორი შეიკვეცება
    ორი Va უდრის 160 მეტრ/წამს,
  • 8:05 - 8:09
    ანუ Va უდრის 80 მეტრ/წამს,
  • 8:09 - 8:18
    ანუ 80-ს მინუს Vb უდრის 40 მეტრ/წამს,
  • 8:18 - 8:31
    Vb-ს სიჩქარე გამოვა 40 მეტრ/წამი.
  • 8:31 - 8:35
    ამოცანა ამოხსნილია, მთავარი იყო ყველაფრის
    B მატარებლის მგზავრის მიმართ გაკეთება.–––––––––––––––––––
  • 8:38 - 8:42
    ათვლის წერტილად სხვა რამის არჩევაც
    შეიძლებოდა, თუმცა
  • 8:42 - 8:45
    ჩემი აზრით, ეს იყო ყველაზე მარტივი გზა
  • 8:45 - 8:50
    B მატარებელი ივლის 40 მეტრ/წამით
  • 8:50 - 8:54
    A მატარებელი კი ივლის 80 მეტრ/წამით.
  • 8:54 - 9:03
    ეს 80 მეტრ/წამი სიჩქარით მოძრაობს,
    ეს კი 40 მეტრ/წამი სიჩქარით.
  • 9:02 - 9:06
    მადლობა კოტაჟიოს ამ ამოცანისთვის.
Title:
ჩამავალი მატარებლები
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
09:07
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Passing Trains
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
EduCare Alexander Gachechiladze edited Georgian subtitles for Passing Trains
Show all

Georgian subtitles

Revisions