< Return to Video

არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ.

  • 0:00 - 0:02
    ჩემი დიდი იდეა
  • 0:02 - 0:04
    სინამდვილეში ძალიან პატარაა,
  • 0:04 - 0:06
    თუმცა მას შეუძლია გამოავლინოს
  • 0:06 - 0:09
    მილიონობით დიდი იდეა,
  • 0:09 - 0:12
    რომლებიც ღრმადაა ჩვენში დამალული.
  • 0:12 - 0:14
    ჩემი პატარა იდეა კი
  • 0:14 - 0:16
    ძილია.
  • 0:16 - 0:18
    (სიცილი)
  • 0:18 - 0:22
    (აპლოდისმენტები)
  • 0:22 - 0:25
    ამ დარბაზში A ტიპის ქალები სხედან.
  • 0:26 - 0:28
    ამ დარბაზში
  • 0:28 - 0:31
    ძილს მოკლებული ქალები იმყოფებიან.
  • 0:31 - 0:33
    პირადად მე, ძილის მნიშვნელობა
  • 0:33 - 0:35
    ძალიან მწარე გამოცდილებამ მასწავლა.
  • 0:35 - 0:37
    ორ–ნახევარი წლის წინ,
  • 0:37 - 0:39
    გადაღლილობისაგან გული წამივიდა,
  • 0:39 - 0:42
    თავი მაგიდას მივარტყი, ყვრიმალის ძვალი გავიტეხე,
  • 0:42 - 0:45
    მარჯვენა თვალზე რვა ნაკერი დამადეს.
  • 0:45 - 0:47
    ასე დაიწყო ჩემი მოგზაურობა
  • 0:47 - 0:50
    ძილის მნიშვნელობის თავიდან აღმოსაჩენად.
  • 0:50 - 0:52
    სწორედ ასე დავიწყე
  • 0:52 - 0:54
    ჩემი კვლევა.
  • 0:54 - 0:56
    შევხვდი ექიმებს, მეცნიერებს
  • 0:56 - 0:58
    და მინდა გითხრათ, რომ
  • 0:58 - 1:01
    გზა უფრო პროდუქტიულ,
  • 1:01 - 1:03
    შთაგონებულ, ხალისიან ცხოვრებისაკენ
  • 1:03 - 1:06
    საკმარის ძილზე გადის.
  • 1:06 - 1:11
    (აპლოდისმენტები)
  • 1:11 - 1:14
    და ჩვენ ქალებმა უნდა ვუწინამძღვროთ
  • 1:14 - 1:17
    ამ ახალ რევოლუციას, ამ ახალ ფემინისტურ საკითხს.
  • 1:18 - 1:21
    წარმატებისაკენ გზა, ფაქტობრივად, ძილით უნდა გავიკაფოთ.
  • 1:21 - 1:23
    (სიცილი)
  • 1:23 - 1:28
    (აპლოდისმენტები)
  • 1:28 - 1:30
    რადგან სამწუხაროდ,
  • 1:30 - 1:32
    კაცებისათვის
  • 1:32 - 1:35
    ძილის უკმარისობა მამაკაცურობის სიმბოლოდ იქცა.
  • 1:36 - 1:38
    ამას წინათ ვსადილობდი მამაკაცთან,
  • 1:38 - 1:40
    რომელმაც დაიტრაბახა რომ წინა ღამეს
  • 1:40 - 1:42
    სულ რაღაც ოთხი საათი ეძინა.
  • 1:42 - 1:45
    პირდაპირ ენაზე მომაწვა, მაგრამ თავი შევიკავე ...
  • 1:45 - 1:47
    მინდოდა მეთქვა, "იცი რა?
  • 1:47 - 1:49
    ხუთი საათი რომ გძინებოდა
  • 1:49 - 1:52
    ეს სადილი ბევრად უფრო საინტერესო იქნებოდა."
  • 1:52 - 1:55
    (სიცილი)
  • 1:55 - 1:57
    თითქოს, ერთგვარი შეჯიბრია
  • 1:57 - 1:59
    ვის უფრო ნაკლები ეძინება.
  • 1:59 - 2:02
    განსაკუთრებით აქ ვაშინგტონში, თუკი შეეცდები დანიშნო შეხვედრა საუზმეზე
  • 2:02 - 2:04
    და ეუბნები, " 8 საათზე რას იტყვით?"
  • 2:04 - 2:06
    დიდი შანსია რომ გიპასუხონ "8 საათი ძალიან გვიანია ჩემთვის,
  • 2:06 - 2:08
    თუმცა არა უშავს, ტენისის თამაშსა
  • 2:08 - 2:11
    და რამოდენიმე ზარის გაკეთებას მოვასწრებ და რვაზე თქვენ შეგხვდებით."
  • 2:11 - 2:13
    ისინი თვლიან ეს ნიშნავს, რომ
  • 2:13 - 2:16
    უზომოდ საქმიანები და პროდუქტიულები არიან,
  • 2:16 - 2:19
    მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არაა,
  • 2:19 - 2:21
    რადგან ამ წუთისათვის
  • 2:21 - 2:23
    ჩვენ გვყავს შესანიშნავი ლიდერები
  • 2:23 - 2:26
    ბიზნესის, ფინანსების, პოლიტიკის სფეროებში,
  • 2:26 - 2:29
    რომლებიც საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ.
  • 2:29 - 2:31
    ასე რომ მაღალი I.Q.
  • 2:31 - 2:34
    არ ნიშნავს რომ თქვენ კარგი ლიდერი ხართ,
  • 2:34 - 2:36
    რადგან ლიდერობის არსი
  • 2:36 - 2:38
    მდგომარეობს იმაში რომ უნდა დაინახოთ აისბერგი,
  • 2:38 - 2:41
    სანამ ის ტიტანიკს დაეჯახება.
  • 2:41 - 2:44
    ჩვენს შემთხვევაში კი ძალიან ბევრი აისბერგი
  • 2:44 - 2:46
    ეჯახება ჩვენს ტიტანიკებს.
  • 2:46 - 2:48
    იცით, ვფიქრობ რომ
  • 2:48 - 2:50
    ძმები ლემანები
  • 2:50 - 2:52
    და–ძმა ლემანები რომ ყოფილიყვნენ,
  • 2:52 - 2:54
    ისინი ჯერაც ჩვენთან იქნებოდნენ.
  • 2:54 - 2:57
    (აპლოდისმენტები)
  • 2:57 - 2:59
    სანამ ძმები ძალიან დაკავებულები,
  • 2:59 - 3:02
    24/7–ზე ჰიპერ–მობილიზებულები იყვნენ,
  • 3:02 - 3:05
    შესაძლოა დას შეემჩნია აისბერგი,
  • 3:05 - 3:09
    რადგან მას შვიდ–ნახევარი ან რვა საათი ეძინებოდა
  • 3:09 - 3:11
    და შეძლებდა დაენახა
  • 3:11 - 3:13
    ფართო სურათი.
  • 3:13 - 3:15
    რადგანაც ამ წუთებისათვის
  • 3:15 - 3:17
    მსოფლიოში სხვადასხვა
  • 3:17 - 3:20
    კრიზისები მძვინვარებს,
  • 3:20 - 3:23
    ყველაფერი რაც სასარგებლოა პერსონალურ დონეზე,
  • 3:23 - 3:26
    რასაც ძალუძს მოიტანოს ხალისი, მადლიერება
  • 3:26 - 3:28
    და ეფექტურობა ჩვენს ცხოვრებაში
  • 3:28 - 3:31
    და იყოს კარგი ჩვენი კარიერისათვის
  • 3:31 - 3:34
    ასევე კარგია მსოფლიოსთვისაც.
  • 3:34 - 3:37
    ამიტომ მოგიწოდებთ
  • 3:37 - 3:39
    დახუჭოთ თვალები
  • 3:39 - 3:41
    და აღმოაჩინოთ დიდი იდეები,
  • 3:41 - 3:43
    რომლებიც ჩვენს შიგნით თვლემენ,
  • 3:43 - 3:46
    ჩააქროთ თქვენი ძრავები და ძილის ძალა აღმოაჩინოთ.
  • 3:46 - 3:48
    გმადლობთ.
  • 3:48 - 3:50
    (აპლოდისმენტები)
Title:
არიანა ჰაფინგტონი: როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას? მეტი იძინეთ.
Speaker:
Arianna Huffington
Description:

თავის მოკლე გამოსვლაში არიანა ჰაფინგტონი გაგვიზიარებს პატარა იდეას, რომელსაც შეუძლია გამოაღვიძოს სხვა ბევრი დიდი იდეა. ეს არის ღამის ძილის მნიშვნელობა. ძილის დეფიციტით ტრაბახის სანაცვლოდ, ის მოგვიწოდებს რომ დავხუჭოთ თვალები და დავინახოთ უფრო ფართო სურათი: პროდუქტიოლობის, ბედნიერებისა და უფრო ჭკვიანური გადაწყვეტილებების მიღებისაკენ გზა ძილზე გადის.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
03:50
Natalie Saginashvili added a translation

Georgian subtitles

Revisions