< Return to Video

დევდატ პატანაიკი: აღმოსავლეთი და დასავლეთი - მითები და მისტიფიკაცია

  • 0:02 - 0:05
    იმისათვის რომ გავიგოთ თუ რა გავლენა აქვს მითოლოგიას ბიზნესზე,
  • 0:05 - 0:09
    და თუ რას უნდა აკეთებდეს ”რწმენის მთავარი ოფიცერი”,
  • 0:09 - 0:11
    ამისთვის უნდა მოისმინოთ ამბავი,
  • 0:11 - 0:13
    განეშას შესახებ
  • 0:13 - 0:15
    რომელიც იყო სპილოს თავიანი ღმერთი
  • 0:15 - 0:18
    მეზღაპრეთა მწერალი,
  • 0:18 - 0:19
    და ამბავი მისი ძმის,
  • 0:19 - 0:21
    ათლეტური მხედართმთავრის,
  • 0:21 - 0:23
    კარტიკეას შესახებ.
  • 0:23 - 0:26
    ერთ დღეს, ძმებმა გადაწყვიტეს რომ გაემართად რბოლა
  • 0:26 - 0:29
    სამი წრე სამყაროს გარშემო.
  • 0:29 - 0:32
    კარტიკეა შემოახტა ფარშევანგს
  • 0:32 - 0:35
    და გადაუფრინა კონტინენტებს,
  • 0:35 - 0:40
    მთებს, ოკეანეებს.
  • 0:40 - 0:42
    გააკეთა ერთი წრე,
  • 0:42 - 0:44
    მეორე,
  • 0:44 - 0:47
    მესამე.
  • 0:47 - 0:50
    ხოლო მისმა ძმამ, განეშამ,
  • 0:50 - 0:53
    უბრალოდ სამჯერ შემოუარა
  • 0:53 - 0:55
    წრე თავის მშობლებს და თქვა,
  • 0:55 - 0:58
    ”მე გავიმარჯვე”.
  • 0:58 - 1:00
    ”ეგ როგორ?” თქვა კარტიკეამ.
  • 1:00 - 1:01
    და განეშამ უპასუხა,
  • 1:01 - 1:04
    უპასუხა, ”შენ შემოუარე გარე სამყაროს”,
  • 1:04 - 1:07
    მე კი შემოვუარე ”ჩემ სამყაროს”.
  • 1:07 - 1:10
    რომელი უფრო მნიშვნელოვანია?
  • 1:10 - 1:13
    თუ თქვენ გესმით რა განსხვავებაა გარე სამყაროსა და ჩემ საყაროს შორის
  • 1:13 - 1:17
    მაშინ თქვენ გესმით რა არის ლოგოსი და მითოსი
  • 1:17 - 1:19
    გარე სამყარო არის ობიექტური
  • 1:19 - 1:22
    ლოგიკური, უნივერსალური, ფაქტიური,
  • 1:22 - 1:24
    მეცნიერული
  • 1:24 - 1:27
    ჩემი სამყარო კი არის სუბიექტური
  • 1:27 - 1:30
    ემოციური, პიროვნული
  • 1:30 - 1:33
    ესაა აღქმა, აზრები, გრძნობები, ოცნებები
  • 1:33 - 1:36
    ესაა ის რწმენის სისტემა რომელსაც ჩვენ თან ვატარებთ
  • 1:36 - 1:39
    ესაა ის მითები რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ.
  • 1:39 - 1:42
    გარე სამყარო გვასწავლის თუ როგორაა სამყარო მოწყობილი
  • 1:42 - 1:45
    როგორ ამოდის მზე
  • 1:45 - 1:48
    როგორ ვიბადებით.
  • 1:48 - 1:51
    ჩემი სამყარო კი გვასწავლის თუ რატომ ამოდის მზე
  • 1:51 - 1:55
    და თუ რატომ ვიბადებით
  • 1:55 - 1:59
    ყველა კულტურა ცდილობს რომ შეიმეცნოს თავის თავი
  • 1:59 - 2:01
    ”რატომ ვარსებობთ?”
  • 2:01 - 2:04
    და ყველა კულტურას აქვს ცხოვრების თავისებური გაგება,
  • 2:04 - 2:09
    მითოლოგიის თავისებური ვერსია.
  • 2:09 - 2:12
    კულტურა, ესაა რეაქცია ბუნებისადმი,
  • 2:12 - 2:14
    და წინაპრების ეს მსოფხედველობა
  • 2:14 - 2:17
    თაობიდან თაობას გადაეცემა
  • 2:17 - 2:20
    ამბების, სიმბოლოებისა თუ რიტუალების ფორმით,
  • 2:20 - 2:26
    და რაც ყოველთვის არის ინდიფერენტული რაციონალობის მიმართ.
  • 2:26 - 2:28
    ასე რომ, როცა ამ საკითხს სწავლობთ, აცნობიერერბთ
  • 2:28 - 2:30
    რომ მსოფლიოს სხვადასხვა ხალხს
  • 2:30 - 2:33
    გააჩნია სამყაროს სხვადასხვანაირი აღქმა
  • 2:33 - 2:35
    სხვადასხვა ხალხი სხვადასხვანაირად ხედავს საგნებსა და მოვლენებს
  • 2:35 - 2:37
    გააჩნიათ სხვადასხვანაირი შეხედულებები.
  • 2:37 - 2:39
    არის ჩემი სამყარო, და არის შენი,
  • 2:39 - 2:42
    და ჩემი სამყარო ყოველთვის ჯობია შენსას,
  • 2:42 - 2:45
    იმიტომ რომ ჩემი სამყარო ხილულია, რაციონალური,
  • 2:45 - 2:47
    და შენი კი ცრურწმენაა
  • 2:47 - 2:49
    მხოლოდ რწმენაა,
  • 2:49 - 2:52
    და ლოგიკას მოკლებული.
  • 2:52 - 2:55
    სწორედ ესაა ცივილიზაციების დაპირისპირების საფუძველი.
  • 2:55 - 2:59
    ამას ერთხელ ადგილი ჰქონდა 326 წელს ჩვ. წ. აღ-მდე
  • 2:59 - 3:02
    მდინარე ინდუსის ნაპირებთან
  • 3:02 - 3:04
    ეს მდინახე ახლა პაკისტანშია
  • 3:04 - 3:07
    სწორედ ამ მდინარის სახელიდან მოდის ინდოეთის სახელი.
  • 3:07 - 3:09
    ინდოეთი, ინდუს.
  • 3:12 - 3:15
    ალექსანდრე, ახალგაზრდა მაკედონელი,
  • 3:15 - 3:19
    შეხვდა იქ ვინმე ”გიმნოსოფოსს”,
  • 3:19 - 3:22
    რაც ნიშნავს ”შიშველ ბრძენს”.
  • 3:22 - 3:24
    ჩვენ არ ვიცით თუ ვინ იყო ის.
  • 3:24 - 3:26
    შეიძლება იყო მონაზონი,
  • 3:26 - 3:28
    როგორც ბაჰუბალი, გამოსახული ამ სლაიდზე
  • 3:28 - 3:29
    გომატეშვარა ბაჰუბალი
  • 3:29 - 3:31
    რომლის ქანდაკებაც არსებობს მაისორთან ახლოს
  • 3:31 - 3:33
    ან შეიძლება ეს იყო უბრალო იოგი
  • 3:33 - 3:35
    რომელიც იჯდა ქვაზე და შეჰყურებდა ცას
  • 3:35 - 3:37
    მზეს, მთვარეს
  • 3:37 - 3:40
    ალექსანდრემ ჰკითხა, ”რას აკეთებ?”
  • 3:40 - 3:42
    და გიმნოსოფოსმა უპასუხა,
  • 3:42 - 3:45
    ”მე განვიცდი არაფრობას”.
  • 3:45 - 3:48
    მაშინ გიმნოსოფოსმა ჰკითხა,
  • 3:48 - 3:50
    ”და შენს რას აკეთებ?”
  • 3:50 - 3:53
    და ალექსანდრემ უპასუხა, ”მე ვიპყრობ ქვეყანას”.
  • 3:53 - 3:56
    და ორივეს გაეცინათ.
  • 3:56 - 4:00
    ორივე იმას ფიქრობდა თუ რა სულელი იყო მეორე.
  • 4:00 - 4:04
    გიმნოსოფოსი ამბობდა ”და რაში სჭირდება ეს მსოფლიოს დაპრყობა?
  • 4:04 - 4:07
    ეს ხომ უაზრობაა”.
  • 4:07 - 4:09
    და ალექსანდრე ფიქრობდა
  • 4:09 - 4:11
    ”რას დამჯდარა ეს კაცი და არაფერს აკეთებს?
  • 4:11 - 4:13
    რა უმეცრად ხარჯვაა ცხოვრების”.
  • 4:13 - 4:17
    იმისათვის რომ გავიგოთ ამ მსოფხედველობებს შორის განსხვავება,
  • 4:17 - 4:20
    ჩვენ უნდა გავიგოთ
  • 4:20 - 4:23
    ალექსანდრეს სუბიექტური ჭეშმარიტება:
  • 4:23 - 4:28
    მისი მითები, და ის მითოლოგია რამაც ჩამოაყალიბა იგი.
  • 4:28 - 4:31
    ალექსანდრეს დედა, მშობლები, მასწავლებელი არისტოტელე,
  • 4:31 - 4:34
    უყვებოდნენ ალექსანდრეს ამბებს ჰომეროსის ”ილიადიდან”.
  • 4:34 - 4:37
    უყვებოდნენ ამბებს გმირ აქილევსის შესახებ.
  • 4:37 - 4:40
    როცა აქილევსი ბრძოლაში მონაწილებდა მაშინ გამარჯვებას მოიპოვებდა,
  • 4:40 - 4:43
    მაგრამ როგორც კი იგი ბრძოლიდან გამოდიოდა
  • 4:43 - 4:46
    მაშინ წაგება ხდებოდა გარდაუვალი.
  • 4:46 - 4:49
    ”აქილევსი იყო ადამიანი რომელიც ქმნიდა ისტორიას,
  • 4:49 - 4:52
    მართავდა თავის ბედს,
  • 4:52 - 4:55
    და შენც ასეთი უნდა იყო ალექსანდრე”
  • 4:55 - 4:57
    - ამას ისმენდა იგი.
  • 4:57 - 5:00
    ”აი როგორი არ უნდა იყო?
  • 5:00 - 5:03
    არ უნდა იყო სიზიფეს ნაირი,
  • 5:03 - 5:05
    რომელსაც მთელი დღის განმავლობაში მძიმე ქვა ააქვს მთის მწვერვალზე
  • 5:05 - 5:10
    მხოლოდ იმიტომ რომ ღამით ნახოს თუ როგორ გორდება იგი დაღმართში.
  • 5:10 - 5:13
    არ იცხოვრო მონოტონური,
  • 5:13 - 5:15
    ჩვეულებრივი, უაზრო ცხოვრებით.
  • 5:15 - 5:18
    იყავი შთამბეჭდავი! --
  • 5:18 - 5:20
    როგორც ბერძენი გმირები,
  • 5:20 - 5:22
    როგორც იასონი, რომელმაც არგონავტებთან ერთად გადაკვეთა ზღვა
  • 5:22 - 5:26
    და მოიპოვა ოქროს საწმისი.
  • 5:26 - 5:29
    იყავი შთამბეჭდავი როგორც თეზევსი,
  • 5:29 - 5:35
    რომელიც შევიდა ლაბირინთში და მოკლა ხარისთავა მინოტავრი.
  • 5:35 - 5:39
    როცა რბოლაში ხარ, გაიმარჯვე! --
  • 5:39 - 5:42
    იმიტომ რომ როცა იმარჯვებ, მაშინ გამარჯვების აღტკინება
  • 5:42 - 5:47
    არის ის რითაც ყველაზე ახლოს შეგიძლია მიუახლოვდე ღმერთების ამბროზიას”.
  • 5:47 - 5:50
    ეს იმიტომ, რომ, ხედავთ, ბერძნებს სწამდათ
  • 5:50 - 5:52
    რომ თქვენ ერთხელ ცხოვრობთ,
  • 5:52 - 5:56
    და როცა კვდებით, უნდა გადაკვეთოთ მდინარე სტიქსი,
  • 5:56 - 5:59
    და თუ თქვენ არაჩვეულებრივი ცხოვრებით გიცხოვრიათ
  • 5:59 - 6:02
    მაშინ თქვენ იქნებით მიღებული ელიზიუმში,
  • 6:02 - 6:06
    ან რასაც ფრანგები ეძახიან ელისეების ბაღებში
  • 6:06 - 6:07
    (სიცილი დარბაზში) --
  • 6:07 - 6:10
    გმირების სამოთხეში.
  • 6:13 - 6:17
    მაგრამ ეს არაა ის ამბები რომელსაც ისმენდა გიმნოსოფოსი.
  • 6:17 - 6:20
    იგი ისმენდა სულ სხვა ისტორიებს.
  • 6:20 - 6:23
    იგი ისმენდა ამბავს ბჰარატის შესახებ.
  • 6:23 - 6:26
    ამ სახელიდან მოდის ინდოეთის სახელიც - ბჰარატა.
  • 6:26 - 6:29
    ბჰარატიც სამყაროს იპყრობდა.
  • 6:29 - 6:32
    და შემდეგ იგი ავიდა სამყაროს ცენტრში
  • 6:32 - 6:35
    არსებული ყველაზე დიდი მთის,
  • 6:35 - 6:36
    მერუს მწვერვალზე.
  • 6:36 - 6:39
    და მას უნდოდა დაესვა თავისი ალამი და ეთქვა
  • 6:39 - 6:42
    - ”მე ვიყავი აქ პირველი”.
  • 6:42 - 6:44
    მაგრამ როცა იგი ავიდა მწვერვალზე,
  • 6:44 - 6:49
    დაინახა რომ მწვერვალი დაფარული იყო
  • 6:49 - 6:52
    მანამდე მისული სხვა სამყაროს დამპყრობლების ურიცხვი ალმებით,
  • 6:52 - 6:56
    და ყოველი მათგანი იჩემებდა რომ ”მე ვიყავი აქ პირველი …
  • 6:56 - 7:00
    …ამას ვფიქრობდი მე სანამ აქ მოვიდოდი”.
  • 7:00 - 7:03
    და უეცრად, ამ უსასრულობით მოცულმა ბჰარატმა
  • 7:03 - 7:07
    თავი განიცადა უმნიშვნელოდ.
  • 7:07 - 7:11
    ეს იყო გიმნოსოფოსის მითოლოგია.
  • 7:11 - 7:16
    ხედავთ, მისი გმირები იყვნენ რამა - რაგუპატი რამა
  • 7:16 - 7:18
    და კრიშნა, გოვინდა ჰარი,
  • 7:18 - 7:22
    მაგრამ ესენი არ იყვნენ ორი ისტორიის ორი განსხვავებული გმირები.
  • 7:22 - 7:26
    ეს იყო ერთი და იგივე გმირის ორი ცხოვრება.
  • 7:26 - 7:30
    როცა რამაიანა სრულდება მაჰაბჰარატა იწყება,
  • 7:30 - 7:32
    და როცა რამა კვდება კრიშნა იბადება
  • 7:32 - 7:35
    და როცა კრიშნა კვდება უეჭველად იგი დაბრუნდება როგორც რამა.
  • 7:35 - 7:38
    ხედავთ, ინდოელებსაც ჰქონდათ მდინარე,
  • 7:38 - 7:41
    რომელიც ჰყოფდა ცოცხალთა და გარდაცვლილთა სამყოფებს.
  • 7:41 - 7:43
    მაგრამ ამ მდინარეს ერთხელ არ კვეთავთ.
  • 7:43 - 7:46
    თქვენ ამ მდინარეს გადაკვეთავთ და გადმოკვეთავთ უსასრულოდ.
  • 7:46 - 7:49
    ამას ერქვა ვაიტარინი.
  • 7:49 - 7:52
    ამას გადიოდი ისევ და ისევ და ისევ.
  • 7:52 - 7:53
    ხედავთ,
  • 7:53 - 7:56
    ინდოეთში არაფერი არ არსებობს უსასრულოდ, თავად სიკვდილიც კი.
  • 7:56 - 7:59
    ამდენად ინდოეთში თქვენ ნახავს ისეთ დიდ რიტუალებსაც
  • 7:59 - 8:02
    სადაც ჯერ ქმნიან ქალღმერთის დიდ ქანდაკებას,
  • 8:02 - 8:04
    თაყვანს სცემენ 10 დღის განმავლობაში …
  • 8:04 - 8:06
    და რას აკეთებენ 10 დღის შემდეგ?
  • 8:06 - 8:09
    აგდებენ მდინარეში.
  • 8:09 - 8:11
    იმიტომ რომ ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს.
  • 8:11 - 8:14
    და შემდეგ წელს იგი კვლავ მოვა.
  • 8:14 - 8:16
    რაც მიდის ის მოდის კიდეც,
  • 8:16 - 8:19
    და ეს კანონი მარტო ადამიანებს კი არა
  • 8:19 - 8:21
    ღმერთებსაც ეხებათ.
  • 8:21 - 8:24
    ხედავთ, ღმერთებიც
  • 8:24 - 8:26
    უნდა მოვიდნენ კიდევ და კიდევ და კიდევ,
  • 8:26 - 8:28
    როგორც რამა, როგორც კრიშნა.
  • 8:28 - 8:31
    ისი არა მარტო უსასრულო რაოდენობის ცხოვრებებს ცხოვრობენ,
  • 8:31 - 8:34
    არამედ ერთ ცხოვრებასაც უსასრულოდ ცხოვრობენ
  • 8:34 - 8:39
    მანამ სანამ ცხოვრების არსი არ იქნება შემეცნებული.
  • 8:39 - 8:41
    როგორც ფილმში -”ზაზუნას დღე”.
  • 8:41 - 8:44
    (სიცილი დარბაზში).
  • 8:46 - 8:49
    ორი განსხვავებული მითოლოგია.
  • 8:49 - 8:51
    რომელია სწორი?
  • 8:51 - 8:54
    ორი განსხვავებული მითოლოგია, ორი განსხვევებული სამყაროსეული ხედვა.
  • 8:54 - 8:56
    ერთი წრფივი და მეორე ციკლური.
  • 8:56 - 8:58
    ერთს სჯერა რომ ესაა ერთადერთი ცხოვრება.
  • 8:58 - 9:03
    მეორეს კი სწამს რომ ესაა ერთი, მრავალი ცხოვრებათაგან.
  • 9:03 - 9:07
    ასე რომ ალექსენდრეს ცხოვრების მნიშვნელი იყო ერთი.
  • 9:07 - 9:10
    ასე რომ მისი ცხოვრების ღირებულებაც
  • 9:10 - 9:12
    იყო ყველა მისი მიღწევების ჯამი.
  • 9:12 - 9:16
    გიმნოსოფოსის ცხოვრების მნიშვნელი კი იყო უსასრულობა.
  • 9:16 - 9:19
    ასე რომ რაც არ უნდა ექნა მას
  • 9:19 - 9:21
    მისი ღირებულება იყო ნულის ტოლფასი.
  • 9:21 - 9:24
    და მე მჯერა რომ ეს მითოლოგიური პარადიგმა
  • 9:24 - 9:27
    არის სწორედ ის რამაც მიიყვანა ინდოელი მათემატიკოსები
  • 9:27 - 9:29
    რიცხვი ნულის აღმოჩენამდე.
  • 9:29 - 9:31
    ვინ იცის?
  • 9:31 - 9:34
    ამას მივყევართ სწორედ ბიზნესის მითოლოგიამდე.
  • 9:34 - 9:37
    თუ ალექსანდრეს რწმენა განსაზღვრავდა მის ქმედებებს,
  • 9:37 - 9:41
    თუ გიმნოსოფოსის რწმენა გასაზღვრავდა მის საქციელს,
  • 9:41 - 9:46
    მაშინ აუცილებლად ამას ექნებოდა გავლენა იმ საქმეზე რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.
  • 9:46 - 9:48
    იცით, ბიზნესი სხვა არაფერია
  • 9:48 - 9:50
    თუ არადა რეზულტატი იმისა თუ როგორ მოქმედებს ბაზარი
  • 9:50 - 9:53
    და როგორ იქცევა კომპანია.
  • 9:53 - 9:56
    და თუ თქვენ უყურებთ კულტურებს მსოფლიოს გარშემო,
  • 9:56 - 9:58
    მაშინ ისღა დაგრჩენიათ რომ გაიგოთ მითოლოგია
  • 9:58 - 10:01
    და ამით დაინახავთ თუ როგორ იქცევიან და როგორ აწარმოებენ ბიზნესს.
  • 10:01 - 10:05
    შეხედეთ,
  • 10:05 - 10:08
    თუკი თქვენ ცხოვრობთ ერთხელ,
  • 10:08 - 10:10
    დაინახავთ თუ როგორი აკვიატებულია ორობითი ლოგიკა,
  • 10:10 - 10:13
    აბსოლუტური სიმართლე, სტანდარტიზაცია,
  • 10:13 - 10:16
    აბსოლუტურობა, დიზაინის წრფივი შაბლონები.
  • 10:16 - 10:19
    მაგრამ თუკი თქვენ უყურებთ კულტურებს რომლებსაც აქვთ ციკლური
  • 10:19 - 10:24
    და უსასრულო ცხოვრებისადმი რწმენა, მაშინ დაინახავთ კომფორტს არაზუსტ ლოგიკაში,
  • 10:24 - 10:26
    შეხედულებებში,
  • 10:26 - 10:28
    კონტექსტურ აზროვნებაში,
  • 10:28 - 10:31
    როცა ყველაფერი არის ფარდობითი, დაახლოებით, --
  • 10:31 - 10:32
    (სიცილი დარბაზში)
  • 10:32 - 10:34
    მეტ წილად.
  • 10:34 - 10:35
    (სიცილი)
  • 10:35 - 10:38
    შეხედეთ ხელოვნებას, შეხედეთ ბალერინას.
  • 10:38 - 10:40
    რამდენად წრფივია იგი სცენაზე.
  • 10:40 - 10:42
    და შემდეგ შეხედეთ ინდოელ ხალხურ მოცეკვავეს,
  • 10:42 - 10:44
    კუჩიპუდის მოცეკვავეს ან ბჰარატანატიამ მოცეკვავეს.
  • 10:44 - 10:46
    დაკლაკნილად.
  • 10:46 - 10:49
    (სიცილი)
  • 10:49 - 10:51
    და შეხედეთ ბიზნესს.
  • 10:51 - 10:53
    სტანდარტული ბიზნეს მოდელი:
  • 10:53 - 10:57
    ხედვა, მისია, ღირებულებები, პროცესები.
  • 10:57 - 10:59
    ისე ჩანს გეგონება ესაა თავგადასავალი
  • 10:59 - 11:01
    უდაბნოდან აღთქმულ მიწამდე,
  • 11:01 - 11:03
    რომელსაც უძღვებიან ლიდერები.
  • 11:03 - 11:08
    და თუკი თქვენ დაიცავთ პრინციპებს, მაშინ შეხვალთ სამოთხეში.
  • 11:08 - 11:10
    მაგრამ ინდოეთში არ არსებობს ”აღთქმული მიწა”.
  • 11:10 - 11:13
    არსებობს ბევრი ”აღთქმული მიწები”,
  • 11:13 - 11:16
    რაც დამოკიდებულია სოციალურ სტატუსზე,
  • 11:16 - 11:18
    ცხოვრების ეტაპზე,
  • 11:18 - 11:22
    იცით, ბიზნესები ვერ ხორციელდებიან როგორც ინსტიტუტები,
  • 11:22 - 11:25
    როგორც ინდივიდუალების იდიოსინკრაზია.
  • 11:25 - 11:28
    ეს ყოველთვის დამოკიდებული გემოვნებაზე,
  • 11:28 - 11:32
    და ყოველთვის დამოკიდებულია ჩემ გემოვნებაზე.
  • 11:32 - 11:34
    აი მაგალითად ინდურ მუსიკაში
  • 11:34 - 11:36
    არ არსებობს ჰარმონიის ცნება.
  • 11:36 - 11:40
    არ არსებობს ორკესტრის დირიჟორი.
  • 11:40 - 11:43
    არსებობს ერთი არტისტი და ყველა დანარჩენი მიჰყვება მას.
  • 11:43 - 11:47
    და ეს შესრულება ვერასდროს გამეორდება.
  • 11:47 - 11:49
    აქ ადგილი არა აქვს დოკუმენტაციას და კონტრაქტს.
  • 11:49 - 11:53
    აქ მთავარია საუბარი და რწმენა,
  • 11:53 - 11:57
    და არა წესების დაცვა.
  • 11:57 - 12:01
    მთავარია საქმის ბოლომდე მიყვანა, თუნდაც წესების დარღვევის
  • 12:01 - 12:03
    ან წესებიდან გადახვევის ხარჯზე. შეხედეთ ინდოელებს რომლებიც ამ დარბაზში არიან.
  • 12:03 - 12:05
    ნახავთ რომ მათ ეღიმებათ. მათ იციან რაზედაცაა საუბარი
  • 12:05 - 12:06
    (სიცილი)
  • 12:06 - 12:08
    და მერე შეხედეთ იმ ხალხს რომელთაც გაუკეთებიათ ბიზნესი ინდოეთში.
  • 12:08 - 12:10
    თქვენ დაინახავთ გაღიზიანებას მათ თვალებში.
  • 12:10 - 12:11
    (სიცილი)
  • 12:11 - 12:15
    (აპლოდისმენტები)
  • 12:15 - 12:17
    აი ესაა ინდოეთი დღეს. რეალობის საფუძველი
  • 12:17 - 12:19
    არის სამყაროს ციკლურობის აღქმა.
  • 12:19 - 12:22
    ასე რომ ეს იცვლება სწრაფად,
  • 12:22 - 12:25
    ძალიან კონტრასტულად, ქაოტურად, ორაზროვნად, დაუგეგმავად.
  • 12:25 - 12:28
    და ადამიანებისთვის ეს საკმაოდ მისაღებია.
  • 12:28 - 12:30
    შემდეგ გლობალიზაცია იკავებს თავის ადგილს.
  • 12:30 - 12:34
    შემოდის მოთხოვნა თანამედროვე ინსტიტუციონალურ აზროვნებაზე
  • 12:34 - 12:38
    რომლის ფესვები არის ერთ ცხოვრებიან კულტურაში.
  • 12:38 - 12:40
    და აქ კულტურათა შეტაკებას აქვს ადგილი,
  • 12:40 - 12:43
    ისევე როგორც ეს მოხდა მდინარე ინდუსის ნაპირებთან.
  • 12:43 - 12:46
    ამის მოხდენა გარდაუვალია.
  • 12:46 - 12:49
    მე ეს პირადად მაქვს განცდილი. მე განათლებით ექიმი ვარ.
  • 12:49 - 12:52
    ქირურგიის სწავლა არასდროს მინდოდა. არ მკითხოთ რატომ.
  • 12:52 - 12:54
    ალბად იმიტომ რომ მითოლოგია მიყვარს ძალიან.
  • 12:54 - 12:56
    მინდოდა მესწავლა მითოლოგია,
  • 12:56 - 12:58
    ასე რომ მომიწია რომ ჩემი თავისთვის თავად მესწავლებინა.
  • 12:58 - 13:01
    და მითოლოგიაში ფულსაც არ გიხდიან, ყოველ შემთხვევისთვის დღევანდლამდე
  • 13:01 - 13:05
    (სიცილი).
  • 13:05 - 13:08
    ასე რომ მომიწია მუშაობა. ვმუშაობდი ფარმაცეფტიკულ ინდუსტრიაში.
  • 13:08 - 13:10
    ჯანდაცვის ინდუსტრიაში.
  • 13:10 - 13:12
    ვმუშაობდი მარკეტინგის, გაყიდვების,
  • 13:12 - 13:15
    ცოდნის მართვის დარგში. ვატარებდი ტრეინინგებსაც.
  • 13:15 - 13:18
    ბიზნეს კონსულტანტიც ვიყავი და ვაკეთებდი სტრატეგიულ და ტაქტიკურ ანალიზებს.
  • 13:18 - 13:20
    მე ვხედავდი ჩემი ამერიკელი და ევროპელი
  • 13:20 - 13:23
    კოლეგების გაღიზიანებას
  • 13:23 - 13:25
    როცა საქმე ეხებოდა ინდოეთს.
  • 13:25 - 13:28
    მაგალითად: გვითხარით, საავადმყოფოების
  • 13:28 - 13:31
    ინვოისირების პროცედურა.
  • 13:31 - 13:35
    ნაბიჯი პირველი, მეორე, და მესამეც ხოლმე.
  • 13:35 - 13:37
    (სიცილი).
  • 13:37 - 13:39
    როგორ გინდათ ამ ”ხოლმეს” პარამეტრიზაცია?
  • 13:39 - 13:43
    როგორ უნდა ჩადოთ ეს ამ მშვენიერ პროგრამაში? ვერ შესძლებთ.
  • 13:43 - 13:45
    ჩემ შეხედულებებს ვუზიარებდი ხალხს
  • 13:45 - 13:47
    მაგრამ მათ ჩემი მოსმენა არ უნდოდათ,
  • 13:47 - 13:51
    სანამ არ შევხვდი კიშორე ბიანის კომპანია ”ფიუჩერზ გრუპიდან”.
  • 13:51 - 13:56
    მას ჰქონდა ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელი რომელსაც ერქვა ”დიდი ბაზარი”.
  • 13:56 - 13:58
    არსებობს 200-ზე მეტი ბაზარი
  • 13:58 - 14:00
    ინდოეთის 50 ქალაქსა და დასახლებებში.
  • 14:00 - 14:04
    და ამ კაცს საქმე ჰქონდა განსხვავებულ და დინამიურ ხალხთან.
  • 14:04 - 14:06
    და მან ინტუიტიურად იცოდა რომ
  • 14:06 - 14:08
    იაპონიის, ჩინეთი და ევროპისა და ამერიკის
  • 14:08 - 14:11
    გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკები
  • 14:11 - 14:14
    ინდოეთში ვერ იმუშავებდა.
  • 14:14 - 14:18
    მან იცოდა რომ ინსტიტუციონალური აზროვნება ინდოეთში ვერ იმუშავებდა.
  • 14:18 - 14:22
    მხოლოდ ინდივიდუალური. მას ინდოეთის მითიური სტრუქტურის ინტუიტიური აღქმა ჰქონდა.
  • 14:22 - 14:24
    ერთხელ მან მე მთხოვა რომ გავმხდარიყავი რწმენის მთავარი ოფიცერი და მითხრა,
  • 14:24 - 14:27
    ”შენგან მხოლოდ ის მინდა რომ მომსახურე პერსონალის რწმენები ჩამოაყალიბო”.
  • 14:27 - 14:29
    ჟღერს ისე მარტივად,
  • 14:29 - 14:31
    მაგრამ რწმენას ვერ გაზომავ.
  • 14:31 - 14:33
    მას ვერც მართავ.
  • 14:33 - 14:35
    ასე რომ როგორ გინდათ რომ ეს რწმენა ააშენოთ?
  • 14:35 - 14:39
    როგორ გინდათ რომ ამ ხალხის მგრძნობელობა აამაღლოთ ინდურობის მიმართ.
  • 14:39 - 14:43
    თუნდაც, თუ ხართ ინდოელი, ეს არაა მკაფიოდ გამოხატული, ეს არაა თვალსაჩინო.
  • 14:43 - 14:47
    ასე რომ დავიწყე მუშაობა იმაზე რომ შემექმნა კულტურათა სტანდარტული მოდელი,
  • 14:47 - 14:49
    რაც ნიშნავდა ამბების, სიმბოლოების და რიტუალების გამოგონებას.
  • 14:49 - 14:52
    და ერთ ასეთ რიტუალს ახლა გაგიზიარებთ.
  • 14:52 - 14:55
    ეს ემყარება ინდურ რიტუალს - დარშანს.
  • 14:55 - 14:57
    ინდოელ ხალხს არა აქვთ მცნებები.
  • 14:57 - 14:59
    ასე რომ არ არსებობს სწორი და არასწორი საქციელის კრიტერიუმი
  • 14:59 - 15:02
    და ამდენად თქვენც დარწმუნებული არ ხართ თუ როგორ წარდგებით ღმერთის წინაშე.
  • 15:02 - 15:05
    ამდენად ტაძარში ყოფნა ეს უბრალოდ აუდიენციაა ღმერთთან.
  • 15:05 - 15:07
    თქვენ გინდათ რომ ნახოთ ღმერთი
  • 15:07 - 15:11
    და გინდათ რომ ღმერთმაც უბრალოდ შეგხედოთ.
  • 15:11 - 15:13
    ღმერთებს კი ძალიან დიდი თვალები აქვთ რომელსაც არც კი ახამხამებენ.
  • 15:13 - 15:16
    ხანდახან ეს თვალები ვერცხლისგანაა გაკეთებული.
  • 15:16 - 15:18
    ასე გიყურებენ ეს თვალები,
  • 15:18 - 15:20
    და იმდენად რამდენადაც თქვენ არ იცით მართალი ხართ თუ მტყუანი,
  • 15:20 - 15:24
    რასაც განიცდით ესაა მხოლოდ ღმერთთან სიახლოვის განცდა.
  • 15:24 - 15:27
    ”უბრალოდ გამიგე თუ რატომაც გავაკეთე ჯუგაადი”.
  • 15:27 - 15:28
    (სიცილი)
  • 15:28 - 15:30
    ”რატომ ჩავიდინე ესა თუ ის საქციელი”
  • 15:30 - 15:35
    ”მე არ ვიცი წესები, უბრალოდ გამიგე, გთხოვ”
  • 15:35 - 15:38
    ამის საფუძველზე ჩვენ შევქმენით ჩვენი ლიდერებისთვის რიტუალი.
  • 15:38 - 15:42
    როცა ლიდერი გაივლის თავის ტრინინგს და მზადაა რომ გაუძღვეს თავის მაღაზიას
  • 15:42 - 15:46
    ჩვენ მას ავუხვევდით თვალებს, და გარშემო მოვიყვანდით კლიენტებს,
  • 15:46 - 15:50
    ოჯახის წევრებს, მის გუნდს, მის უფროსს.
  • 15:50 - 15:53
    ხმამაღლა წავიკითხავდით მის შეფასებას, გადავცემდით გასაღებს და
  • 15:53 - 15:55
    მოვხსნიდით დოლბანდს რითაც თვალები ჰქონდა ახვეული.
  • 15:55 - 15:58
    და უეჭველად დაინახავდით მის თვალებში ცრემლს,
  • 15:58 - 16:00
    იმიტომ რომ იგი მიხვდა.
  • 16:00 - 16:04
    მან გააცნობიერა რომ იმისათვის რომ იყო წარმატებული
  • 16:04 - 16:07
    არაა საჭირო იყო პროფესიონალი,
  • 16:07 - 16:10
    არაა საჭირო რომ მოიკვეთო ემოციები.
  • 16:10 - 16:13
    მას პირიქით უნდა ჩაერთო ყველა ახლობელი,
  • 16:13 - 16:17
    თავის საქმეში იმისთვის რომ გაემარჯვა, რომ ახლობლებიც გაეხარებინა.
  • 16:17 - 16:19
    თავისი უფროსი რომ კმაყოფილი ყოლოდა, ყველა რომ ბედნიერი ყოლოდა.
  • 16:19 - 16:22
    რომ კლიენტი ბედნიერი ყოფილიყო, იმიტომ რომ კლიენტი ხომ ღმერთია.
  • 16:22 - 16:25
    სენსიტიურობა გვჭირდება. როცა ამის გვწამს,
  • 16:25 - 16:28
    მაშინ შესაბამისი საქციელიც ხდება და საქმეც გამოდის.
  • 16:28 - 16:31
    და ასეც იყო.
  • 16:31 - 16:34
    დავუბრუნდეთ ალექსანდრეს
  • 16:34 - 16:36
    და გიმნოსოფოსს.
  • 16:36 - 16:40
    ყველა მეკითხება ”რომელი გზა ჯობია, ეს თუ ის?”
  • 16:40 - 16:42
    და ეს ძალიან საშიში შეკითხვაა.
  • 16:42 - 16:46
    იმიტომ ამ შეკითხვას მიყევხარ ფუნდამენტალიზმთან და ძალადობასთან.
  • 16:46 - 16:48
    ასე რომ მე ამას არ ვუპასუხებ.
  • 16:48 - 16:50
    გიპასუხებთ ინდური პასუხით,
  • 16:50 - 16:52
    ინდური თავის ქნევით.
  • 16:52 - 16:54
    (სიცილი)
  • 16:54 - 16:58
    (აპლოდისმენტები)
  • 16:58 - 17:00
    გამომდინარე კონტექსტიდან,
  • 17:00 - 17:02
    გამომდინარე იქედან თუ რისი მიღწევა გსურთ,
  • 17:02 - 17:05
    აირჩიეთ თქვები პარადიგმები.
  • 17:05 - 17:08
    იცით, ორივე პარადიგმა ადამიანის შექმნილია.
  • 17:08 - 17:11
    ეს კულტურათა მიერ არის შექმნილი
  • 17:11 - 17:14
    და არა ბუნების მიერ.
  • 17:14 - 17:17
    ასე რომ როცა აწი შეხვდებით ვინმეს, უცნობს,
  • 17:17 - 17:19
    ერთი თხოვნა:
  • 17:19 - 17:22
    გაიგეთ რომ თქვენ ცხოვრობთ სუბიექტური ჭეშმარიტებით
  • 17:22 - 17:24
    და ისიც ასეა.
  • 17:24 - 17:26
    გაიგეთ ეს,
  • 17:26 - 17:31
    როცა ამას გაიგებთ თქვენ აღმოაჩენთ რაღაც შთამბეჭდავს.
  • 17:31 - 17:33
    აღმოაჩენთ რომ მითების უსაზღვრო სამყაროში
  • 17:33 - 17:35
    სუფევს მარადიული ჭეშმარიტება
  • 17:35 - 17:37
    და ვინ არის ყოვლივე ამის მჭვრეტელი?
  • 17:37 - 17:39
    ვარუნას ათასი თვალი აქვს,
  • 17:39 - 17:42
    ინდრას ასი.
  • 17:42 - 17:44
    თქვენ და მე, მხოლოდ ორი.
  • 17:44 - 17:47
    გმადლობთ
  • 17:47 - 18:05
    (აპლოდისმენტები)
Title:
დევდატ პატანაიკი: აღმოსავლეთი და დასავლეთი - მითები და მისტიფიკაცია
Speaker:
Devdutt Pattanaik
Description:

დევდატ პატანაიკი წარადგენს თავლის ამხელ შეხედულებას ინდური და დასავლურ მითების შესახებ - და აჩვენებს თუ როგორ განაპირობებს ურთირთ გაუგებრობას ეს ორი ფუნდამენტალურად განსხვავებული შეხედულებები ღმერთების, სიკვდილის და სამოთხის შესახებ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
18:08
Andro Dgebuadze added a translation

Georgian subtitles

Revisions