< Return to Video

Significant Figures

  • 0:01 - 0:08
    შევეცადოთ ვისწავლოთ ერთი-ორი აღსანიშნავი
    რამ მნიშვნელოვანი ციფრების შესახებ.
  • 0:08 - 0:15
    ძირითადი იდეაა, რომ დიდი გამოთვლების
    შემდეგ, როდესაც მივიღებთ მრავალნიშნა რიცხვს,
  • 0:15 - 0:18
    გავიგოთ,
    თუ რამხელა სიზუსტით წარმოვადგინოთ იგი ისე,
  • 0:18 - 0:25
    რომ შედეგი არ იყოს მეტი სიზუსტის,
    ვიდრე სინამდვილეში გავზომეთ.
  • 0:25 - 0:28
    სანამ გავიგებთ,როგორ გამოვიყენოთ
    ეს მეთოდი გამოთვლისას,
  • 0:28 - 0:33
    განვიხილოთ მნიშვნელოვანი ციფრების
    გამოვლენის რამდენიმე მაგალითი. დავფიქრდეთ,
  • 0:33 - 0:40
    "რომელი ციფრები მაძლევენ ინფორმაციას,
    თუ რამდენად ზუსტია ჩემი გამოთვლა?"
  • 0:40 - 0:46
    ამ პირველ რიცხვში
    მნიშვნელოვანი ციფრებია შვიდი-ნული-ნული.
  • 0:46 - 0:52
    ანუ აქ მოცემული გვაქვს
    სამი მნიშვნელოვანი ციფრი.
  • 0:52 - 0:58
    შეიძლება იკითხოთ, თუ რატომ არ ვთვლით
    ნულებს მძიმის შემდეგ და შვიდიანამდე.
  • 0:58 - 1:03
    ისინი ხომ
    გვეხმარებიან რიცხვის განსაზღვრაში?
  • 1:03 - 1:07
    მართალია, მაგრამ ისინი არ გვიჩვენებენ,
    თუ რამდენად ზუსტია ჩვენი გამოთვლა.
  • 1:07 - 1:09
    შევეცადოთ, უკეთ გავიგოთ ეს:
  • 1:09 - 1:13
    წარმოვიდგინოთ, რომ
    ეს რიცხვი კილომეტრის მაჩვენებელია.
  • 1:13 - 1:18
    ჩვენ გავზომეთ ნული მთელი
    ნულ-ნულ-შვიდი-ნულ-ნული კილომეტრი.
  • 1:18 - 1:27
    ეს იგივე იქნებოდა, რომ წარმოგვედგინა,
    როგორც შვიდი მთელი ნულ-ნული მეტრი.
  • 1:27 - 1:32
    ჩვენ იქნებ მეტრობით გავზომეთ და ვთქვით,
    რომ შვიდი მთელი ნულ-ნული მეტრია.
  • 1:32 - 1:35
    ანუ გავზომეთ სანტიმეტრის სიზუსტით.
  • 1:35 - 1:37
    თუმცა, დავწერეთ კილომეტრებში.
  • 1:37 - 1:42
    ეს ორი რიცხვი იმავეს გამოსახავს, მაგრამ
    განსხვავებული ერთეულებით. შევხედოთ და
  • 1:42 - 1:46
    გაგვიადვილდება იმის გაგება, რატომ
    გვაქვს მხოლოდ სამი მნიშვნელოვანი ციფრი.
  • 1:46 - 1:54
    ეს ნულები უბრალოდ განსაზღვრავენ, რომელ
    ერთეულს ვიყენებთ ამ შემთხვევაში.
  • 1:54 - 1:59
    ინფორმაციულობის სიზუსტით კი რამდენიმე
    ციფრია მნიშვნელოვანი: შვიდი, ნული და ნული
  • 1:59 - 2:04
    ნულების დათვლის მიზეზი კი ერთია.
    ვინც ეს რიცხვი დაწერა, არ იყო ვალდებული
  • 2:04 - 2:07
    დაეწერა ნულები. მიაწერეს,
    რომ ეთქვათ "აი, აქამდე გავზომე".
  • 2:07 - 2:15
    ზუსტად რომ არ გაეზომათ, ნულებს აღარ
    ჩათვლიდნენ საჭიროდ და შვიდ მეტრს დაწერდნენ
  • 2:15 - 2:22
    შემდეგზე გადავიდეთ. ხუთიანი და ორიანი -
    ნულის გარდა ყველა ციფრი მნიშვნელოვანია
  • 2:22 - 2:29
    ნულებს არ ვთვლით იმავე ლოგიკით,
    რომ ნული მთელი 052 კილომეტრი
  • 2:29 - 2:38
    იგივე იქნებოდა, რაც 52 მეტრი,
    რომელსაც ორი მნიშვნელოვანი ციფრი გააჩნია.
  • 2:38 - 2:53
    შეგვიძლია, ვთქვათ,
    რომ არ გვჭირდება წინა ნულების დათვლა.
  • 2:53 - 2:58
    უნდა ჩავთვალოთ ნულისგან განსხვავებული
    ციფრები და ის, რაც მათ შორისაა.
  • 2:58 - 3:04
    და ასევე ბოლო ნულები,
    თუ ათწილადებთან გვაქვს საქმე.
  • 3:04 - 3:09
    ვეცდები, უფრო სწორად ჩამოვაყალიბო.
    ამ შემთხვევაში ადამიანმა გამოთვალა 370
  • 3:09 - 3:11
    და ათწილადად ჩაწერა.
  • 3:11 - 3:15
    წერტილი რომ არ დაესვათ, ვერ
    მივხვდებოდით რამდენად ზუსტად იყო ჩაწერილი.
  • 3:15 - 3:19
    მაგრამ რადგან ათწილადადაა ჩაწერილი,
    ეს განსაზღვრავს, რომ ზუსტად 370 გაზომეს.
  • 3:19 - 3:26
    მათ არ მიუღიათ 372 და არ დაუმრგვალებიათ.
  • 3:26 - 3:29
    ათწილადი გვიჩვენებს, რომ
    მხოლოდ ეს სამი ციფრია მნიშვნელოვანი.
  • 3:29 - 3:34
    ანუ ეს სამი მნიშვნელოვანი ციფრი გვაქვს აქ.
  • 3:34 - 3:41
    აქ ათწილადი მხოლოდ იმას კი არ გვიჩვენებს,
    რომ ყველაზე ახლო ვარიანტი ავარჩიეთ
  • 3:41 - 3:44
    არამედ იმასაც,
    რომ უახლოეს ათეულამდეა დამრგვალებული
  • 3:44 - 3:49
    აქაც სამი მნიშვნელოვანი ციფრი გვაქვს
  • 3:49 - 3:56
    შვიდიანი ასეულების თანრიგშია,
    მაგრამ ათასეულებამდე მივყავართ.
  • 3:56 - 4:00
    მიუხედავად იმისა, რომ შუაში ნულებია,
    ისინი ჩვენი გაზომვის ნაწილია
  • 4:00 - 4:03
    იმიტომ რომ ისინი
    ნატურალურ რიცხვებს შორისაა.
  • 4:03 - 4:13
    ამ შემთხვევაში ექვსივე ციფრი,
    რომელიც წერია, მნიშვნელოვანი ციფრია.
  • 4:13 - 4:19
    ბოლო შემთხვევა ბუნდოვანია, 37000
    არ განსაზღვრავს, რომ ზუსტად ამდენი გაზომე.
  • 4:19 - 4:24
    იქნებ უახლოეს რიცხვამდე გაზომე და
  • 4:24 - 4:30
    შემთხვევით ზუსტად 37000 გამოგივიდა.
    იქნებ უახლოეს ათასეულამდე გამოიანგარიშე?
  • 4:30 - 4:37
    გაურკვეველია და სიტუაციაზეა დამოკიდებული,
    თუ შეგხვდება მსგავსი ჩანაწერი
  • 4:37 - 4:48
    მარჩიელობას დაიწყებ ინფორმაციის ნაკლებობის გამო,
    ან ჩათვლი, რომ ორი მნიშვნელოვანი ციფრია.
  • 4:48 - 4:53
    ნაკლები ბუნდოვანებისთვის
    ათწილადის მძიმეს დასვამდნენ.
  • 4:53 - 4:59
    ეს კი მიგვითითებს, რომ
    ხუთი მნიშვნელოვანი ციფრი იყო.
  • 4:59 - 5:03
    და თუ მძიმეს არ დავწერდით, ორს ვიტყოდი.
Title:
Significant Figures
Description:

more » « less
Video Language:
English
Team:
Khan Academy
Duration:
05:03

Georgian subtitles

Revisions