< Return to Video

Fraction basics | Fractions | 3rd grade | Khan Academy

  • 0:00 - 0:05
    ამ ვიდოში ვილაპარაკებ წილადების შინაარსზე.
  • 0:05 - 0:08
    წილადებს ბევრნაირად შეგვიძლია, შევხედოთ,
  • 0:08 - 0:11
    თუმცა ჯერ ვისაუბროთ საფუძვლებზე.
  • 0:11 - 0:14
    ვთქვათ, მაქვს ეს კვადრატი.
  • 0:14 - 0:17
    ჩავთვალოთ,
    რომ ეს კვადრატი არის ერთი მთელი,
  • 0:17 - 0:19
    (მოდით, დავწერ)
  • 0:19 - 0:22
    ანუ, ეს არის მთლიანი, სრული კვადრატი.
  • 0:22 - 0:27
    ახლა მას გავყოფ ოთხ ტოლ ნაწილად.
  • 0:27 - 0:30
    ჯერ ასე გავჭრი.
  • 0:30 - 0:33
    გავყოფ მას ორ ტოლ ნაწილად.
  • 0:33 - 0:36
    ასე, გავყოფ ოთხ ტოლ ნაწილად...
  • 0:36 - 0:38
    4 ტოლი ნაწილი.
  • 0:38 - 0:42
    მას შემდეგ, რაც მივიღეთ 4 ტოლი ნაწილი,
  • 0:42 - 0:45
    ამოვიღებ მის ერთ ნაწილს.
  • 0:45 - 0:49
    მოდი, ავირჩევ ამ ნაწილს და გავაფერადებ.
  • 0:49 - 0:53
    გვაინტერესებს, მთლიანის რა ნაწილია -
  • 0:53 - 0:56
    - ნაწილი, რომელიც წითლად გავაფერადე?
  • 0:56 - 1:00
    ეს არის ერთი, ოთხი ნაწილიდან.
  • 1:00 - 1:04
    ერთი, ორი, სამი,
    ოთხი ტოლი ნაწილიდან გავაფერადე ერთი.
  • 1:04 - 1:11
    ეს არის წილადი,
    ანუ, მთელის ერთი მეოთხედი ნაწილი.
  • 1:11 - 1:13
    ორნაირად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ.
  • 1:13 - 1:16
    შეგიძლიათ, აღვიქვათ, როგორც ერთი
    ოთხი ტოლი ნაწილიდან,
  • 1:16 - 1:21
    ან, როგორც მთელი გაყოფილი ოთხზე,
  • 1:21 - 1:24
    რაც ამხელა ნაწილს გვაძლევს.
  • 1:24 - 1:26
    გავაკეთოთ კიდევ ერთი.
  • 1:26 - 1:33
    ახლა დავფიქრდეთ, რას წარმოადგენს
    ერთი მერვედი.
  • 1:33 - 1:37
    ანუ, ერთი მერვედი.
  • 1:38 - 1:43
    ამ შემთხვევაში მთელი ეს მართკუთხედია და
    სწორედ მას დავყოფთ.
  • 1:43 - 1:47
    შეგვიძლია მთელი დავყოთ რვა ტოლ ნაწილად ...
    მოდი მართლაც დავყოთ.
  • 1:47 - 1:51
    ასე გავყოფ ორ ტოლ ნიწილად,
    კარგად გამოიყურება...
  • 1:51 - 1:56
    ახლა თითოეულს ორ-ორ ტოლ ნაწილად გავყოფ
    და მივიღებ ოთხ ტოლ ნაწილს.
  • 1:56 - 2:06
    თუკი თითოეულს კიდევ ორ ნაწილად გავყოფ,
    მივიღებ რვა ტოლ ნაწილს.
  • 2:06 - 2:08
    ეს არ არის ზუსტი ნახაზი,
    რადგან ხელით დავხაზე
  • 2:08 - 2:10
    მაგრამ, იმედია, აზრს გამოიტან.
  • 2:10 - 2:17
    ახლა მაქვს 8 ტოლი ნაწილი და
    ავირჩევ ზუსტად ერთ მათგანს.
  • 2:17 - 2:20
    რომელიც იქნება ერთი მერვედი.
    შემიძლია, ნებისმიერი მათგანი ავირჩიო.
  • 2:20 - 2:24
    მოდით, ამას ავირჩევ. არ არის აუცილებელი,
    პირველი ავირჩიოთ.
  • 2:24 - 2:33
    კიდევ ერთხელ, ეს წითელი კვადრატი არის
    მთლიანის ერთი მერვედი.
  • 2:33 - 2:37
    გაჩვენებთ კიდევ რამდენიმე მაგალითს,
    რომლებიც წინასწარ გავაფერადე.
  • 2:37 - 2:42
    ახლა მინდა რომ გააჩეროთ ვიდეო და გაიაზროთ,
    ან ფურცელზე დაწეროთ:
  • 2:42 - 2:48
    თუკი იასამნისფერი კვადრატი მთელია,
    მის რა ნაწილს წარმოადგენს წითელი ნაწილი?
  • 2:48 - 2:53
    თუკი ეს ლურჯი წრე მთელია, მის რა ფრაქციას
    წარმოადგენს წითელი ნაწილი?
  • 2:53 - 2:58
    თუკი ეს ყვითელი სამკუთხედი მთელია, მის რა
    ფრაქციას წარმოადგენს წითელი ნაწილი?
  • 2:58 - 3:01
    მოდი, ახლა შეაჩერე ვიდეო.
  • 3:02 - 3:04
    ახლა, დავაკვირდეთ თითოეულ მათგანს.
  • 3:04 - 3:08
    ამ მართკუთხედის შემთხვევაში,
    გვაქვს სამი ტოლი ნაწილი.
  • 3:08 - 3:11
    გავაფერადეთ ერთი მათგანი.
  • 3:11 - 3:18
    ანუ, ეს წითელი მართკუთხედი არის
    მთელის ერთი მესამედი.
  • 3:18 - 3:22
    შევხედოთ ამ ნამცხვრის მსგავს ფიგურას...
  • 3:22 - 3:27
    აქ გვაქვს 1, 2, 3, 4, 5 ტოლი ნაწილი.
  • 3:27 - 3:33
    5 ტოლი ნაწილი და გაფერადებულია
    ერთ-ერთი ამ ხუთთაგანი.
  • 3:33 - 3:45
    ანუ, ნამცხვრის ეს ნაწილი წარმოადგენს
    მთლიანი ნამცხვრის ერთ მეხუთედს.
  • 3:45 - 3:48
    ეს სამკუთხედი საინტერესოა.
    ალბათ, შენ იტყოდი:
  • 3:48 - 3:55
    "მოცემული მაქვს ოთხი ნაწილი და ერთი
    გაფერადებულია, ანუ ის არის ერთი მეოთხედი."
  • 3:55 - 3:59
    მაგრამ დაიმახსოვრე! აუცილებლად
    ტოლი ნაწილები უნდა იყოს!
  • 3:59 - 4:04
    აშკარად ჩანს, რომ ეს ნაწილი კუთხეში
    არ არის შუა ნაწილის ტოლი.
  • 4:04 - 4:08
    არც ამ ნაწილის ტოლია.
    ანუ, არ არის მოცემული 4 ტოლი ნაწილი.
  • 4:08 - 4:12
    ამიტომაც ვერ ვიტყვით, რომ ეს არის
    სამკუთხედის ერთი მესამედი.
  • 4:12 - 4:14
    სამწუხაროდ, ეს არასწორია.
Title:
Fraction basics | Fractions | 3rd grade | Khan Academy
Description:

more » « less
Video Language:
English
Team:
Khan Academy
Duration:
04:15

Georgian subtitles

Revisions