-
სამ მეთხუთმეტედს უნდა დავუმატოთ შვიდი
მეთხუთმეტედი.მიღებული პასუხი გავამარტივოთ.
-
წილადების შეკრებისას, თუ
მათი მნიშვნელები არაა განსხვავებული---
-
ამ შემთხვევაში ასეა, ორივე მოცემული
წილადის მნიშვნელი ერთმანეთის ტოლია---
-
მოცემულ მაგალითში, ორივე წილადის
მნიშვნელი ერთი და იგივეა და უდრის 15-ს.
-
მაშასადამე, ამ წილადების
ჯამის მნიშვნელიც იქნება თხუთმეტი,
-
ხოლო მრიცხველი იქნება მრიცხველების ჯამი.
სამს პლუს შვიდი, უდრის ათს.
-
ანუ მივიღეთ ათი მეთხუთმეტედი.
-
თუ გვინდა, რომ გავამარტივოთ, უნდა ვიპოვოთ
10-ისა და 15-ს უდიდესი საერთო გამყოფი
-
და ეს რიცხვი არის ხუთი. ესაა უდიდესი რიცხვი
რომლის ჯერადიც არის ორივე, 10 და 15.
-
ამგვარად, ათიც და
თხუთმეტიც, ორივე უნდა გავყოთ ხუთზე.
-
10 გაყოფილი 5-ზე არის 2 და 15 გაყოფილი
5-ზე არის 3, ანუ მივიღეთ ორი მესამედი.
-
უკეთესად რომ გავიაზროთ,
მოდით დავხატოთ რამე და გავყოთ 15 სექციად.
-
იმედია, შევძლებ ამის გაკეთებას.
-
შეიძლება,
უფრო ადვილი გზაა წრეების დახატვა...
-
მოდით, დავხატავ 15 ნაწილს.
-
ერთი სექცია არის აქ,
-
ესეც ერთი სექცია.თუ დავაკოპირებ ეს იქნება
მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე სექცია.
-
მოდით, ახლა მთლიანად
დავაკოპიროთ ეს ხუთი სექცია.
-
მივიღეთ 10 სექცია და კიდევ ერთხელ
თუ გავაკეთებთ იგივეს, მივიღებთ 15 სექცის.
-
წარმოიდგინეთ,რომ ეს არის
შოკოლადის ფილა და უნდა დავყოთ 15 ნაწილად.
-
რა იქნება ამის სამი მეთხუთმეტედი?
-
3/15 იქნება ერთი,
ორი, სამი--- აი ეს ნაწილი.
-
ახლა უნდა მივუმატოთ კიდევ შვიდი ნაწილი.
-
და ეს იქნება ერთი,ორი,სამი,
ოთხი,ხუთი,ექვსი,შვიდი. ეს შვიდი ნაწილი.
-
თუ ჩვენ ავიღებთ
სტაფილოსფერს და ლურჯს, მივიღებთ---
-
--ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი,ექვსი,შვიდი,რვა,
ცხრა, ათი --მივიღებთ ათ ნაწილს, ანუ 10/15.
-
უკეთ რომ მივხვდეთ, თუ რატომ
არის ეს 2/3-ის ტოლი, გავაკეთოთ შემდეგი:
-
შოკოლადის ფილა გავყოთ სამ ნაწილად,
ანუ თითო ნაწილს ექნება ხუთი პატარა ნაწილი.
-
ერთი, ორი, სამი,
ოთხი, ხუთი-- ეს არის ერთი მესამედი.
-
ერთი,ორი,სამი,ოთხი,
ხუთი--- ესეც ერთი მესამედია.
-
ნახეთ, ჩვენ მივიღეთ ზუსტად --ერთი,
ორი--- ორი მესამედი შოკოლადის ფილის.
-
ეს არის მესამე
მესამედი,მაგრამ ეს არ შეგვივსია.
-
ანუ, დავამტკიცეთ,რომ 10/15 იგივეა,რაც 2/3.