< Return to Video

ათწილადის პოზიციური მნიშვნელობა, ანუ თანრიგი

  • 0:01 - 0:09
    რა თანრიგი უკავია სამს რიცხვში 654,213–ში?
  • 0:09 - 0:10
    მოდით, დავფიქრდეთ ამაზე.
  • 0:10 - 0:15
    ამისთვის მე გადავწერ ამ რიცხვს და
    თითოეულ ციფრს განსხვავებული ფერით დავწერ.
  • 0:15 - 0:32
    გვაქვს 654 მთელი
    -- ვსვამთ ათწილადის ნიშნას -- 213.
  • 0:32 - 0:34
    ის, რაც წერია
    ათწილადის წერტილის მარცხნივ,
  • 0:34 - 0:36
    ჩვენთვის უკვე ნაცნობი გამოსახულებაა.
  • 0:36 - 0:39
    ვიცით, რომ ეს --
    ნეიტრალური ფერით დავწერ --
  • 0:39 - 0:45
    ეს არის ასეულების ადგილი
    ან შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც
  • 0:45 - 0:48
    ათი მეორე ხარისხში.
  • 0:48 - 0:51
    უფრო დიდად დავწერ ქვემოთ.
  • 0:51 - 0:55
    ეს არის ასეულის ადგილი.
  • 0:55 - 0:58
    შეგიძლია შეხედოთ,
    როგორც ათის მეორე ხარისხის ადგილს
  • 0:58 - 0:59
    რაც არის იგივე 100.
  • 0:59 - 1:04
    ეს არის ათეულის ადგილი, რაც
    არის იგივე 10 პირველ ხარისხში.
  • 1:04 - 1:11
    ეს არის ერთეულის ადგილი,
    რაც არის იგივე 10 ნოლ ხარისხში.
  • 1:11 - 1:14
    შემდეგ, თუ გადახვალთ
    ერთი ადგილით მარჯვნივ,
  • 1:14 - 1:16
    ათწილადის წირტილის იქეთ,
  • 1:16 - 1:18
    ეს გამოსახავს მეათედს.
  • 1:18 - 1:25
    ეს გამოსახავს მეათედს
    ან შეგვიძლია შევხედოთ, როგორც
  • 1:25 - 1:27
    ათს ხარისხად -1.
  • 1:27 - 1:29
    შემდეგ,
    თუ გადავალთ ამ მოვარდისფეროზე,
  • 1:29 - 1:31
    თუ
    გადავალთ ორი ადგილით მარჯვნივ,
  • 1:31 - 1:37
    ეს გამოსახავს მეასედს
    ან ათს ხარისხად -2
  • 1:37 - 1:41
    და ბოლოს, 3 გამოსახავს მეათასედს.
  • 1:41 - 1:46
    ეს გამოსახავს მეთასედს
    ან ათს ხარისხად -3.
  • 1:46 - 1:48
    ახლა, რომ ვუპასუხოთ კითხვას,
  • 1:48 - 1:54
    რა არის სამის
    პოზიციური მნიშვნელობა 654.213–ში?
  • 1:54 - 1:59
    სამი არის მეათასედის თანრიგში.
  • 1:59 - 2:01
    პრინციპში, ესაა სულ დასმული კითხვის პასუხი
  • 2:01 - 2:04
    მაგრამ, რომ დავრწმუნდეთ, რომ
    ნამდვილად გავიგეთ რას ნიშნავს ეს,
  • 2:04 - 2:06
    ვაპირებ, გადავწერო ეს რიცხვი თავიდან.
  • 2:06 - 2:10
    შეგვიძლია,
    გადავწეროთ ეს რიცხვი, როგორც 600.
  • 2:10 - 2:14
    გვაქვს
    6 ასეულს დამატებული 5 ათეული
  • 2:14 - 2:17
    ან შეგიძლიათ თქვათ, დამატებული 50.
  • 2:17 - 2:35
    დამატებული
    4 ერთეული, დამატებული 2/10,
  • 2:35 - 2:48
    დამატებული
    1/100, დამატებული 3/1000.
  • 2:48 - 2:51
    კიდევ სხვაგვარად შეგვიძლია ამის გადაწერა,
    რომ დავრწმუნდეთ
  • 2:51 - 2:53
    მართლა გავიგეთ რაზეც ვლაპარაკობთ
  • 2:53 - 2:55
    როცა
    თანრიგებს ვახსენებთ.
  • 2:55 - 2:57
    შეგვიძლია
    გადავწეროთ ეს რიცხვი, როგორც
  • 2:57 - 3:04
    ექვსჯერ 100, დამატებული ხუთჯერ 10,
  • 3:04 - 3:15
    დამატებული ოთხჯერ 1 --ცუდი ფერით
    ვაკეთებ -- დამატებული ოთხჯერ 1,
  • 3:15 - 3:28
    დამატებული ორჯერ 1/10,
    დამატებული ერთჯერ 1/100 და შემდეგ
  • 3:28 - 3:34
    ბოლოს, დამატებული სამჯერ 1/1000.
  • 3:34 - 3:37
    იმედია , როდესაც
    ასე დაწერთ, შეგექმნებათ წარდმოდგენა
  • 3:37 - 3:40
    იმის შესახებ, თუ
    რას ნიშნავს თანრიგი.
  • 3:40 - 3:44
    6 არის სამი ციფრით
    ათწილადის წერტილის მარცხნივ,
  • 3:44 - 3:47
    ეს არის ასეულების
    ადგილას, ანუ გამოსახავს ექვს ასეულს.
  • 3:47 - 3:50
    ეს გამოსახავს ხუთ ათეულს,
    რადგან ის არის ათეულების ადგილას.
  • 3:50 - 3:52
    ეს გამოსახავს ოთხ ერთეულს.
  • 3:52 - 3:54
    გადადიხართ მეათასედის ადგილას.
  • 3:54 - 3:58
    ეს 3 სიამდვილეში გამოსახავს 3/1000-ს.
Title:
ათწილადის პოზიციური მნიშვნელობა, ანუ თანრიგი
Description:

U03_L1_T1_we1 ათწილადის პოზიციური მნიშვნელობა

more » « less
Video Language:
English
Duration:
04:00
Nina Nutsubidze edited Georgian subtitles for Decimal Place Value
Retired user edited Georgian subtitles for Decimal Place Value
Retired user edited Georgian subtitles for Decimal Place Value
Anna Chikovani added a translation

Georgian subtitles

Revisions