-
ყველაფერი, რაც ჩვენს ვებ-გვერდზე აქამდე
ჩავამატეთ,
-
ან შინაარსის ბრაუზერით გამოსახვით
ხდებოდა
-
ან თეგებით ვუთითებდით, თუ რა უნდა
გამოესახა.
-
ზოგჯერ, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციის
ჩამატება გვინდა ვებ-გვერდებზე იმისთვის,
-
რომ სხვა ადამიანებმა წაიკითხონ,
ბრაუზერმა კი უგულებელყოს.
-
ამის გასაკეთებლად, ჩვენ ვწერთ
კუთხოვან ფრჩხილებს (<>),
-
ძახილის ნიშანს,
ორ ტირეს,
-
და რაღაც ტექტს შიგნით,
-
შემდეგ კი ისევ ორ ტირეს
და დამხურავ კუთხოვან ფრჩხილს ,
-
ამას ჩვენ კომენტარს ვეძახით.
-
და მას ყველა
პროგრამურ ენაში ვაკეთებთ,
-
რადგან ხშირად გვინდა გაკეთება ისეთი რაღაცების
რაც მხოლოდ ადამიანებისთვისაა.
-
ეს პროგრამების განსაკუთრებულობაა:
-
ისინი არა მხოლოდ კომპიუტერებისთვისაა,
-
არამედ ადამიანებისთვისაც.
-
რადგან ჩვენ ხშირად ერთად ვმუშაობთ
რაღაცებზე, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან.
-
კარგი, რისთვის ვიყენებთ კომენტარებს
გარდა იმისა,
-
რომ მივესალმოთ მათ?
-
კარგი, ჩვენ შეიძლება გამოვიყენოთ ისინი
რომ გადავცეთ მათ,
-
საიდან მოდის შინაარსიი,
იმ შემთხვევაში, თუ მისი განახლება უნდათ.
-
ვწერ, "This paragraph is based on the Wikipedia
article," (პარაგრაფი ვიკიპედიის სტატიაზეა დაფუძნებული),
-
და შეიძლება მივცე ამის ბმულიც, მაგრამ...
-
და, "This paragraph is based on Pamela's personal
opinion,"(პარაგრაფი პამელას პირად აზრზეა დაფუძნებული)
-
მეტად სანდო წყაროზე.
-
შემდეგ, შეიძლება ჩავსვათ ბმული კომენტარში,
-
და დავწეროთ "These lyrics were from here."
(ტექსტი აქედან არის).
-
და ეს ადამიანებს ეხმარებათ გაიგონ
საიდან მოვიტანე ამ ვებ-გვერდის შინაარსი.
-
შეამჩნიეთ რაღაც ამ კომენტარებთან
დაკავშირებით?
-
ისინი მწვანეა, ყველა.
-
ეს იმიტომ, რომ ჩვენ ვიყენებდით კოდების
ედიტორს ფერების სინტაქსით,
-
და ის გამოიყენებს ფერებს, რათა
დაგვეხმაროს იმის გაგებაში, რა რა არის,
-
და კომენტარები თითქმის ყოველთვის
მწვანეა, პირობითად.
-
შეგვიძლია კომენტარები ჩვენს HTML-ის
ნაწილებსაც გავუკეთოთ.
-
მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა ვცადოთ
ჩვენი გვერდიდან რამის წაშლა.
-
ჩვენ უბრალოდ კომენტარში შემოვაწერთ.
-
♪ (ღიღინი) ♪
-
ახლა, ბრაუზერი აღარ ხედავს ამ
HTML-ს,
-
რადგან მან უგულებელყო ყველაფერი, რაც
კომენტარში იყო,
-
და ეს ნაწილი გვერდს მოსცილდა.
-
თუ მე გადავწყვეტ, რომ მე ეს, რეალურად,
მომწონდა,შემიძლია დავაბრუნო
-
გვერდებზე გაკეთებული კომენტარების
მოშლით...
-
და აი, ის დაბრუნდა!
-
გახსოვდეთ, კომენტარები ადამიანებისთვისაა.
-
იმ ადამიანებისთვის მაინც, ვისაც
ჩვენი ვებ-გვერდის კოდების ყურება მოსწონს.
-
ასეთები ბევრნი ვართ, არა?