< Return to Video

ლალიტეშ კატრაგადა: რუქები კატასტროფებთან საბრძოლველად, ეკონომიკების ასაშენებლად

  • 0:01 - 0:06
    2008 წელს, ციკლონმა Nargis გაანადგურა მიანმარი.
  • 0:06 - 0:10
    მილიონობით ადამიანს ესაჭიროებოდა გადაუდებელი დახმარება.
  • 0:10 - 0:14
    გაეროს უნდოდა ხალხის და რესურსების სწრაფი გადატყორცნა რეგიონში.
  • 0:14 - 0:17
    მაგრამ არ იყო რუქები, გზების,
  • 0:17 - 0:22
    საავადმყოფოების აღმნიშვნელი პუნქტები, შეუძლებელი იყო ციკლონის მსხვერპლებამდე გზის გაკვალვა.
  • 0:22 - 0:25
    როდესაც ლოს ანჯელესის ან ლონდონის რუქას ვუყურებთ,
  • 0:25 - 0:28
    ძნელი დასაჯრებელია
  • 0:28 - 0:31
    რომ 2005 წელს მხოლოდ 15% იყო
  • 0:31 - 0:34
    დეტალურ რუქებზე ასახული.
  • 0:34 - 0:37
    გაერო პირდაპირ დაეჯახა ამ პრობლემას
  • 0:37 - 0:39
    რომელსაც მსოფლიოს მოსახლეობა აწყდება:
  • 0:39 - 0:41
    დეტალური რუქების უქონლობა.
  • 0:41 - 0:43
    მაგრამ დახმარება მოდიოდა.
  • 0:43 - 0:45
    Google-ში, 40 მოხალისე
  • 0:45 - 0:48
    იყენებდა ახალ პროგრამას
  • 0:48 - 0:51
    120 000 კილომეტრი გზის
  • 0:51 - 0:54
    3000 საავადმყოფოს, ლოჯისტიკური და გადაუდებელი დახმარების ცენტრების რუქაზე დასატანად.
  • 0:54 - 0:56
    და ამისთვის 4 დღე დასჭირდათ.
  • 0:56 - 0:59
    რა პროგრამას იყენებდნენ? Google Mapmaker-ს.
  • 0:59 - 1:02
    ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ნებისმიერ ჩვენთაგანს აძლევს
  • 1:02 - 1:05
    საკუთარი ტერიტორიის ცოდნის რუქაზე ასახვის შესაძლებლობას.
  • 1:05 - 1:07
    ხალხი იყენებს ამ პროგრამას
  • 1:07 - 1:09
    გზებიდან დაწყებული მდინარეებით დამთავრებული,
  • 1:09 - 1:12
    სკოლების, ბიზნესების,
  • 1:12 - 1:15
    და ადგილობრივი პატარა მაღაზიების რუქაზე გადასატანად.
  • 1:15 - 1:17
    რუქებს დიდი მნიშვნელობა აქვთ.
  • 1:17 - 1:19
    ნობელის ლაურეატმა ჰერნანდო დე სოტომ
  • 1:19 - 1:21
    აღმოაჩინა რომ ეკონომიკური განვითარების საკვანძო ეტაპი
  • 1:21 - 1:23
    მრავალი განვითარებადი ქვეყნისთვის
  • 1:23 - 1:26
    არის გამოუყენებელი მიწების პოტენციალის ათვისება.
  • 1:26 - 1:29
    მაგალითად, ტრილიონი დოლარის ღირებულების
  • 1:29 - 1:32
    უძრავი ქონებაა აუთვისებელი მხოლოდ ინდოეთში.
  • 1:32 - 1:34
    მხოლოდ გასულ წელს,
  • 1:34 - 1:38
    170 ქვეყნის ათასობით მომხმარებელმა
  • 1:38 - 1:41
    დაიტანა რუქაზე მილიონობით ელემენტი
  • 1:41 - 1:44
    და შექმნა იმდენად დეტალური რუქა, რომელიც მანამდე არავის ეგონა შესაძლებელი.
  • 1:44 - 1:46
    და ეს ყველაფერი
  • 1:46 - 1:50
    ენთუზიასტების ხელით გაკეთდა სხვადასხვა ადგილას.
  • 1:50 - 1:53
    მოდით შევხედოთ ზოგიერთ რუქას
  • 1:53 - 1:56
    რომელსაც მომხმარებლები ამ წუთას ქმნიან.
  • 1:56 - 1:58
    ასე რომ, სანამ ჩვენ ვსაუბრობთ, ხალხი რუქებს ქმნის
  • 1:58 - 2:00
    ამ 170 ქვეყანაში.
  • 2:00 - 2:06
    შეგიძლიათ დაინახოთ ბრიჯიტი აფრიკიდან, რომელმაც ეხლახანს დაიტანა რუქაზე გზა სენეგალში.
  • 2:06 - 2:11
    და სახლთან უფრო ახლოს, ჩალუამ გზა დაიტანა ბანგალორში.
  • 2:11 - 2:14
    ეს დათვლადი გეომეტრიის,
  • 2:14 - 2:17
    ჟესტების ცნობის, და მანქანების სწავლის შედეგია.
  • 2:17 - 2:19
    ეს ათასობით მოხმარებლის გამარჯვებაა,
  • 2:19 - 2:21
    ასობით ქალაქში,
  • 2:21 - 2:23
    ერთი მოხმარებლის, თითო-თითო შესწორებით.
  • 2:23 - 2:27
    ეს არის მოსაწვევი 70% ტერიტორიიდან
  • 2:27 - 2:29
    რომელიც ჯერ არ არის რუქაზე ასახული.
  • 2:29 - 2:31
    კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ახალ მსოფლიოში.
  • 2:31 - 2:34
    (აპლოდისმენტები)
Title:
ლალიტეშ კატრაგადა: რუქები კატასტროფებთან საბრძოლველად, ეკონომიკების ასაშენებლად
Speaker:
Lalitesh Katragadda
Description:

2005 წლისთვის, მსოფლიოს მხოლოდ 15% იყო ასახული რუქაზე. ეს აფერხებს კატასტროფის შემდგომ დახმარების მიწოდებას -- მალავს გამოუყენებელი მიწების და გზების ეკონომიკურ პოტენციალს. ამ მოკლე საუბრით, Google-ის ლალიტეშ კატრაგადა აკეთებს "რუქების შემქმნელის"(Map Maker) დემონსტრაციას, რუქების შემქმნელი საშუალებები რომლებსაც ხალხი იყენებს საკუთარი რუქების შესაქმნელად.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
02:38
George Pagava added a translation

Georgian subtitles

Revisions