-
მოდით, გავაკეთოთ ვინსტონის ანიმაცია იმ
გამარტივებული მეთოდებით რომელიც ვისწავლეთ.
-
გვაქვს ვინსტონი, მისი თვალები და გვაქვს
თვალის ზომის (შემდეგში eyeSize) ცვლადები.
-
თუ გვინდა, რომ მისი თვალები უფრო
დიდი გახდეს უნდა დავუწეროთ "eyeSize +=1".
-
ეს იგივეა, რაც თვალის ზომის ერთი
პიქსელით გადიდება. შედეგიც სახეზეა.
-
მოდით, ხელახლა გავაკეთოთ. ნახეთ!
-
ძალიან მაგარია.
-
გამოდის, რომ პროგრამირებაში
ცვლადებს ერთს ბევრჯერ ვუმატებთ.
-
მოგვიანებით გავიგებთ მიზეზს,
თუ რატომ ვუმატებთ ცვლადებს ერთს.
-
პროგრამისტებს
ბეზრდებათ ყოველთვის "+=1"-ს წერა.
-
ამიტომ, მათ მოიფიქრეს
შემოკლებული გზა ამის დასაწერად.
-
ნაცვლად "eyeSize +=1"- სა,
შეგიძლიათ უბრალოდ დაწეროთ "eyeSize++"
-
ნახეთ, ზუსტად იგივეს აკეთებს.
უბრალოდ შემოკლებული ვერსიაა.
-
ამას პროგრმამისტები იყენებენ არა მხოლოდ
პროგრამირებისას, ყოველდღიურ ლაპარაკშიც.
-
უკვე ყველამ იცის ტერმინი ++,
რაც ნიშნავს რაიმეს გადიდებას.
-
მაგალითად, თუ ჩვენ
წავიდოდით ვინსტონის დაბადების დღეზე,
-
ვეტყოდით "გილოცავ ვინსტონ, ვინსტონ++!",
იმიტომ რომ ვინსტონს ერთი წელი მოემატა.
-
ან თუ რაიმე ახალი ისწავლეთ,
შეგიძლიათ თქვათ "ინტელიგენცია ++"
-
ძალიან სასაცილოდ ჟღერს.
-
ამგვარად, როდის უნდა
გამოვიყენოთ ++ ნაცვლად += -სა?
-
ანიმაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ
+=, რათა განხვავებული რიცხვი მიუწეროთ.
-
მოდით რაიმე განსხვავებული გავაკეთოთ.
-
(სიცილის ხმა)
---ძალიან სასაცილოა, არა?---
-
მაგრამ თუ იცით რას აკეთებთ,
შეგიძლიათ უბრალოდ ++ გამოიყენოთ.
-
მოგვიანებით ნახავთ, რომ
ბევრჯერ დაგვჭირდება ცვლადის ერთით გაზრდა
-
არამხოლოდ ანიმაციისთვის,
სადაც ++ უფრო გამოსადეგი იქნება.
-
ასე რომ დაიმახსოვრეთ, რას ნიშნავს ++ და
ეცადეთ გამოიყენოთ ყოველდღიურ საუბრებშიც.