< Return to Video

Search on Mendeley Desktop and Mendeley Web (Mendeley Minute)

  • 0:01 - 0:04
    მოგესალმებით მენდელეის სასწავლო კურსზე
  • 0:04 - 0:10
    ამ ეპიზოდში თქვენ გაეცნობით ძიების ფუნქციას მენდელეის დესკტოპ და ვებ ვერსიებში
  • 0:10 - 0:15
    მენდელეი დესკტოპი თქვენს ბიბლიოთეკას ძიების დახვეწილი მექანიზმის მქონე მონაცემთა ბაზად გადააქცევს
  • 0:15 - 0:26
    უბრალოდ აირჩიეთ ის ფოლდერი ან ჯგუფში, რომელშიც ძიების განხორციელება გსურთ და ჩაწერეთ საძიებო ტერმინები პროგრამის ზედა მარჯვენა კუთხეში განთავსებულ საძიებო ველში
  • 0:26 - 0:31
    თქვენს მიერ საძიებო ველში ტერმინების შეყვანისას მენდელეი ძიებას თქვენს ბიბლიოთეკაში არსებული დოკუმენტების შიგნით ახორციელებს
  • 0:31 - 0:34
    ძიების რეზულტატზე დაკლიკების შედეგად მენდელეი გახსნის შესაბამის დოკუმენტს
  • 0:34 - 0:44
    ახლა თქვენ შეგიძლიათ ძიების რეზულტატი დოკუმენტის შიგნით იხილოთ
  • 0:44 - 0:47
    'Enter' ღილაკის ან ზედა კუთხეში მდებარე ისრების მეშვეობით შეგიძლიათ ძიების სხვადასხვა შედეგზე გადახვიდეთ
  • 0:47 - 0:56
    დავუბრუნდეთ მთავარ ინტერფეისს. წავშალოთ წინა ძიების შედეგი და მიმოვიხილოთ ის სხვა ფუნქციები, რომლებმაც შესაძლოა გაგვიუმჯობესოს ძიების შედეგები
  • 0:56 - 1:00
    თქვენ მარტივად შეგიძლიათ კონკრეტული თეგით მონიშნული დოკუმენტების ნახვა
  • 1:00 - 1:05
    ამისთვის თქვენ საძიებო ველში უნდა განახორციელოთ ძიება შემდეგი ფორმატით
    tag:(საძიებო თეგი)
  • 1:05 - 1:08
    არ გამოიყენოთ დაშორება
  • 1:08 - 1:10
    შეამჩნევდით, რომ ახლა მე უფრო ნაკლები შედეგი მივიღე, ვიდრე წინა ძიებისას
  • 1:10 - 1:16
    ეს იმიტომ, რომ ახლა ძიება გამორიცხავს იმ ფაილებს, რომელთა სრული ტექსტიც შეიცავს შესაბამის თეგს
  • 1:16 - 1:18
    და ეძებს მხოლოდ იმ ფაილებს, რომლებიც შესაბამისი თეგის მატარებელი
  • 1:18 - 1:23
    აბსტრაქტის ოპერატორსაც იგივე ფუნქცია გააჩნია, იგი მხოლოდ აბსტრაქტებს შიგნით ახორციელებს ძიებას
  • 1:23 - 1:28
    ალბათ შეამჩნიეთ, რომ ახლა კიდევ უფრო ნაკლები ძიების შედეგი გვაქვს
  • 1:28 - 1:32
    ჩანაწერის შესახებ ინფორმაციის შემცველ მრავალ სხვა ველშიც ამავე გზით არის შესაძლებელი ძიება
  • 1:32 - 1:40
    მათ შორის ავტორის, სახელწოდების, გამომცემლობის, წელის, შენიშვნების და ა.შ. ველებში
  • 1:40 - 1:45
    ამავე გზით შეგიძლიათ ძიება განახორციელოთ ჯგუფებში
  • 1:45 - 1:54
    უბრალოდ დააკლიკეთ იმ ჯგუფზე, რომელშიც გსურთ ძიება, შემდეგ დააკლიკეთ დოკუმენტების ტაბზე და შეიყვანეთ საძიებო ტერმინები
  • 1:54 - 1:59
    მიაქციეთ ყურადღება, რომ კონკრეტული ჩანაწერი, როგორც ცალ-ცალკე ასლები, იძებნება როგორც ჩემს პირად ბიბლიოთეკაში ასევე არჩეულ ჯგუფში
  • 1:59 - 2:04
    ამ ასლის შესახებ ჩემს კოლაბორატორებს შენიშვნები და კომენტარებიც გაუკეთებიათ
  • 2:04 - 2:08
    ბიბლიოთეკაში ძიება მენდელეის ვებ ვერსიაშიც შეგიძლიათ
  • 2:08 - 2:12
    დააკლიკეთ ტაბზე 'My Library'
  • 2:12 - 2:19
    და შეიყვანეთ საძიებო ტერმინები ტაბის ზედა მარჯვენა კუთხეში მდებარე ძიების ველში
  • 2:19 - 2:23
    ვებ ვერსიის გამოყენებისას ასევე შეგიძლიათ მენდელეის სრულ მონაცემთა ბაზაში განახორციელოთ
  • 2:23 - 2:27
    მენდელეის მონაცემთა ბაზა მსოფლიოში უდიდეს ღია კატალოგს წარმოადგენს
  • 2:27 - 2:39
    უბრალოდ შეიყვანეთ საძიებო ტერმინი საძიებო ველში და ჩამოსაშლელი მენიუდან აირჩიეთ ნაშრომები, ჯგუფები ან პიროვნებები
  • 2:39 - 2:46
    ძიების შედეგების გვერდზე დააკლიკეთ გაფართოებულ ძიებაზე. ეს დაგეხმარებათ ძიების დაკონკრეტებაში
  • 2:46 - 2:48
    შეგიძლიათ ეძებოთ მხოლოდ სახელწოდების
  • 2:48 - 2:49
    ავტორის
  • 2:49 - 2:52
    პუბლიკაციის ტიპის
  • 2:52 - 2:57
    და სფეროს მიხედვით
  • 2:57 - 3:02
    ახლა აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო სტატია, რის შედეგადაც გადახვალთ სტატიის გვერდზე
  • 3:02 - 3:11
    თქვენ შეგიძლიათ ჩანაწერი დაამატოთ თქვენს ბიბლიოთეკაში მწვანე ღილაკის მეშვეობით და ასევე იხილოთ სტატიის სრული ტექსტის ხელმისაწვდომობა სხვადასხვა წყაროებში
  • 3:11 - 3:20
    ასევე, თუკი ეს ხელმისაწვდომია, შეგიძლიათ იხილოთ ტექსტის ნაწილის PDF ვერსია. გვერდის ქვედა ნაწილში კი ნახავთ მსგავს სტატიებსა და მკითხველთა სტატისტიკას
Title:
Search on Mendeley Desktop and Mendeley Web (Mendeley Minute)
Description:

A quick tutorial on how to search your Mendeley Desktop and Mendeley Web applications

more » « less
Video Language:
English
Duration:
03:24
NataliGiorgobiani edited English subtitles for Search on Mendeley Desktop and Mendeley Web (Mendeley Minute)
Mendeleyan added a translation

English subtitles

Revisions