< Return to Video

როგორ ვმართოთ კომპანია (თითქმის) წესების გარეშე

  • 0:01 - 0:05
    ორშაბათს და სამშაბათს ვსწავლობ
    როგორ მოვკვდე..
  • 0:05 - 0:07
    მათ ჩემს უკანასკნელ დღეებს ვუწოდებ.
  • 0:07 - 0:10
    ჩემს ცოლს, ფერნანდას, ეს ტერმინი არ
    მოსწონს,
  • 0:10 - 0:14
    მაგრამ ჩემს ოჯახში მელანომას სიმსივნით
    ძალიან ბევრი ადამიანი გარდაიცვალა,
  • 0:14 - 0:17
    ჩემს მშობლებს, ბებიებსა და ბაბუებსაც
    კი ჰქონდათ ეს დაავადება.
  • 0:17 - 0:20
    გამუდმებით ვფიქრობდი, ერთ
    დღესაც, შეიძლება ექიმის წინ ვიჯდე,
  • 0:20 - 0:23
    რომელიც ჩემი კვლევების პასუხებს
    დასცქერის და ამბობს,
  • 0:23 - 0:25
    „რიკარდო, ვშიშობ საქმე არც ისე კარგადაა.
  • 0:25 - 0:28
    6 თვის ან მაქსიმუმ ერთი წლის
    სიცოცხლე დაგრჩა.“
  • 0:28 - 0:31
    და იწყებ ფიქრს, რას გააკეთებ ამ პერიოდში.
  • 0:31 - 0:34
    ამბობ „ბავშვებთან მეტ დროს გავატარებ.
  • 0:34 - 0:35
    სხვადასხვა ადგილებს ვნახავ,
  • 0:35 - 0:38
    მთებს და უამრავ ადგილს მოვივლი.
  • 0:38 - 0:42
    გავაკეთებ ყველაფერს რაც არ
    გამიკეთებია, როცა დრო მქონდა."
  • 0:42 - 0:44
    მაგრამ რა თქმა უნდა,
    ყველამ ვიცით, რომ
  • 0:44 - 0:47
    ეს მხოლოდ მწარე მოგონებებია,
    რომელიც გაგვახსენდება.
  • 0:47 - 0:48
    ამის გაკეთება ძალიან რთულია.
  • 0:48 - 0:52
    ალბათ საკმაოდ დიდ დროს ტირილში გაატარებთ.
  • 0:52 - 0:54
    ამიტომ მე ვთქვი, რომ რაღაც სხვა
    უნდა გემეკეთებინა.
  • 0:54 - 0:59
    ყოველ ორშაბათსა და სამშაბათს, ჩემს
    უკანასკნელ დღეებს გამოვიყენებ.
  • 0:59 - 1:01
    და ამ დღეებში გავაკეთებ იმას,
  • 1:01 - 1:05
    რასაც მაშინ გავაკეთებდი ჩემთვის
    მსგავსი ამბავი რომ ეთქვათ..
  • 1:05 - 1:06
    (სიცილი)
  • 1:06 - 1:08
    როცა ფიქრობთ...
  • 1:08 - 1:12
    (ტაში)
  • 1:12 - 1:15
    როცა მუშაობის საპირისპირო
    საქმიანობაზე ფიქრობთ,
  • 1:15 - 1:17
    რა თქმა უნდა, მაშინვე დასვენება
    გახსენდებათ.
  • 1:17 - 1:20
    და ამბობთ, ოჰ, დასვენებისთვის დრო
    მჭირდება და ა.შ.
  • 1:20 - 1:24
    მაგრამ საქმე იმაშია, რომ დასვენება
    ძალიან დატვირთული რამაა.
  • 1:24 - 1:26
    მიდიხარ გოლფის და ჩოგბურთის
    სათამაშოდ, ხვდები ადამიანებს,
  • 1:26 - 1:29
    და ერთად სადილობთ.
    და კინოზე ერთად გაგვიანდებათ.
  • 1:29 - 1:32
    რასაც ჩვენ ვაკეთებთ ძალიან
    დატვირთული საქმიანობაა.
  • 1:32 - 1:36
    მუშაობის საპირისპირო, უსაქმურობაა.
  • 1:36 - 1:38
    მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის, რა
    მოუხერხოს უსაქმურობას.
  • 1:38 - 1:42
    როცა ვუყურებთ იმას, თუ როგორ ვანაწილებთ
    ჩვენს ცხოვრებას მთლიანობაში,
  • 1:42 - 1:46
    ვხვდებით რომ მაშინ როცა ბევრი
    ფული გვაქვს,
  • 1:46 - 1:49
    ძალიან ცოტა დრო გვაქვს. და როცა
    ბოლოს და ბოლოს,
  • 1:49 - 1:54
    დროს გამოვნახავთ, აღმოვაჩენთ,რომ
    აღარც ფული გვაქვს და აღარც ჯანმრთელობა.
  • 1:54 - 1:58
    ასე რომ, ბოლო 30 წელია, ჩვენ, როგორც
    კომპანიამ, დავიწყეთ ამ ყველაფერზე ფიქრი.
  • 1:58 - 2:01
    ეს არის რთული კომპანია, ათასობით
    თანამშრომლით,
  • 2:01 - 2:04
    ასობით მილიონი დოლარის ბიზნესით, რომელიც
  • 2:04 - 2:10
    სარაკეტო საწვავის სისტემებს ქმნის,
    ამუშავებს 4000 ბანკომატს ბრაზილიაში,
  • 2:10 - 2:14
    აწარმოებს ათობით ათასი საშემოსავლო
    გადასახადის აღრიცხვას.
  • 2:14 - 2:17
    ერთი სიტყვით, მარტივი ბიზნესი არ არის.
  • 2:17 - 2:19
    ამ ყველაფერს გადავხედეთ და ვთქვით:
  • 2:19 - 2:24
    მოდით გადავცეთ ამ ხალხს, მოდით
    ამ ხალხს მივცეთ კომპანია
  • 2:24 - 2:27
    და ჩამოვაშოროთ სკოლა-პანსიონის
    ყველა ასპექტი,
  • 2:27 - 2:29
    მაგალითად როდის მოდიხარ, როგორ გაცვია,
  • 2:29 - 2:32
    როგორ დადიხარ შეხვედრებზე, რა უნდა თქვა,
  • 2:32 - 2:33
    რა არ უნდა თქვა
  • 2:33 - 2:34
    და ვნახოთ რა დაგვრჩება.
  • 2:34 - 2:36
    მოკლედ, ეს დაახლოებით
    30 წლის წინ დავიწყეთ,
  • 2:36 - 2:39
    და დავიწყეთ ამ პრობლემის მოგვარება.
  • 2:39 - 2:41
    და ვთქვით, აი ნახეთ,
    პენსიაზე გასვლა,
  • 2:41 - 2:44
    მთელი პრობლემა იმაშია, თუ როგორ
    გადავანაწილებთ ჩვენი ცხოვრების გრაფიკს.
  • 2:44 - 2:47
    ნაცვლად იმისა, რომ მთებში ლაშქრობაზე
    82 წლის ასაკში წახვიდე,
  • 2:47 - 2:49
    ხომ შეიძლება წახვიდე მომავალ კვირას?
  • 2:49 - 2:51
    და აი ასე ვაკეთებთ,
  • 2:51 - 2:55
    ოთხშაბათს თქვენი ხელფასის
    10%-ად მოგყიდით.
  • 2:55 - 2:59
    ასე რომ, თუ აპირებდით მევიოლინე
    ყოფილიყავით, რაც დიდი ალბათობით არ ხართ,
  • 2:59 - 3:02
    წახვალთ და ოთხშაბათობით
    ამ საქმით დაკავდებით.
  • 3:02 - 3:03
    და რა აღმოვაჩინეთ -
  • 3:03 - 3:06
    გვეგონა, რომ ამ პროგრამით
  • 3:06 - 3:08
    ხანდაზმული ადამიანები დაინტერესდებოდნენ.
  • 3:08 - 3:11
    იმ ადამიანების საშუალო ასაკი,
    რომლებიც პირველები შემოგვიერთდნენ,
  • 3:11 - 3:12
    იყო 29 წელი, რა თქმა უნდა.
  • 3:12 - 3:13
    ამიტომ დავიწყეთ ძიება,
  • 3:13 - 3:16
    და ვთქვით, საქმეს სხვაგვარად
    უნდა მივხედოთ.
  • 3:16 - 3:18
    ასე რომ დავიწყეთ მსაგავსი სიტყვებით,
  • 3:18 - 3:20
    რატომ გვინდა ვიცოდეთ რა დროს
    მოხვედით სამსახურში,
  • 3:20 - 3:21
    როდის წახვედით და ა.შ.?
  • 3:21 - 3:24
    განა არ შეგვიძლია გავცვალოთ
  • 3:24 - 3:27
    თქვენგან რაიმეს შესყიდვის ხელშეკრულებაზე,
    მაგალითად რაიმე საქმეზე?
  • 3:27 - 3:29
    რატომ ვაშენებთ ამ სათაო ოფისებს?
  • 3:29 - 3:32
    ნუთუ ეგოს საკითხი არაა,
    რომ გვინდა უფრო სოლიდური,
  • 3:32 - 3:34
    დიდი და მნიშვნელოვანი გამოვჩნდეთ?
  • 3:34 - 3:37
    მაგრამ ამის გამო ორი საათი ქალაქში
    აქეთ-იქით დაგატარებთ?
  • 3:37 - 3:41
    ასე რომ, დავიწყეთ
    კითხვების დასმა სათითაოდ.
  • 3:41 - 3:42
    ჩვენ ასე ვეკითხებოდით:
  • 3:42 - 3:44
    პირველი: როგორ ვიპოვოთ ხალხი?
  • 3:44 - 3:47
    გარეთ გავიდოდით, ვცდიდით და
    ვასაქმებდით ხალხს და ვეუბნებოდით,
  • 3:47 - 3:49
    როცა ჩვენთან მოხვალთ,
  • 3:49 - 3:51
    ორი ან სამი გასაუბრება არ გვექნება
  • 3:51 - 3:54
    და ამის შემდგ მთელი ცხოვრება
    ჩვენზე იქნებით დაქორწინებული.
  • 3:54 - 3:56
    ასე არ ვაკეთებთ საკუთარ ცხოვრებაში.
  • 3:56 - 3:58
    ასე რომ, მობრძანდით, გასაუბრება გაიარეთ.
  • 3:58 - 4:01
    თუ ვინმე გასაუბრებით
    დაინტერესდება, მაშინ მოხვალთ.
  • 4:01 - 4:05
    და შემდეგ ვნახავთ რა გამოვა
    ინტუიციისგან, რომელიც წვრილმანი
  • 4:05 - 4:09
    დეტალების შევსების ნაცვლად გრძნობს
    შესაფერისი ადამიანი ხართ თუ არა.
  • 4:09 - 4:11
    და შემდეგ, დაბრუნდით.
  • 4:11 - 4:14
    მთელი შუადღე, მთელი დღე,
    ელაპარკეთ ვისაც გინდათ.
  • 4:14 - 4:18
    დარწმუნდით რომ ის პატარძალი
    ხართ, როელზეც ოცნებობდით
  • 4:18 - 4:21
    და არა ის სისულელე, რომელსაც
    ჩვენივე რეკლამებში ვდებთ.
  • 4:21 - 4:23
    (სიცილი)
  • 4:23 - 4:26
    თანდათანობით მივედით
    პროცესამდე, როცა ვამბობთ,
  • 4:26 - 4:29
    არ გვინდა კომპანიაში
    ლიდერი იყოს ისეთი ვინმე,
  • 4:29 - 4:31
    ვისაც გასაუბრება არ გაუვლია
  • 4:31 - 4:34
    მომავალ დაქვემდებარებულებთან.
  • 4:34 - 4:39
    ყოველ 6 თვეში, ყველა ლიდერი
    იღებს ანონიმურ შეფასებას.
  • 4:40 - 4:44
    ეს განსაზღვრავს უნდა გააგრძელოს
    თუ არა ლიდერის პოზიციაზე მუშაობა,
  • 4:44 - 4:46
    რომელიც როგორც მოგეხსენებათ,
    უმეტესად სიტუაციურია.
  • 4:46 - 4:52
    თუ შეფასებების 70-80% ვერ მიიღებენ,
    თანამდებობაზე არ რჩებიან, რაც ალბათ
  • 4:52 - 4:57
    იმის მიზეზია, რომ უკვე ათი წელია
    აღმასრულებელი დირექტორი არ ვყოფილვარ.
  • 4:57 - 5:01
    დროთა განმავლობაში კი - დავიწყეთ
    სხვა კითხვების დასმა.
  • 5:01 - 5:03
    ვისაუბრეთ ისეთ საკითხებზე,
    როგორიცაა
  • 5:03 - 5:06
    მაგალითად, რატომ არ შეუძლიათ ადამიანებს
    თვითონ დაადგინონ საკუთარი ხელფასი?
  • 5:06 - 5:07
    ამისთვის რა უნდა იცოდნენ?
  • 5:07 - 5:09
    მხოლოდ სამი რამის ცოდნა გჭირდებათ:
  • 5:09 - 5:12
    კომპანიის შიგნით ხალხი
    რამდენს გამოიმუშავებს,
  • 5:12 - 5:14
    რამდენს გამოიმუშავებენ
    სხვა მსგავს კომპანიაში
  • 5:14 - 5:18
    და ზოგადად რამდენს გამოვიმუშავებთ,
    შეგვიძლია თუ არა თავს ამის უფლება მივცეთ.
  • 5:18 - 5:21
    მოკლედ, მოდით ხალხს
    ინფორმაციის ეს სამი ნაწილი მივაწოდოთ.
  • 5:21 - 5:22
    ამისთვის დავსხედით კაფეში,
  • 5:22 - 5:25
    დავდგით კომპიუტერი, სადაც შეგეძლოთ
    მისულიყავით და გეკითხათ,
  • 5:25 - 5:27
    სხვა რამდენს ხარჯავს,
    რამდენს შოულობს,
  • 5:27 - 5:29
    რა სარგებელს იღებს,
    კომპანია რას აკეთებს,
  • 5:29 - 5:32
    რა არის ფინანსური მარჟები და ა.შ.
  • 5:32 - 5:35
    ეს იყო 25 წლის წინ.
  • 5:35 - 5:38
    როცა ეს ინფორმაცია ადამიანებამდე მივიდა,
  • 5:38 - 5:41
    ვამბობდით - არ გვაინტერესებს
    თქვენი ხარჯთაღრიცხვა,
  • 5:41 - 5:44
    არ გვაინტერესებს რამდენ დღეს ისვენებთ,
  • 5:44 - 5:46
    არ გვაინტერესებს სად მუშაობთ.
  • 5:46 - 5:49
    ქალაქში, ერთდროულად, 14
    სხვადსხვა ოფისი გვქონდა და ვეუბნებოდით
  • 5:49 - 5:52
    მიბრძანდით ოფისში, რომელიც
    თქვენს სახლთან ყველაზე ახლოს არის,
  • 5:52 - 5:55
    ან კლიენტთან ვისთანაც
    დღეს გაქვთ შეხვედრა.
  • 5:55 - 5:57
    არ გვითხრათ სად ხართ.
  • 5:57 - 6:01
    და კიდევ, როცა ათასობით ადამიანი
    გვყავდა, 5 ათასი,
  • 6:01 - 6:04
    H.R.-ის განყოფილებაში მუშაობდა
    მხოლოდ ორი ადამიანი
  • 6:04 - 6:07
    და მადლობა ღმერთს, ერთი პენსიაზე გავიდა.
  • 6:07 - 6:09
    (სიცილი)
  • 6:09 - 6:12
    მაშ ასე, კითხვა, რომელსაც ჩვენ ვსვამდით
    იყო, როგორ უნდა ვიზრუნოთ ადამიანებზე?
  • 6:12 - 6:14
    ხალხი ერთადერთია რაც გვაქვს.
  • 6:14 - 6:18
    ვერ გვექნება დეპარტამენტი, რომელიც
    ყურადღებას აქცევს და ზრუნავს ადამიანზე.
  • 6:18 - 6:23
    ასე რომ, როცა აღმოვაჩინეთ, რომ ამან
    გაამართლა, შეგვეძლო გვეთქვა,
  • 6:23 - 6:26
    რომ რასაც ვეძებდით - ჩემი აზრით,
    უმთავრესი, რასაც მე ვეძებდი
  • 6:26 - 6:28
    უკანასკნელ დღეებში და კომპანიაში,
  • 6:28 - 6:31
    ესაა როგორ შევქმნათ სიბრძნე?
  • 6:31 - 6:36
    ჩვენ გამოვიარეთ რევოლუციის ხანა,
    ინდუსტრიული რევოლუციის,
  • 6:36 - 6:39
    ინფორმაციის ხანა,
    ცოდნის ხანა,
  • 6:39 - 6:41
    მაგრამ ახლოსაც კი არ ვართ
    სიბრძნის ხანასთან.
  • 6:41 - 6:45
    როგორ ვქმნით, როგორ ვაკეთებთ
    ორგანიზებას მეტი სიბრძნისთვის?
  • 6:45 - 6:46
    მაგალითად, ხშირად
  • 6:46 - 6:51
    როგორ არ ამართლებს ყველაზე ჭკვიანური
    ან ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება.
  • 6:51 - 6:53
    დავუშვათ,
  • 6:53 - 6:57
    შევთანხმდით რომ კვირაში 57 ვიჯეტს გაყიდით.
  • 6:57 - 7:01
    ოთხშაბათამდე თუ გაყიდით, სანაპიროზე წადით.
  • 7:01 - 7:04
    ნუ შეგვიქმნით პრობლემას ჩვენ,
    წარმოებას, აპლიკაციას, თორემ მოგვიწევს
  • 7:04 - 7:08
    შევისყიდოთ ახალი კომპანიები,
    მოგვიწევს შევისყიდოთ ჩვენი კონკურენტები,
  • 7:08 - 7:12
    ყველაფერზე წასვლა მოგვიწევს, და ეს მარტო
    იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ვიჯეტი გაყიდეთ.
  • 7:12 - 7:14
    ასე რომ, წადით სანაპიროზე და
    ისევ დაიწყეთ ორშაბათს.
  • 7:14 - 7:15
    (სიცილი) (ტაში)
  • 7:15 - 7:19
    მოკლედ, პროცესი არის სიბრძნის ძიება.
  • 7:19 - 7:22
    და ამ პროცესში, რა თქმა უნდა, გვინდოდა
    ხალხს სცოდნოდა ყველაფერი,
  • 7:22 - 7:26
    და გვინდოდა ვყოფილიყავით ნამდვილად
    დემოკრატიულები, თუ როგორ ვხელმძღვანელობთ.
  • 7:26 - 7:31
    ჩვენს სააგენტოს ჰქონდა ორი თავისუფალი
    ადგილი თანაბარი კენჭისყრით,
  • 7:31 - 7:33
    პირველი ორი ადამიანისთვის,
    ვინც გამოჩნდებოდა.
  • 7:33 - 7:35
    (სიცილი)
  • 7:35 - 7:40
    გვყავდნენ დამლაგებლები, რომლებიც
    მონაწილეობას იღებდნენ საბჭოს კენშისყრაში,
  • 7:40 - 7:43
    და ასევე ძალიან ბევრი სხვა პიჯაკში და
    ჰალსტუხებში გამოწყობილი ადამიანიც.
  • 7:43 - 7:47
    და ფაქტია რომ ეს
    კეთილსინდისიერებას გვინარჩუნებდა.
  • 7:47 - 7:51
    პროცესი, როცა ჩვენთან მოსულ
    ადამიანებს ვუყურებდით,
  • 7:51 - 7:52
    ვამბობდით, ერთი წუთით,
  • 7:52 - 7:55
    ხალხი, ვინც მოდიოდა ჩვენთან
    გვეკითხებოდა, სად უნდა დავჯდე?
  • 7:55 - 7:58
    როგორ უნდა ვიმუშაო?
    5 წლის შემდეგ სად ვიქნები?
  • 7:58 - 8:01
    ჩვენ ამას ვუყურებდით და ვამბობდით,
    ყველაფერი დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყოო.
  • 8:01 - 8:02
    საიდან უნდა დაგვეწყო?
  • 8:02 - 8:05
    ოჰ, საბავშვო ბაღიდან მგონი კარგი იქნებოდა.
  • 8:05 - 8:10
    ასე რომ, შევქმენით ფონდი, რომელსაც ახლა,
    უკვე 11 წელია, 3 სკოლა აქვს,
  • 8:10 - 8:12
    სადაც ყველას ვუსვამდით
    ერთსა და იმავე კითხვას,
  • 8:12 - 8:15
    რას შეცვლიდით სიბრძნის სკოლაში?
  • 8:15 - 8:18
    ერთია, როცა ამბობ, რომ
    მასწავლებლების გადამზადება გვჭირდება,
  • 8:18 - 8:20
    რომ გვჭირდება დირექტორებმა
    მეტი აკეთონ.
  • 8:20 - 8:25
    მაგრამ საქმე იმაშია, რომ ის, რასაც
    განათლებისთვის ვაკეთებთ,
  • 8:25 - 8:28
    სრულიად მოძველებულია.
    სრულიად მოძვლეებულია მასწავლებლის როლი.
  • 8:28 - 8:33
    მათემატიკიდან დაწყებული
    ბიოლოგიით დასრულებული და
  • 8:33 - 8:38
    მე-14 საუკუნის საფრანგეთით დასრულებული.
    ყველაფერი სისულელეა. (ტაში)
  • 8:38 - 8:41
    ასე რომ, დავიწყეთ ფიქრი
    როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო.
  • 8:41 - 8:45
    თავი მოვუყარეთ ადამიანებს, მათ შორის ისეთ
    ადამიანებს, ვისაც განათლება უყვართ,
  • 8:45 - 8:50
    ადამიანებს როგორიცაა პაულო ფრეირე,
    და ბრაზილიის ორი განათლების მინისტრი
  • 8:50 - 8:53
    და ვუთხარით, ახლა რომ
    სკოლას ნულიდან ვქმნიდეთ,
  • 8:53 - 8:54
    როგორი უნდა ყოფილიყო?
  • 8:54 - 8:58
    აი, ასე შევქმენით ეს სკოლა,
    რომელსაც ლუმიარი ეწოდება,
  • 8:58 - 9:00
    და ლუმიარი,
    ერთ-ერთი საჯარო სკოლათაგანია,
  • 9:00 - 9:02
    და ლუმიარი ამბობს შემდეგს:
  • 9:02 - 9:06
    მოდით მასწავლებლის როლი ორად გავყოთ.
  • 9:06 - 9:08
    ერთს რეპეტიტორს დავარქმევთ.
  • 9:08 - 9:13
    რეპეტიტორი ძველი ბერძნული სიტყვაა
    „პაიდეია“, და ბავშვის მოვლას ნიშნავს.
  • 9:13 - 9:17
    რა ხდება სახლში, როგორია
    ცხოვერებაში მათი მომენტი და ა.შ.
  • 9:17 - 9:18
    მაგრამ გთხოვთ ნუ ასწავლით,
  • 9:18 - 9:22
    რადგან Google-თან შედარებით ცოტა
    იცით, არ გვაინტერესებს.
  • 9:22 - 9:23
    თქვენთვის შემოინახეთ.
  • 9:23 - 9:24
    (სიცილი)
  • 9:24 - 9:28
    ახლა მოვიზიდავთ ადამიანებს,
    რომლებსაც აქვთ ორი რამ:
  • 9:28 - 9:32
    ენთუზიაზმი და გამოცდილება, და ეს შეიძლება
    მათი პროფესია იყოს, ან არა.
  • 9:32 - 9:35
    ჩვენ გამოვიყენეთ უფროსი
    ადამიანები, რომლებიც
  • 9:35 - 9:39
    ჭკვიანი მოსახლეობის 25% შეადგენენ
    და რომლებიც აღარავის სჭირდებიან.
  • 9:39 - 9:41
    მოვიყვანეთ სკოლაში და ვუთხარით,
  • 9:41 - 9:45
    ასწავლეთ ბავშვებს ის რისიც გწამთ.
  • 9:45 - 9:48
    გვყავს მევიოლინეები,
    რომლებიც მათემატიკას ასწავლიან.
  • 9:48 - 9:51
    ჩვენ გვაქვს ყველაფერი, რითაც
    შეგვიძლია ვთქვათ,
  • 9:51 - 9:53
    კურსის მასალაზე არ იდარდოთ.
  • 9:53 - 9:58
    გვაქვს დაახლოებით 10 საოცარი თემა,
    რომელიც 2-დან 17-მდე ფასდება.
  • 9:58 - 10:03
    მაგალითად, როგორ ვაფასებთ ჩვენს
    თავს როგორც ადამიანებს?
  • 10:03 - 10:06
    ასე რომ გვაქვს ადგილი მათემატიკისთვის,
    ფიზიკისთვის და ყველაფერი მსგავსისთვის.
  • 10:06 - 10:08
    როგორ გადმოვცემთ საკუთარ თავს?
  • 10:08 - 10:11
    გვაქვს ადგილები მუსიკისთვის,
    ლიტერატურისთვის და ა.შ.
  • 10:11 - 10:12
    მაგრამ ასევე გრამატიკისთვის.
  • 10:12 - 10:15
    და კიდევ გვაქვს ისეთი რამ,
    რაც უკვე ყველამ დაივიწყა,
  • 10:15 - 10:18
    რაც შეიძლება ცხოვრებაში
    ყველაზე მნიშვნელოვანი იყოს.
  • 10:18 - 10:21
    ძალიან მნიშვნელოვანი რამ ცხოვრებაში,
    რომლის შესახებაც არაფერი ვიცით.
  • 10:21 - 10:24
    არაფერი ვიცით სიყვარულზე,
  • 10:24 - 10:26
    არაფერი ვიცით სიკვდილზე,
  • 10:26 - 10:28
    არაფერი ვიცით იმაზე აქ რატომ ვართ.
  • 10:28 - 10:32
    ასე რომ, სკოლაში გვჭირდება თემა, რომელიც
    ლაპარაკობს იმ ყველაფერზე რაც არ ვიცით.
  • 10:32 - 10:34
    ეს არის იმის დიდი ნაწილი,
    რასაც ჩვენ ვაკეთებთ.
  • 10:34 - 10:40
    (ტაში)
  • 10:40 - 10:43
    წლებთან ერთად სხვა
    საკითხებითაც დავკავდით.
  • 10:43 - 10:45
    რატომ უნდა დავტუქსოთ ბავშვი
  • 10:45 - 10:47
    და ვუთხრათ, მოდი აქ,
    დაჯექი, ეს გააკეთე და ა.შ.
  • 10:47 - 10:51
    ჩვენ ვთქვით, მოდით ბავშვებს მოვანდომოთ
    ისეთი რამის კეთება რასაც წრეს ვეძახით,
  • 10:51 - 10:53
    რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება.
  • 10:53 - 10:55
    წესები ერთად მოაგროვე და
  • 10:55 - 10:57
    შენ გადაწყვიტე რა გსურს მოუხერხო მათ.
  • 10:57 - 10:59
    ასე რომ, შეგიძლიათ ყველამ თავი იმტვრიოთ?
  • 10:59 - 11:02
    რა თქმა უნდა, ერთი კვირით, სცადეთ.
  • 11:02 - 11:05
    მოიფიქრეს ზუსტად იგივე წესები,
    რაც ჩვენ გვაქვს,
  • 11:05 - 11:07
    იმ გამონაკლისით, რომ ეს წესები მათია.
  • 11:07 - 11:09
    და თან, მათ აქვთ ძალა,
  • 11:09 - 11:14
    რაც ნიშნავს, რომ შეუძლიათ ბავშვი
    სწავლას ჩამოაშორონ და გარიცხონ,
  • 11:14 - 11:20
    ისე რომ სკოლა არაფერში ერევა,
    გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ.
  • 11:20 - 11:23
    და, ამავე დროს,
  • 11:23 - 11:25
    ვინარჩუნებთ ციფრულ მოზაიკას,
  • 11:25 - 11:29
    რადგან ეს არ არის კონსტრუქტივისტი
    ან მონტესორი ან რამე მსგავსი.
  • 11:29 - 11:32
    ეს არის ის, სადაც გვაქვს
    ბრაზილიური სასწავლო გეგმა
  • 11:32 - 11:35
    600 მოზაიკის ფილით,
  • 11:35 - 11:38
    რომელიც გვინდა ვაჩვენოთ ამ
    ბავშვებს, როცა 17 წლის გახდებიან.
  • 11:38 - 11:41
    გამუდმებით ამ გზას გავყვეთ და
    ვიცოდეთ თავს როგორ ართმევენ.
  • 11:41 - 11:45
    ხშირად ვამბობთ, ახლა არ გაინტერესებთ,
    მაგრამ ერთი წელი მოვიცადოთ.
  • 11:45 - 11:49
    ბავშვები არიან ჯგუფებში, სადაც არ
    არსებობს ასაკობრივი კატეგორიები,
  • 11:49 - 11:53
    6 წლის ბავშვი, რომელიც ამისთვის
    მზად არის, 11 წლის ბავშვთან
  • 11:53 - 11:55
    ერთად ანადგურებს ყველა ბანდას, ჯგუფს
  • 11:55 - 11:59
    და მსგავს დაჯგუფებებს, რაც
    ზოგადად სკოლებში გვაქვს.
  • 11:59 - 12:01
    აქვთ 0-დან 100-მდე შეფასების სისტემა,
  • 12:01 - 12:05
    რომელსაც აპლიკაციის მეშვეობით
    ყოველ ორ საათში ავსებენ.
  • 12:05 - 12:10
    როცა გვეცოდინება, რომ 37%-ზე არიან
    იქიდან, სადაც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ,
  • 12:10 - 12:15
    შეგვიძლია გარე სამყაროში გავუშვათ, რადგან
    მასზე უკვე საკმარისი წარმოდგენა აქვთ.
  • 12:15 - 12:20
    და ეს კურსები მსოფლიო თასის
    ფეხბურთის ან ველოსიპედის აგების კურსები.
  • 12:20 - 12:24
    ხალხი ველოსიპედის ასაწყობ 45
    დღიან კურსებზე დარეგისტრირდება.ახლა სცადეთ
  • 12:24 - 12:29
    ააგოთ ველოსიპედი თუ არ გეცოდინებათ,
    რომ რიცხვი „პი“ უდრის 3.1416.
  • 12:29 - 12:30
    ვერ შეძლებთ.
  • 12:30 - 12:35
    ან ნებისიერმა თქვენგანმა სცადეთ
    3.1416 სხვა რამეში გამოიყენოთ.
  • 12:35 - 12:37
    აღარაფერი იცი.
  • 12:37 - 12:40
    ეს უკვე დაკარგულია და ეს არის ის,
    რასაც ჩვენ ამ სკოლაში
  • 12:40 - 12:41
    სიბრძნის ძიებით ვცდილობთ.
  • 12:41 - 12:47
    და ეს გვაბრუნებს ამ გრაფასთან და
    ჩვენი ცხოვრების განაწილებასთან.
  • 12:47 - 12:50
    ბევრი ფული მოვაგროვე, როცა
    ამაზე ვფიქრობდი.
  • 12:50 - 12:54
    როცა ფიქრობთ და ამბობთ, დროა გავცე -
  • 12:54 - 12:57
    თუ გასცემთ, ე.ი. ძალიან ბევრი აიღეთ.
  • 12:57 - 13:04
    (სიცილი) (ტაში)
  • 13:04 - 13:07
    გამუდმებით ვფიქრობ იმაზე, რომ
    Warren Buffet-მა ერთ დღესაც გაიღვიძოს
  • 13:07 - 13:11
    და აღმოაჩინოს რომ აქვს 30 მილიარდი
    დოლარით მეტი ვიდრე ეგონა.
  • 13:11 - 13:14
    დგას და ფიქრობს, ამ ფულს რა მოვუხერხო?
  • 13:14 - 13:16
    ვინმე ისეთს მივცემ ვისაც მართლა სჭირდება.
  • 13:16 - 13:19
    ბილ გეითსს მივცემ. (სიცილი)
  • 13:20 - 13:23
    ჩემი ფინანსური კონსულტანტი
    ნიუ-იორკში კი მიყურებს
  • 13:23 - 13:25
    და ამბობს, სულელი ხართ,
  • 13:25 - 13:28
    რადგან 4.1-ჯერ მეტი გექნებოდათ
  • 13:28 - 13:32
    ამ ფულით ისევ ფული, რომ
    გეშოვათ გაჩუქების ნაცვლად.
  • 13:32 - 13:35
    მაგრამ, როცა საქმე კარგად მიდის,
    ფულის გაცემა მიყვარს.
  • 13:35 - 13:38
    (სიცილი)
  • 13:38 - 13:42
    რაღაც პერიოდი მასაჩუსეტის ტექნოლოგიის
    ინსტიტუტში MBA-ს ვასწავლიდი
  • 13:42 - 13:45
    და ერთ დღესაც მაუნთ-ობერნის
    სასაფლაოზე აღმოვჩნდი.
  • 13:45 - 13:47
    ლამაზი სასაფლაოა კემბრიჯში.
  • 13:47 - 13:50
    ვსეირნობდი, ჩემი დაბადების დღე
    იყო და ვფიქრობდი.
  • 13:50 - 13:52
    მაშინ პირველად ვნახე ეს საფლავები
  • 13:52 - 13:55
    და ეს საოცარი ადაიანები,
    რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს
  • 13:55 - 13:59
    და ვიფიქრე, რითი მინდა,
    რომ დამიმახსოვრონ?
  • 13:59 - 14:00
    შემდეგ მეორედ გავისეირნე
  • 14:00 - 14:03
    და მეორე ჯერზე უკვე სხვა კითხვა დამებადა,
  • 14:03 - 14:05
    რაც ძალიან დამეხმარა. ეს იყო,
  • 14:05 - 14:08
    საერთოდ რატომ მინდა ვინმეს ვახსოვდე?
  • 14:08 - 14:10
    (სიცილი)
  • 14:10 - 14:13
    და ამან, ვფიქრობ,
    სხვადასხვა ადგილას წამიყვანა.
  • 14:13 - 14:17
    როცა 50-ის გავხდი, მე და ჩემი ცოლი
    ფერნანდა მთელი შუადღე
  • 14:17 - 14:20
    დიდი ცეცხლის გარშემო ვისხედით
  • 14:20 - 14:23
    და ყველაფერი, რაც
    გამიკეთებია ამ ცეცხლში ჩავყარე.
  • 14:23 - 14:25
    წიგნი 38 ენაზე,
  • 14:25 - 14:29
    ასეულობით სტატია, DVD, ყველაფერი იქ იყო.
  • 14:29 - 14:30
    და ამან ორი რამ მოგვიტანა.
  • 14:30 - 14:35
    პირველი - ჩვენი ხუთი შვილი გაათავისუფლა
    იმისგან, რომ ჩვენს კვალს,
  • 14:35 - 14:37
    ჩვენ აჩრდილებს გაყოლოდნენ.
    არ იციან რას ვსაქმიანობ.
  • 14:37 - 14:38
    (სიცილი)
  • 14:38 - 14:40
    რაც კარგია.
  • 14:40 - 14:42
    კარგია. აღარ მომიწევს
    ერთ დღესაც სადმე მივიყვანო
  • 14:42 - 14:44
    და ვუთხრა, ეს ყველაფერი თქვენი იქნება.
  • 14:44 - 14:45
    (სიცილი)
  • 14:45 - 14:49
    ხუთმა შვილმა არაფერი იცის, რაც კარგია.
  • 14:49 - 14:51
    და მეორე:
  • 14:51 - 14:55
    გავთავისუფლდი წარსული
    მიღწევების ღუზისგან.
  • 14:55 - 15:00
    თავისუფლად შემიძლია დავიწყო
    რამე ახალი ნებისმიერ დროს
  • 15:00 - 15:02
    და ამ უკანასკნელ დღეებში
    ყველაფერი ნულიდან ავაწყო.
  • 15:02 - 15:03
    ვიღაცამ შეიძლება თქვას,
  • 15:03 - 15:06
    ო, ახლა ეს უკანასკნელი დღეები გაქვს,
  • 15:06 - 15:08
    შეგიძლია ადგე და ის აკეთო, რაც გინდა.
  • 15:08 - 15:10
    არა, სანაპიროებზე ვიყავით,
  • 15:10 - 15:13
    ვიყავით სამოაზე, მალდივიასა
    და მოზამბიკზე
  • 15:13 - 15:14
    და მორჩა.
  • 15:14 - 15:17
    ასევე, დავლაშქრე ჰიმალაი,
  • 15:17 - 15:20
    ჩავედი 60 მეტრის სიღმეზე
    ჩაქუჩისთავიანი ზვიგენების სანახავად,
  • 15:20 - 15:25
    59 დღე გავატარე აქლემის
    ზურგზე ჩადადან ტიმბაქტუმდე,
  • 15:25 - 15:29
    მარხილში შებმული ძაღლებით ვიყავი
    მაგნიტურ ჩრდილოეთ პოლუსზე.
  • 15:29 - 15:31
    მოკლედ, დატვირთული ვიყავი.
  • 15:31 - 15:37
    ეს არის ის, რასაც ჩემს ცარიელ
    “სურვილების სიას” დავარქმევდი.
  • 15:37 - 15:40
    (სიცილი)
  • 15:40 - 15:43
    ამ რაციონალით, ვუყურებ დღეებს და ვფიქრობ,
  • 15:43 - 15:46
    ჯერ პენსიაზე არ ვარ.
    ვერ ვგრძნობ, რომ პენსიაზე უნდა ვიყო.
  • 15:46 - 15:48
    და ახალი წიგნის წერას ვიწყებ.
  • 15:48 - 15:52
    ბოლო ორ წელში სამი
    ახალი კომპანია დავაარსე. ამ ეტაპზე ვმუშაობ
  • 15:52 - 15:57
    იმაზე, რომ ეს სასკოლო სისტემა
    მთელს მსოფლიოში გავავრცელო უფასოდ,
  • 15:57 - 16:00
    და აღმოვაჩინე, რაც ძალიან საინტერესოა,
    რომ უფასოდ არავის უნდა.
  • 16:00 - 16:02
    ამიტომ ათი წლის განმავლობაში ვცდილობდი
  • 16:02 - 16:06
    სახელმწიფო სისტმას მიეღო ეს
    სასკოლო საფუძვლები,
  • 16:06 - 16:08
    ისევე როგორც საჯარო სკოლები, რომლებსაც
  • 16:08 - 16:13
    100-დან 43-ის ნაცვლად,
  • 16:13 - 16:16
    100-91 ბალიანი შეფასება აქვთ.
  • 16:16 - 16:18
    მაგრამ უფასოდ არავის უნდა.
  • 16:18 - 16:21
    იქნებ ფასი რომ დაგვედო რამე შეცვლილიყო.
  • 16:21 - 16:25
    მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, რომ
    ასე გამოგვივიდეს.
  • 16:25 - 16:28
    და ვფიქრობ რომ ამით ყველა
    თქვენგანს გიგზავნით შეტყობინებას,
  • 16:28 - 16:30
    რომელიც ასეთია: ყველამ ვისწავლეთ
  • 16:30 - 16:33
    კვირა საღამოს როგორ შევამოწმოთ
    ელექტრონული ფოსტა
  • 16:33 - 16:36
    და ვიმუშაოთ სახლიდან,
  • 16:36 - 16:37
    მაგრამ ძალიან ცოტამ თუ ისწავლა,
  • 16:37 - 16:40
    როგორ წავიდეს კინოში ორშაბათს შუადღით.
  • 16:40 - 16:45
    და თუ სიბრძნეს ვეძებთ, მაშინ
    ამის კეთებაც უნდა ვისწავლოთ.
  • 16:45 - 16:48
    რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში
    ვაკეთებდით, ძალიან მარტივი,
  • 16:48 - 16:51
    პატარა ხელსაწყოს გამოყენებაა,
    რომელიც წარმოშობს სამ "რატომს."
  • 16:51 - 16:54
    პირველი, რატომ გაქვთ
    ყოველთვის კარგი პასუხი.
  • 16:54 - 16:57
    მეორე, რატომ არის დაწყება რთული.
  • 16:57 - 17:00
    მესამე რატომ, არ იცით თუ რატომ
    აკეთებთ იმას რასაც აკეთებთ.
  • 17:00 - 17:07
    მინდა დაფიქრდეთ, თუ ამას იზამთ
    ხომ არ მიხვალთ კითხვამდე
  • 17:07 - 17:09
    რისთვის?
  • 17:09 - 17:11
    რისთვის ვაკეთებ ამას?
  • 17:11 - 17:14
    და იმედია, ამის შედეგად,
    დროთა განმავლობაში,
  • 17:14 - 17:17
    ამის დიდი იმედი მაქვს და
    რასაც ყველას გისურვებთ,
  • 17:17 - 17:20
    ბევრად უფრო ბრძნული მომავალი გექნებათ.
  • 17:20 - 17:21
    დიდი მადლობა.
  • 17:21 - 17:29
    (სიცილი)
  • 17:34 - 17:39
    კრის ანდერსონი: რიკარდო,
    მგონი ცოტა გიჟი ხართ.
  • 17:39 - 17:41
    (სიცილი)
  • 17:41 - 17:44
    ძალიან ბევრისთვის ეს სიგიჟეა.
  • 17:44 - 17:47
    მაგრამ ამავდროულად ძალიან ბრძნულიც.
  • 17:47 - 17:50
    ვცდილობ ყველაფერი ერთად მოვაგროვო:
  • 17:50 - 17:52
    შენი იდეები ძალიან რადიკალურია.
  • 17:52 - 17:57
    მაგალითად, ბიზნესში სადაც რაღაც პერიოდში
    ამ იდეების რეალიზება მოხდა,
  • 17:58 - 18:01
    ალბათ ამ ბიზნესების პროცენტულობა
  • 18:01 - 18:03
    ჯერ კიდევ ძალიან დაბალია.
  • 18:03 - 18:06
    ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა
    თქვენი იდეები რომელიმე
  • 18:06 - 18:10
    მსხვილ კომპანიას გამოუყენებია
    და უთქვამთ - „დიახ!“?
  • 18:10 - 18:13
    რიკარდო სემლერი: რა თქმა უნდა.
    მსგავსი რამ მოხდა ორი კვირის წინ,
  • 18:13 - 18:15
    რიკარდო ბრენსონთან,
    როცა მისი ხალხი ამბობდა
  • 18:15 - 18:17
    აღარ მინდა თქვენს
    დასვენებებს ვაკონტროლებდე,
  • 18:17 - 18:20
    ნეტფლიქსიც იგივეს აკეთებს,
  • 18:20 - 18:22
    მაგრამ არამგონია ეს
    ძალიან მნიშვნელოვანი იყოს.
  • 18:22 - 18:26
    მინდა,რომ ეს ყველაფერი ცოტა უფრო
    მისიონერული ენთუზიაზმით კეთდებოდეს,
  • 18:26 - 18:27
    მაგრამ ეს ძალიან პირადულია.
  • 18:27 - 18:32
    ფაქტია, რომ კონტროლის დაკარგვის
    რწმენა უნდა დავკარგოთ. და თითქმის არავინ,
  • 18:32 - 18:35
    ვინც აკონტროლებს, არ არის მზად
    მიიღოს რწმენაში ასეთი ნახტომი.
  • 18:35 - 18:37
    ეს უნდა მოდიოდეს ბავშვებისგან
    და იმ ადამიანებისგან,
  • 18:37 - 18:39
    რომლებიც კომპანიებს სხვა გზით იწყენებ.
  • 18:39 - 18:41
    კრისი: ანუ ეს არის მთავარი?
  • 18:41 - 18:43
    თქვენი აზრით, მტკიცებულებები არსებობს,
  • 18:43 - 18:45
    ბიზნესის თვალსაზრისით, ეს მუშაობს,
  • 18:45 - 18:48
    მაგრამ ხალხს უბრალოდ გამბედაობა არ აქვს.
  • 18:48 - 18:50
    რიკარდო: სტიმულიც კი არ აქვთ.
  • 18:50 - 18:53
    თქვენ მართავთ კომპანიას
    90 დღიანი მანდატით.
  • 18:53 - 18:54
    ეს კვარტალური ანგარიშია.
  • 18:54 - 18:57
    თუ 90 დღეში ვერ ივარგე, გიშვებენ.
    მიდიხართ და ეუბნებით:
  • 18:57 - 19:01
    „ მე მაქვს საოცარი პროგრამა, რომელიც
    სულ მცირე ერთ თაობას გაყვება.“
  • 19:01 - 19:03
    იქ კი გპასუხობენ: „ აქედან მიბრძანდით.“
  • 19:03 - 19:04
    აი, ეს არის პრობლემა.
  • 19:04 - 19:07
    (სიცილი)
  • 19:07 - 19:13
    კრისი: რის დანერგვასაც განათლების
    სფეროში აპირებთ, წარმოუდგენლად
  • 19:13 - 19:17
    სიღრმისეული მეჩვენება. ყველა წუხს
    საკუთარი ქვეყნის განათლების სისტემაზე.
  • 19:17 - 19:20
    არავინ ფიქრობს, რომ არ
    ჩამოვრჩებით მსოფლიოს,
  • 19:20 - 19:23
    რომელშიც არის Google და სხვა
    ტექნოლოგიური შესაძლებელობები.
  • 19:23 - 19:27
    თქვენ გაქვთ რეალური მტკიცებულება იმისა,
    რომ ბავშვები, რომლებიც
  • 19:27 - 19:30
    თქვენი სისტემით გადიან,
    წარმოებაში მკვეთრ ზრდას აჩვენებენ.
  • 19:30 - 19:32
    როგორ უნდა დაგეხმაროთ
    ამ იდეების წინსვლაში?
  • 19:32 - 19:36
    რიკარდო: ვფიქრობ, ეს არის იდეების
    პრობლემა, რომლის დროც დადგა.
  • 19:37 - 19:40
    ამ საკითხის მიმართ ევანგელურად
    განწყობილი არასდროს ვყოფილვარ.
  • 19:40 - 19:42
    ჩვენ ეს გარეთ გამოვიტანეთ.
  • 19:42 - 19:43
    მოულოდნელად,
  • 19:43 - 19:45
    გვხვდებიან ადამიანები,
    მაგალითად ძალიან მაშინებს
  • 19:45 - 19:48
    ადამიანთა ჯგუფი იაპონიაში,
    სემლერისტები, 120 კომპანია აქვთ.
  • 19:48 - 19:50
    მეც მიმიწვიეს.
    იქ წასვლის ყოველთვის მეშინოდა.
  • 19:50 - 19:53
    ასევე, არსებობს ჯგუფი ჰოლანდიაში,
    600 პატარა, ჰოლანდიური კომპანიით.
  • 19:53 - 19:58
    ესენი, ისეთი რაღაცეებია,
    რაც თავისით აყვავდებიან.
  • 19:58 - 20:01
    ნაწილი მცდარი იქნება,
    მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს.
  • 20:01 - 20:04
    თავის ადგილს მაინც იპოვიან.
  • 20:04 - 20:06
    იმ მეორე ნაწილის მეშინია, რომელიც ამბობს,
  • 20:06 - 20:08
    ისეთი კარგია, რომ აუცილებლად უნდა გააკეთო.
  • 20:08 - 20:10
    მოდით შევქმნათ სისტემა,
    ჩავდოთ დიდი ფული
  • 20:10 - 20:13
    და ხალხი ამას მაინც გააკეთებს,
    ყველაფრის მიუხედავად.
  • 20:13 - 20:16
    კრისი: მოკლედ, მთელი თქვენი ცხოვრება
    უჩვეულო კითხვებს სვამთ.
  • 20:16 - 20:19
    ვფიქრობ ზუსტად ეს არის თქვენი
    მამოძრავებელი ძალა.
  • 20:19 - 20:22
    ჩვენთვისაც ხომ არ გაქვთ შეკითხვები,
    TED-ისთვის, აქ მყოფი ჯგუფისთვის?
  • 20:22 - 20:27
    რიკარდო: ყოველთვის ვუბრუნდები
    იმ კითხვების ვარიაციებს,
  • 20:27 - 20:32
    რომლებიც შვილმა სამი წლის ასაკში დამისვა.
  • 20:32 - 20:35
    ჯაკუზში ვისხედით და მეკითხება:
    “მამა, რატომ ვარსებობთ?“
  • 20:35 - 20:39
    სხვა კითხვა არ არსებობს.
  • 20:39 - 20:41
    სხვა კითხვა არავის აქვს.
  • 20:41 - 20:44
    სამი წლის ასაკიდან მხოლოდ ამ ერთი
    კითხვის ვარიაციები გვაწუხებს.
  • 20:44 - 20:46
    ასე რომ, როცა ატარებთ დროს
    კომპანიაში, ბიუროკრატიაში
  • 20:46 - 20:51
    ან ორგანიზაციაში და ამბობთ -
  • 20:51 - 20:53
    რამდენ ადამიანს იცნობთ
    ვინც სიკვდილის წინ თქვა,
  • 20:53 - 20:56
    ნეტავ ოფისში უფრო მეტი დრო გამეტარებინაო?
  • 20:56 - 20:58
    მთავარია ახლა მოიკრიბოთ გამბედაობა -
  • 20:58 - 21:03
    და არა ერთ კვირაში, არა ორ თვეში,
  • 21:03 - 21:05
    არა მაშინ როცა აღმოაჩენთ,
    რომ რაღაც გჭირთ.
  • 21:05 - 21:08
    არა, ახლა და თქვათ, ამას რისთვის ვაკეთებ?
  • 21:08 - 21:10
    შეწყვიტეთ ყველაფერი.
    მაკეთებინეთ სხვა რამ,
  • 21:10 - 21:13
    და ყველაფერი უფრო კარგად იქნება,
  • 21:13 - 21:14
    ბევრად უფრო კარგად, ვიდრე ახლა,
  • 21:14 - 21:16
    როცა პროცესში ხართ ჩაძირული.
  • 21:16 - 21:19
    კრისი: ვფიქრობ, ნამდვილად
    სიღრმისეული და ლამაზი გზაა
  • 21:19 - 21:23
    TED-ის ბოლოს წინა დღის დასასრულებლად.
  • 21:23 - 21:24
    რიკარდო სემლერი, დიდი მადლობა.
  • 21:24 - 21:26
    რიკარდო: ასევე, უღრმესი მადლობა.
Title:
როგორ ვმართოთ კომპანია (თითქმის) წესების გარეშე
Speaker:
რიკარდო სემლერი
Description:

რა ხდება თუ თქვენი სამუშაო აკონტროლებს თქვენს ცხოვრებას? ბრაზილიელი აღმასრულებელი დირექტორი რიკარდო სემლერი პრაქტიკულად იყენებს კორპორატიული დემოკრატიის რადიკალურ ფორმას, ყველა საკითხის გადახედვას, საბჭოთა შეხვედრებიდან დაწყებული, თუ როგორ აცნობებენ მუშები შვებულების დღეებს (არაა საჭირო). ხედვა, რომელიც აჯილდოვებს მშრომელთა სიბრძნეს, ხელს უწყობს სამუშაო – ცხოვრების ბალანსს - და გარკვეულწილად მივყავართ იმის გარკვევისკენ, თუ რა მუშაობს და ზოგადად ცხოვრების შესახებ. ბონუს კითხვა: რა მოხდება, თუ სკოლებიც ასე იყოს?

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
21:42

Georgian subtitles

Revisions